პოლიტიკა
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება" - თენგიზ ცერცვაძე
"პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება" - თენგიზ ცერცვაძე

პიკ­მა გა­და­ი­ა­რა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მე­სა­მე ტალ­ღა დაძ­ლე­უ­ლი არ არის - ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ზა­ფხულ­ში ეკო­ნო­მი­კა გა­იხ­სნას და ადა­მი­ა­ნე­ბი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოფს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის 90%-მდე გაზ­რდა შე­ზღუდ­ვე­ბის და აკ­რძალ­ვე­ბის მოხ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ა­ჩენს, თუმ­ცა პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნა ძა­ლა­ში დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა.

"ნა­წი­ლობ­რივ სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ პიკ­მა გა­და­ი­ა­რა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მე­სა­მე ტალ­ღა დაძ­ლე­უ­ლი არ არის. თუ მე­სა­მე ტალ­ღის პიკ­ში გვქონ­და 1500-1700 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, ახლა გვაქვს 1000-1200 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. მივ­დი­ვართ სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ, და­ი­წყო დაგ­ვი­ა­ნე­ბით და ახლა იკ­რებს ძა­ლას და ტემპს.

გარ­და ამი­სა, მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ორი თვის მან­ძილ­ზე და ახლა პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ დარ­ჩა შე­ზღუდ­ვე­ბი თუ არ ჩავ­თვლით "კო­მენ­დან­ტის სა­ათს“. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, მა­შინ როცა ჯერ კი­დევ რჩე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, თუმ­ცა იქაც და­ი­წყეს ნელ­ნე­ლა მოხ­სნა.

ჩვენ­თან ისევ და­ბა­ლია პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - იყო 40%, ახლა მო­ი­მა­ტა და არის 70%, მაგ­რამ ეს მა­ინც და­ბა­ლია, 90% მა­ინც უნდა იყოს პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ მყა­რი ეფექ­ტი გვქონ­დეს.

დღე­ის­თვის სრუ­ლად, ორი დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 20 000-მდე ადა­მი­ა­ნი, ხოლო ერთჯე­რა­დად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 100 000-მდე ადა­მი­ა­ნი. ეს და­სა­წყი­სის­თვის კარ­გია, მაგ­რამ ისე, ძა­ლი­ან ცო­ტაა. სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის მიღ­წე­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 2/3 აიც­რას. იმ ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, მო­ა­ხერ­ხეს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დრა­მა­ტუ­ლი შემ­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის დრა­მა­ტუ­ლი შემ­ცი­რე­ბაც. ახლა ჩვენ ძა­ლის­ხმე­ვა უნდა მივ­მარ­თოთ ძი­რი­თა­დად ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით: გა­ვაძ­ლი­ე­როთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი და გავ­ზარ­დოთ პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და და­ვიც­ვათ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია. კარ­გი ის არის, რომ მი­უ­ხე­და­ვად აი ამ მე­სა­მე ტალ­ღის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი პი­კი­სა, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა და­წყე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბი­დან გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის ექი­მით და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რით გა­მარ­თუ­ლად და აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს. არც ერთი შე­ფერ­ხე­ბა მე­სა­მე ტალ­ღის დროს, გან­სხვა­ვე­ბით მე­ო­რე ტალ­ღის­გან არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კის და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი ასე კარ­გად და გა­მარ­თუ­ლად ვერ უმკლავ­დე­ბი­ან მე­სა­მე ტალ­ღას, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი მუდ­მი­ვად გვყავ­დეს ასე­თი წნე­ხის ქვეშ და არ შე­იძ­ლე­ბა, რომ მა­ინც შე­ზღუდ­ვე­ბი რჩე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ ორი რამ - მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია და პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გაზ­რდა 90%-მდე, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მოვხსნათ შე­ზღუდ­ვე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი. დარ­ჩე­ბა მხო­ლოდ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა - ეს დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა კი­დევ იმი­ტომ, რომ ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ა­ტა­რა, მა­ინც რჩე­ბა პირ­ბა­დე­ე­ბი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ზა­ფხულ­ში შე­ვი­დეთ სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, რათა ზა­ფხუ­ლი იყოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც და ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის­თვი­საც. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ზა­ფხულ­ში ეკო­ნო­მი­კა გა­იხ­სნას და ადა­მი­ა­ნე­ბი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში და­უბ­რუნ­დნენ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
8

რა მაგალითსაც უჩვენებ სხვებიც ისე იქცევიან. რატომ ხარ პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში?

თომა
11

გაირჭეთ .....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება" - თენგიზ ცერცვაძე

"პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება" - თენგიზ ცერცვაძე

პიკმა გადაიარა, მაგრამ ჯერჯერობით მესამე ტალღა დაძლეული არ არის - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოფს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადეების გამოყენების მაჩვენებლის 90%-მდე გაზრდა შეზღუდვების და აკრძალვების მოხსნის საშუალებას გააჩენს, თუმცა პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში დიდხანს დარჩება.

"ნაწილობრივ საფუძველი გვაქვს ვილაპარაკოთ, რომ პიკმა გადაიარა, მაგრამ ჯერჯერობით მესამე ტალღა დაძლეული არ არის. თუ მესამე ტალღის პიკში გვქონდა 1500-1700 ახალი შემთხვევა, ახლა გვაქვს 1000-1200 ახალი შემთხვევა. მივდივართ სტაბილიზაციისკენ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია საქართველოში სამწუხაროდ, დაიწყო დაგვიანებით და ახლა იკრებს ძალას და ტემპს.

გარდა ამისა, მინიმალური შეზღუდვები იყო საქართველოში ბოლო ორი თვის მანძილზე და ახლა პრაქტიკულად აღარ დარჩა შეზღუდვები თუ არ ჩავთვლით "კომენდანტის საათს“. ფაქტობრივად, შეზღუდვები საქართველოში არ არის, მაშინ როცა ჯერ კიდევ რჩება სერიოზული შეზღუდვები ევროპის ქვეყნებში, თუმცა იქაც დაიწყეს ნელნელა მოხსნა.

ჩვენთან ისევ დაბალია პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი - იყო 40%, ახლა მოიმატა და არის 70%, მაგრამ ეს მაინც დაბალია, 90% მაინც უნდა იყოს პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი, რომ მყარი ეფექტი გვქონდეს.

დღეისთვის სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 20 000-მდე ადამიანი, ხოლო ერთჯერადად ვაქცინირებულია 100 000-მდე ადამიანი. ეს დასაწყისისთვის კარგია, მაგრამ ისე, ძალიან ცოტაა. სხვა ქვეყნების მაგალითმა გვაჩვენა, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობის 2/3 აიცრას. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ამ მაჩვენებელს მიუახლოვდნენ, მოახერხეს ახალი შემთხვევების დრამატული შემცირება და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევების დრამატული შემცირებაც. ახლა ჩვენ ძალისხმევა უნდა მივმართოთ ძირითადად ორი მიმართულებით: გავაძლიეროთ ვაქცინაციის ტემპი და გავზარდოთ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი და დავიცვათ სოციალური დისტანცია. კარგი ის არის, რომ მიუხედავად აი ამ მესამე ტალღის საკმაოდ მაღალი პიკისა, ჯანდაცვის სისტემა დაწყებული სასწრაფო დახმარებიდან გაგრძელებული ოჯახის ექიმით და ჰოსპიტალური სექტორით გამართულად და აბსოლუტურად შეუფერხებლად მუშაობს. არც ერთი შეფერხება მესამე ტალღის დროს, განსხვავებით მეორე ტალღისგან არ დაფიქსირებულა. საქართველოზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკის და ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნები ასე კარგად და გამართულად ვერ უმკლავდებიან მესამე ტალღას, მაგრამ არ შეიძლება კლინიკური სექტორი მუდმივად გვყავდეს ასეთი წნეხის ქვეშ და არ შეიძლება, რომ მაინც შეზღუდვები რჩებოდეს ქვეყანაში. ამიტომ ორი რამ - მასიური ვაქცინაცია და პირბადეების გამოყენების გაზრდა 90%-მდე, საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება მალე მოვხსნათ შეზღუდვები და აკრძალვები. დარჩება მხოლოდ პირბადის ტარება - ეს დიდხანს დარჩება კიდევ იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც წარმატებული ვაქცინაცია ჩაატარა, მაინც რჩება პირბადეები. ჩვენი ამოცანაა, რომ ზაფხულში შევიდეთ სტაბილური მდგომარეობით, რათა ზაფხული იყოს სრულფასოვანი ჩვენი მოსახლეობისთვისაც და ტურისტული სექტორისთვისაც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რას ამბობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი ნინოწმინდის პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ?

რას აკეთებს სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე?

"ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა" - რა დაჯდა ქვეყნის უდიდესი ჰესის მშენებლობა და რას ჰყვება მისი გენდირექტორი?