მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტობრივად "ნაცმოძრაობას" გადაწყვეტილი აქვს შემოსვლა და მგონი ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში" - ლევან იოსელიანი
"ფაქტობრივად "ნაცმოძრაობას" გადაწყვეტილი აქვს შემოსვლა და მგონი ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში" - ლევან იოსელიანი

თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ შე­მო­ვა პარ­ლა­მენ­ტში, ეს ვერ და­აბ­რკო­ლებს რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში არ შევა, პრო­ცე­სებს მიღ­მა დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, „ფაქ­ტობ­რი­ვად გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ შეს­ვლა და ძა­ლი­ან მალე ვი­ხი­ლავთ პარ­ლა­მენ­ტში“.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არის სი­დი­დით ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, მა­ინც არის ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი, პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­მო­სუ­ლია პარ­ლა­მენ­ტში და ამ თვალ­საზ­რი­სით, პარ­ლა­მენ­ტი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნია. არის სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­თან­ხმე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად. თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ შე­მო­ვა პარ­ლა­მენ­ტში, ეს ვერ და­აბ­რკო­ლებს რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ჩვენ შევ­ძლებთ მი­ვი­ღოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი და ყვე­ლა სხვა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. თუ არ შე­მოვ­ლენ ეს იქ­ნე­ბა ცუდი, იმი­ტომ, რომ ვერ და­კომ­პლექტდე­ბა პარ­ლა­მენ­ტი სრუ­ლად, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა მათი არ­ჩე­ვა­ნი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს პარ­ტია დარ­ჩე­ბა პრო­ცე­სებს მიღ­მა. მაგ­რამ, რა გან­ცხა­დე­ბებ­საც ვის­მენ, ფაქ­ტობ­რი­ვად გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ შე­მოს­ვლა და მგო­ნი ძა­ლი­ან მალე ვი­ხი­ლავთ პარ­ლა­მენ­ტში“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე შავშიშვილი
14

ბიჭიკო, ვის დაეკარგე შვილო?

5555
17

ალეკო დაამშვიდე და შეაგუე მაგ ამბავს, თავს არაფერი აუტეხოს, ამ ბოლოს ჰალუცინაციები დაეწყო , საქართველოს კონსტიტუციაც მისი დაწერილი გონია და ორი პარლამენტიც -ქუთაისში და თბილისში მისი აშებებული . შუბლით გავანგრიეთო , რა მაგარი გამოგვივიდაო, ხომ გეუბნებოდითო, მოკლედ გონია რომ, დიდი გარდატეხა მოახდინა პარლამენტში, კობახიძე, მდინარაძე, ვოლსკიც ანგელოზებად აქცია და თან ვიღაც დავითულიანსაც დამეგობრებია. ის ხომ გახსოვთ: აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამო... ეგ ყოფილა თურმე " ოპიზიციის" ტყავში გახვეული ქოცი ალეკო 🐒

ავტორი:

"ფაქტობრივად "ნაცმოძრაობას" გადაწყვეტილი აქვს შემოსვლა და მგონი ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში" - ლევან იოსელიანი

"ფაქტობრივად "ნაცმოძრაობას" გადაწყვეტილი აქვს შემოსვლა და მგონი ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში" - ლევან იოსელიანი

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვა პარლამენტში, ეს ვერ დააბრკოლებს რეფორმების გატარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, პროცესებს მიღმა დარჩება, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, „ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვთ შესვლა და ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში“.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად იმისა, რომ არის სიდიდით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მაინც არის ერთი პოლიტიკური სუბიექტი, პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა შემოსულია პარლამენტში და ამ თვალსაზრისით, პარლამენტი სიცოცხლისუნარიანია. არის საკონსტიტუციო უმრავლესობა წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმებაში გათვალისწინებული რეფორმების გასატარებლად. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვა პარლამენტში, ეს ვერ დააბრკოლებს რეფორმების გატარების შესაძლებლობას. ჩვენ შევძლებთ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველა სხვა ცვლილება, რომელიც საჭირო იქნება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად. თუ არ შემოვლენ ეს იქნება ცუდი, იმიტომ, რომ ვერ დაკომპლექტდება პარლამენტი სრულად, მაგრამ ეს იქნება მათი არჩევანი და საბოლოო ჯამში, ეს პარტია დარჩება პროცესებს მიღმა. მაგრამ, რა განცხადებებსაც ვისმენ, ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვთ შემოსვლა და მგონი ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა

"საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან