სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ივნისიდან "პალიტრა L” ახალ სერიას „ქალების კალმით“ ქართველი მკითხველისთვის  ცნობილი და საყვარელი ავტორის,ელიფ შაფაქის ახალი წიგნით დაიწყებს
3 ივნისიდან "პალიტრა L” ახალ სერიას „ქალების კალმით“ ქართველი მკითხველისთვის  ცნობილი და საყვარელი ავტორის,ელიფ შაფაქის ახალი წიგნით დაიწყებს

ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც ქა­ლებს გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლებ­სა თუ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­ღე­ბის, არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მის, აზ­რის ხმა­მაღ­ლა და­ფიქ­სი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, თვით­გა­მო­ხატ­ვის სურ­ვილს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ხელს ვერ უშ­ლი­და. იყ­ვნენ ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უსა­მარ­თლო­ბას წინ აღუდ­გნენ და თა­ვი­ან­თი სი­ტყვა ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ წარ­მოთ­ქვეს. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა არა­ერთ ქალ მწე­რალს იც­ნობს, რო­მელ­თა ნა­წილ­მაც აღი­ა­რე­ბა მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა, ნა­წილ­მაც - დიდი ხნის შემ­დეგ.

რის შე­სა­ხებ წერ­დნენ ქა­ლე­ბი და რო­გო­რია მათი კალ­მით აღ­წე­რი­ლი სამ­ყა­რო? გა­მომცმე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რია „ცხოვ­რე­ბა ქა­ლე­ბის კალ­მით“ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას, ქალი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბი გა­მო­ი­ცა, მათ შო­რის: ჯეინ ოს­ტი­ნის, დები ბრონ­ტე­ე­ბის, ტონი მო­რი­სო­ნის, ელიფ შა­ფა­ქის და სხვა­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ ეს წიგ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, მათ შე­ძე­ნას 3 ივ­ნი­სი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შეძ­ლებთ. სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნია ელიფ შა­ფა­ქის „და­უს­რუ­ლე­ბელ გა­ტა­ცე­ბა­თა ღმერ­თი“. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10 ლარი.

ქალ მწერ­ლებ­ზე სა­უბ­რი­სას თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხველს შე­უძ­ლე­ბე­ლია ელიფ შა­ფა­ქი არ გა­ახ­სენ­დეს - თურ­ქი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის გზა­გა­სა­ყარ­ზე დგას და თა­ვის რო­მა­ნებ­ში ორი კულ­ტუ­რის სინ­თეზს წარ­მოგ­ვიდ­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იგი არამ­ხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი წე­რის მა­ნე­რის გამო შე­იყ­ვა­რა მკი­თხველ­მა, არა­მედ იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვიზ­მი­სა, რა­საც ეწე­ვა მწე­რა­ლი მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და გენ­დე­რის სა­კი­თხე­ბი ის ძი­რი­თა­დი თე­მე­ბია, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც შა­ფა­ქი ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­უბ­რობს. მისი დი­სერ­ტა­ცი­ის თე­მაც გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ იყო.

მწე­რა­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს: „ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბას უზღუ­და­ვენ, აჩუ­მე­ბენ. ვფიქ­რობ, ამ თვალ­საზ­რი­სით, ჩემს წიგ­ნებს სწო­რედ ეს სა­კი­თხი აერ­თი­ა­ნებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ვე­ლი რო­მა­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ჩემი დიდი სურ­ვი­ლია, ვიყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხმა, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო მათ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი არ შე­უძ­ლი­ათ.“ შა­ფა­ქის ხმა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ნამ­დვი­ლად ხმა­მაღ­ლა ის­მის.

სე­რი­ის „ცხოვ­რე­ბა ქა­ლე­ბის კალ­მით“ პირ­ვე­ლი წიგ­ნიც სამ­ყა­როს­თვის ხმის მიწ­ვდე­ნის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბაა. რო­მან­ში „და­უს­რუ­ლე­ბელ გა­ტა­ცე­ბა­თა ღმერ­თი“ მწე­რა­ლი აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. ამ­ჯე­რად მისი ყუ­რა­დღე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ახალ­გაზ­რდე­ბი­სად­მია მი­მარ­თუ­ლი: რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ მათ და რო­გორ ცდი­ლო­ბენ მათ­თან გამ­კლა­ვე­ბას, რო­გორ უყ­ვართ თუ რო­გორ სძულთ, რისი გა­კე­თე­ბა უწევთ თვით­დამ­კვიდ­რე­ბის­თვის. რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი პი­რა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან. პრობ­ლე­მებს ხში­რად მათი უცხო­ე­ლო­ბა და აშშ-ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ქმნის. შეძ­ლე­ბენ ისი­ნი, რომ სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებს მიჰ­ყვნენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბი, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ?!

შე­გახ­სე­ნებთ, 3 ივ­ნი­სი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად სე­რი­ის „ცხოვ­რე­ბა ქა­ლე­ბის კალ­მით“ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა იწყე­ბა. სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნია ელიფ შა­ფა­ქის „და­უს­რუ­ლე­ბელ გა­ტა­ცე­ბა­თა ღმერ­თი“. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10 ლარი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ის ყვე­ლა წიგნს ახ­ლავს წი­ნათ­ქმა, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია ამა თუ იმ მწერ­ლის რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი როლი, ასე­ვე ის კვა­ლი, რო­მელ­საც ქალი ავ­ტო­რე­ბი თა­ვი­ანთ ეპო­ქა­ში ტო­ვებ­დნენ უწინ და ახლა.

ავტორი:

3 ივნისიდან "პალიტრა L” ახალ სერიას „ქალების კალმით“ ქართველი მკითხველისთვის  ცნობილი და საყვარელი ავტორის,ელიფ შაფაქის ახალი წიგნით დაიწყებს

3 ივნისიდან "პალიტრა L” ახალ სერიას „ქალების კალმით“ ქართველი მკითხველისთვის  ცნობილი და საყვარელი ავტორის,ელიფ შაფაქის ახალი წიგნით დაიწყებს

ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ქალებს განათლების სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში მიღების, არჩევნებში ხმის მიცემის, აზრის ხმამაღლა დაფიქსირების უფლება არ ჰქონდათ, თვითგამოხატვის სურვილს წინააღმდეგობები ხელს ვერ უშლიდა. იყვნენ ქალები, რომლებიც უსამართლობას წინ აღუდგნენ და თავიანთი სიტყვა ძალიან მკაფიოდ წარმოთქვეს. მსოფლიო ლიტერატურა არაერთ ქალ მწერალს იცნობს, რომელთა ნაწილმაც აღიარება მალევე მოიპოვა, ნაწილმაც - დიდი ხნის შემდეგ.

რის შესახებ წერდნენ ქალები და როგორია მათი კალმით აღწერილი სამყარო? გამომცმელობა „პალიტრა L-ის“ სერია „ცხოვრება ქალების კალმით“ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, ქალი მწერლების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სერიის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები გამოიცა, მათ შორის: ჯეინ ოსტინის, დები ბრონტეების, ტონი მორისონის, ელიფ შაფაქის და სხვათა ნაწარმოებები. იმისათვის, რომ ეს წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, მათ შეძენას 3 ივნისიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სპეციალურ ფასად შეძლებთ. სერიის პირველი წიგნია ელიფ შაფაქის „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“. წიგნის სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.

ქალ მწერლებზე საუბრისას თანამედროვე მკითხველს შეუძლებელია ელიფ შაფაქი არ გაახსენდეს - თურქი მწერალი, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე დგას და თავის რომანებში ორი კულტურის სინთეზს წარმოგვიდგენს. აღსანიშნავია, რომ იგი არამხოლოდ გამორჩეული წერის მანერის გამო შეიყვარა მკითხველმა, არამედ იმ საზოგადოებრივი აქტივიზმისა, რასაც ეწევა მწერალი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. უმცირესობების უფლებები და გენდერის საკითხები ის ძირითადი თემებია, რომელთა შესახებაც შაფაქი ყველაზე ხშირად საუბრობს. მისი დისერტაციის თემაც გენდერული იდენტობის პრობლემების შესახებ იყო.

მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ძალიან მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებსაც ხმის ამოღების უფლებას უზღუდავენ, აჩუმებენ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ჩემს წიგნებს სწორედ ეს საკითხი აერთიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი რომანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემი დიდი სურვილია, ვიყო იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე ხმამაღლა საუბარი არ შეუძლიათ.“ შაფაქის ხმა თანამედროვე სამყაროში ნამდვილად ხმამაღლა ისმის.

სერიის „ცხოვრება ქალების კალმით“ პირველი წიგნიც სამყაროსთვის ხმის მიწვდენის კიდევ ერთი მცდელობაა. რომანში „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“ მწერალი აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების შესახებ მოგვითხრობს. ამჯერად მისი ყურადღება თანამედროვე სამყაროს ახალგაზრდებისადმია მიმართული: რა პრობლემები აქვთ მათ და როგორ ცდილობენ მათთან გამკლავებას, როგორ უყვართ თუ როგორ სძულთ, რისი გაკეთება უწევთ თვითდამკვიდრებისთვის. რომანის მთავარი გმირები პირადი და პროფესიული გამოწვევების წინაშე დგანან. პრობლემებს ხშირად მათი უცხოელობა და აშშ-ში გავრცელებული სტერეოტიპები ქმნის. შეძლებენ ისინი, რომ საკუთარ სურვილებს მიჰყვნენ, თავისუფლები, დამოუკიდებლები და ბედნიერები იყვნენ?!

შეგახსენებთ, 3 ივნისიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სერიის „ცხოვრება ქალების კალმით“ წიგნების გამოცემა იწყება. სერიის პირველი წიგნია ელიფ შაფაქის „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“. წიგნის სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სერიის ყველა წიგნს ახლავს წინათქმა, რომელშიც მოცემულია ამა თუ იმ მწერლის როგორც ლიტერატურული როლი, ასევე ის კვალი, რომელსაც ქალი ავტორები თავიანთ ეპოქაში ტოვებდნენ უწინ და ახლა.

,,ბიბლუსი გალერეას’’ გახსნა და სიურპრიზები „ბიბლუსისგან“, „პეპელასგან“ და ,,XS-ისგან“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ახალ “ბიბლუსი გალერეაში” ქეთი მეზურნიშვილის ნახატებიანი საბავშვო წიგნის, “ჟირაფუკას”, წარდგენა გაიმართება

დღეიდან „დიდი მხატვრების“ პირველი ალბომი „კვირის პალიტრასთან“ ერთად!