პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ - საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს
"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ - საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს

„ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი 23 მა­ისს თბი­ლის­ში აქ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, 14.00 სა­ათ­ზე შე­იკ­რი­ბე­ბი­ან.

„ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­კო­ლო­ნა ქუ­თა­ი­სი­დან და­იძ­ვრე­ბა და აქ­ცი­ას სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

აშშ-ს სამ­თავ­რო­ბო პერ­სო­ნალს რე­კო­მენ­და­ცია ეძ­ლე­ვა, მო­ე­რი­დონ დე­მონ­სტრა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ებს და გა­მო­ი­ჩი­ნონ სიფრ­თხი­ლე, თუკი მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბის სი­ახ­ლო­ვეს აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც და­გეგ­მილ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ავ­რცე­ლა.

სა­ელ­ჩო­ში აცხა­დე­ბენ, რომ კვი­რას, 23 მა­ისს, 14:00 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე და­გეგ­მი­ლია მას­შტა­ბუ­რი დე­მონ­სტრა­ცია, რის გა­მოც მო­სა­ლოდ­ნე­ლია გზის გა­და­კეტ­ვა და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა.

„მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბე­ბი, თუნ­დაც მშვი­დო­ბი­ა­ნი, შე­საძ­ლოა, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. აშშ-ის სამ­თავ­რო­ბო პერ­სო­ნალს ეძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცია, მო­ე­რი­დონ დე­მონ­სტრა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ებს და გა­მო­ი­ჩი­ნონ სიფრ­თხი­ლე, თუკი მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბის ად­გი­ლის სი­ახ­ლო­ვეს მოხ­ვდე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი 23 მა­ისს თბი­ლის­ში აქ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ.

„ნა­მახ­ვა­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნა აქვთ. კერ­ძოდ, გა­წყდეს 2019 წლის 25 აპ­რილს ხელ­მო­წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და კომ­პა­ნია „ენკა რი­ნი­უ­ებლზს“ შო­რის მდი­ნა­რე რი­ონ­ზე და­გეგ­მი­ლი „ნა­მახ­ვა­ნის ჰე­სე­ბის“ კას­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და კომ­პა­ნი­ამ და­ტო­ვოს რი­ო­ნის ხე­ო­ბა. გა­უქ­მდეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2019 წლის 21 ნო­ემ­ბრის #2405 გან­კარ­გუ­ლე­ბა "სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შპს "ენკა რი­ნი­უ­ებლზი­სათ­ვის" აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბით გა­და­ცე­მა­ზე თან­ხმო­ბის მი­ცე­მი­სა და პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით პრი­ვა­ტი­ზე­ბის შე­სა­ხებ, გა­უქ­მდეს „ნა­მახ­ვა­ნის ჰე­სე­ბის“ კას­კად­ზე 2015 წელს გა­ცე­მუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა და ყვე­ლა სხვა მას­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

არავინ არავის ერჩის! ნუ, სიფრთხილეს იჩენენ მაინც,როგორც ჩანს!

დ გ
7

აუ თანამშრომლებს აფრთხილებენ ვის სჭირდებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ - საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ - საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, 14.00 საათზე შეიკრიბებიან.

„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ავტოკოლონა ქუთაისიდან დაიძვრება და აქციას სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები შეუერთდებიან.

აშშ-ს სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გაავრცელა.

საელჩოში აცხადებენ, რომ კვირას, 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია, რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება.

„მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში აქციას გამართავენ.

„ნამახვაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს

კორონავირუსით ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე