მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც მოდიოდა, გაოცებული იყვნენ, ნამდვილია თუ არაო..." - ქალაქიდან მუხრანში გადასახლებული ღვთისმეტყველის ამბავი, რომელმაც სახლი და ბოსტანი საკუთარი ხელით გააშენა
"ვინც მოდიოდა, გაოცებული იყვნენ, ნამდვილია თუ არაო..." - ქალაქიდან მუხრანში გადასახლებული ღვთისმეტყველის ამბავი, რომელმაც სახლი და ბოსტანი საკუთარი ხელით გააშენა

ბოლო დროს ადა­მი­ა­ნი გა­ურ­ბის ქა­ლა­ქის ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბას და რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, სო­ფელს მი­ა­შუ­რებს ხოლ­მე, შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი ხე­ლი­თა და უნა­რე­ბით იქ თა­ვი­სი სივ­რცის შექ­მნას ცდი­ლობს. ზურა ქავ­თა­რა­ძეს თბი­ლი­სი ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ სოფ­ლად მეტ სი­ლა­ღეს გრძნობს. ის სამი წლის წინ მე­გო­ბარ­თან, მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას­თან (პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი) ერ­თად სო­ფელ მუხ­რან­ში ტრი­ალ ად­გი­ლას და­სახ­ლდა. მათი მი­ზა­ნი იყო იქ თა­ვად შე­ექ­მნათ ყვე­ლა­ფე­რი და აა­შე­ნეს კი­დეც ნამ­ჯის სახ­ლი, და­ა­მუ­შა­ვეს ბოს­ტა­ნი და და­სახ­ლდნენ. ზურა ქავ­თა­რა­ძე ახლა სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს.

ზურა ქავ­თა­რა­ძე:

- გა­ნათ­ლე­ბით ღვთის­მე­ტყვე­ლი ვარ, სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ცოტა ხანს მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობ­დი, და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ სფე­რომ და სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე... გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ის შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ მუხ­რან­ში დავ­სახ­ლდით და მა­რი­ამ­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სახ­ლი ამე­შე­ნე­ბი­ნა.

ბუ­ნე­ბი­სა და მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი სოფ­ლი­დან და პა­პის­გან მომ­დევს. მას ბაღ­ში ჩავ­ყავ­დი, მა­ნა­ხებ­და, რო­გორ შრო­მობ­და. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, უკვე თვი­თონ ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გაღ­ვივ­და, გაღ­ვივ­და და ერთ დღე­საც სო­ფელ­ში წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი, არა წარ­მა­ტე­ბის სა­დევ­ნე­ლად, უბ­რა­ლოდ, ბევ­რი რამ მა­ინ­ტე­რე­სებ­და.

როცა სო­ფელ­ში გა­დას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, მე და მა­რი­ა­მიც მა­შინ გა­და­ვიკ­ვე­თეთ. მა­საც სახ­ლის აშე­ნე­ბა სურ­და. იმ პე­რი­ოდ­ში მე­გო­ბარ­მა ნამ­ჯის სახ­ლის იდეა შე­მომ­თა­ვა­ზა. მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია, რა რო­გორ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, პირ­ვე­ლი ნამ­ჯის სახ­ლის პატ­რონ­თან კა­ხეთ­შიც ვი­ყა­ვით. თუმ­ცა ჩვენ ცოტა სხვა გზით წა­ვე­დით.

- მხო­ლოდ ორი კაცი აშე­ნებ­დით სახ­ლს?

- კი. მხო­ლოდ სა­ხუ­რა­ვის კრა­მი­ტით გა­და­სა­ხუ­რა­ვად და­ვი­ქი­რა­ვეთ მუშა, რო­მელ­მაც გვას­წავ­ლა და მას­თან ერ­თად გა­ვა­კე­თეთ კი­დეც. შე­ლეს­ვა­ზე, ნამ­ჯის ფუ­თე­ბის ჩა­ლა­გე­ბა­ზე, სა­ი­ტის დახ­მა­რე­ბით მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და­ვიხ­მა­რეთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან.

- სად ცხოვ­რობ­დით, სა­ნამ სახ­ლს აა­შე­ნებ­დით?

- მა­ნამ­დე კა­რავ­ში ვი­ცხოვ­რეთ, რათა დავკვირ­ვე­ბო­დით, ქარი სა­ი­დან უბე­რავ­და, მზე რო­გორ უდ­გე­ბო­და იმ ად­გილს, წვი­მა სა­ი­დან მო­დი­ო­და. სახ­ლი ისე დავ­დგით, რომ ზამ­თარ­ში შე­ნო­ბა­ში მზე შე­მოგ­ვდი­ო­და.

- ამ ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ძე­ლით?

- კი, წიგ­ნე­ბის, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და მშე­ნებ­ლებ­საც ვე­კი­თხე­ბო­დით. ყვე­ლა­ფე­რი მონ­დო­მე­ბაა და შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მშე­ნებ­ლო­ბის სა­ნა­ხა­ვად ვინც მო­დი­ო­და, სა­ხე­ზე ეტყო­ბო­დათ გა­ო­ცე­ბა, ნამ­დვი­ლია თუ არაო, ასე­თი კი­თხვა ეწე­რათ სა­ხე­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გვსურს, მაგ­რამ იმას, რაც შენი ხე­ლით არის გა­კე­თე­ბუ­ლი, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სახ­ლი ხა­ლი­სით ავა­შე­ნეთ.

- ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნეთ?

- 4500 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი. სახ­ლის გარ­და, მე­ო­რა­დი მა­სა­ლით დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბაც ავა­შე­ნეთ, სა­დაც სა­ხე­ლოს­ნო უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამის­თვის პრო­ექ­ტი დავ­წე­რე, ხეზე უნდა მე­მუ­შა­ვა და ბავ­შვე­ბის­თვის მეს­წავ­ლე­ბი­ნა მე­ო­რა­დი ხის მა­სა­ლი­თა და მდი­ნა­რი­დან ამო­ტა­ნი­ლი ხით მისი და­მუ­შა­ვე­ბა. ამ იდე­ას ახლა სხვა­გან დავ­ნერ­გავ. ბუ­ლა­ჩა­ურ­თან შე­ვი­ძი­ნე ტე­რი­ტო­რია, ლა­მა­ზი ად­გი­ლია და "მწვა­ნე ბა­ნაკ­თან" ერ­თად შე­ვუდ­გე­ბი საქ­მეს.

- თქვენს ეკო­ბოს­ტან­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით.

- მუხ­რა­ნი ვაკე ად­გი­ლია, ქა­რი­ა­ნი, მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი. პირ­ველ წელს კარ­გი ბოს­ტა­ნი გვქონ­და, მე­ო­რე წელს გვაწ­ვა­ლა. ბოსტნის გა­კე­თე­ბი­სას ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი ის იყო, რომ თუ სო­ფელ­ში ცხოვ­რობ, სუფ­თა პრო­დუქ­ტი უნდა გქონ­დეს.

სა­მე­ზობ­ლო ყვე­ლა­ფერს წამ­ლავ­და. არა­და, ისე­თი კარ­გი მი­წაა, რომ ბევ­რი რამ თა­ვი­სით მო­ვი­და. ბევ­რი ბოსტნე­უ­ლი გვქონ­და, ნა­წილს სხვებს ვჩუქ­ნი­დით, ნა­წი­ლი გვი­ფუჭ­დე­ბო­და. ვცა­დეთ და არა­ყიც გა­მოვ­ხა­დეთ. ასე რომ, სახ­ლის შე­ნე­ბას­თან ერ­თად ცოტა რთუ­ლი იყო ყვე­ლაფ­რის გა­ძღო­ლა. ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შრო­მის სწო­რად და­გეგ­მა­რე­ბა.

ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. სა­ო­ცა­რი ტემ­პით ვმუ­შა­ობ­დით, რად­გან ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში გა­და­სულ ადა­მი­ანს ერ­თდრო­უ­ლად გინ­და შე­დე­გი. ერთი, რაც იქ დაგ­ვხვდა, ძა­ლი­ან კარ­გი ხე­ხი­ლის ბაღი, ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე იყო.

- ეს ხა­რის­ხი­ა­ნი მი­წის შე­დე­გია.

- არც ეს არის პრობ­ლე­მა, ნი­ა­და­გის შექ­მნაც შე­იძ­ლე­ბა კომ­პოს­ტით, ნე­შომ­პა­ლით. მთა­ვა­რია, იპო­ვო სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მო. ახლა ბუ­ლა­ჩა­ურ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი.

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რას ურ­ჩევთ დამ­წყებ მე­ურ­ნე­ებს?

- პრობ­ლე­მა მა­ინც ის არის, რომ ცოდ­ნა, ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­თან მწი­რია. თუ რა­ი­მე ახა­ლი გა­ვი­გეთ, მა­ინც ინ­ტერ­ნეტ­ში უნდა იჯდე. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზრი ამა თუ იმ სა­კი­თხზე არ არ­სე­ბობს. ყვე­ლას თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ამას­თან, ცხოვ­რე­ბის სტი­ლიც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, მა­გა­ლი­თად, აღ­მო­სავ­ლეთ­ში სო­კოს რომ ჭა­მენ, და­სავ­ლეთ­ში იმას შხა­მი­ანს ეძა­ხი­ან. ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბაა. ამი­ტომ, თუ თა­ვად არ გა­მო­ცა­დე, ყვე­ლა­ფე­რი პრობ­ლე­მა­ტუ­რი მო­გეჩ­ვე­ნე­ბა. სირ­თუ­ლე­ებ­ში გარ­კვე­ვას იმ­დე­ნი და­დე­ბი­თი ახ­ლავს, რომ ხვდე­ბი, ეს არის ადა­მი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო, სა­დაც ბედ­ნი­ე­რი უნდა იყოს. ამის­თვის ვი­ბა­დე­ბით და არა იმის­თვის, რომ 38-ე სარ­თულ­ზე ვი­ცხოვ­როთ. შვი­ლე­ბი, ახ­ლო­ბელ-მე­გობ­რე­ბი შენს კარ-მი­და­მო­ში მო­დი­ან და არა კორ­პუს­ში. თვი­თო­ნაც იღე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას, ხე­და­ვენ, რამ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რი ხარ და შენ­თან სტუმ­რო­ბით ისი­ნიც ბედ­ნი­ე­რი არი­ან.

- ანუ იმა­ვე გზას ისევ გა­ივ­ლი­დით?

- რა თქმა უნდა, და ვა­პი­რებ კი­დეც. ამი­ტომ სი­ახ­ლის შიში ნუ გვექ­ნე­ბა! ცხოვ­რე­ბა­ში არის მო­მენ­ტე­ბი, როცა გვი­წევს ისე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რო­გო­რიც ვერ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­დგით. ამი­ტომ ჯო­ბია, სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ხარ მი­ზანს მი­აღ­წიო...

მიყ­ვარს თბი­ლი­სი, და­მე­ნა­ნე­ბო­და იქი­დან წა­მოს­ვლა, მაგ­რამ ბოლო დროს ვე­ღარ ვე­გუ­ე­ბო­დი ამ და­ძა­ბუ­ლო­ბას, აგ­რე­სი­ას... ბევ­რად მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სი­ლა­ღეა სოფ­ლად. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო ნა­ბი­ჯი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მთა­ვა­რია, დრო სწო­რად გა­ნა­წილ­დეს და არ გა­იფ­ლან­გოს...

- ალ­ბათ, ეს ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნაც არის...

- და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ა­კე­თო ის, რაც ადრე წარ­მო­გი­სა­ხავს და თვი­თონ აღ­მოჩ­ნდე ამ ყვე­ლაფ­რის შე­მოქ­მე­დი, ბავ­შვო­ბა­ში გან­ცდი­ლი სი­ხა­რუ­ლი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­ნა­ახ­ლო და შენი ცხოვ­რე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად აქ­ციო, ამას რა ჯობს?!

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოსკარი
0

ყოჩაღ!

Amo
8

ნამდვილად კარგია, მოსაწონია.

მაგრამ საწყისი კაპიტალი? სამი წელი შემოსავალი? 

კარგია როცა შენ ოცნებას ვიღაც გიფინანსებს ;-)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ვინც მოდიოდა, გაოცებული იყვნენ, ნამდვილია თუ არაო..." - ქალაქიდან მუხრანში გადასახლებული ღვთისმეტყველის ამბავი, რომელმაც სახლი და ბოსტანი საკუთარი ხელით გააშენა

"ვინც მოდიოდა, გაოცებული იყვნენ, ნამდვილია თუ არაო..." - ქალაქიდან მუხრანში გადასახლებული ღვთისმეტყველის ამბავი, რომელმაც სახლი და ბოსტანი საკუთარი ხელით გააშენა

ბოლო დროს ადამიანი გაურბის ქალაქის ყოველდღიურ რუტინას, მრავალსართულიან სახლებში ცხოვრებას და როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, სოფელს მიაშურებს ხოლმე, შემდეგ კი საკუთარი ხელითა და უნარებით იქ თავისი სივრცის შექმნას ცდილობს. ზურა ქავთარაძეს თბილისი ძალიან უყვარს, მაგრამ სოფლად მეტ სილაღეს გრძნობს. ის სამი წლის წინ მეგობართან, მარიამ საჯაიასთან (პარლამენტის ყოფილი წევრი) ერთად სოფელ მუხრანში ტრიალ ადგილას დასახლდა. მათი მიზანი იყო იქ თავად შეექმნათ ყველაფერი და ააშენეს კიდეც ნამჯის სახლი, დაამუშავეს ბოსტანი და დასახლდნენ. ზურა ქავთარაძე ახლა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

ზურა ქავთარაძე:

- განათლებით ღვთისმეტყველი ვარ, სასულიერო სემინარია მაქვს დამთავრებული. ცოტა ხანს მონასტერში ვცხოვრობდი, დამაინტერესა ამ სფერომ და სემინარიაში ჩავაბარე... განსაზღვრული დროის შემდეგ ისე მოხდა, რომ მუხრანში დავსახლდით და მარიამთან ერთად გადავწყვიტე განსაკუთრებული სახლი ამეშენებინა.

ბუნებისა და მიწის სიყვარული სოფლიდან და პაპისგან მომდევს. მას ბაღში ჩავყავდი, მანახებდა, როგორ შრომობდა. რომ წამოვიზარდე, უკვე თვითონ ვაკეთებდი ყველაფერს. ეს ყველაფერი გაღვივდა, გაღვივდა და ერთ დღესაც სოფელში წამოსვლა გადავწყვიტე. მთელი ცხოვრება ძიებაში ვიყავი, არა წარმატების სადევნელად, უბრალოდ, ბევრი რამ მაინტერესებდა.

როცა სოფელში გადასვლა გადავწყვიტე, მე და მარიამიც მაშინ გადავიკვეთეთ. მასაც სახლის აშენება სურდა. იმ პერიოდში მეგობარმა ნამჯის სახლის იდეა შემომთავაზა. მოვიძიეთ ინფორმაცია, რა როგორ გაგვეკეთებინა, პირველი ნამჯის სახლის პატრონთან კახეთშიც ვიყავით. თუმცა ჩვენ ცოტა სხვა გზით წავედით.

- მხოლოდ ორი კაცი აშენებდით სახლს?

- კი. მხოლოდ სახურავის კრამიტით გადასახურავად დავიქირავეთ მუშა, რომელმაც გვასწავლა და მასთან ერთად გავაკეთეთ კიდეც. შელესვაზე, ნამჯის ფუთების ჩალაგებაზე, საიტის დახმარებით მოხალისეები დავიხმარეთ სხვადასხვა ქვეყნიდან.

- სად ცხოვრობდით, სანამ სახლს ააშენებდით?

- მანამდე კარავში ვიცხოვრეთ, რათა დავკვირვებოდით, ქარი საიდან უბერავდა, მზე როგორ უდგებოდა იმ ადგილს, წვიმა საიდან მოდიოდა. სახლი ისე დავდგით, რომ ზამთარში შენობაში მზე შემოგვდიოდა.

- ამ ყველაფრის შესწავლა დამოუკიდებლად შეძელით?

- კი, წიგნების, ინტერნეტის საშუალებით და მშენებლებსაც ვეკითხებოდით. ყველაფერი მონდომებაა და შეუძლებელი არაფერია. მშენებლობის სანახავად ვინც მოდიოდა, სახეზე ეტყობოდათ გაოცება, ნამდვილია თუ არაო, ასეთი კითხვა ეწერათ სახეზე. განსაკუთრებული არაფერი გვსურს, მაგრამ იმას, რაც შენი ხელით არის გაკეთებული, დიდი მნიშვნელობა აქვს. სახლი ხალისით ავაშენეთ.

- ნაკვეთი შეიძინეთ?

- 4500 კვადრატული მეტრი. სახლის გარდა, მეორადი მასალით დამხმარე ნაგებობაც ავაშენეთ, სადაც სახელოსნო უნდა გამეკეთებინა. ამისთვის პროექტი დავწერე, ხეზე უნდა მემუშავა და ბავშვებისთვის მესწავლებინა მეორადი ხის მასალითა და მდინარიდან ამოტანილი ხით მისი დამუშავება. ამ იდეას ახლა სხვაგან დავნერგავ. ბულაჩაურთან შევიძინე ტერიტორია, ლამაზი ადგილია და "მწვანე ბანაკთან" ერთად შევუდგები საქმეს.

- თქვენს ეკობოსტანზეც მოგვიყევით.

- მუხრანი ვაკე ადგილია, ქარიანი, მჭიდროდ დასახლებული. პირველ წელს კარგი ბოსტანი გვქონდა, მეორე წელს გვაწვალა. ბოსტნის გაკეთებისას ერთ-ერთი პრიორიტეტი ის იყო, რომ თუ სოფელში ცხოვრობ, სუფთა პროდუქტი უნდა გქონდეს.

სამეზობლო ყველაფერს წამლავდა. არადა, ისეთი კარგი მიწაა, რომ ბევრი რამ თავისით მოვიდა. ბევრი ბოსტნეული გვქონდა, ნაწილს სხვებს ვჩუქნიდით, ნაწილი გვიფუჭდებოდა. ვცადეთ და არაყიც გამოვხადეთ. ასე რომ, სახლის შენებასთან ერთად ცოტა რთული იყო ყველაფრის გაძღოლა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი შრომის სწორად დაგეგმარება.

ამ სამი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე. საოცარი ტემპით ვმუშაობდით, რადგან ქალაქიდან სოფელში გადასულ ადამიანს ერთდროულად გინდა შედეგი. ერთი, რაც იქ დაგვხვდა, ძალიან კარგი ხეხილის ბაღი, ნამდვილი სამოთხე იყო.

- ეს ხარისხიანი მიწის შედეგია.

- არც ეს არის პრობლემა, ნიადაგის შექმნაც შეიძლება კომპოსტით, ნეშომპალით. მთავარია, იპოვო სასურველი გარემო. ახლა ბულაჩაურში აღმოვაჩინე გამორჩეული ადგილი.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევთ დამწყებ მეურნეებს?

- პრობლემა მაინც ის არის, რომ ცოდნა, ინფორმაცია ჩვენთან მწირია. თუ რაიმე ახალი გავიგეთ, მაინც ინტერნეტში უნდა იჯდე. ჩამოყალიბებული აზრი ამა თუ იმ საკითხზე არ არსებობს. ყველას თავის გამოცდილება აქვს. ამასთან, ცხოვრების სტილიც სხვადასხვანაირია, მაგალითად, აღმოსავლეთში სოკოს რომ ჭამენ, დასავლეთში იმას შხამიანს ეძახიან. ბევრი განსხვავებაა. ამიტომ, თუ თავად არ გამოცადე, ყველაფერი პრობლემატური მოგეჩვენება. სირთულეებში გარკვევას იმდენი დადებითი ახლავს, რომ ხვდები, ეს არის ადამიანის ბუნებრივი გარემო, სადაც ბედნიერი უნდა იყოს. ამისთვის ვიბადებით და არა იმისთვის, რომ 38-ე სართულზე ვიცხოვროთ. შვილები, ახლობელ-მეგობრები შენს კარ-მიდამოში მოდიან და არა კორპუსში. თვითონაც იღებენ გამოცდილებას, ხედავენ, რამდენად ბედნიერი ხარ და შენთან სტუმრობით ისინიც ბედნიერი არიან.

- ანუ იმავე გზას ისევ გაივლიდით?

- რა თქმა უნდა, და ვაპირებ კიდეც. ამიტომ სიახლის შიში ნუ გვექნება! ცხოვრებაში არის მომენტები, როცა გვიწევს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, როგორიც ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ მაინც გადავდგით. ამიტომ ჯობია, სანამ ახალგაზრდა ხარ მიზანს მიაღწიო...

მიყვარს თბილისი, დამენანებოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ ბოლო დროს ვეღარ ვეგუებოდი ამ დაძაბულობას, აგრესიას... ბევრად მეტი თავისუფლება და სილაღეა სოფლად. ეს გადაწყვეტილება საუკეთესო ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. მთავარია, დრო სწორად განაწილდეს და არ გაიფლანგოს...

- ალბათ, ეს ბავშვობის ოცნების ახდენაც არის...

- დამოუკიდებლად გააკეთო ის, რაც ადრე წარმოგისახავს და თვითონ აღმოჩნდე ამ ყველაფრის შემოქმედი, ბავშვობაში განცდილი სიხარული, აღფრთოვანება განაახლო და შენი ცხოვრების მამოძრავებელ ძალად აქციო, ამას რა ჯობს?!

"დაშავებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული" - "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაშია მოთავსებული

"ეკლესიამ საზოგადოებას პრაიდის საწინააღმდეგოდ ლოცვისკენ მოუწოდა... ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია" - რას წერს BBC-ი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი