სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე
"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე

"არ არის ტყვია რო­მე­ლიც მე მომ­კლავს, რად­გან ჩემი ფეს­ვე­ბი იმ ქვე­ყა­ნა­შია, რო­მელ­საც ჰკლავ­დნენ და არ კვდე­ბო­და", - ეს სი­ტყვე­ბი ეკუთ­ვნის გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძეს, რო­მელ­საც დღეს, მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლა­ვენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში 22 მა­ისს ჩა­მო­ას­ვე­ნეს.

გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე ქარ­თუ­ლი გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. მისი სამ­ხედ­რო ტა­ლან­ტი ყვე­ლა­ზე ნათ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და და სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვას­თან ერ­თად მისი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა დას­რულ­და კი­დეც. სწო­რედ იგი სარ­დლობ­და უკა­ნას­კნელ ომში საბ­ჭო­თა რუ­სეთ­თან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის არ­მი­ას და მარ­ცხთან ერ­თად მზად იყო სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლეც თვით­მკვლე­ლო­ბით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ჯერ კი­დევ მთა­ვარ­სარ­დლად ერთი დღის და­ნიშ­ნუ­ლი გე­ნე­რა­ლი, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ჯარი თით­ქმის არ ჰყავ­და და რუ­სე­ბი თბი­ლისს მოს­დგო­მოდ­ნენ, უთ­ქვამს, - ტყვი­ას და­ვიხ­ლი შუბ­ლში, ვიდ­რე მტერს დე­და­ქა­ლაქს უბ­რძოლ­ვე­ლად და­ვუთ­მო­ბო.

  • ბი­ოგ­რა­ფია

გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე 1874 წლის 21 აგ­ვის­ტოს და­ღეს­ტან­ში, პოლ­კოვ­ნიკ ივა­ნე კვი­ნი­ტა­ძის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მისი ბა­ბუ­აც და მა­მაც სამ­ხედ­რო­ე­ბი იყ­ვნენ, ამი­ტომ გი­ორ­გის ბედი პა­ტა­რა­ო­ბა­ში­ვე გა­და­წყდა, მას მა­მის მსგავ­სად რუ­სე­თის არ­მი­ა­ში უნდა ემ­სა­ხუ­რა. სწო­რედ ამი­ტომ, ჯერ კი­დევ 10 წლის გი­ორ­გი ტფი­ლი­სის კა­დეტ­თა კორ­პუს­ში მი­ა­ბა­რეს, სა­ი­და­ნაც სწავ­ლა პე­ტერ­ბურ­გის ფე­ხო­სან­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნაგ­რძო და წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა კი­დეც ოფიც­რის წო­დე­ბით.მი­უ­ხე­და­ვად რუ­სეთ­ში მსა­ხუ­რო­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში იშ­ვი­ა­თად თუ შეხ­ვდე­ბით მსგავს პატ­რი­ოტს და სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბულ მებ­რძოლს, რო­გორც გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე გახ­ლდათ. ალ­ბათ ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ მამა პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ცდი­ლობ­და გა­ეღ­ვი­ვე­ბი­ნა მას­ში სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და მარ­თლაც, მის­გან მი­სა­ბა­ძი მე­ო­მა­რი და ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი დად­გა.1905-1917 წლამ­დე გი­ორ­გიმ მრა­ვა­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო ბრძო­ლა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბის­თვის. მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­სეთ-ია­პო­ნი­ის (1904-1905) და პირ­ველ მსოფ­ლიო ომებ­ში (1914-1918). მკაცრ­მა აღ­ზრდამ, დის­ციპ­ლი­ნამ და ფრონტზე ბრძო­ლამ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა მას.

  • დაბ­რუ­ნე­ბა სამ­შობ­ლო­ში

1917 წელს გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. მან მიზ­ნად და­ი­სა­ხა რე­გუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი არ­მი­ის შექ­მნა და გაწ­ვრთნა. 1918-1921 წლებ­ში გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა რუ­სე­თის­გან იცავ­და, მან ბოლ­შე­ვი­კე­ბის მე­თა­უ­რო­ბით და­გეგ­მი­ლი არა­ერ­თი აჯან­ყე­ბა და ამ­ბო­ხი ჩა­ახ­შო, რი­თაც გა­ა­ხან­გრძლი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის არ­სე­ბო­ბა. 1919 წელს გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, თბი­ლის­ში და­არ­სდა იუნ­კერ­თა ქარ­თუ­ლი ორ­წლი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი. 1921 წლის 14 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კრე­ბამ ქარ­თუ­ლი ჯა­რის მთა­ვარ­სარ­დლად და­ნიშ­ნა გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე.

იგი თა­ვი­სი საქ­მის უბად­ლო მცოდ­ნე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. სა­ოც­რად დიდ პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას გრძნობ­და ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­შე. ამი­ტომ აო­ცებ­და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­სად­მი. მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო სამ­ხედ­რო სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით, უწეს­რი­გო­ბი­თა და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, არა­ერ­თხელ გა­დად­გა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. თუმ­ცა კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში მუ­დამ გვერ­დით ედგა სა­ქარ­თვე­ლოს და იბ­რძო­და ქვეყ­ნის და­მო­უ­კიდბ­ლო­ბის­თვის. ნოე ჟორ­და­ნია იგო­ნებ­და - "როცა რუ­სე­ბი თავს დაგ­ვეს­ხენ, მთა­ვარ­სარ­დლად დავ­ნიშ­ნე გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე, აქ­ტი­უ­რი, სწრა­ფი, მოქ­მე­დი, მხო­ლოდ ჯი­უ­ტი და მი­უ­კა­რე­ბე­ლი“.

  • “ფი­ცხი, მა­მა­ცი, ჭკვი­ა­ნი..."

გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძეს საბ­ჭო­თა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა ასე ახა­სი­ა­თებ­და: “ფი­ცხი, მა­მა­ცი, ჭკვი­ა­ნი. მისი ტაქ­ტი­კა - აღტყი­ნე­ბა, შე­ტე­ვა, ჩი­ნე­ბუ­ლი მცოდ­ნე ჯა­რის­კაც­თა ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა, დიდი ინი­ცი­ა­ტი­ვის პატ­რო­ნი. მან ერ­თა­დერ­თმა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა წე­სი­ე­რე­ბა თა­ვის ნა­წი­ლებ­ში ფრონტზე ჯა­რე­ბის დაშ­ლის დროს. ბრძო­ლა­ში სრუ­ლი უშიშ­რო­ბა; იცის მა­სე­ბის გამ­ხნე­ვე­ბა და მათი გა­ტა­ცე­ბა. ნერ­ვი­უ­ლი, გა­ნუ­წყვეტ­ლივ ეწე­ვა პა­პი­როსს. სა­უ­კე­თე­სო ოფი­ცე­რი ქარ­თუ­ლი ჯა­რი­სა”.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თან ერ­თად
  • ბრძო­ლა სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სანრ­ჩუ­ნებ­ლად

ქარ­თულ­მა არ­მი­ამ თბი­ლის­თან გა­მარ­თუ­ლი ერ­თკვი­რი­ა­ნი გმი­რუ­ლი ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ დე­და­ქა­ლა­ქი და­ტო­ვა. პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერც მცხე­თას­თან და ვერც გორ­თან ვერ მო­ხერ­ხდა და მცი­რე არი­ერ­გარ­დუ­ლი ბრძო­ლე­ბით სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თებ­მა ხა­შუ­რი­სა და ლი­ხის ქე­დის­კენ და­ი­ხი­ეს. სწო­რედ აქ და­გეგ­მა გე­ნე­რალ­მა კვი­ნი­ტა­ძემ საბ­ჭო­თა რუ­სე­თის არ­მი­ის დაჯ­გუ­ფე­ბის ავან­გარ­დზე იე­რი­შის მი­ტა­ნა, მათი ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვა და გა­ნად­გუ­რე­ბა. თბი­ლი­სის აღე­ბის შემ­დეგ, რუ­სებ­მა შექ­მნეს ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და 4 მსრო­ლე­ლი და 4 ცხე­ნო­სა­ნი ბრი­გა­და, მთლი­ა­ნო­ბა­ში 15 000-მდე მებ­რძო­ლი, მაგ­რამ ეს ძა­ლე­ბი თბი­ლი­სი­დან ქა­რე­ლამ­დე იყო გა­და­ჭი­მუ­ლი, რაც მათ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას აი­ო­ლებ­და, რუს­თა მე­წი­ნა­ვე ნა­წი­ლებს ჩა­მორ­ჩა არ­ტი­ლე­რია და სურ­სა­თი.

ბა­თუ­მის ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა იყო ქარ­თუ­ლი არ­მი­ის დევ­ნა მცხე­თა-გორი-სუ­რა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სუ­რა­მის უღელ­ტე­ხი­ლის და­კა­ვე­ბა. ამავდრო­უ­ლად რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბი ქარ­თვე­ლებს აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან გად­მო­მა­ვა­ლი უღელ­ტე­ხი­ლე­ბი­და­ნაც უტევ­დნენ, მაგ­რამ ქარ­თულ არ­მი­ას მთა­ვა­რი ბრძო­ლა თბი­ლი­სი­დან მო­მა­ვალ მე-11 არ­მი­ას­თან ელო­და. კონ­ტრშე­ტე­ვის მარ­თე­ბუ­ლო­ბას გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე შემ­დეგ­ნა­ი­რად ასა­ბუ­თებ­და: «პირ­ველ რიგ­ში შე­ტე­ვა უნდა გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა იმ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე, რო­მე­ლიც ამ წუ­თას ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და; ასე­თი გახ­ლდათ თბი­ლი­სის მხრი­დან მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე. მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლი­დან და შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­დან მო­მა­ვალ მტერს თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი ჯერ იმ­დე­ნად არ გა­ე­შა­ლა, რომ ხა­შურ­ში შეკ­რე­ბილ ცო­ცხა­ლი ძა­ლის ბირ­თვს უშუ­ა­ლოდ და­მუქ­რე­ბო­და. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე პირ­ველ ყოვ­ლი­სა შე­ტე­ვა თბი­ლი­სის მხრი­დან მო­ახ­ლო­ე­ბულ მტერ­ზე გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და უკუ­მეგ­დო, ხოლო მისი მო­წი­ნა­ვე რი­გე­ბი სრუ­ლი­ად გა­მე­ნად­გუ­რე­ბი­ნა”. შე­ტე­ვა ასე­ვე აა­მაღ­ლებ­და თბი­ლი­სის და­ტო­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ჯა­რის­კაც­თა მძი­მე ფსო­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბას, რაც ხში­რად დე­ზერ­ტი­რო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბო­და.

შე­ტე­ვის და­წყე­ბა გა­და­წყდა 4 მარტს, დი­ლის 7 სა­ათ­ზე. ამ დრო­ის­თვის კვი­ნი­ტა­ძის ძა­ლებს შე­ად­გენ­და 6 000 ჯა­რის­კა­ცი, 3 ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბე­ლი და 4 სა­არ­ტი­ლე­რიო ბა­ტა­რეა, უახ­ლო­ეს რე­ზერვს წარ­მო­ად­გენ­და ახალ­ცი­ხი­დან მო­მა­ვა­ლი 1 500-კა­ცი­ა­ნი მე-11 ქვე­ი­თი პოლ­კი. ქარ­თუ­ლი რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი გე­ნერ­ლე­ბის, მაზ­ნი­აშ­ვი­ლი­სა და სუმ­ბა­თაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით გან­ლაგ­და ხა­შუ­რის აღ­მო­სავ­ლე­თით, რათა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­თვის ფრონ­ტა­ლუ­რი დარ­ტყმა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, ხოლო სა­ხალ­ხო გვარ­დი­ე­ლებ­მა, რო­მელ­თაც მე­თა­უ­რობ­დნენ გე­ნერ­ლე­ბი კო­ნი­აშ­ვი­ლი და ჯი­ჯი­ხია, და­ი­კა­ვეს ხა­შუ­რის ჩრდი­ლო­აღ­მო­სავ­ლე­თით არ­სე­ბუ­ლი გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბი. გვარ­დი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ტე­ვას მაღ­ლო­ბი­დან იწყებ­დნენ, თა­ვი­სუფ­ლად უნდა გა­სუ­ლიყ­ვნენ რუ­სუ­ლი ნა­წი­ლე­ბის ფლანგსა და ზურ­გში, რის შე­დე­გა­დაც რუ­სუ­ლი არ­მი­ის ავან­გარ­დი, და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 ჯა­რის­კა­ცი სრულ ალ­ყა­ში ექ­ცე­ო­და.

ხა­შურ­ში გან­თავ­სდა მთა­ვარ­სარ­დლის შტა­ბი და მათი დაც­ვა და­ე­ვა­ლა იუნ­კერ­თა სას­წავ­ლებ­ლის კურ­სან­ტებს. ბრძო­ლის და­წყე­ბამ­დე კვი­ნი­ტა­ძე მე­თა­უ­რე­ბის­გან ძა­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლურ მო­ბი­ლი­ზე­ბას მო­ი­თხოვ­და: «სამ­შობ­ლოს გა­დარ­ჩე­ნის­თვის მო­ვი­თხოვ ყვე­ლა უფ­რო­სე­ბის­გან ძა­ლე­ბის უმაღ­ლეს და­ჭიმ­ვას და უსა­ზღვრო სამ­სა­ხურს, რათა რა­დაც უნდა დაგ­ვიჯ­დეს, მო­პირ­და­პი­რის და­მარ­ცხე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ”. ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც.

4 მარ­ტის დი­ლით შე­ტე­ვა წარ­მა­ტე­ბით წა­რი­მარ­თა. სუმ­ბა­თაშ­ვი­ლი­სა და მაზ­ნი­აშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა ჯერ სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლით და­ა­მუ­შა­ვეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუნ­ქტიც და­ი­კა­ვეს. წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბო­და შე­ტე­ვა ფლანგსა და ზურ­გში. გვარ­დი­ე­ლებ­მა მე­ტო­ქის ფლანგს შე­მო­უ­ა­რეს, თუმ­ცა და­ღა­მე­ბამ­დე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ზურ­გში გას­ვლა და ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვა ვერ მო­ხერ­ხდა, რა­შიც კვი­ნი­ტა­ძე ბრალს გვარ­დი­ას დებს, რად­გა­ნაც გვარ­დი­ე­ლებ­მა შე­ტე­ვა დათ­ქმულ დრო­ზე საათ-ნა­ხევ­რით გვი­ან და­ი­წყეს. ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა მე­ო­რე დი­ლის­თვის გა­და­ი­დო. და­ღა­მე­ბი­სას არ­მი­ის შტაბ­ში მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი ვა­ლი­კო ჯუ­ღე­ლი მი­ვი­და. მის­მა დაჭ­რამ გვარ­დი­ის ნა­წი­ლებ­ში არევ-და­რე­ვა გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, მას მო­უ­ხერ­ხე­ბია გვარ­დი­ელ­თა დამ­შვი­დე­ბა. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ოფიც­რე­ბი მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დინ­ში ხე­ლებს იფ­შვნეტ­დნენ, მაგ­რამ ამ სა­სი­ხა­რუ­ლო გან­წყო­ბას 5 მარ­ტის ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე გე­ნე­რალ კო­ნი­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნის ზარ­მა ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხა. მან მთა­ვარ­სარ­დალს უპა­ტა­კა, რომ გვარ­დი­ამ თვით­ნე­ბუ­რად, ბრძო­ლის გა­რე­შე მი­ა­ტო­ვა პო­ზი­ცი­ე­ბი და სუ­რა­მის­კენ და­ი­ხია. ახლა უკვე წინ გაჭ­რი­ლი ქარ­თუ­ლი არ­მია ვარ­დე­ბო­და ალ­ყა­ში. გვარ­დი­ელ­თა ამ ქმე­დე­ბამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის პოლ­კოვ­ნი­კი ვა­ლე­რი­ან თევ­ზა­ძე იხ­სე­ნებ­და ამ ამ­ბით გულ­შეძ­რულ მთა­ვარ­სარ­დლის მძი­მე სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას და თვით­მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვას: «მთა­ვარ­სარ­და­ლი მე­ტად ღე­ლავ­და. აბა, თევ­ზა­ძევ, თა­ვის მოკ­ვლა­ღა დამ­რჩე­ნია, არა? - მომ­მარ­თა სევ­დი­ა­ნი ხმით.

მე­უღ­ლეს­თან - მა­რი­ამ მა­ყაშ­ვილ­თან ერ­თად

შევ­წუხ­დი ძა­ლი­ან, ვგრძნობ­დი, რა აზ­რე­ბი უტ­რი­ა­ლებ­და ამ დროს თავ­ში მთა­ვარ­სარ­დალს“. ამ მო­მენტს თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ასე­ვე იგო­ნებ­და ყო­ფი­ლი იუნ­კე­რი და შემ­დგომ­ში პო­ლო­ნე­თის არ­მი­ის ოფი­ცე­რი ნი­კო­ლოზ მა­თი­კაშ­ვი­ლი. ის სხვა იუნკრებ­თან ერ­თად რკი­ნიგ­ზის სად­გურ­სა და მთა­ვარ­სარ­დლის მა­ტა­რე­ბელს იცავ­და. რო­დე­საც მათი ცვლა დას­რულ­და, მთა­ვარ­სარ­დლის ვა­გონ­თან კონ­ცერ­ტი გა­უ­მარ­თავთ: «რა ვი­ცო­დით, რომ სწო­რედ ამ დროს ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი და და­ჭი­მუ­ლი მო­მენ­ტი იყო მთა­ვარ­სარ­დლის გულ­ში. ჩვენ კი ახალ­გაზ­რდუ­ლი უდარ­დე­ლო­ბით კონ­ცერ­ტი გვქონ­და გა­მარ­თუ­ლი, ცეკ­ვა-სიმ­ღე­რე­ბით მისი ფან­ჯრე­ბის წინ. უსა­თუ­ოდ ეს­მო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და იქ­ნებ ამ მოვ­ლე­ნამ შე­ი­ტა­ნა მის ბუ­ნე­ბა­ში ცო­ტა­ო­დე­ნი დამ­შვი­დე­ბა და თვით­მკვლე­ლო­ბის­გან ხელი აა­ღე­ბი­ნა”.

ქარ­თულ­მა არ­მი­ამ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, გა­და­წყდა ქუ­თა­ის­თან, შემ­დეგ კი სა­ჯა­ვა­ხოს ხაზ­ზე გა­მაგ­რე­ბა, მაგ­რამ მტე­რი უკვე ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ალ­ყა­ში აქ­ცევ­და არ­მი­ის ნა­წი­ლებს და ჩნდე­ბო­და საფრ­თხე მთავ­რო­ბი­სა და არ­მი­ის ტყვედ ჩა­ვარ­დნი­სა. გა­და­წყდა ქვეყ­ნი­დან წას­ვლა.

  • ემიგ­რა­ცი­ა­ში

ემიგ­რა­ცი­ა­ში წამ­სვლელ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძეც, რო­მელ­მაც პა­რიზ­ში 1970 წლამ­დე იცო­ცხლა, თუმ­ცა მისი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა დას­რულ­და და გე­ნე­რა­ლი არც ერთი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში აღარ ჩამ­დგა­რა.

მაწ­ვნის მომ­ზა­დე­ბა კვი­ნი­ტა­ძე­ე­ბის შა­ტო­ში, საფ­რან­გეთ­ში

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გე­ნე­რა­ლი სი­ფი­ცხი­თა და სი­ჯი­უ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ო­და იგი წარ­მო­უდ­გენ­ლად თავ­მდა­ბა­ლი და სა­ოც­რად პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფს უკი­დუ­რე­სად უჭირ­და თუმ­ცა, არა­ფერს თა­კი­ლობ­და რათა ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვი­სა და გა­ცე­მის გამ­გედ ფირ­ფი­ტე­ბის ქარ­ხა­ნა­ში. შემ­დეგ მაწ­ვნის წარ­მო­ე­ბა­საც მიჰ­ყო ხელი. ამ სი­დუ­ხ­ჭი­რის მი­უ­ხე­და­ვად გე­ნერ­ლის სახ­ლის კარი მუ­დამ ღია იყო ყვე­ლას­თვის.

  • სტა­ტი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ჟურ­ნალ „ის­ტო­რი­ა­ნის“ მა­სა­ლე­ბი

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
35

მაშინ ჟორდანიამ დაღუპა ქვეყანა ახლა ივანიშვილი მოუღებს ბოლოს

მირზა
4

"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა"... ეს სიტყვები მირზა გელოვანისაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე

"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე

"არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა", - ეს სიტყვები ეკუთვნის გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელსაც დღეს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს.

გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართული გენერალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო წარმომადგენელია. მისი სამხედრო ტალანტი ყველაზე ნათლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გამოვლინდა და სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად მისი სამხედრო კარიერა დასრულდა კიდეც. სწორედ იგი სარდლობდა უკანასკნელ ომში საბჭოთა რუსეთთან დემოკრატიული რესპუბლიკის არმიას და მარცხთან ერთად მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაესრულებინა. ჯერ კიდევ მთავარსარდლად ერთი დღის დანიშნული გენერალი, იმ პირობებში, როდესაც ჯარი თითქმის არ ჰყავდა და რუსები თბილისს მოსდგომოდნენ, უთქვამს, - ტყვიას დავიხლი შუბლში, ვიდრე მტერს დედაქალაქს უბრძოლველად დავუთმობო.

  • ბიოგრაფია

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში, პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუაც და მამაც სამხედროები იყვნენ, ამიტომ გიორგის ბედი პატარაობაშივე გადაწყდა, მას მამის მსგავსად რუსეთის არმიაში უნდა ემსახურა. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 10 წლის გიორგი ტფილისის კადეტთა კორპუსში მიაბარეს, საიდანაც სწავლა პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში განაგრძო და წარმატებით დაამთავრა კიდეც ოფიცრის წოდებით.მიუხედავად რუსეთში მსახურობისა, საქართველოს ისტორიაში იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს პატრიოტს და სამშობლოსთვის თავდადებულ მებრძოლს, როგორც გიორგი კვინიტაძე გახლდათ. ალბათ ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მამა პატარაობიდანვე ცდილობდა გაეღვივებინა მასში სამშობლოს სიყვარული და მართლაც, მისგან მისაბაძი მეომარი და ნამდვილი პატრიოტი დადგა.1905-1917 წლამდე გიორგიმ მრავალი ჯილდო მიიღო ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და პირველ მსოფლიო ომებში (1914-1918). მკაცრმა აღზრდამ, დისციპლინამ და ფრონტზე ბრძოლამ დიდი გამოცდილება შესძინა მას.

  • დაბრუნება სამშობლოში

1917 წელს გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. მან მიზნად დაისახა რეგულარული ქართული არმიის შექმნა და გაწვრთნა. 1918-1921 წლებში გენერალი კვინიტაძე დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა რუსეთისგან იცავდა, მან ბოლშევიკების მეთაურობით დაგეგმილი არაერთი აჯანყება და ამბოხი ჩაახშო, რითაც გაახანგრძლივა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა. 1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი. 1921 წლის 14 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქართული ჯარის მთავარსარდლად დანიშნა გენერალი გიორგი კვინიტაძე.

იგი თავისი საქმის უბადლო მცოდნე და პროფესიონალი იყო. საოცრად დიდ პასუხიმგებლობას გრძნობდა ქვეყნის და ხალხის წინაშე. ამიტომ აოცებდა სოციალ-დემოკრატების დამოკიდებულება საქმისადმი. მუდმივად უკმაყოფილო იყო სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებით, უწესრიგობითა და არაკეთილსინდისიერი ადამიანების დაწინაურებით. სწორედ ამიტომ, არაერთხელ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა კრიტიკულ მომენტში მუდამ გვერდით ედგა საქართველოს და იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდბლობისთვის. ნოე ჟორდანია იგონებდა - "როცა რუსები თავს დაგვესხენ, მთავარსარდლად დავნიშნე გენერალი კვინიტაძე, აქტიური, სწრაფი, მოქმედი, მხოლოდ ჯიუტი და მიუკარებელი“.

  • “ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი..."

გენერალ კვინიტაძეს საბჭოთა რუსეთის სამხედრო დაზვერვა ასე ახასიათებდა: “ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტყინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა; იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა”.

ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად
  • ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობის შესანრჩუნებლად

ქართულმა არმიამ თბილისთან გამართული ერთკვირიანი გმირული ბრძოლების შემდეგ დედაქალაქი დატოვა. პოზიციების შენარჩუნება ვერც მცხეთასთან და ვერც გორთან ვერ მოხერხდა და მცირე არიერგარდული ბრძოლებით სამხედრო შენაერთებმა ხაშურისა და ლიხის ქედისკენ დაიხიეს. სწორედ აქ დაგეგმა გენერალმა კვინიტაძემ საბჭოთა რუსეთის არმიის დაჯგუფების ავანგარდზე იერიშის მიტანა, მათი ალყაში მოქცევა და განადგურება. თბილისის აღების შემდეგ, რუსებმა შექმნეს ბათუმის მიმართულების ჯგუფი, რომელშიც შედიოდა 4 მსროლელი და 4 ცხენოსანი ბრიგადა, მთლიანობაში 15 000-მდე მებრძოლი, მაგრამ ეს ძალები თბილისიდან ქარელამდე იყო გადაჭიმული, რაც მათ წინააღმდეგ ბრძოლას აიოლებდა, რუსთა მეწინავე ნაწილებს ჩამორჩა არტილერია და სურსათი.

ბათუმის ჯგუფის პირველი ამოცანა იყო ქართული არმიის დევნა მცხეთა-გორი-სურამის მიმართულებით და სურამის უღელტეხილის დაკავება. ამავდროულად რუსული სამხედრო შენაერთები ქართველებს აფხაზეთის მიმართულებიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი უღელტეხილებიდანაც უტევდნენ, მაგრამ ქართულ არმიას მთავარი ბრძოლა თბილისიდან მომავალ მე-11 არმიასთან ელოდა. კონტრშეტევის მართებულობას გენერალი კვინიტაძე შემდეგნაირად ასაბუთებდა: «პირველ რიგში შეტევა უნდა განგვეხორციელებინა იმ მოწინააღმდეგეზე, რომელიც ამ წუთას ჩვენთვის ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენდა; ასეთი გახლდათ თბილისის მხრიდან მოახლოებული მოწინააღმდეგე. მამისონის უღელტეხილიდან და შავი ზღვის სანაპიროდან მომავალ მტერს თავისი მოქმედებები ჯერ იმდენად არ გაეშალა, რომ ხაშურში შეკრებილ ცოცხალი ძალის ბირთვს უშუალოდ დამუქრებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე პირველ ყოვლისა შეტევა თბილისის მხრიდან მოახლოებულ მტერზე განმეხორციელებინა და უკუმეგდო, ხოლო მისი მოწინავე რიგები სრულიად გამენადგურებინა”. შეტევა ასევე აამაღლებდა თბილისის დატოვებით გამოწვეულ ჯარისკაცთა მძიმე ფსოქოლოგიურ განწყობას, რაც ხშირად დეზერტირობის მიზეზი ხდებოდა.

შეტევის დაწყება გადაწყდა 4 მარტს, დილის 7 საათზე. ამ დროისთვის კვინიტაძის ძალებს შეადგენდა 6 000 ჯარისკაცი, 3 ჯავშანმატარებელი და 4 საარტილერიო ბატარეა, უახლოეს რეზერვს წარმოადგენდა ახალციხიდან მომავალი 1 500-კაციანი მე-11 ქვეითი პოლკი. ქართული რეგულარული არმიის ნაწილები გენერლების, მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის მეთაურობით განლაგდა ხაშურის აღმოსავლეთით, რათა მოწინააღმდეგისთვის ფრონტალური დარტყმა მიეყენებინა, ხოლო სახალხო გვარდიელებმა, რომელთაც მეთაურობდნენ გენერლები კონიაშვილი და ჯიჯიხია, დაიკავეს ხაშურის ჩრდილოაღმოსავლეთით არსებული გაბატონებული სიმაღლეები. გვარდიელები, რომლებიც შეტევას მაღლობიდან იწყებდნენ, თავისუფლად უნდა გასულიყვნენ რუსული ნაწილების ფლანგსა და ზურგში, რის შედეგადაც რუსული არმიის ავანგარდი, დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი სრულ ალყაში ექცეოდა.

ხაშურში განთავსდა მთავარსარდლის შტაბი და მათი დაცვა დაევალა იუნკერთა სასწავლებლის კურსანტებს. ბრძოლის დაწყებამდე კვინიტაძე მეთაურებისგან ძალების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვდა: «სამშობლოს გადარჩენისთვის მოვითხოვ ყველა უფროსებისგან ძალების უმაღლეს დაჭიმვას და უსაზღვრო სამსახურს, რათა რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოპირდაპირის დამარცხებას მივაღწიოთ”. ოპტიმისტურად იყო განწყობილი პოლიტიკური ხელმძღვანელობაც.

4 მარტის დილით შეტევა წარმატებით წარიმართა. სუმბათაშვილისა და მაზნიაშვილის დაჯგუფებებმა ჯერ საარტილერიო ცეცხლით დაამუშავეს მოწინააღმდეგე და შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტიც დაიკავეს. წარმატებით ვითარდებოდა შეტევა ფლანგსა და ზურგში. გვარდიელებმა მეტოქის ფლანგს შემოუარეს, თუმცა დაღამებამდე მოწინააღმდეგის ზურგში გასვლა და ალყაში მოქცევა ვერ მოხერხდა, რაშიც კვინიტაძე ბრალს გვარდიას დებს, რადგანაც გვარდიელებმა შეტევა დათქმულ დროზე საათ-ნახევრით გვიან დაიწყეს. ოპერაციის დასრულება მეორე დილისთვის გადაიდო. დაღამებისას არმიის შტაბში მსუბუქად დაჭრილი ვალიკო ჯუღელი მივიდა. მისმა დაჭრამ გვარდიის ნაწილებში არევ-დარევა გამოიწვია, თუმცა მისივე თქმით, მას მოუხერხებია გვარდიელთა დამშვიდება. გენერალური შტაბის ოფიცრები მომავალი გამარჯვების მოლოდინში ხელებს იფშვნეტდნენ, მაგრამ ამ სასიხარულო განწყობას 5 მარტის ღამის პირველ საათზე გენერალ კონიაშვილის ტელეფონის ზარმა ცივი წყალი გადაასხა. მან მთავარსარდალს უპატაკა, რომ გვარდიამ თვითნებურად, ბრძოლის გარეშე მიატოვა პოზიციები და სურამისკენ დაიხია. ახლა უკვე წინ გაჭრილი ქართული არმია ვარდებოდა ალყაში. გვარდიელთა ამ ქმედებამ, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა ბრძოლის გაგრძელება. გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე იხსენებდა ამ ამბით გულშეძრულ მთავარსარდლის მძიმე სულიერ მდგომარეობას და თვითმკვლელობის განზრახვას: «მთავარსარდალი მეტად ღელავდა. აბა, თევზაძევ, თავის მოკვლაღა დამრჩენია, არა? - მომმართა სევდიანი ხმით.

მეუღლესთან - მარიამ მაყაშვილთან ერთად

შევწუხდი ძალიან, ვგრძნობდი, რა აზრები უტრიალებდა ამ დროს თავში მთავარსარდალს“. ამ მომენტს თავის მოგონებებში ასევე იგონებდა ყოფილი იუნკერი და შემდგომში პოლონეთის არმიის ოფიცერი ნიკოლოზ მათიკაშვილი. ის სხვა იუნკრებთან ერთად რკინიგზის სადგურსა და მთავარსარდლის მატარებელს იცავდა. როდესაც მათი ცვლა დასრულდა, მთავარსარდლის ვაგონთან კონცერტი გაუმართავთ: «რა ვიცოდით, რომ სწორედ ამ დროს ასეთი ტრაგიკული და დაჭიმული მომენტი იყო მთავარსარდლის გულში. ჩვენ კი ახალგაზრდული უდარდელობით კონცერტი გვქონდა გამართული, ცეკვა-სიმღერებით მისი ფანჯრების წინ. უსათუოდ ესმოდა ეს ყველაფერი და იქნებ ამ მოვლენამ შეიტანა მის ბუნებაში ცოტაოდენი დამშვიდება და თვითმკვლელობისგან ხელი ააღებინა”.

ქართულმა არმიამ დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა, გადაწყდა ქუთაისთან, შემდეგ კი საჯავახოს ხაზზე გამაგრება, მაგრამ მტერი უკვე ყველა მიმართულებიდან ალყაში აქცევდა არმიის ნაწილებს და ჩნდებოდა საფრთხე მთავრობისა და არმიის ტყვედ ჩავარდნისა. გადაწყდა ქვეყნიდან წასვლა.

  • ემიგრაციაში

ემიგრაციაში წამსვლელთა შორის აღმოჩნდა გიორგი კვინიტაძეც, რომელმაც პარიზში 1970 წლამდე იცოცხლა, თუმცა მისი სამხედრო კარიერა დასრულდა და გენერალი არც ერთი ქვეყნის სამხედრო სამსახურში აღარ ჩამდგარა.

მაწვნის მომზადება კვინიტაძეების შატოში, საფრანგეთში

მიუხედავად იმისა, რომ გენერალი სიფიცხითა და სიჯიუტით გამოირჩეოდა იგი წარმოუდგენლად თავმდაბალი და საოცრად პატიოსანი ადამიანი იყო, ემიგრაციაში მყოფს უკიდურესად უჭირდა თუმცა, არაფერს თაკილობდა რათა ოჯახი ერჩინა. თავდაპირველად, მუშაობა დაიწყო მასალების შენახვისა და გაცემის გამგედ ფირფიტების ქარხანაში. შემდეგ მაწვნის წარმოებასაც მიჰყო ხელი. ამ სიდუხჭირის მიუხედავად გენერლის სახლის კარი მუდამ ღია იყო ყველასთვის.

  • სტატიის მოსამზადებლად გამოყენებულია ჟურნალ „ისტორიანის“ მასალები

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა