სამხედრო
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ინდუსტრიული ტური არემჯის სტიპენდიანტებისთვის
პირველი ინდუსტრიული ტური არემჯის სტიპენდიანტებისთვის

21 მა­ისს, არემ­ჯის სა­წარ­მოო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პირ­ვე­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ტური მო­ე­წყო. Industrial Tourism RMG - რიჩ მე­ტალს გრუ­პის ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ვი­ზი­ტო­რე­ბი ახ­ლო­დან გა­ეც­ნო­ბი­ან ოქ­როს დორე შე­ნად­ნო­ბი­სა და სპი­ლენ­ძის კონ­ცენ­ტრა­ტის წარ­მო­ე­ბის პრო­ცესს, და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ გა­რე­მოს­დაც­ვით ღო­ნის­ძი­ე­ბებს და ეკო­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებს, ასე­ვე მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ „მად­ნე­უ­ლის“ ის­ტო­რი­ულ კა­რი­ერს. სა­წარ­მოო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­ზი­ტო­რებს ად­გილ­ზე გი­დო­ბას შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­უ­წე­ვენ.

ტუ­რის პირ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე არემ­ჯის სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 25 სტუ­დენ­ტი იყო. სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ სა­წარ­მოო პრო­ცესს, მო­ი­ნა­ხუ­ლეს ის­ტო­რი­უ­ლი მად­ნე­უ­ლის კა­რი­ე­რი, გრო­ვუ­ლი გა­მო­ტუტვის მო­ედ­ნე­ბი, სპი­ლენ­ძის გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი ფაბ­რი­კა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი. მათ სამ­თო მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა წარ­მო­ე­ბის დი­რექ­ტორ­მა კობა მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა გა­უ­ზი­ა­რა, ხოლო ინ­დუსტრი­უ­ლი ტუ­რისზ­მის ახა­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია კორ­პო­რა­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა კა­ხა­ბერ მჭედ­ლიშ­ვილ­მა მი­ა­წო­და.

სტი­პენ­დი­ან­ტე­ბის პროგ­რა­მას არემ­ჯი, 2018 წლი­დან, ყო­ველ­წლი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის: სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მე­ტა­ლურ­გი­ის, სატ­რან­სპორ­ტო და მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის, ენერ­გე­ტი­კი­სა და ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ.

კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და მხარ­და­ჭე­რა არემ­ჯის­თვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით არემ­ჯი არა­ერ­თი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მხარ­დამ­ჭე­რია. მათ შო­რის არის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი „ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა“ და „სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა“.

ინ­დუსტრი­უ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მზად­დე­ბა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა, რო­მელ­ზეც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და­რე­გის­ტრირ­დნენ ტურ­ზე და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხონ მად­ნე­ბის მუხ­ტე­ბით გა­ფხვი­ე­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, გრო­ვუ­ლი გა­მო­ტუტვის და ფლო­ტა­ცი­ის მე­თო­დე­ბით მად­ნე­ბის გამ­დიდ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, 1000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბი­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ჩა­ი­ხე­დონ კა­რი­ე­რის გულ­ში და სხვა.

NS

დავითი
0

ძალიან მაგარი კომპანიაა, ისეთ კარგ საქმეებს აკეთებს, შესაშურს. ხალხო მიმართეთ, ასწავლეთ სტუდენტებს, მომავალი მათია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

პირველი ინდუსტრიული ტური არემჯის სტიპენდიანტებისთვის

პირველი ინდუსტრიული ტური არემჯის სტიპენდიანტებისთვის

21 მაისს, არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე, პირველი ინდუსტრიული ტური მოეწყო. Industrial Tourism RMG - რიჩ მეტალს გრუპის ინოვაციური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორები ახლოდან გაეცნობიან ოქროს დორე შენადნობისა და სპილენძის კონცენტრატის წარმოების პროცესს, დაათვალიერებენ გარემოსდაცვით ღონისძიებებს და ეკოლოგიურ პროექტებს, ასევე მოინახულებენ „მადნეულის“ ისტორიულ კარიერს. საწარმოო ტერიტორიაზე ვიზიტორებს ადგილზე გიდობას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაუწევენ.

ტურის პირველი მონაწილე არემჯის სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული 25 სტუდენტი იყო. სტიპენდიანტები ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესს, მოინახულეს ისტორიული მადნეულის კარიერი, გროვული გამოტუტვის მოედნები, სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. მათ სამთო მიმართულებით საკუთარი გამოცდილება წარმოების დირექტორმა კობა მენაბდიშვილმა გაუზიარა, ხოლო ინდუსტრიული ტურისზმის ახალი პროექტის შესახებ, ინფორმაცია კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა მიაწოდა.

სტიპენდიანტების პროგრამას არემჯი, 2018 წლიდან, ყოველწლიურად ახორციელებს და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის: სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობა და მხარდაჭერა არემჯისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. აღნიშნული მიმართულებით არემჯი არაერთი პროექტის ავტორი და მხარდამჭერია. მათ შორის არის სტუდენტებისთვის განკუთვნილი, დუალური განათლების პროექტი „ინდივიდუალური განვითარების პროგრამა“ და „საზაფხულო სკოლა“.

ინდუსტრიული ტურიზმის განვითარების პროექტზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მზადდება ონლაინ პლატფორმა, რომელზეც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ ტურზე და საკუთარი თვალით ნახონ მადნების მუხტებით გაფხვიერების ტექნოლოგია, გროვული გამოტუტვის და ფლოტაციის მეთოდებით მადნების გამდიდრების ტექნოლოგიები, 1000 მეტრის სიმაღლეზე სპეციალურად მოწყობილი გადასახედიდან ჩაიხედონ კარიერის გულში და სხვა.

NS

1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება

ბუასილის მკურნალობის მეთოდები და ქირურგ-პროქტოლოგის რჩევები

„პაშა ბანკი“ საქართველო ADA უნივერსიტეტის ვებინარების სერიის სპონსორია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"