თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა.
ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადებით, საერთოდ არ არის საჭირო აღნიშნული ჰესის აშენება.
"მეცნიერები, როგორც ამბობენ, არ არის ისეთი ადგილი შერჩეული. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეგეთი რაღაცების აშენება არც არის საჭირო“, - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.
დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით კი, ისინი გულისტკივილს გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ "ერთხელ ხდება, სამწუხაროდ ქართული მიწის გასხვისება".
"ჩვენი აზრით, ქართული მიწის გასხვისება არც ქართულ კომპანიაზე და მითუმეტეს, არც უცხოურ კომპანიაზე არ შეიძლება, დაუშვებელია. ქართული მიწა ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. ეს არის მიზეზი ჩვენი აქ მოსვლის და აქციის ორგანიზატორების თანადგომის გამოხატვა. ქართული მიწის 100 წლით უცხოურ კომპანიაზე გასხვისება, ნიშნავს, რომ ეს მიწა მათ საკუთრებაშია. მითუმეტეს საუბარია, არა ერთ ათას კვადრატულზე, არამედ საუბარია 600 ჰექტარზე მეტი მიწის გასხვისებაზე“, - აღნიშნა დეკანოზმა.
100%-ით გეთანხმებით მამაო, ბუნებრივი რესურსები სახელმწიფოს,ხალხის საკუთრებაში უნდა იყოს, წითელმა კაპიტალისტებმა რომ მიიტაცეს.
ვეთანხმები თამაზის საქართველოს ბუნებრივი რესურსები უნდა ეკუნოდეს საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია და უნდა მოხდეს აქციონირება და უნდა იყიდოს ეს აქციები საქართველოს მოქალაქეეგის საშუალო ფენამ გაჩნდება შეძლებული ადამიანები და ეშველება მოსახლეობას წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქონებას დაეპატრონება ერთეულები და იქნება ქვეყანაში ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები რაც ძალია ცუდია