მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქოს წვისა და გახურების ტექნოლოგია - მითები და რეალობა თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ
თამბაქოს წვისა და გახურების ტექნოლოგია - მითები და რეალობა თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ

ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა ორ­გა­ნიზ­მზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს და მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის უც­ნო­ბია, რა არის ამის მი­ზე­ზი.

თამ­ბა­ქოს წვა და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი

მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს კვამლში არ­სე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი იწ­ვევს. რო­გორ ხდე­ბა ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა?

ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის დროს მწე­ვე­ლის­თვის ნი­კო­ტი­ნის მი­წო­დე­ბას წვა გა­ნა­პი­რო­ბებს. წვა ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც 400°C-ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცე­სის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა თამ­ბა­ქოს კვამ­ლი - აე­რო­ზო­ლის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც თხე­ვად და მყარ ნა­წი­ლა­კებს შე­ი­ცავს. მათ შო­რის 6000-მდე მავ­ნე ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მელ­თა­გან 70 მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და კი­ბოს გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა.

ჯან­მოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ო­ში მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გად ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. მათ­გან 7 მი­ლი­ო­ნი მწე­ვე­ლია, 1.2 მი­ლი­ო­ნი კი - პა­სი­უ­რი მწე­ვე­ლი.

მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თამ­ბა­ქოს ზრდას­რულ მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი ვერ ან არ ანე­ბებს თავს მო­წე­ვას. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ მწე­ველ­თა 70%-ს სურს შე­წყვი­ტოს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ 7% თუ ახერ­ხებს სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას. ამის მი­ზე­ზი კი ნი­კო­ტი­ნია.

ნი­კო­ტი­ნი თამ­ბა­ქოს ფო­თოლ­ში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც არ წარ­მო­ად­გენს მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთა­ვარ გა­მომ­წვევ მი­ზეზს, თუმ­ცა ის არ არის უსაფრ­თხო, რად­გან იწ­ვევს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

უდა­ვოა, რომ მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია, თუმ­ცა ის ზრდას­რუ­ლი მწე­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ან არ ანე­ბე­ბენ თავს მო­წე­ვას, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გა­და­წყვე­ტას სა­ჭი­რო­ე­ბენ. ასეთ გა­და­წყვე­ტას თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს.

გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი

სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, თამ­ბა­ქოს გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით 95%-ით ამ­ცი­რებს სი­გა­რე­ტის კვამლში არ­სე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

ტრა­დი­ცი­უ­ლი თამ­ბა­ქოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა არ იყე­ნებს წვის ტექ­ნო­ლო­გი­ას, არა­მედ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ თამ­ბა­ქოს ღერს შე­და­რე­ბით და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე, 350°C-მდე ახუ­რებს. შე­დე­გად, გა­მო­ი­ყო­ფა ნი­კო­ტი­ნი და აე­რო­ზო­ლი.

მარ­თა­ლია, თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი და გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი აე­რო­ზო­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს, თუმ­ცა გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აე­რო­ზოლ­შიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს ისე­თი ნა­წი­ლა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლე­ბე­ლია მწე­ვე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის შემ­ცვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა მათი რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის მი­ნი­მუ­მამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა უკე­თეს არ­ჩე­ვანს წარ­მო­ად­გენს.

სწო­რედ ამი­ტომ, მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბას აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, შე­ამ­ცი­როს ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა. თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­საძ­ლო უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არის: აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის უწყე­ბა- Public Health England.

მი­თე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტი­სა და გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ

სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც და­ბა­ლია ცნო­ბი­ე­რე­ბა გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ეს კი მი­თე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უწყობს ხელს.

თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა და ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტი მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბია

თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა ტრა­დი­ცი­ულ სი­გა­რეტ­თან შე­და­რე­ბით პო­ტენ­ცი­უ­რად ნაკ­ლე­ბი რის­კის შემ­ცვე­ლია. ფუნ­და­მენ­ტურ გან­სხვა­ვე­ბას წვის პრო­ცე­სი წარ­მო­ად­გენს. უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა არ იყე­ნებს წვის ტექ­ნო­ლო­გი­ას, შე­სა­ბა­მი­სად, არ წარ­მოქ­მნის კვამლსა და ფერ­ფლს. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა ისე­თი­ვე ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია, რო­გო­რიც ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტე­ბი

სი­გა­რე­ტის კვამ­ლი ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა არ წარ­მოქ­მნის კვამლს,არ შე­ი­ცავს კუპრსა და მხუ­თავ აირს; ის გა­მო­ყოფს აე­რო­ზოლს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 95%-ით ნაკ­ლებ ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­ცი­რებს მწე­ვე­ლის ორ­გა­ნიზ­მზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას.

თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბის მოხ­მა­რე­ბა უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს გარ­შე­მომ­ყოფ­თა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე

ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი კვამ­ლი უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს რო­გორც თა­ვად მწე­ვე­ლის, ასე­ვე, ირ­გვლივ მყოფ­თა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი აე­რო­ზო­ლი არ შე­ი­ცავს კვამლში არ­სე­ბულ მყარ ნა­წი­ლა­კებს, ის არ იწ­ვევს ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას და არ წარ­მო­ად­გენს პა­სი­უ­რი მო­წე­ვის საფრ­თხეს.

R

ავტორი:

თამბაქოს წვისა და გახურების ტექნოლოგია - მითები და რეალობა თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ

თამბაქოს წვისა და გახურების ტექნოლოგია - მითები და რეალობა თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ტრადიციული სიგარეტის მოწევა ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ახდენს და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია, რა არის ამის მიზეზი.

თამბაქოს წვა და მავნე ნივთიერებები

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები იწვევს. როგორ ხდება ამ ნივთიერებების გამოყოფა?

ტრადიციული სიგარეტის მოხმარების დროს მწეველისთვის ნიკოტინის მიწოდებას წვა განაპირობებს. წვა ქიმიური პროცესია, რომელიც 400°C-ზე მიმდინარეობს. პროცესის შედეგად წარმოიქმნება თამბაქოს კვამლი - აეროზოლის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც თხევად და მყარ ნაწილაკებს შეიცავს. მათ შორის 6000-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 70 მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება.

ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი იღუპება. მათგან 7 მილიონი მწეველია, 1.2 მილიონი კი - პასიური მწეველი.

მოწევასთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, თამბაქოს ზრდასრულ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მწეველთა 70%-ს სურს შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება, თუმცა მხოლოდ 7% თუ ახერხებს სასურველი მიზნის მიღწევას. ამის მიზეზი კი ნიკოტინია.

ნიკოტინი თამბაქოს ფოთოლში არსებული ნივთიერებაა, რომელიც არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს, თუმცა ის არ არის უსაფრთხო, რადგან იწვევს დამოკიდებულებას.

უდავოა, რომ მოწევისთვის თავის დანებება საუკეთესო არჩევანია, თუმცა ის ზრდასრული მწეველები, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, ალტერნატიულ გადაწყვეტას საჭიროებენ. ასეთ გადაწყვეტას თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წარმოადგენს.

გასახურებელი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები

სამეცნიერო კვლევების თანახმად, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, დაახლოებით 95%-ით ამცირებს სიგარეტის კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.

ტრადიციული თამბაქოსგან განსხვავებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა არ იყენებს წვის ტექნოლოგიას, არამედ სპეციალურად შექმნილ თამბაქოს ღერს შედარებით დაბალ ტემპერატურამდე, 350°C-მდე ახურებს. შედეგად, გამოიყოფა ნიკოტინი და აეროზოლი.

მართალია, თამბაქოს ელექტრონული და გასახურებელი მოწყობილობების მიერ წარმოქმნილი აეროზოლი შემცირებული რაოდენობით შეიცავს მავნე ნივთიერებებს, თუმცა გასახურებელი მოწყობილობის აეროზოლშიც აღმოაჩინეს ისეთი ნაწილაკები, რომლებიც შესაძლებელია მწეველის ჯანმრთელობისთვის ზიანის შემცველი აღმოჩნდეს, თუმცა მათი რაოდენობა თითქმის მინიმუმამდეა შემცირებული. აქედან გამომდინარე, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობას აქვს პოტენციალი, შეამციროს ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად ორგანიზმზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენა. თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო უპირატესობაზე საუბრობენ ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები, როგორებიც არის: აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება- Public Health England.

მითები ტრადიციული სიგარეტისა და გასახურებელი მოწყობილობის შესახებ

სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც დაბალია ცნობიერება გასახურებელი მოწყობილობების შესახებ. ეს კი მითების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა და ტრადიციული სიგარეტი მსგავსი პროდუქტებია

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით პოტენციურად ნაკლები რისკის შემცველია. ფუნდამენტურ განსხვავებას წვის პროცესი წარმოადგენს. უკვამლო მოწყობილობა არ იყენებს წვის ტექნოლოგიას, შესაბამისად, არ წარმოქმნის კვამლსა და ფერფლს. რაც ნიშნავს იმას, რომ მინიმუმამდე ამცირებს თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობას.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა ისეთივე ზიანის მომტანია, როგორიც ტრადიციული სიგარეტები

სიგარეტის კვამლი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მიზეზად სახელდება. ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა არ წარმოქმნის კვამლს,არ შეიცავს კუპრსა და მხუთავ აირს; ის გამოყოფს აეროზოლს, რომელიც დაახლოებით 95%-ით ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს. აქედან გამომდინარე, ამცირებს მწეველის ორგანიზმზე განხორციელებულ უარყოფით ზეგავლენას.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მოხმარება უარყოფითად მოქმედებს გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე

ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად გამოყოფილი კვამლი უარყოფითად მოქმედებს როგორც თავად მწეველის, ასევე, ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ უკვამლო მოწყობილობების მიერ გამოყოფილი აეროზოლი არ შეიცავს კვამლში არსებულ მყარ ნაწილაკებს, ის არ იწვევს ჰაერის დაბინძურებას და არ წარმოადგენს პასიური მოწევის საფრთხეს.

R

ევექსი კლინიკები სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მომხმარებელს საქართველოს ბანკის 0%-იან განვადებას სთავაზობს

ევროკავშირი EU4Business პროგრამით, საქართველოში კერძო სექტორის უმსხვილესი მხარდამჭერია

სემეკის 27 მაისის საჯარო სხდომის ანონსი