სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ იარას ვერავინ მოაშუშებს იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა" - დათო არჩვაძე პირველი ქორწინების დანგრევით გამოწვეულ ტკივილზე
"ამ იარას ვერავინ მოაშუშებს იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა" - დათო არჩვაძე პირველი ქორწინების დანგრევით გამოწვეულ ტკივილზე

მომ­ღე­რალ დათო არჩვა­ძი­სა და სოფო კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი წლე­ბის წინ და­ინ­გრა. მომ­ღე­რა­ლი მე­ო­რედ ეთუ­ნა ფა­რე­ხე­ლაშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას შვი­ლი, თა­მარ არჩვა­ძე ჰყავს და ამ­ბობს, რომ მისი ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. მომ­ღე­რალ­მა ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი" შვილ­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვას მოჰ­ყვა.

დათო არჩვა­ძე:

"ამ ია­რას ვე­რა­ვინ მო­ა­შუ­შებს იმი­ტომ, რომ ჩემი და ჩემი შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ე­წი­რა. რო­დე­საც და­ვო­ჯახ­დით, მე ვი­ყა­ვი 27 წლის, სოფო -23-ის. ოჯა­ხე­ბი ინ­გრე­ვა, შორ­დე­ბი­ან წყვი­ლე­ბი, სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან ცუდი მი­ზე­ზე­ბით, რაც ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სულ სხვა­ნა­ი­რა­დაა. მე და ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვაც არ გვით­ქვამს ერ­თმა­ნე­თის­თვის.

ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე წყვი­ლის მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, ორ ადა­მი­ანს შო­რის უნდა გა­ირ­ჩეს, მოგ­ვარ­დეს, თუნ­დაც ხმა­მაღ­ლა, თუნ­დაც წყნა­რად, მშვი­დად. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ოჯა­ხი იქ­მნე­ბა, ერთ სის­ხლ და ხორც არი­ან, ხო, მე­უღ­ლე­ე­ბი?! და არა­ვინ არ უნდა ჩა­ე­რი­ოს, არას­დროს. ჩა­რე­ვა მოხ­და ყვე­ლას­გან, ყო­ველ­თვის.

მარ­ტო მშობ­ლე­ბი არ ჩა­რე­უ­ლან - ყვე­ლა ჩა­ე­რია, ყო­ველ ჯერ­ზე ყვე­ლა ჩა­ე­რია.

პირ­ვე­ლი ორი წელი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ორი წლის თავ­ზე, იცი რო­გო­რი წერ­ტი­ლი დავ­სვი? რომ ვნა­ხე, რომ არა­ფე­რი არ გა­მოს­წორ­დე­ბო­და... სხვა­თა­შო­რის, ერ­თმა ძა­ლი­ან დიდ­მა ბერ­მა მი­მა­ნიშ­ნა, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით მაჩ­ვე­ნა, რომ გა­ეშ­ვიო მაგ თე­მა­სო, იმი­ტომ რომ ღმერ­თიც კი ვერ ჩა­ე­რე­ვაო.

ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ეთომ, რო­გორც ქალ­მა სხვა კუ­თხით და­მა­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ძა­ლი­ან ვუ­მად­ლი მას. ეთომ და­უ­რე­კა სო­ფოს და უმორ­ჩი­ლე­სად სთხო­ვა, უნ­დო­და ჩემი შვი­ლის გაც­ნო­ბა, ჩა­ხუ­ტე­ბა, მაგ­რამ აბ­სურ­დუ­ლი უარი მი­ი­ღო. სა­ნამ დიდი ქალი არ გახ­დე­ბა, არ უნდა გა­ი­გოს შენი ცოლ-შვი­ლის არ­სე­ბო­ბაო.

დათო არჩვა­ძე მე­უღ­ლეს­თან, ეთო ფა­რე­ხე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად

  • სა­სა­მარ­თლო­თი მე­კუთ­ვნის ბავ­შვის წა­მოყ­ვა­ნა, ერთი ღა­მით დარ­ჩე­ნა, ანუ გარ­კვე­უ­ლი სა­ა­თე­ბია იქ, მაგ­რამ ბავ­შვის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­ა­ფიქ­სი­რეს ის, რომ ბავ­შვი მა­მას არ უნდა გაჰ­ყვეს. პატ­რუ­ლიც კი დამ­ხვედ­რია იქ მი­სულს. სამ­წუ­ხა­როდ, ფარ-ხმა­ლი დავ­ყა­რე, დრო­ე­ბით. დიდი გო­გოა უკვე, 13 წლის.

მეც უკვე დიდი კომ­პლექ­სი გა­მიჩ­ნდა - უც­ბად გა­მოჩ­ნდე ბავ­შვთან და..." - ამ­ბობს დათო არჩვა­ძე.

მომ­ღე­რა­ლი იხ­სე­ნებს იმ მო­მენტს, რო­დე­საც შვილს შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა:

"სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლიფ­ტის კა­რე­ბი გა­ი­ღო და ვხე­დავ ჩემს შვილს. ეს იყო შოკი. მი­ვე­დი, შუბ­ლზე ვა­კო­ცე. ისე­თი მო­მენ­ტი იყო...ჩემი მე­უღ­ლე მახ­ლდა, უცებ ვერც მიხ­ვდა რა მოხ­და და რომ გა­მო­ვე­დით, ვუ­თხა­რი... ვა­ი­მეო, გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი­თო, წა­მო­გეყ­ვა­ნაო, ცოტა ხანი მო­ფე­რე­ბო­დიო, მაგ­რამ მე იმ­დე­ნად დიდი შოკი მი­ვი­ღე, ოთხი წლის უნა­ხავ შვილს რომ შეხ­ვდე­ბი, უკვე რომ ვერც იც­ნობ კარ­გად და თვა­ლე­ბით რომ ამო­იც­ნობ... მი­ვე­დი, მოვ­კი­დე ხელი, შუბ­ლზე ვა­კო­ცე და მა­მი­კო, მიყ­ვარ­ხარ-მეთ­ქი და მეცო და ის "მეც“ იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბა­ში.

ისე გან­ვი­ცა­დე, რომ ორ დღე­ში დავ­ლიე და მცხე­თი­დან წა­მო­ვე­დი და ისეთ ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი, რომ ლა­მის შე­ვე­წი­რე, თუნ­დაც ის ერთი პა­ტა­რა შეხ­ვედ­რა იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად გან­ვი­ცა­დე. თით­ქოს, დრო­ე­ბით გო­ნე­ბი­დან წაშ­ლი­ლი ეს სტრე­სე­ბი და რა­ღა­ცე­ბი ყვე­ლა­ფე­რი ამო­ტივ­ტივ­და.

ერ­თა­დერ­თი შან­სი დამ­რჩა რომ და­ვე­ლო­დო მაგ ფაქტს (როცა თა­მა­რი სრულ­წლო­ვა­ნი გახ­დე­ბა), მე კი არ ვი­თხოვ, რომ მო­ვი­დეს, პი­რი­ქით, შენ უნდა მიხ­ვი­დე.

სხვა­თა შო­რის, ბევ­რმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ვერ გა­ი­გო, იყო რა­ღაც პე­რი­ო­დე­ბი რომ მსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ - "რას ქვია ბიჭო, დავ­ცხრი­ლავ ყვე­ლას და გავ­წევ და გა­მოვ­წევ, მივ­ვარ­დე­ბი და გა­მოვ­გლი­ჯავ..".კი, იყო ის პე­რი­ო­დე­ბიც, რომ ძა­ლი­ან დიდი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე მომ­ყავ­და ბავ­შვი, მაგ­რამ ეს არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, მე მაგ დროს ბავ­შვის ფსი­ქი­კას ვუფრ­თხილ­დე­ბი", - ამ­ბობს არჩვა­ძე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
0

ჩვენ არ ვიცით მიზეზი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბავშვი ორივე მშობლისაა, ორივეს აქვს უფლება იზრუნოს, გაატაროს დრო შვილთან და ქონდეს მამა-შვილური ურთიერთობა ამ შემთხვევაში. მე დათოს გულის ტკივილი კარგად მესმის, იგივეს გავდივარ 3 წელია უკვე.... ყველას მოგვცეს ძალა უფალმა, რომ დავძლიოთ განსაცდელი🙏🙏🙏🙏.

ქალი
12

ანუ როგორც ირკვევა, მან და მისმა ოჯახის წევრებმა ის გოგო დაამცირეს, ოჯახი დაანგრევინეს, მერე ამან მეორე ოჯახიც ააწყო და ახლა თურმე ეკა რატომ არ ზრდის შვილს მამის და მამის ნათესავებით სიყვარულით შთაგონებულს. მაგაზე მეტი საზიზღრობა და პატარა კაცობა არაფერია, ქმრის ნათესავები რომ საქმეს გირჩევენ და შენი ქმარი არის გასუსული და არ/ვერ გიცავს. ქონდა იმ გოგოს ქმრის მიმართ სიყვარული და ვერ შეინარჩუნა ამ კაცმა, ახლა შვილის სიყვარული თავისით აღარ მოვა, დიდი ბრძოლა დაჭირდება მაგისთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ამ იარას ვერავინ მოაშუშებს იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა" - დათო არჩვაძე პირველი ქორწინების დანგრევით გამოწვეულ ტკივილზე

"ამ იარას ვერავინ მოაშუშებს იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა" - დათო არჩვაძე პირველი ქორწინების დანგრევით გამოწვეულ ტკივილზე

მომღერალ დათო არჩვაძისა და სოფო კუჭავას ოჯახი წლების წინ დაინგრა. მომღერალი მეორედ ეთუნა ფარეხელაშვილზე დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან მას შვილი, თამარ არჩვაძე ჰყავს და ამბობს, რომ მისი ნახვის შესაძლებლობა არ აქვს. მომღერალმა ია ფარულავას გადაცემაში "ფარული კონვერტი" შვილზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც პირველი ოჯახის დანგრევას მოჰყვა.

დათო არჩვაძე:

"ამ იარას ვერავინ მოაშუშებს იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა. როდესაც დავოჯახდით, მე ვიყავი 27 წლის, სოფო -23-ის. ოჯახები ინგრევა, შორდებიან წყვილები, სხვათაშორის, ძალიან ცუდი მიზეზებით, რაც ჩემთან მიმართებაში სულ სხვანაირადაა. მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ხმამაღალი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.

ცხოვრებისეული სირთულე წყვილის მოსაგვარებელია, ორ ადამიანს შორის უნდა გაირჩეს, მოგვარდეს, თუნდაც ხმამაღლა, თუნდაც წყნარად, მშვიდად. საერთოდ, როდესაც ოჯახი იქმნება, ერთ სისხლ და ხორც არიან, ხო, მეუღლეები?! და არავინ არ უნდა ჩაერიოს, არასდროს. ჩარევა მოხდა ყველასგან, ყოველთვის.

მარტო მშობლები არ ჩარეულან - ყველა ჩაერია, ყოველ ჯერზე ყველა ჩაერია.

პირველი ორი წელი, ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ორი წლის თავზე, იცი როგორი წერტილი დავსვი? რომ ვნახე, რომ არაფერი არ გამოსწორდებოდა... სხვათაშორის, ერთმა ძალიან დიდმა ბერმა მიმანიშნა, ჟესტიკულაციით მაჩვენა, რომ გაეშვიო მაგ თემასო, იმიტომ რომ ღმერთიც კი ვერ ჩაერევაო.

ჩემმა მეუღლემ, ეთომ, როგორც ქალმა სხვა კუთხით დამანახა ეს ყველაფერი და ძალიან ვუმადლი მას. ეთომ დაურეკა სოფოს და უმორჩილესად სთხოვა, უნდოდა ჩემი შვილის გაცნობა, ჩახუტება, მაგრამ აბსურდული უარი მიიღო. სანამ დიდი ქალი არ გახდება, არ უნდა გაიგოს შენი ცოლ-შვილის არსებობაო.

დათო არჩვაძე მეუღლესთან, ეთო ფარეხელაშვილთან ერთად

  • სასამართლოთი მეკუთვნის ბავშვის წამოყვანა, ერთი ღამით დარჩენა, ანუ გარკვეული საათებია იქ, მაგრამ ბავშვის ცნობიერებაში დააფიქსირეს ის, რომ ბავშვი მამას არ უნდა გაჰყვეს. პატრულიც კი დამხვედრია იქ მისულს. სამწუხაროდ, ფარ-ხმალი დავყარე, დროებით. დიდი გოგოა უკვე, 13 წლის.

მეც უკვე დიდი კომპლექსი გამიჩნდა - უცბად გამოჩნდე ბავშვთან და..." - ამბობს დათო არჩვაძე.

მომღერალი იხსენებს იმ მომენტს, როდესაც შვილს შემთხვევით შეხვდა:

"სამედიცინო უნივერსიტეტში ლიფტის კარები გაიღო და ვხედავ ჩემს შვილს. ეს იყო შოკი. მივედი, შუბლზე ვაკოცე. ისეთი მომენტი იყო...ჩემი მეუღლე მახლდა, უცებ ვერც მიხვდა რა მოხდა და რომ გამოვედით, ვუთხარი... ვაიმეო, გავჩერებულიყავითო, წამოგეყვანაო, ცოტა ხანი მოფერებოდიო, მაგრამ მე იმდენად დიდი შოკი მივიღე, ოთხი წლის უნახავ შვილს რომ შეხვდები, უკვე რომ ვერც იცნობ კარგად და თვალებით რომ ამოიცნობ... მივედი, მოვკიდე ხელი, შუბლზე ვაკოცე და მამიკო, მიყვარხარ-მეთქი და მეცო და ის "მეც“ იყო ჩემთვის ყველაფერი ცხოვრებაში.

ისე განვიცადე, რომ ორ დღეში დავლიე და მცხეთიდან წამოვედი და ისეთ ავარიაში მოვყევი, რომ ლამის შევეწირე, თუნდაც ის ერთი პატარა შეხვედრა იმდენად ემოციურად განვიცადე. თითქოს, დროებით გონებიდან წაშლილი ეს სტრესები და რაღაცები ყველაფერი ამოტივტივდა.

ერთადერთი შანსი დამრჩა რომ დაველოდო მაგ ფაქტს (როცა თამარი სრულწლოვანი გახდება), მე კი არ ვითხოვ, რომ მოვიდეს, პირიქით, შენ უნდა მიხვიდე.

სხვათა შორის, ბევრმა ჩემმა მეგობარმა ვერ გაიგო, იყო რაღაც პერიოდები რომ მსაყვედურობდნენ - "რას ქვია ბიჭო, დავცხრილავ ყველას და გავწევ და გამოვწევ, მივვარდები და გამოვგლიჯავ..".კი, იყო ის პერიოდებიც, რომ ძალიან დიდი კონფლიქტის ნიადაგზე მომყავდა ბავშვი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, მე მაგ დროს ბავშვის ფსიქიკას ვუფრთხილდები", - ამბობს არჩვაძე.