საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამზანის სასულთნო" - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს
"რამზანის სასულთნო" - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს

რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მა maski-proekt.media-მ მო­ამ­ზა­და სტა­ტია იმა­ზე, თუ რო­გორ შექ­მნა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რუ­სე­თის წი­აღ­ში სა­კუ­თა­რი სა­სულ­თნო.

"ჩეჩ­ნე­თი მოს­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ერ­თგუ­ლე­ბას ეფი­ცე­ბა, მაგ­რამ მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლია მმარ­თვე­ლო­ბა, სა­დაც ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნე­ბი სა­ბა­ზი­სო დო­ნე­ზეც კი არ მოქ­მე­დებს. რე­გი­ო­ნის ლი­დე­რია რამ­ზან კა­დი­რო­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბით და თა­ვი­სი დიდი ოჯა­ხის­თვის მისი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან უამ­რავ ფულს ხარ­ჯავს.

2015 წლის მა­ის­ში ჩეჩ­ნეთ­ში 47 წლის, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ნა­ჟუ­და გუ­ჩი­გო­ვა­სა და 17 წლის ლუ­ი­ზა გო­ი­ლა­ბი­ე­ვის ქორ­წი­ნე­ბის ფო­ტო­ებს, სა­დაც პა­ტარ­ძა­ლი არ მა­ლავ­და, რომ უბე­დუ­რი იყო, რუ­სულ მე­დი­ა­ში დიდი შფო­თი მოყ­ვა.

ნა­ჟუ­და გუ­ჩი­გო­ვა და ლუ­ი­ზა გო­ი­ლა­ბი­ე­ვი

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნას ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე გა­თხო­ვე­ბა არ სურ­და. ამ ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი. იმის­თვის, რომ ოჯა­ხი ჩეჩ­ნე­თი­დან არ გა­პა­რუ­ლი­ყო, გუ­ჩი­გო­ვამ მის სო­ფელ­თან პო­ლი­ცი­ის ბლოკპოს­ტი და­ა­ყე­ნა. გო­გო­ნას უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის­დამ­ცვე­ლე­ბი მი­ხე­ილ ფე­დო­ტო­ვი და ელა პამ­ფი­ლო­ვაც შე­ე­ცად­ნენ, მაგ­რამ საქმროს რამ­ზან კა­დი­რო­ვი გა­მო­ე­სარ­ჩლა და ვე­რა­ფერს გახ­დნენ. ქორ­წი­ნე­ბას ნა­ჟუ­და გუ­ჩი­გო­ვას პირ­ვე­ლი ცო­ლიც ეს­წრე­ბო­და, იმის დას­ტუ­რად, რომ ჩეჩ­ნეთ­ში მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა ტრა­გე­დია არ არის.

"შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, მა­მა­კაცს ოთხი ცო­ლის ყო­ლის უფ­ლე­ბა აქვს, თუ მათი რჩე­ნა და მათ­თვის თა­ნა­ბა­რი ყუ­რა­დღე­ბის დათ­მო­ბა შე­უძ­ლია. წე­სის თა­ნახ­მად, ისი­ნი ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ, ყვე­ლას ცალ­კე სახ­ლი უნდა ჰქონ­დეს და სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან არ უნდა გან­სხვავ­დე­ბო­დეს. ქალი, თუ მას ქმა­რი არ ჰყავს, არას­რულ­ფა­სო­ვან არ­სე­ბად ით­ვლე­ბა, ამი­ტო­მაც ისი­ნი მზად არი­ან მე­ო­რე და მე­სა­მე ცო­ლე­ბი გახ­დნენ" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი სვეტ­ლა­ნა ანო­ხი­ნა თა­ვის პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

გო­გო­ნას უა­რის თქმა შე­უძ­ლია, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, შვი­ლე­ბი თუნ­დაც და­ძა­ლე­ბით გა­ა­თხო­ვონ, რათა "მათ ცხოვ­რე­ბა და­უ­ლა­გონ".

ჩენ­ჩე­თის ლი­დერ­მა მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა არა­ერ­თხელ წა­ა­ხა­ლი­სა.

"ქალს პატ­რო­ნი სჭირ­დე­ბა. თუ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლია და ერ­თო­ბა, მისი ძმა კლავს მას და მის მე­გო­ბარ მა­მა­კაც­საც. ამი­ტომ, ჯო­ბია, ქა­ლე­ბი ვინ­მეს მე­ო­რე ან მე­სა­მე ცო­ლე­ბი გახ­დნენ, ვიდ­რე მოკ­ლან..." - აცხა­დებს კა­დი­რო­ვი.

მის სი­ტყვებს ეთან­ხმე­ბა მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი მე­დი­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, "თუ მის ქმარს კი­დევ მო­უნ­დე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა, ის წი­ნა­აღ­მდე­გი არ იქ­ნე­ბა, რად­გან ასე­თია მუს­ლი­მუ­რი წე­სე­ბი..."

კა­დი­როვს საქ­ვეყ­ნოდ არას­დროს უსა­უბ­რია, ჰყავს თუ არა მას სხვა ცო­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მე­დი­ნას გარ­და, რომ­ლის­გა­ნაც მას 14 შვი­ლი ჰყავს, თუმ­ცა მის სხვა ცო­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც ვრცელ­დე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­დი­რო­ვის მე­სა­მე ცოლი ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ღე­რა­ლი და მო­ცეკ­ვა­ვე, ანი­მატ ახ­მა­დო­ვაა. მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, ან­სამ­ბლმა "და­ი­მო­ხკიმ", რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანი­მა­ტის მა­მაა, ევ­რო­პა­ში გას­ტრო­ლი შე­წყვი­ტა.

ანი­მატ ახ­მა­დო­ვა

გა­მო­ცე­მა maski-proekt.media-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­დი­რო­ვის მე­ო­რე ცოლი ქო­ნებ­რი­ვად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, მას ძა­ლი­ან დიდი ბიზ­ნე­სი აქვს. კა­დი­როვ­მა ის, ჩეჩ­ნეთ­ში 2006 წელს ჩა­ტა­რე­ბულ სი­ლა­მა­ზის კონ­სკურ­სზე იპო­ვა.

მა­შინ გო­გო­ნას მო­გე­ბულ "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­სა და ევ­რო­პა­ში ორ­კა­ცი­ან საგ­ზურს დაჰ­პირ­დნენ. 250 გო­გო­ნას შო­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 15 წლის ზა­მი­რა ჯაბ­რი­ლო­ვა გახ­და, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გილ­ზე ფა­ტი­მა და ჯა­ნო­რა ხა­ზუ­ე­ვე­ბი გა­ვიდ­ნენ. კონ­კურ­სის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რის დაც­ვის თან­ხლე­ბით, ბან­კეტ­ზე მი­იწ­ვი­ეს.

ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც ფი­ნალ­ში ვერ გა­ვი­და, ტი­რი­ლი და­ი­წყო, კა­დი­როვ­მა ის და­ამ­შვი­და და Chopard-ის ფირ­მის, ოქ­როს სა­ა­თი აჩუ­ქა.

დო­ლა­რე­ბის ფრი­ა­ლით, კა­დი­რო­ვის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ლეზ­გინ­კა, დიდ­ხანს იყო გან­სჯის თემა. სწო­რედ იქ იპო­ვა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა მე­ო­რე ცოლი ფა­ტი­მა ხა­ზუ­ე­ვა.

ფა­ტი­მა ხა­ზუ­ე­ვა

"გროზ­ნო­ში ამ ამ­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის ყვე­ლამ იცის. მისი სა­სახ­ლის კე­თილ­მო­სა­წყო­ბად ფე­დე­რა­ცი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან არა­ერ­თი მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი და­ხარ­ჯუ­ლა. სა­სახ­ლე გროზ­ნოს იმ რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "კი­ში­ნევ­საც" უწო­დე­ბენ. მისი ქუ­ჩე­ბი კა­დი­რო­ვის ფა­ვო­რი­ტი სუ­ფის­ტი შე­ი­ხის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხე­ლებს ატა­რებს..." - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, რა­ი­ო­ნი ელი­ტა­რულ და­სახ­ლე­ბად ით­ვლე­ბა.

იქ კა­დი­რო­ვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რე­ბი, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და მისი ახ­ლობ­ლე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი, მა­გო­მედ და­უ­დო­ვი და ადამ დე­ლიმ­ხა­ნო­ვის ცხოვ­რო­ბენ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ ვერ ხვდე­ბი­ან, იქ აკ­რძა­ლუ­ლი ზო­ნაა. ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლია გა­და­ღე­ბა. ფა­ტი­მა ხა­ზუ­ე­ვა და კა­დი­რო­ვის კა­ნო­ნი­ე­რი ცოლი, მე­დი­ნა, მოს­კოვ­ში ბიზ­ნე­სებს ერ­თობ­ლი­ვად წარ­მარ­თა­ვენ.

"ხა­ზუ­ე­ვას სა­ხელ­ზე მოს­კოვ­ში, მოს­ფილ­მის ქუ­ჩა­ზე, ორი დიდი სახ­ლია. არც ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლია უკ­მა­ყო­ფი­ლო, რო­გორც გროზ­ნო­ში, ასე­ვე, ჩეჩ­ნეთ­ში, მას უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი აქვს... მთლი­ა­ნო­ბა­ში კა­დი­რო­ვის ცო­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, 800 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლო­ბენ. ზუს­ტი თან­ხის დად­გე­ნა, ცხა­დია, შე­უძ­ლე­ბე­ლია" - წერს გა­მო­ცე­მა.

ამ პუბ­ლი­კა­ცი­ას რუ­სულ ინერ­ნეტ­სივ­რცე­ში აგ­რე­სია მოჰ­ყვა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, "რუ­სე­თის სულ­თა­ნი ცო­ლებს ფუ­ფუ­ნე­ბას უქ­მნის, მა­შინ, რო­დე­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, სა­პენ­სიო ასაკ­საც ვერ აღ­წევს..."

"მე­ფის მეფე, სულ­თნის ჰა­რამ­ხა­ნა - რო­დემ­დე უნდა იყოს ეს კაცი ასე პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი. ჩე­ჩენთში სრუ­ლი მა­რაზ­მი ხდე­ბა... ", - წე­რენ ისი­ნი პუბ­ლი­კა­ცი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
www
70

მიშა რა სხა რამეს შვებოდა?!

ქართლელი
14

რუსეთის იმპერატორმა და მისმა საიმპერატორო კარმა შექმნა ეს მახინჯი პოლიტიკური სისტემა ჩეჩნეთში,ამით სურს გავლენები გააძლიეროს ჩრდილო კავკასიაში.ამიტომ მახინჯი სისტემის მიზეზები ეძებეთ კრემლის ბოროტების ბუდეში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რამზანის სასულთნო" - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს

"რამზანის სასულთნო" - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს

რუსულმა გამოცემა maski-proekt.media-მ მოამზადა სტატია იმაზე, თუ როგორ შექმნა ჩეჩნეთის ლიდერმა რუსეთის წიაღში საკუთარი სასულთნო.

"ჩეჩნეთი მოსკოვის ხელმძღვანელობას ერთგულებას ეფიცება, მაგრამ მის ტერიტორიაზე აღმოცენებულია მმართველობა, სადაც ევროპული სახელმწიფოს კანონები საბაზისო დონეზეც კი არ მოქმედებს. რეგიონის ლიდერია რამზან კადიროვი, რომელიც გამოირჩევა მრავალცოლიანობით და თავისი დიდი ოჯახისთვის მისი შემოსავლებიდან უამრავ ფულს ხარჯავს.

2015 წლის მაისში ჩეჩნეთში 47 წლის, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის ნაჟუდა გუჩიგოვასა და 17 წლის ლუიზა გოილაბიევის ქორწინების ფოტოებს, სადაც პატარძალი არ მალავდა, რომ უბედური იყო, რუსულ მედიაში დიდი შფოთი მოყვა.

ნაჟუდა გუჩიგოვა და ლუიზა გოილაბიევი

არსებული ცნობების თანახმად, სკოლის მოსწავლე გოგონას ძალოვანი უწყების წარმომადგენელზე გათხოვება არ სურდა. ამ ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ გოგონას მშობლები. იმისთვის, რომ ოჯახი ჩეჩნეთიდან არ გაპარულიყო, გუჩიგოვამ მის სოფელთან პოლიციის ბლოკპოსტი დააყენა. გოგონას უფლებების დაცვას ადამიანის უფლებისდამცველები მიხეილ ფედოტოვი და ელა პამფილოვაც შეეცადნენ, მაგრამ საქმროს რამზან კადიროვი გამოესარჩლა და ვერაფერს გახდნენ. ქორწინებას ნაჟუდა გუჩიგოვას პირველი ცოლიც ესწრებოდა, იმის დასტურად, რომ ჩეჩნეთში მრავალცოლიანობა ტრაგედია არ არის.

"შარიათის კანონების თანახმად, მამაკაცს ოთხი ცოლის ყოლის უფლება აქვს, თუ მათი რჩენა და მათთვის თანაბარი ყურადღების დათმობა შეუძლია. წესის თანახმად, ისინი ერთად არ ცხოვრობენ, ყველას ცალკე სახლი უნდა ჰქონდეს და სახლები ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. ქალი, თუ მას ქმარი არ ჰყავს, არასრულფასოვან არსებად ითვლება, ამიტომაც ისინი მზად არიან მეორე და მესამე ცოლები გახდნენ" - წერს ჟურნალისტი სვეტლანა ანოხინა თავის პუბლიკაციაში.

გოგონას უარის თქმა შეუძლია, მაგრამ მშობლები მუდმივად ცდილობენ, შვილები თუნდაც დაძალებით გაათხოვონ, რათა "მათ ცხოვრება დაულაგონ".

ჩენჩეთის ლიდერმა მრავალცოლიანობა არაერთხელ წაახალისა.

"ქალს პატრონი სჭირდება. თუ ახალგაზრდა გოგონა ქმარს გაშორებულია და ერთობა, მისი ძმა კლავს მას და მის მეგობარ მამაკაცსაც. ამიტომ, ჯობია, ქალები ვინმეს მეორე ან მესამე ცოლები გახდნენ, ვიდრე მოკლან..." - აცხადებს კადიროვი.

მის სიტყვებს ეთანხმება მისი ოფიციალური ცოლი მედინა, რომლის თქმითაც, "თუ მის ქმარს კიდევ მოუნდება დაქორწინება, ის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან ასეთია მუსლიმური წესები..."

კადიროვს საქვეყნოდ არასდროს უსაუბრია, ჰყავს თუ არა მას სხვა ცოლები ოფიციალურად, მედინას გარდა, რომლისგანაც მას 14 შვილი ჰყავს, თუმცა მის სხვა ცოლებზე ინფორმაციები პერიოდულად მაინც ვრცელდება.

მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადიროვის მესამე ცოლი ადგილობრივი მომღერალი და მოცეკვავე, ანიმატ ახმადოვაა. მასთან ახლო ურთიერთობის გამო, ანსამბლმა "დაიმოხკიმ", რომლის ხელმძღვანელი ანიმატის მამაა, ევროპაში გასტროლი შეწყვიტა.

ანიმატ ახმადოვა

გამოცემა maski-proekt.media-ის ინფორმაციით, კადიროვის მეორე ცოლი ქონებრივად უზრუნველყოფილია, მას ძალიან დიდი ბიზნესი აქვს. კადიროვმა ის, ჩეჩნეთში 2006 წელს ჩატარებულ სილამაზის კონსკურსზე იპოვა.

მაშინ გოგონას მოგებულ "ტოიოტას" მარკის ავტომანქანასა და ევროპაში ორკაციან საგზურს დაჰპირდნენ. 250 გოგონას შორის გამარჯვებული 15 წლის ზამირა ჯაბრილოვა გახდა, მეორე და მესამე ადგილზე ფატიმა და ჯანორა ხაზუევები გავიდნენ. კონკურსის შემდეგ, მონაწილეები რესპუბლიკის ლიდერის დაცვის თანხლებით, ბანკეტზე მიიწვიეს.

ერთ-ერთმა გოგონამ, რომელიც ფინალში ვერ გავიდა, ტირილი დაიწყო, კადიროვმა ის დაამშვიდა და Chopard-ის ფირმის, ოქროს საათი აჩუქა.

დოლარების ფრიალით, კადიროვის მიერ შესრულებული ლეზგინკა, დიდხანს იყო განსჯის თემა. სწორედ იქ იპოვა ჩეჩნეთის ლიდერმა მეორე ცოლი ფატიმა ხაზუევა.

ფატიმა ხაზუევა

"გროზნოში ამ ამბის შესახებ თითქმის ყველამ იცის. მისი სასახლის კეთილმოსაწყობად ფედერაციის ბიუჯეტიდან არაერთი მილიონი რუბლი დახარჯულა. სასახლე გროზნოს იმ რაიონში მდებარეობს, რომელსაც ადგილობრივები "კიშინევსაც" უწოდებენ. მისი ქუჩები კადიროვის ფავორიტი სუფისტი შეიხის ოჯახის წევრების სახელებს ატარებს..." - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, რაიონი ელიტარულ დასახლებად ითვლება.

იქ კადიროვისთვის მნიშვნელოვანი პირები, მაღალჩინოსნები და მისი ახლობლები, დეპუტატები, მაგომედ დაუდოვი და ადამ დელიმხანოვის ცხოვრობენ. ჩვეულებრივი ადამიანები იქ ვერ ხვდებიან, იქ აკრძალული ზონაა. ასევე აკრძალულია გადაღება. ფატიმა ხაზუევა და კადიროვის კანონიერი ცოლი, მედინა, მოსკოვში ბიზნესებს ერთობლივად წარმართავენ.

"ხაზუევას სახელზე მოსკოვში, მოსფილმის ქუჩაზე, ორი დიდი სახლია. არც ახალგაზრდა მომღერალია უკმაყოფილო, როგორც გროზნოში, ასევე, ჩეჩნეთში, მას უძრავი ქონების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი აქვს... მთლიანობაში კადიროვის ცოლები დაახლოებით, 800 მილიონი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობენ. ზუსტი თანხის დადგენა, ცხადია, შეუძლებელია" - წერს გამოცემა.

ამ პუბლიკაციას რუსულ ინერნეტსივრცეში აგრესია მოჰყვა. ადგილობრივების ცნობით, "რუსეთის სულთანი ცოლებს ფუფუნებას უქმნის, მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი, სოციალური პრობლემების გამო, საპენსიო ასაკსაც ვერ აღწევს..."

"მეფის მეფე, სულთნის ჰარამხანა - როდემდე უნდა იყოს ეს კაცი ასე პრივილეგირებული. ჩეჩენთში სრული მარაზმი ხდება... ", - წერენ ისინი პუბლიკაციის კომენტარებში.

"ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები არ აქვთ, მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება... უბრალოდ, მოგვეცით ვაქცინები" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

დერეკ შოვინმა დუმილი დაარღვია და ჯორჯ ფლოიდის ოჯახს მიმართა - რა მოხდა პროცესზე, სადაც ყოფილ პოლიციელს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება