სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მღვიმეები და კანიონები 26 მაისიდან იხსნება - რა ეღირება ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე
მღვიმეები და კანიონები 26 მაისიდან იხსნება - რა ეღირება ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე

მოგ­ზა­ურ­თათ­ვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი - მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი, ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი, ოკა­ცეს ჩანჩქე­რი (სოფ. კინ­ჩხა), სა­თაფ­ლია და პრო­მე­თეს მღვი­მე 26 მა­ი­სი­დან ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის იხ­სნე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აქამ­დე ვი­ზი­ტო­რებს ვერ იღებ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ახალ­გაზ­რდა გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლი­თაც გი­დე­ბი მღვი­მე­ე­ბი­სა და კა­ნი­ო­ნე­ბის გახ­სნას ითხოვ­დნენ.

ვი­ზი­ტო­რე­ბი და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბას შეძ­ლე­ბენ ყვე­ლა იმ რე­კო­მენ­და­ცი­ი­სა და წე­სის დაც­ვით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი:

  • და­ხუ­რულ და ღია სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყოფ­ნი­სას/გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას გა­ი­კე­თეთ პირ­ბა­დე, რო­მე­ლიც კარ­გად გი­ფა­რავთ ცხვირს და პირს;
  • ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრში, ერ­თდრო­უ­ლად, შე­საძ­ლე­ბე­ლია 5 ვი­ზი­ტო­რის ყოფ­ნა;
  • და­ი­ცა­ვით ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი;
  • რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თან­ხის გა­დახ­და უკონ­ტაქ­ტო გზით ან დის­ტან­ცი­უ­რად.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შაო სა­ა­თებს, სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მღვი­მე­ე­ბი და კა­ნი­ო­ნე­ბი შემ­დეგ სა­ა­თებ­ში იმუ­შა­ვე­ბენ.

  • პრო­მე­თეს მღვი­მე: ყო­ველ­დღე 10:00 - 18:00;
  • სა­თაფ­ლი­ას მღვი­მე: ყო­ველ­დღე 10:00 - 18:00;
  • ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი: სამ­შა­ბა­თი - კვი­რა 10:00 - 18:00;
  • ოკა­ცეს ჩანჩქე­რი (სოფ.კინ­ჩხა): სამ­შა­ბა­თი - კვი­რა 10:00 - 18:00;
  • მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი: სამ­შა­ბა­თი - კვი­რა 10:00 - 18:00.

რაც შე­ე­ხე­ბა მღვი­მე­ებ­სა და კა­ნი­ო­ნებ­ში შეს­ვლის სა­ფა­სურს, სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ფა­სე­ბი შემ­დე­გია:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
0
ქართველებისათვის უნდა იყოს სიმბოლური გადასახადი.
გიორგი.
1

ეროვნულ მთავრობას, რომ მოიყვან, მერე იქნება ქართველებისთვის უფასო.

ავტორი:

მღვიმეები და კანიონები 26 მაისიდან იხსნება - რა ეღირება ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე

მღვიმეები და კანიონები 26 მაისიდან იხსნება - რა ეღირება ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე

მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია და პრომეთეს მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაცული ტერიტორიები აქამდე ვიზიტორებს ვერ იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც გიდები მღვიმეებისა და კანიონების გახსნას ითხოვდნენ.

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:

  • დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;
  • ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია 5 ვიზიტორის ყოფნა;
  • დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
  • რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან დისტანციურად.

რაც შეეხება სამუშაო საათებს, სააგენტოს ცნობით, მღვიმეები და კანიონები შემდეგ საათებში იმუშავებენ.

  • პრომეთეს მღვიმე: ყოველდღე 10:00 - 18:00;
  • სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 - 18:00;
  • ოკაცეს კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 - 18:00;
  • ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი - კვირა 10:00 - 18:00;
  • მარტვილის კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 - 18:00.

რაც შეეხება მღვიმეებსა და კანიონებში შესვლის საფასურს, სააგენტოს ცნობით, ფასები შემდეგია:

"მინდა, გავიგო რას აპირებს გახარია" - ირაკლი ღარიბაშილი

ლარი 5 პუნქტით გამყარდა - როგორია ეროვნული ვალუტის კურსი

ევროპაში ავიაფრენების მაჩვენებელი პანდემიამდე პერიოდის ნიშნულს, შესაძლოა, 2029 წლამდე არ დაუბრუნდეს - რას აცხადებს "ევროკონტროლი"