სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას მოვუწოდებ, თუ სახლში ხართ ჩაკეტილები, დემოგრაფიაზე ვიზრუნოთ და გავმრავლდეთ" - გიორგი ყიფშიძე და ენი გასიევა მეოთხე შვილსა და ოჯახურ ცხოვრებაზე
"ყველას მოვუწოდებ, თუ სახლში ხართ ჩაკეტილები, დემოგრაფიაზე ვიზრუნოთ და გავმრავლდეთ" - გიორგი ყიფშიძე და ენი გასიევა მეოთხე შვილსა და ოჯახურ ცხოვრებაზე

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს ენი გა­სი­ე­ვას მე­ო­რე შვი­ლი - გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც ლუნა და­არ­ქვეს. გი­ორ­გის­თვის ეს მე­ო­თხე შვი­ლია, ის ბავ­შვე­ბის მოვ­ლა­ში ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლი მა­მაა და რო­გორც ამ­ბობს, მიხ­ვდა, რომ თა­ვი­სი მი­სია ბავ­შვე­ბის აღ­ზრდაა. გი­ორ­გი და ენი AMBEBI.GE - ის ბავ­შვებ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უამ­ბო­ბენ:

გი­ორ­გი: მე­სა­მე და მე­ო­თხე შვი­ლი ერთი ტალ­ღაა, ერთ ამო­სუნ­თქვა­ზე გაჩ­ნდნენ. უფ­როსს ჯერ რძე არ ჰქონ­და ტუჩ­ზე შემშრა­ლი, რომ უკვე მე­ო­რე ჩნდე­ბო­და. ბავ­შვის გა­ჩე­ნა და მოვ­ლა იმ­დე­ნად დღის წეს­რიგ­ში გვაქვს, რომ ვი­კი­თხე - გა­ი­სად მე­სა­მე-მეთ­ქი?

ენი: გოგო ძა­ლი­ან გვინ­დო­და, მაგ­რამ მე­ო­რე ბავ­შვის გა­ჩე­ნა ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ გვქონ­და. და­უ­გეგ­მა­ვად მოხ­და, რაც ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და. ნა­ტა­ლი­ას და გი­ორ­გის ერ­თდრო­უ­ლად ვუ­თხა­რი, რომ ფეხ­მძი­მედ ვარ და ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ორი­ვემ ტი­რი­ლი და­ი­წყო, ეს მათ­თვის უდი­დე­სი ემო­ცია და სი­ხა­რუ­ლი იყო. ძა­ლი­ან კარ­გი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ყვე­ლა­ფერ­მა უმარ­ტი­ვე­სად ჩა­ი­ა­რა. რთუ­ლი იყო ის ფაქ­ტი, რომ მე­ო­რე წელი გა­დაბ­მუ­ლად ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად, არც ისე ად­ვი­ლია, როცა ორი წელი გა­ბე­რი­ლი და­დი­ხარ.

- ენი, რო­გო­რი ფეხ­მძი­მო­ბა გქონ­და, ღა­მით და­არ­ბე­ნი­ნებ­დი მარ­წყვზე და ალუ­ჩა­ზე გი­ორ­გის?

ენი: პოსტ-ფეხ­მძი­მო­ბის და ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ო­დი მშვე­ნი­ე­რი მქონ­და. ჩემს ხა­სი­ათ­ზე არ ასა­ხუ­ლა, ისევ ის ტიპი ვი­ყა­ვი, რაც მა­ნამ­დე... მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც კი არ მქონ­და არაფ­რის, გი­ორ­გი არ შე­მი­წუ­ხე­ბია. ვერც კი ვიგ­რძე­ნი რომ მშო­ბი­ა­რო­ბა მე­წყე­ბო­და, უბ­რა­ლოდ შე­სა­მოწ­მებ­ლად მი­ვე­დით კლი­ნი­კა­ში, რად­გან ეს იყო სა­ვა­რა­უ­დო მშო­ბი­ა­რო­ბის თა­რი­ღი. ექიმ­მა რომ გამ­სინ­ჯა, მი­თხრა: - სამ თით­ზე ხარ გახ­სნი­ლი და არ გტკი­ვაო? სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ტკი­ვი­ლი, არც და­ჭი­მუ­ლო­ბა მქონ­და, ექიმ­მა მი­თხრა: - მშო­ბი­ა­რო­ბა და­წყე­ბუ­ლია, ვე­ღარ გა­გიშ­ვე­ბო. გი­ორ­გი ძა­ლი­ან ღე­ლავ­და, მაგ­რამ მშო­ბი­ა­რო­ბას არ ეს­წრე­ბო­და, რად­გან არ შე­უძ­ლია ასე­თი რა­ღა­ცე­ბის ყუ­რე­ბა და არც მით­ქვამს, დას­წრე­ბო­და.

გი­ორ­გი: ენი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძა­ლი­ან მა­გა­რი გო­გოა. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის­თვის ძნე­ლია სხვა ამ­პლუ­ა­ში გა­დას­ვლა, ასე­თი რო­ლის მორ­გე­ბა და ენის შემ­თხვე­ვა­ში ისე "სა­კა­ი­ფოდ" გა­მო­ვი­და, ვკი­თხე: - დე­დო­ბა­ზე და­დი­ო­დი - მეთ­ქი?

- შვი­ლებს გან­სხვა­ვე­ბულ სა­ხე­ლებს არ­ქმევთ...

ენი: კოს­მო­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოგ­ვა­ფიქ­რდა ლუნა, კოს­მი­უ­რი კაცი და ლუნა, უხ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და ეტყო­ბათ, რომ და-ძმა­ნი არი­ან.

- გი­ორ­გი რამ­დე­ნად არის ჩარ­თუ­ლი ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში?

ენი: ყვე­ლა­ფერს გი­ორ­გი აკე­თებს, გა­მო­დის, რომ მე უბ­რა­ლოდ იქეთ ვეხ­მა­რე­ბი.

გი­ორ­გი: მეტი არა­ფერს არ ვა­კე­თებ, გარ­და ბავ­შვე­ბის მოვ­ლი­სა. მივ­ხვდი, რომ ეს ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი. ჩემი მი­სი­აა, რომ ბავ­შვე­ბი კარ­გად გავ­ზარ­დო, რაც მე არ მქონ­და, ამათ ჰქონ­დეთ. მხო­ლოდ იმას ვფიქ­რობ, რა შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გი გა­ვუ­კე­თო, რომ როცა აღარ ვიქ­ნე­ბი, კარგ მა­მად მო­მიხ­სე­ნი­ონ.

- გი­ორ­გი, რა გან­სხვა­ვე­ბაა როცა ად­რე­ულ და გვი­ან ასაკ­ში ხდე­ბი მამა?

გი­ორ­გი: ად­რე­ულ ასაკ­ში ბევრ რა­მეს ვერ ვხვდე­ბო­დი, ქა­ლე­ბი ბავ­შვს არ მაძ­ლევ­დნენ, შე­იძ­ლე­ბა ნდო­ბა არ ჰქონ­დათ, რად­გან პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი. ახლა მე არ ვა­კა­რებ არა­ვის, პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა­ზე, და­ბა­ნა­ზე, თუ ჭა­მა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. ჯერ მე მე­კი­თხე­ბი­ან, მე ვარ მთა­ვა­რი. ჩემი პა­ტა­რა სამ­ყა­რო მაქვს, პა­ტა­რა პრინ­ცი ვარ, ჩემს პლა­ნე­ტა­ზე. ზუ­რაც კი პირ­და­პირ კავ­შირ­ში ჩარ­თუ­ლი ბა­ბუა გახ­და. ნამ­დვი­ლი ბა­ბუ­ის ფუნ­ქცია მი­ი­ღო. ზუ­რამ პირ­ვე­ლად იგ­რძნო ასე­თი რამ - ბავ­შვი ეფე­რე­ბო­და თავ­ზე, ცრემ­ლი წა­მო­უ­ვი­და და მას შემ­დეგ ხე­ლი­დან ვე­ღარ გა­ვაშ­ვე­ბი­ნეთ. მა­ნამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის არ ეცა­ლა, არც ჩემ­თვის, არც შვი­ლე­ბის­თვის და ახლა პან­დე­მი­ამ ასე გა­დაგ­ვი­წყვი­ტა, რომ ყვე­ლას გვცა­ლია, ასე მო­უ­წია ბა­ბუ­ო­ბის რო­ლის მორ­გე­ბა. ამ ორმა ბავ­შვმა პან­დე­მი­ის დის­კომ­ფორ­ტი მთელ ოჯახს გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, სახ­ლში თუ ხართ ჩა­კე­ტი­ლე­ბი, დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე ვიზ­რუ­ნოთ და გამ­რავ­ლდით.

ენი: ზუ­რას ისე უხა­რია ორი­ვე შვი­ლიშ­ვი­ლი, გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი და­დის. ზურა და მისი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბი­ან ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში, ეთა­მა­შე­ბი­ან, თუ სად­მე გავ­დი­ვართ, იტო­ვე­ბენ და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რი­თიც კი შე­უძ­ლი­ათ ხელი შეგ­ვი­წყონ. მე და ზურა ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ვუ­გებთ და ვა­ფა­სებთ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მის­გა­ნაც ანა­ლო­გი­უ­რი ენერ­გია მო­დის, ზუს­ტად იგი­ვეს ვგრძნობ და ეს ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი სა­სი­ა­მოვ­ნოა. უდი­დეს პა­ტივს ვცემ მას და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ასე­თი კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა. მე და ნა­ტა­ლი­აც ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ და ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. ასე­ვე მე და კრის­ტი­საც სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ვმე­გობ­რობთ, ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს, გი­ორ­გი­სა და კრის­ტის ურ­თი­ერ­თო­ბი­დან იმ­ხე­ლა დრო გა­ვი­და, ახლა და-ძმა­სა­ვით არი­ან. კრის­ტი ძა­ლი­ან მომ­წონს, სა­ო­ცარ ფორ­მა­შია და ულა­მა­ზე­სი ქა­ლია.

- ბავ­შვებ­მა რა შეც­ვა­ლეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

ენი: ჩვენ თა­ვი­დან­ვე ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ. ბავ­შვებ­მა უფრო გა­ამ­ყა­რეს, "მო­ა­პირ­კე­თეს" ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ძა­ლი­ან მომ­წონს, მა­გა­რი ბი­ჭია გი­ორ­გი... ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი წაშ­ლი­ლია, სა­ერ­თოდ ვერ ვგრძნობ, რომ ჩვენს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა. ვერ ვხვდე­ბი, რო­მე­ლი ვართ დიდი და პა­ტა­რა. არის იდე­ა­ლუ­რი მამა, გი­ორ­გის­ნა­ი­რი მა­მა­კა­ცე­ბი იშ­ვი­ა­თია, ან მე არ შემ­ხვედ­რია. მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა, რომ ასეთ კარ­გია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის გმი­რია. ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ მა­სი­ა­მოვ­ნოს. უთ­ქმე­ლად ხვდე­ბა რა მი­ხა­რია, რა მწყინს, უსი­ტყვო კავ­ში­რი გვაქვს, რაც ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს... ერ­თმა­ნეთს სულ სი­ურპრი­ზებს ვუ­კე­თებთ, სულ იმით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ერ­თმა­ნე­თი რა­მით გა­ვა­ხა­როთ. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს დი­ლა­ო­ბით ჩაის რომ მი­კე­თებს და სულ ცდი­ლობს დი­ლით ჩაით გა­მაღ­ვი­ძოს. რომ მძი­ნავს, მო­დის და ნელა მკოც­ნის, რომ არ გა­მაღ­ვი­ძოს, ძა­ლი­ან თბი­ლად და ტკბი­ლად ცდი­ლობს მო­მე­ფე­როს, იზ­რუ­ნოს...

გი­ორ­გი: ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი დის­კომ­ფორ­ტია, და­დე­ბითს - უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ე­ბი სჭარ­ბობს. ჩემ­თან სახ­ლში, იმ­დე­ნად კარ­გი რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, რომ ენერ­გე­ტი­კა არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ცუდი მო­ვი­ზი­დოთ. დრო არ დაგ­ვრჩა, რომ რა­ღა­ცე­ბი გან­ვი­ცა­დო, "პამ­პერ­სი აქვს გა­მო­საც­ვე­ლე­ლი, ბავ­შვს შია“ იმ­დე­ნად ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, არ მცა­ლია სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის­თვის და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ტე­ლე­ვი­ზო­რი გა­მოვ­რთეთ, ჩავ­რთეთ ბავ­შვი და სულ სი­ხა­რუ­ლია. ცუდ ხა­სი­ათ­ზე რომ გა­იღ­ვი­ძო, შენ თავს არ აძ­ლევ უფ­ლე­ბას რომ ასე დარ­ჩე, ორი ბავ­შვია სახ­ლში და იცი, რომ უხა­სი­ა­თო­ბა გა­დამ­დე­ბია.

- ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა თუ იგ­რძნო­ბა რა­მე­ში?

გი­ორ­გი: ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა ზო­გის­თვის სა­მარ­ცხვი­ნო სა­კი­თხია. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ასა­კი არა­ფე­რია. თუ ორ ადა­მი­ანს შო­რის რა­ღაც კავ­ში­რი არ­სე­ბობს, ასა­კი მხო­ლოდ ციფ­რე­ბია. თურ­მე ენის­თან იმ­დე­ნი კავ­ში­რი არ­სე­ბობს, რა­ზეც არც მი­ფიქ­რია, არც მი­ოც­ნე­ბია... ყვე­ლა­ფერ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი სინ­თე­ზი გვაქვს. ეგე­თი გულ­წრფე­ლი არა­ვის­თან არ ვყო­ფილ­ვარ, არც არა­ვინ ყო­ფი­ლა ჩემ­თან... არას­დროს არ ჩა­მით­ვლია აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნდო­ბა არა­ვის­თან სა­ჭი­როდ. ახლა თა­ვი­სით მოხ­და...

- ენი სა­ნამ გი­ორ­გის გა­იც­ნობ­დი, რო­გორც ცნო­ბი­ლი სახე, მა­ნამ­დე თუ იქ­ცევ­და შენს ყუ­რა­დღე­ბას?

ენი: სხვა­თა შო­რის, ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში დი­დად არ ვი­ყა­ვი ჩა­ხე­დუ­ლი, სა­ნამ გი­ორ­გის­თან არ და­ვი­წყე ურ­თი­ერ­თო­ბა, მერე გი­ორ­გი­ზე რომ დავ­ქორ­წინ­დი, მო­მი­წია, რომ ჩა­მე­ხე­და ამ სფე­რო­ში. თა­ვი­დან რომ ვნა­ხე, ასე­თი უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. მი­სალ­მე­ბა-დამ­შვი­დო­ბე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლეთ, რად­გან მე­გო­ბარ­თან, წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. მერე მე­ო­რედ და მე­სა­მედ რომ ვნა­ხე, მისი ბუ­ნე­ბა, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო რომ გა­ვი­ცა­ნი, ამან ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა, რად­გან ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი არის და ძა­ლი­ან კარ­გად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს, რაც ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
31

გაჭირვების ჟამს ხალხი პურის შოვნაზე ფიქრობს და არა სხვა რამეზე

mixo
4

ღმერთმა გაგახაროთ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ყველას მოვუწოდებ, თუ სახლში ხართ ჩაკეტილები, დემოგრაფიაზე ვიზრუნოთ და გავმრავლდეთ" - გიორგი ყიფშიძე და ენი გასიევა მეოთხე შვილსა და ოჯახურ ცხოვრებაზე

"ყველას მოვუწოდებ, თუ სახლში ხართ ჩაკეტილები, დემოგრაფიაზე ვიზრუნოთ და გავმრავლდეთ" - გიორგი ყიფშიძე და ენი გასიევა მეოთხე შვილსა და ოჯახურ ცხოვრებაზე

მსახიობ გიორგი ყიფშიძესა და მის მეუღლეს ენი გასიევას მეორე შვილი - გოგონა შეეძინათ, რომელსაც ლუნა დაარქვეს. გიორგისთვის ეს მეოთხე შვილია, ის ბავშვების მოვლაში ძალიან ჩართული მამაა და როგორც ამბობს, მიხვდა, რომ თავისი მისია ბავშვების აღზრდაა. გიორგი და ენი AMBEBI.GE - ის ბავშვებსა და პირად ცხოვრებაზე უამბობენ:

გიორგი: მესამე და მეოთხე შვილი ერთი ტალღაა, ერთ ამოსუნთქვაზე გაჩნდნენ. უფროსს ჯერ რძე არ ჰქონდა ტუჩზე შემშრალი, რომ უკვე მეორე ჩნდებოდა. ბავშვის გაჩენა და მოვლა იმდენად დღის წესრიგში გვაქვს, რომ ვიკითხე - გაისად მესამე-მეთქი?

ენი: გოგო ძალიან გვინდოდა, მაგრამ მეორე ბავშვის გაჩენა ჯერ გადაწყვეტილი არ გვქონდა. დაუგეგმავად მოხდა, რაც ძალიან გაგვიხარდა. ნატალიას და გიორგის ერთდროულად ვუთხარი, რომ ფეხმძიმედ ვარ და ბედნიერებისგან ორივემ ტირილი დაიწყო, ეს მათთვის უდიდესი ემოცია და სიხარული იყო. ძალიან კარგი ორსულობა მქონდა, ყველაფერმა უმარტივესად ჩაიარა. რთული იყო ის ფაქტი, რომ მეორე წელი გადაბმულად ვიყავი ორსულად, არც ისე ადვილია, როცა ორი წელი გაბერილი დადიხარ.

- ენი, როგორი ფეხმძიმობა გქონდა, ღამით დაარბენინებდი მარწყვზე და ალუჩაზე გიორგის?

ენი: პოსტ-ფეხმძიმობის და ფეხმძიმობის პერიოდი მშვენიერი მქონდა. ჩემს ხასიათზე არ ასახულა, ისევ ის ტიპი ვიყავი, რაც მანამდე... მოთხოვნილებაც კი არ მქონდა არაფრის, გიორგი არ შემიწუხებია. ვერც კი ვიგრძენი რომ მშობიარობა მეწყებოდა, უბრალოდ შესამოწმებლად მივედით კლინიკაში, რადგან ეს იყო სავარაუდო მშობიარობის თარიღი. ექიმმა რომ გამსინჯა, მითხრა: - სამ თითზე ხარ გახსნილი და არ გტკივაო? საერთოდ არანაირი ტკივილი, არც დაჭიმულობა მქონდა, ექიმმა მითხრა: - მშობიარობა დაწყებულია, ვეღარ გაგიშვებო. გიორგი ძალიან ღელავდა, მაგრამ მშობიარობას არ ესწრებოდა, რადგან არ შეუძლია ასეთი რაღაცების ყურება და არც მითქვამს, დასწრებოდა.

გიორგი: ენი მოულოდნელად ძალიან მაგარი გოგოა. ახალგაზრდა გოგონებისთვის ძნელია სხვა ამპლუაში გადასვლა, ასეთი როლის მორგება და ენის შემთხვევაში ისე "საკაიფოდ" გამოვიდა, ვკითხე: - დედობაზე დადიოდი - მეთქი?

- შვილებს განსხვავებულ სახელებს არქმევთ...

ენი: კოსმოდან გამომდინარე მოგვაფიქრდა ლუნა, კოსმიური კაცი და ლუნა, უხდებიან ერთმანეთს და ეტყობათ, რომ და-ძმანი არიან.

- გიორგი რამდენად არის ჩართული ბავშვების აღზრდაში?

ენი: ყველაფერს გიორგი აკეთებს, გამოდის, რომ მე უბრალოდ იქეთ ვეხმარები.

გიორგი: მეტი არაფერს არ ვაკეთებ, გარდა ბავშვების მოვლისა. მივხვდი, რომ ეს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მთავარი. ჩემი მისიაა, რომ ბავშვები კარგად გავზარდო, რაც მე არ მქონდა, ამათ ჰქონდეთ. მხოლოდ იმას ვფიქრობ, რა შეიძლება მაქსიმალურად კარგი გავუკეთო, რომ როცა აღარ ვიქნები, კარგ მამად მომიხსენიონ.

- გიორგი, რა განსხვავებაა როცა ადრეულ და გვიან ასაკში ხდები მამა?

გიორგი: ადრეულ ასაკში ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი, ქალები ბავშვს არ მაძლევდნენ, შეიძლება ნდობა არ ჰქონდათ, რადგან პატარა ბიჭი ვიყავი. ახლა მე არ ვაკარებ არავის, პამპერსის გამოცვლაზე, დაბანაზე, თუ ჭამაზე იქნება საუბარი, ყველაფერს ვაკეთებ. ჯერ მე მეკითხებიან, მე ვარ მთავარი. ჩემი პატარა სამყარო მაქვს, პატარა პრინცი ვარ, ჩემს პლანეტაზე. ზურაც კი პირდაპირ კავშირში ჩართული ბაბუა გახდა. ნამდვილი ბაბუის ფუნქცია მიიღო. ზურამ პირველად იგრძნო ასეთი რამ - ბავშვი ეფერებოდა თავზე, ცრემლი წამოუვიდა და მას შემდეგ ხელიდან ვეღარ გავაშვებინეთ. მანამდე ბავშვებისთვის არ ეცალა, არც ჩემთვის, არც შვილებისთვის და ახლა პანდემიამ ასე გადაგვიწყვიტა, რომ ყველას გვცალია, ასე მოუწია ბაბუობის როლის მორგება. ამ ორმა ბავშვმა პანდემიის დისკომფორტი მთელ ოჯახს გადაგვატანინა. ყველას მოვუწოდებ, სახლში თუ ხართ ჩაკეტილები, დემოგრაფიაზე ვიზრუნოთ და გამრავლდით.

ენი: ზურას ისე უხარია ორივე შვილიშვილი, გაბრწყინებული დადის. ზურა და მისი მეუღლე ძალიან გვეხმარებიან ბავშვების აღზრდაში, ეთამაშებიან, თუ სადმე გავდივართ, იტოვებენ და ყველაფერს აკეთებენ, რითიც კი შეუძლიათ ხელი შეგვიწყონ. მე და ზურა ერთმანეთს ძალიან ვუგებთ და ვაფასებთ. ძალიან მიყვარს და მისგანაც ანალოგიური ენერგია მოდის, ზუსტად იგივეს ვგრძნობ და ეს ურთიერთკავშირი სასიამოვნოა. უდიდეს პატივს ვცემ მას და მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი პიროვნებაა. მე და ნატალიაც ახლო მეგობრები ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ასევე მე და კრისტისაც საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ, ვნახულობთ ერთმანეთს, გიორგისა და კრისტის ურთიერთობიდან იმხელა დრო გავიდა, ახლა და-ძმასავით არიან. კრისტი ძალიან მომწონს, საოცარ ფორმაშია და ულამაზესი ქალია.

- ბავშვებმა რა შეცვალეს თქვენს ცხოვრებაში?

ენი: ჩვენ თავიდანვე ოჯახური ცხოვრება დავიწყეთ. ბავშვებმა უფრო გაამყარეს, "მოაპირკეთეს" ჩვენი ურთიერთობა, ძალიან მომწონს, მაგარი ბიჭია გიორგი... ასაკობრივი ზღვარი წაშლილია, საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობაა. ვერ ვხვდები, რომელი ვართ დიდი და პატარა. არის იდეალური მამა, გიორგისნაირი მამაკაცები იშვიათია, ან მე არ შემხვედრია. მინდა, მადლობა ვუთხრა, რომ ასეთ კარგია. შეყვარებული გიორგი ფანტასტიკური ჟანრის გმირია. ყველაფერს აკეთებს, რომ მასიამოვნოს. უთქმელად ხვდება რა მიხარია, რა მწყინს, უსიტყვო კავშირი გვაქვს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს... ერთმანეთს სულ სიურპრიზებს ვუკეთებთ, სულ იმით ვართ დაკავებული, რომ ერთმანეთი რამით გავახაროთ. მე ძალიან მიყვარს დილაობით ჩაის რომ მიკეთებს და სულ ცდილობს დილით ჩაით გამაღვიძოს. რომ მძინავს, მოდის და ნელა მკოცნის, რომ არ გამაღვიძოს, ძალიან თბილად და ტკბილად ცდილობს მომეფეროს, იზრუნოს...

გიორგი: ცხოვრებაში ბევრი დისკომფორტია, დადებითს - უარყოფითი ენერგიები სჭარბობს. ჩემთან სახლში, იმდენად კარგი რაღაცები მოხდა, რომ ენერგეტიკა არ გვაძლევს საშუალებას ცუდი მოვიზიდოთ. დრო არ დაგვრჩა, რომ რაღაცები განვიცადო, "პამპერსი აქვს გამოსაცველელი, ბავშვს შია“ იმდენად ყოველდღიურობა აქტუალური გახდა, არ მცალია სისულელეებისთვის და ბედნიერი ვარ. ტელევიზორი გამოვრთეთ, ჩავრთეთ ბავშვი და სულ სიხარულია. ცუდ ხასიათზე რომ გაიღვიძო, შენ თავს არ აძლევ უფლებას რომ ასე დარჩე, ორი ბავშვია სახლში და იცი, რომ უხასიათობა გადამდებია.

- ასაკობრივი სხვაობა თუ იგრძნობა რამეში?

გიორგი: ასაკობრივი სხვაობა ზოგისთვის სამარცხვინო საკითხია. ჩვენს შემთხვევაში ასაკი არაფერია. თუ ორ ადამიანს შორის რაღაც კავშირი არსებობს, ასაკი მხოლოდ ციფრებია. თურმე ენისთან იმდენი კავშირი არსებობს, რაზეც არც მიფიქრია, არც მიოცნებია... ყველაფერში აბსოლუტური სინთეზი გვაქვს. ეგეთი გულწრფელი არავისთან არ ვყოფილვარ, არც არავინ ყოფილა ჩემთან... არასდროს არ ჩამითვლია აბსოლუტური ნდობა არავისთან საჭიროდ. ახლა თავისით მოხდა...

- ენი სანამ გიორგის გაიცნობდი, როგორც ცნობილი სახე, მანამდე თუ იქცევდა შენს ყურადღებას?

ენი: სხვათა შორის, ქართულ შოუბიზნესში დიდად არ ვიყავი ჩახედული, სანამ გიორგისთან არ დავიწყე ურთიერთობა, მერე გიორგიზე რომ დავქორწინდი, მომიწია, რომ ჩამეხედა ამ სფეროში. თავიდან რომ ვნახე, ასეთი უშუალო ურთიერთობა არ გვქონია. მისალმება-დამშვიდობებით შემოვიფარგლეთ, რადგან მეგობართან, წვეულებაზე გავიცანით ერთმანეთი. მერე მეორედ და მესამედ რომ ვნახე, მისი ბუნება, შინაგანი სამყარო რომ გავიცანი, ამან ძალიან მომხიბლა, რადგან ჩემთვის განსაკუთრებულად სულიერი მეგობარი არის და ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა მსახიობი ჯონი ლი მილერის ბინაში "გამოიჭირეს"

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე