პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება
რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა ნიკა გვა­რა­მი­ას და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­ას­რუ­ლა.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელს, გა­ნურ­ჩევ­ლად მათი სტა­ტუ­სი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ სხვა პი­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­კითხს.

"2021 წლის 02 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ - თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ბა­ტე­ბის დროს, სა­ჯა­როდ გა­აჟ­ღე­რა შპს "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, ამა­ვე დღეს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ელი­სო კი­ლა­ძემ და ნანა (ნა­ნუ­კა) ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი.

შე­მოწ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, სამ­სა­ხუ­რის მიერ თეა წუ­ლუ­კი­ანს, ელი­სო კი­ლა­ძეს და ნანა ჟორ­ჟო­ლი­ანს ეთხო­ვათ ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნა რო­დის, რა გზით და რა მიზ­ნით მო­ი­პო­ვეს მათ მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი და ასე­ვე, რო­მე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლი­თა და მიზ­ნით გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს ისი­ნი. ელი­სო კი­ლა­ძემ და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა სამ­სა­ხურს წარ­მო­უდ­გი­ნეს მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია. თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სამ­სა­ხურს ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ა­წო­და.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე ნიკა გვა­რა­მი­ას ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, მო­ი­ძია სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ნ. გვა­რა­მი­ას შე­სა­ხებ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. დად­გინ­და, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ჯა­რო წყა­რო­ებ­ში.

სამ­სა­ხურ­მა ასე­ვე გა­ა­ნა­ლი­ზა ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას­თან, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვას­თან და სა­ჯა­რო პი­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის გამ­სა­ჯა­რო­ე­ბე­ლი პი­რი­სა და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მფლო­ბე­ლის სტა­ტუ­სი, გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ხა­სი­ა­თი, პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი სარ­გებ­ლობს იმუ­ნი­ტე­ტით და მას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­თო ფარ­გლე­ბი, მისი მხრი­დან სა­დე­პუ­ტა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ვერ გახ­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ზღუდ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­თვის სა­პარ­ლა­მენ­ტო იმუ­ნი­ტე­ტის მი­ნი­ჭე­ბის მი­ზა­ნი არის ის, რომ მათ მი­ე­ცეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბის ან მო­საზ­რე­ბე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბის, ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს ან სხვა ამ­გვა­რი ორ­გა­ნოს წი­ნა­შე წარ­დგე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბის გა­რე­შე. იმუ­ნი­ტე­ტი, პარ­ლა­მენ­ტა­რის­თვის „გარე პი­რის“ (ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა შტოს) მიერ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის­გან დაც­ვის გა­რან­ტი­აა და პარ­ლა­მენ­ტარს მის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი აზ­რე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, პო­ტენ­ცი­უ­რად გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბი­სა­გან იცავს. ამ­გვარ და­ვებს, შე­უძ­ლი­ათ შე­ზღუ­დონ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმ­დე­ნად, რომ ეჭ­ვის ქვეშ დად­გეს სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა თეა წუ­ლუ­კი­ანს არ და­ა­კის­რა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ 2021 წლის 02 თე­ბერ­ვალს პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დღის წეს­რი­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (ერთ-ერთ გან­სა­ხილ­ველ სა­კითხს წარ­მო­ად­გენ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა), სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი სხდო­მის მი­მართ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იყო გაზ­რდი­ლი. ამ­გვარ ვი­თა­რე­ბა­ში, ფი­ზი­კუ­რი (თუნ­დაც სა­ჯა­რო) პი­რის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გამ­ჟღავ­ნე­ბა მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენ­ტია. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე, დე­ბა­ტე­ბის დროს, გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო ცალ­სა­ხად არა­სა­ჭი­რო მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის კონ­ტექ­სტში“,- აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ბა­ტე­ბის, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას.

"სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ზე (მათ შო­რის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მიერ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა გა­სა­ჯა­რო­ე­ბი­სას) შიდა სა­პარ­ლა­მენ­ტო მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, რაც სრუ­ლად ეხ­მი­ა­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კას. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლი ე.წ. თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის - ეთი­კის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცია სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მიერ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბაა.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კას და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მო­საზ­რე­ბებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნანა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა და ელი­სო კი­ლა­ძის მიერ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის ფაქტს, შე­მოწ­მე­ბით დად­გინ­და, რომ მათ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მო­ი­პო­ვეს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში. "სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით და­ცუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, მათი გან­მარ­ტე­ბით თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი არის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და იგი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე. მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ იცოდ­ნენ მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, რათა და­უ­კავ­შირ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე. შე­სა­ბა­მი­სად, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბის მიზ­ნად მათ მი­უ­თი­თეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. ვი­ნა­ი­დან ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ელი­სო კი­ლა­ძემ და ნანა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი, სა­ჯა­რო პი­რის (სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის) სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მე­რი, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ, ჟურ­ნა­ლის­ტის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი გა­ნი­მარ­ტა ფარ­თოდ და სა­კი­თხი გა­და­წყდა გა­მო­ხატ­ვი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. შე­სა­ბა­მი­სად, ნანა ჟორ­ჟო­ლი­ანს და ელი­სო კი­ლა­ძეს არ და­ე­კის­რათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ხაზი გა­უს­ვა თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის - სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის მი­სი­ას და აღ­ნიშ­ნა, რომ მას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბი­სას და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შექ­მნის პრო­ცეს­ში.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ბა­ტე­ბის, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა მა­შინ წა­მო­იჭ­რე­ბა, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სა­ჯა­რო პი­რე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას. პი­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ახალ ამ­ბებ­ში ხში­რად მოხ­ვედ­რა, მას არ არ­თმევს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას. რო­დე­საც პი­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის უფ­ლე­ბა და პი­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის ერ­თმა­ნეთ­თან, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბამ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ უნდა და­უ­კარ­გოს.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელს, გა­ნურ­ჩევ­ლად მათი სტა­ტუ­სი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ სხვა პი­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­კითხს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
47

თეას თავი დაანებთ ეხლა რომ დადებს ხლხის სიმდიდრე როგრო გაძარცულია მაშნდელი მთავრობისა და კულტურის მინიტრის მიერ მერე აჭიკჭიკდით იმედია ყველაფერს გამოაშაკარავებს და ზუსტ რევიზიას ჩაატარებს გვეცოდინება რა გაგავაჩნია და რაა მოპარული!!! გამზლეობა თეას ამ საქმეში!! ასეთ საქმეს შეეწირა ზუსტად გურამ შარაზე სხვას კი არფერსარც ბიზნსმენი იყოდა არც ფულის მწამლიე დიდი მეცნიერი მაინ იცოდა ის რაც უაფრო ადრე დაამტავრებდა ამატ ესაა არის მხედრიონელების ხელწერა რომლებიც მერე პიჯაკებში მოგვევლინენე

ზურაბ
26

ელისო კილაძესა და ჟორჟოლიანს როგორც ჟურნალისტებს ყველაფრის უფლება აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნიკა გვარამიას და თეა წულუკიანის სატელეფონო ნომრების გასაჯაროების კანონიერების შემოწმება დაასრულა.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს, განურჩევლად მათი სტატუსისა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სხვა პირების პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების საკითხს.

"2021 წლის 02 თებერვალს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ - თეა წულუკიანმა, საპარლამენტო დებატების დროს, საჯაროდ გააჟღერა შპს "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომერი.

აღნიშნულის შემდგომ, ამავე დღეს, სოციალური ქსელის "ფეისბუქის“ საშუალებით ჟურნალისტებმა ელისო კილაძემ და ნანა (ნანუკა) ჟორჟოლიანმა გაასაჯაროვეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის - თეა წულუკიანის მობილური ტელეფონის ნომერი.

შემოწმების ფარგლებში, სამსახურის მიერ თეა წულუკიანს, ელისო კილაძეს და ნანა ჟორჟოლიანს ეთხოვათ ინფორმაციის წარმოდგენა როდის, რა გზით და რა მიზნით მოიპოვეს მათ მიერ გასაჯაროებული ტელეფონის ნომრები და ასევე, რომელი სამართლებრივი საფუძვლითა და მიზნით გაასაჯაროვეს ისინი. ელისო კილაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა სამსახურს წარმოუდგინეს მოთხოვნილი ინფორმაცია. თეა წულუკიანმა სამსახურს ინფორმაცია არ მოაწოდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების კანონიერების შეფასების მიზნით, მოიძია სხვადასხვა წყაროების საშუალებით ნ. გვარამიას შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია. დადგინდა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში.

სამსახურმა ასევე გაანალიზა ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციები, სასამართლო პრაქტიკა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან და საჯარო პირის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული ტელეფონის გამსაჯაროებელი პირისა და ტელეფონის ნომრის მფლობელის სტატუსი, გასაჯაროებული მონაცემების ხასიათი, პარლამენტის საქმიანობის მარეგულირებელი და პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.

იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი. პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების მიზანი არის ის, რომ მათ მიეცეთ მნიშვნელოვან დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათზე დაკვირვებების, შეზღუდვების ან მოსაზრებების რედაქტირების, ასევე, სასამართლოს ან სხვა ამგვარი ორგანოს წინაშე წარდგენის საშიშროების გარეშე. იმუნიტეტი, პარლამენტარისთვის „გარე პირის“ (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო, პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს, შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წლის 02 თებერვალს პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე (ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება), საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ამგვარ ვითარებაში, ფიზიკური (თუნდაც საჯარო) პირის ტელეფონის ნომრის გამჟღავნება მონაცემთა დამუშავების სახიფათო პრეცედენტია. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, დებატების დროს, გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში“,- აღნიშნავენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ როგორც საპარლამენტო დებატების, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებების სტანდარტების პატივისცემას.

"სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებზე (მათ შორის, პარლამენტის წევრის მიერ პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროებისას) შიდა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენება საკითხის გადაწყვეტის ეფექტიანი საშუალება იქნებოდა, რაც სრულად ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. საქართველოს პარლამენტში შექმნილი ე.წ. თვითრეგულირების მექანიზმის - ეთიკის საბჭოს კომპეტენცია სწორედ პარლამენტის წევრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებაა.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და ვენეციის კომისიის მოსაზრებებზე.

რაც შეეხება, ჟურნალისტების ნანა ჟორჟოლიანისა და ელისო კილაძის მიერ თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს, შემოწმებით დადგინდა, რომ მათ ტელეფონის ნომერი მოიპოვეს ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში. "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულია ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოება. რაც შეეხება ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას, მათი განმარტებით თეა წულუკიანი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და იგი ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე. მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ მისი ტელეფონის ნომერი, რათა დაუკავშირდნენ სხვადასხვა საკითხზე. შესაბამისად, თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების მიზნად მათ მიუთითეს საზოგადოების ინფორმირება. ვინაიდან ჟურნალისტებმა ელისო კილაძემ და ნანა ჟორჟოლიანმა გაასაჯაროვეს, პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული, საჯარო პირის (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის) სატელეფონო ნომერი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჯარო ინტერესი განიმარტა ფართოდ და საკითხი გადაწყდა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, ნანა ჟორჟოლიანს და ელისო კილაძეს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა თვითრეგულირების მექანიზმის - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიას და აღნიშნა, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი როლი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გამოხატვის თავისუფლებასთან ურთიერთმიმართებისას დაბალანსებული პრაქტიკის შექმნის პროცესში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ როგორც საპარლამენტო დებატების, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებების სტანდარტების პატივისცემას. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვაზე მსჯელობისას განსაკუთრებული პრობლემა მაშინ წამოიჭრება, როდესაც საქმე ეხება საჯარო პირების პირადი ცხოვრების უფლებას. პირის შესახებ ინფორმაციის ახალ ამბებში ხშირად მოხვედრა, მას არ ართმევს პირადი ცხოვრების უფლებას. როდესაც პირის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება და პირის გამოხატვის თავისუფლება წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, გამოხატვის თავისუფლებამ პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებას მნიშვნელობა არ უნდა დაუკარგოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს, განურჩევლად მათი სტატუსისა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სხვა პირების პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების საკითხს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზარელი დანაშაული სამეგრელოში - დაკავებულია 60 წლის მამაკაცი, რომელიც 19 წლის შშმ პირს 2 თვე აუპატიურებდა

"არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - პროკურატურა

ბათუმში, კაფეს დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა - მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს