პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა, დენი საიდან უნდა მოვიტანოთ?" - ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე
"აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა, დენი საიდან უნდა მოვიტანოთ?" - ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე

ენერ­გე­ტი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­პა­უ­ზე­ბუ­ლია - მე ვე­რა­ვინ ვერ და­მა­ჯე­რებს, რომ ეს სპონ­ტა­ნუ­რად ხდე­ბა, რომ ვერც ერთ რე­გი­ონ­ში ვერ მო­ხერ­ხდა ჰე­სის აშე­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ყველ­გან რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი იყო - მე მგო­ნია, რომ ეს არის ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დერ­მა ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან" და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში სუს-ი ჩარ­თუ­ლია და ცდი­ლობს პრო­ტეს­ტი კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი არ გახ­დეს, რად­გან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ძა­ლა­უფ­ლე­ბას საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს.

„ჩემი აზ­რით, ლა­პა­რა­კია სა­ჭი­რო. ამ ადა­მი­ა­ნებს რა კი­თხვე­ბიც აქვთ, მაგ კი­თხვებს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში სი­მარ­თლე გა­ირ­კვეს, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი მე არ ვიცი. მე მგო­ნია, რომ სა­ბო­ლო­ოდ სი­მარ­თლის ლა­პა­რა­კი ყო­ველ­თვის მუ­შა­ობს. თუ ამას შევ­ხე­დავთ ისე, რომ ეს არ არის მხო­ლოდ „ნა­მოხ­ვა­ნ­ჰე­სის“ ამ­ბა­ვი და სხვა 84 ჰე­სია და ქა­რის სად­გუ­რე­ბია და ენერ­გე­ტი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­პა­უ­ზე­ბუ­ლია - მე ვე­რა­ვინ ვერ და­მა­ჯე­რებს, რომ ეს სპონ­ტა­ნუ­რად ხდე­ბა, რომ ვერც ერთ რე­გი­ონ­ში ვერ მო­ხერ­ხდა ჰე­სის აშე­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ყველ­გან რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი იყო - მე მგო­ნია, რომ ეს არის ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი. ვის ინ­ტე­რეს­ში შე­დის, რომ ჩვენ რუ­სეთ­ზე ვი­ყოთ ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი?! 2006 წელი მახ­სოვს ძა­ლი­ან კარ­გად, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცივ ზამ­თარ­ში რო­გორ აა­ფეთ­ქეს გაზ­სა­დე­ნე­ბი და რო­გორ დე­ნის ხა­ზე­ბი. მე არ მჯე­რა, რომ გვყავს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რომ მათ რუ­სე­თი არ უნდა გა­ა­ღი­ზი­ა­ნონ, ამი­ტომ სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს - ეს ზღა­პა­რია, არ მჯე­რა. ახლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ უკვე ჩა­ერ­თვე­ბოდ­ნენ იმი­ტომ, რომ თუ და­ი­ნა­ხეს, რომ საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, მაგ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ერ­თვე­ბი­ან. ახლა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სუს-ი ჩარ­თუ­ლია და რა­ღაც­ნა­ი­რად ცდი­ლობს ეს პრო­ტეს­ტი კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი არ გახ­დეს და „ოც­ნე­ბის“ ძა­ლა­უფ­ლე­ბას მარ­თლა რამე საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ჯა­ფა­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს ვი­ღაც ამე­ცა­დი­ნებს, იდე­ო­ლო­გი­უ­რად ამ­ზა­დებს, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ილა­პა­რა­კონ.

„მგო­ნია, რომ გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მათ შო­რის მგო­ნია, რომ რა­ღაც სი­გი­ჟე­ე­ბი და­ა­ჯე­რეს. მათი პრო­ტეს­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს გა­უ­აზ­რე­ბე­ლი იმ გა­გე­ბით, თუ არას­წო­რი იდე­ო­ლო­გი­ის და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მა­ტა­რებ­ლო­ბას გა­უ­აზ­რებ­ლო­ბას და­ვარ­ქმევთ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მავ­ნე იდე­ო­ლო­გი­აა კო­მუ­ნიზ­მი და მე­ო­რეს მხრივ, ის ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ამას­თან, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ „ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა.

ჯა­ფა­რი­ძის თქმით, სი­სუ­ლე­ლეა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აღარ სჭირ­დე­ბა.

„გუ­შინ ვუს­მენ­დი, აღარ სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­სუ­ლე­ლეა, აბა დენი სა­ი­დან? ყვე­ლა­ზე იაფი წყა­რო ეგ გვაქვს და დენი სა­ი­დან უნდა მო­ვი­ტა­ნოთ? ყვე­ლა­ზე იაფი წყა­რო ეგ გაქვს და გიჟი თუ არ ხარ, ცხა­დია, მა­გა­ზე უნდა იფიქ­რო“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მზის სად­გუ­რებს, რო­გორც ჯა­ფა­რი­ძე ამ­ბობს, მას სჭირ­დე­ბა უფრო მეტი ტე­რი­ტო­რია, ვიდ­რე ჰიდ­რო­ე­ლექ­ტო­სად­გურს.

„ჩვენ დე­ნის წყა­რო სულგვაქვს სამი: პირ­ვე­ლი, ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც გვაქვს და რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ია­ფია; მე­ო­რე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მოგ­ვაქვს გაზი, რომ­ლი­თაც თბო­სად­გუ­რებს ვა­მუ­შა­ვებთ; მე­სა­მე არის რუ­სე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი იმ­პორ­ტი, რო­მე­ლი­თაც ვავ­სებთ, რაც არ გვყოფ­ნის. რუ­სე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლა­ზე ძვი­რია. ერთი რამ, რაც ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს, იმა­ზე არ არის, რა მოგ­წონს, არ მოგ­წონს, ეთან­ხმე­ბი, არ ეთან­ხმე­ბი, თუ გინ­და გან­ვი­თა­რე­ბა და კარ­გი ცხოვ­რე­ბა, კარ­გი ცხოვ­რე­ბა ენერ­გე­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ძვი­რი ჯდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
20

ამას წაკითხული არ ექნება ხელშეკრულება დარწ. ვარ

თბილისელი
11

ჰოლანდია გატენილია ქარის წისქვილებით.არ იციან დენი სად წაიღონ.დიდი დიღომი მიაქვს ქარს.ქარის მეტი რა არის საქართველოში.

ავტორი:

"აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა, დენი საიდან უნდა მოვიტანოთ?" - ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე

"აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა, დენი საიდან უნდა მოვიტანოთ?" - ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე

ენერგეტიკაში ყველაფერი დაპაუზებულია - მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს სპონტანურად ხდება, რომ ვერც ერთ რეგიონში ვერ მოხერხდა ჰესის აშენება იმიტომ, რომ ყველგან რაღაც პრობლემები იყო - მე მგონია, რომ ეს არის ორკესტრირებული ამბავი, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებში სუს-ი ჩართულია და ცდილობს პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს, რადგან „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას საფრთხე არ დაემუქროს.

„ჩემი აზრით, ლაპარაკია საჭირო. ამ ადამიანებს რა კითხვებიც აქვთ, მაგ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვეს, სხვა გამოსავალი მე არ ვიცი. მე მგონია, რომ საბოლოოდ სიმართლის ლაპარაკი ყოველთვის მუშაობს. თუ ამას შევხედავთ ისე, რომ ეს არ არის მხოლოდ „ნამოხვანჰესის“ ამბავი და სხვა 84 ჰესია და ქარის სადგურებია და ენერგეტიკაში ყველაფერი დაპაუზებულია - მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს სპონტანურად ხდება, რომ ვერც ერთ რეგიონში ვერ მოხერხდა ჰესის აშენება იმიტომ, რომ ყველგან რაღაც პრობლემები იყო - მე მგონია, რომ ეს არის ორკესტრირებული ამბავი. ვის ინტერესში შედის, რომ ჩვენ რუსეთზე ვიყოთ ჩამოკიდებული?! 2006 წელი მახსოვს ძალიან კარგად, ერთ-ერთ ყველაზე ცივ ზამთარში როგორ ააფეთქეს გაზსადენები და როგორ დენის ხაზები. მე არ მჯერა, რომ გვყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ ხელისუფლებას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ მათ რუსეთი არ უნდა გააღიზიანონ, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაუპირისპირდებიან რუსულ ინტერესებს - ეს ზღაპარია, არ მჯერა. ახლა დარწმუნებული ვარ უკვე ჩაერთვებოდნენ იმიტომ, რომ თუ დაინახეს, რომ საფრთხე ემუქრებათ მათ ძალაუფლებას, მაგ შემთხვევაში ისინი ერთვებიან. ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ი ჩართულია და რაღაცნაირად ცდილობს ეს პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს და „ოცნების“ ძალაუფლებას მართლა რამე საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, პროტესტის მონაწილეებს ვიღაც ამეცადინებს, იდეოლოგიურად ამზადებს, რომ ასეთი რაღაცები ილაპარაკონ.

„მგონია, რომ გულწრფელი ადამიანები არიან, მათ შორის მგონია, რომ რაღაც სიგიჟეები დააჯერეს. მათი პროტესტი შესაძლებელია იყოს გაუაზრებელი იმ გაგებით, თუ არასწორი იდეოლოგიის და მსოფლმხედველობის მატარებლობას გაუაზრებლობას დავარქმევთ. ერთ-ერთი ყველაზე მავნე იდეოლოგიაა კომუნიზმი და მეორეს მხრივ, ის ულტრანაციონალისტები, რომლებიც იქ არიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა.

ჯაფარიძის თქმით, სისულელეა, რომ საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენება აღარ სჭირდება.

„გუშინ ვუსმენდი, აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა დენი საიდან? ყველაზე იაფი წყარო ეგ გვაქვს და დენი საიდან უნდა მოვიტანოთ? ყველაზე იაფი წყარო ეგ გაქვს და გიჟი თუ არ ხარ, ცხადია, მაგაზე უნდა იფიქრო“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მზის სადგურებს, როგორც ჯაფარიძე ამბობს, მას სჭირდება უფრო მეტი ტერიტორია, ვიდრე ჰიდროელექტოსადგურს.

„ჩვენ დენის წყარო სულგვაქვს სამი: პირველი, ჰიდრორესურსები, რომელიც გვაქვს და რომელიც ყველაზე იაფია; მეორე, აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს გაზი, რომლითაც თბოსადგურებს ვამუშავებთ; მესამე არის რუსეთიდან შემოტანილი იმპორტი, რომელითაც ვავსებთ, რაც არ გვყოფნის. რუსეთიდან შემოტანილი ყველაზე ძვირია. ერთი რამ, რაც ყველას უნდა ესმოდეს, იმაზე არ არის, რა მოგწონს, არ მოგწონს, ეთანხმები, არ ეთანხმები, თუ გინდა განვითარება და კარგი ცხოვრება, კარგი ცხოვრება ენერგეტიკული თვალსაზრისით ძვირი ჯდება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

"ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა" - არჩილ თალაკვაძის პასუხი ნიკა მელიას

"მარიოპოლი ბათუმის მსგავს ახალ სასწაულად უნდა ვაქციო" - სააკაშვილის ახალი გეგმები უკრაინაში

"გახარიას დღეს პოლიტიკურ მიწაში დებთ - იძულებული რომ არ გამეხადა, გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით?" - ნიკა მელია "ქართულ ოცნებას"