პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი - უფასოდ მიიღებენ
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი - უფასოდ მიიღებენ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, დი­ას­პო­რის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 24 მა­ი­სი­დან 7 ივ­ნი­სამ­დე, სპე­ცი­ა­ლუ­რი აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნულ მოწ­მო­ბას უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ, ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს კი - ნა­ხე­ვარ ფა­სად. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს ნა­ხე­ვარ ფა­სად მი­ი­ღებს მო­ქა­ლა­ქე:

• რო­მელ­საც არას­დროს ჰქო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი;

• რომ­ლის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი ვა­და­გა­სუ­ლია ან 2021 წლის 7 ივ­ნი­სამ­დე გას­დის მოქ­მე­დე­ბის ვადა;

• რო­მე­ლიც ფლობს ძველ, არა­ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს.

პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნულ მოწ­მო­ბას უფა­სოდ მი­ი­ღებს მო­ქა­ლა­ქე:

• რო­მელ­საც არას­დროს ჰქო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა;

• რო­მე­ლიც ფლობს პი­რა­დო­ბის ძველ, ლა­მი­ნი­რე­ბულ დო­კუ­მენტს;

• რომ­ლის ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ვა­და­გა­სუ­ლია ან 2021 წლის 7 ივ­ნი­სამ­დე გას­დის მოქ­მე­დე­ბის ვადა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა და ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე, და­ცუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბია.

სპე­ცი­ა­ლუ­რი აქ­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვრის კვე­თას, საქ­მის­წარ­მო­ე­ბას და იმ ელექტრო­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებს, რომ­ლებ­საც მათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სთა­ვა­ზობს. პი­როვ­ნე­ბის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტე­ბი უცხო­ეთ­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე, სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

სპე­ცი­ა­ლურ აქ­ცი­ა­ში ჩა­სარ­თა­ვად უცხო­ეთ­ში მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებს ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ად­გილ­ზე უნდა მი­მარ­თონ.

niko
0

აქ ვინც დავრჩით მივქარეთ? აქ ვინც დავრჩით ჩვენ უფრო გვიჭირს. იქ ისინი რაღაცას მაინც შოულობენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი - უფასოდ მიიღებენ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი - უფასოდ მიიღებენ

საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი - ნახევარ ფასად. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე:

• რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;

• რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა;

• რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:

• რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

• რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს;

• რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, დაცული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტებია.

სპეციალური აქციით სარგებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთას, საქმისწარმოებას და იმ ელექტრონული სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს, რომლებსაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, ასევე, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში დაეხმარება.

სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ.