მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა მეგობარმა ზურას დაურეკა, - სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო" - ზურაბ ჟვანიას რძლის სიყვარულის, წარმატების და დიდი ტკივილის ისტორია
"ჩემმა მეგობარმა ზურას დაურეკა, - სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო" - ზურაბ ჟვანიას რძლის სიყვარულის, წარმატების და დიდი ტკივილის ისტორია

ეს ადა­მი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის მშვე­ნი­ე­რი ნი­მუ­შია. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა, ფარ-ხმალს არას­დროს ყრის. გული წყდე­ბა, რომ ამ ეტაპ­ზე სამ­შობ­ლოს­თვის არ უწევს იმ რე­სურ­სი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის და­ხარ­ჯვა, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად უცხო­ეთ­ში და­უგ­როვ­და. მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია გა­რე­მოს დაც­ვა და ოც­ნე­ბად აქვს, ოდეს­მე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხი­თაც იმუ­შა­ოს. "ტი­პი­უ­რი გუ­რუ­ლი“ ნინო შა­რა­ში­ძე ამ­ჟა­მად ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­რე­მო­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის ტექ­ნი­კუ­რი ოფი­ცე­რია და გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ბონ­ში ცხოვ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ე­რო­ში მუ­შა­ო­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი და ბევ­რის­თვის სა­ოც­ნე­ბოა, ნოს­ტალ­გი­ით გა­მოწ­ვე­ულ ემო­ცი­ებს ვე­რა­ფერს უხერ­ხებს:

"ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია უფრო დიდი პრო­ფე­სი­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ვიდ­რე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლოს გა­კე­თე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, აქ ცხოვ­რე­ბა კი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი­ვი­თაა. ჩემი სუნ­თქვა და არ­სე­ბო­ბა სა­ქარ­თვე­ლოა და ამას ფი­ზი­კუ­რად ვგრძნობ. მე­ნატ­რე­ბა, მე­ტი­რე­ბა, ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის, სულ მე­ფიქ­რე­ბა, რა და რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო გვქონ­დეს, რო­გო­რიც ყვე­ლას გვინ­და, ისე­თი იყოს, რომ არც მე და არც სხვას დიდი ხნით არ დას­ჭირ­დეს უცხო­ეთ­ში ყოფ­ნა“.

ambebi.ge-სთვის გერ­მა­ნი­ი­დან გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და პო­ლი­ტი­კოს - გოგ­ლა ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლე ნინო შა­რა­ში­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

  • ბავ­შვო­ბა საყ­ვა­რელ ქუ­ჩა­ზე

1971 წელს მო­ვევ­ლი­ნე ქვე­ყა­ნას, სა­დაც ორი წლით უფ­რო­სი ძმა დამ­ხვდა… კა­ხას წყა­ლო­ბით ბი­ჭე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვიზ­რდე­ბო­დი, სულ მათ ვბა­ძავ­დი და მათ­ნა­ი­რი მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მან­ქა­ნებ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით ფეხ­ბურ­თის თა­მაშ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი და თუ ვინ­მე გა­ბე­დავ­და და მე­ტყო­და, - გოგო ხარ და ფეხ­ბურთს არ გა­თა­მა­შებ­თო, - ვე­უბ­ნე­ბო­დი, მოდი, ვი­ჭი­და­ოთ და ვინც მო­ე­რე­ვა, იმან ითა­მა­შოს - მეთ­ქი. ჩემ­ხე­ლებს თით­ქმის ყვე­ლას ვე­რე­ო­დი. იმ­ჟა­მად სა­ბურ­თა­ლო­ზე ვცხოვ­რობ­დი, ერთ პა­ტა­რა საყ­ვა­რელ ქუ­ჩა­ზე (ამ ქუ­ჩა­ზე 20 წლის ასაკ­ში ისევ დავ­ბრუნ­დით სა­ცხოვ­რებ­ლად და დღემ­დე იქ ვცხოვ­რობთ). ვე­ლო­სი­პე­დით სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარ­და, უზარ­მა­ზა­რი ვე­ლო­სი­პე­დი მყავ­და "უკ­რა­ი­ნა“, პედ­ლებს ძლივს ვწვდე­ბო­დი, მაგ­რამ ხე­ლებ­გაშ­ვე­ბუ­ლი ვა­ტა­რებ­დი. კარ­გად ვცუ­რავ­დი, ზა­ფხუ­ლო­ბით ზღვა­ზე, რომ მივ­დი­ო­დით, ძა­ლი­ან ღრმად გავ­დი­ო­დი, იქაც ბი­ჭებს ვე­ჯიბ­რე­ბო­დი, ზამ­თარ­ში - თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ალ­შიც, თუმ­ცა ამა­ში სხვა გოგო- ბი­ჭე­ბი მჯობ­ნიდ­ნენ. 9 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ და სა­ბურ­თა­ლო­დან დიღ­მის მა­სივ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. სკო­ლაც შე­ვიც­ვა­ლე - 25-ე სკო­ლი­დან 169-ეში გა­და­ვე­დი.

  • "მამა ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით გვზრდი­და"

დედა ფი­ლო­ლო­გი, მამა კი ფი­ლო­სო­ფო­სი იყო. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მშობ­ლე­ბი მყავ­და, მამა - გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­მე­ლიც შვი­ლებს ბავ­შვო­ბი­დან ან­ტი­საბ­ჭო­თა იდე­ე­ბით გვა­საზ­რდო­ებ­და. დედა ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და და ეში­ნო­და. მა­გა­ლი­თად, მოჰ­ყავ­და ზვი­ა­დი­სა და მე­რა­ბის ცხოვ­რე­ბა და მა­მას საყ­ვე­დუ­რობ­და, რა­ტომ რის­კავ და რა ცხოვ­რე­ბას სთა­ვა­ზობ ბავ­შვებ­სო. კახა 2 წლით უფ­რო­სი იყო ჩემ­ზე, ძა­ლი­ან პო­ე­ტუ­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ამა­ვე დროს, "მო­ლი­დე­რო" ტიპი, ბევ­რს წერ­და. ისე­თი სივ­რცე იყო, ქუ­ჩა­საც რომ ვერ აუვ­ლი­დი გვერდს, მით უმე­ტეს, თუ ლი­დე­რო­ბა­ზე გქონ­და პრე­ტენ­ზია. მას შე­ეძ­ლო მთე­ლი ღამე ეკი­თხა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი "მა­გა­რი“ ბი­ჭის იმი­ჯი ჰქო­ნო­და. ძა­ლი­ან კარ­გი ძმა მყავ­და, ძა­ლი­ან... უბან­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, გა­რეგ­ნო­ბაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და... ალ­ბათ მა­მას გავ­ლე­ნა იყო, ერ­თთა­ვად სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდე­გი რომ იყო და ყვე­ლა უსა­მარ­თლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და. კა­ხას მუდ­მი­ვად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჰქონ­და სკო­ლის კომ­კავ­ში­რის მდი­ვან­თან და დი­რექ­ტორ­თან. დირექ­ტორს კა­ბი­ნეტ­ში სტა­ლი­ნის სუ­რა­თი ეკი­და. ერთხელ კა­ხამ საპ­რო­ტეს­ტო ლექ­სი და­წე­რა და დი­რექ­ტორს კა­ბი­ნეტ­ში შე­უგ­ზავ­ნა. მა­შინ ჩემი მშობ­ლე­ბი პედ­საბ­ჭო­ზე და­ი­ბა­რეს.

მა­მას ოც­ნე­ბა იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან წას­ვლა, მაგ­რამ ვერ გა­მო­უ­ვი­და.. ამ დროს და­ი­წყო ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და ეს ისეთ დიდ თან­ხვედ­რა­ში იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ოც­ნე­ბას­თან... იმ ოც­ნე­ბით ვიზ­რდე­ბო­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი არის სა­დღაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ ევ­რო­პულ სივ­რცე­ში. 1987 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. ეს 16-17 წლის გო­გო­ნე­ბი ისე ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას, ამ ცვლი­ლე­ბებ­ზე დიდი ვნე­ბა ჩვენ­თვის არ არ­სე­ბობ­და. ისე­თი გან­ცდა გვქონ­და, სხვა სამ­ყა­რო­ში ვა­ბი­ჯებ­დით...

  • "ყვე­ლა­ფერ­ზე გუ­რუ­ლო­ბა მა­წე­რია"

თავ­და­პირ­ვე­ლად ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და, დავ­დი­ო­დი ჟურ­ნა­ლის­ტთა სკო­ლა­ში, სა­დაც ნო­დარ ტა­ბი­ძე გვი­კი­თხავ­და ლექ­ცი­ებს. მერე ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნე­ბი წა­ვუ­ყე­ნე ჩემს თავს და გა­დავ­წყვი­ტე, რომ არ ვიქ­ნე­ბო­დი კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტი. ფსი­ქო­ლო­გო­ბაც მინ­დო­და, ფი­ლო­ლო­გო­ბაც... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მინ­დო­და, გარ­და ეკო­ნო­მი­კი­სა და ბო­ლოს ეკო­ნო­მი­კურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე - ჩემი მე­გობ­რე­ბი აბა­რებ­დნენ და ხუ­თი­ვე მოვ­ხვდით. დე­დაც გუ­რუ­ლია, დო­ლი­ძეა გვა­რად. ორ­მხრი­ვად გუ­რუ­ლი ვარ, ტი­პი­უ­რი გუ­რუ­ლი. ვფიქ­რობ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხელს მიშ­ლის გუ­რუ­ლო­ბა - ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა რომ გას­წავ­ლის, ემო­ცი­ე­ბი უნდა მარ­თოო, სულ ვფიქ­რობ­დი, რამ­დე­ნად დიდი ფორა აქვთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც არა­ნა­ი­რი ძა­ლის­მე­ვა არ სჭირ­დე­ბა და ეს ბუ­ნებ­რი­ვად გა­მოს­დის-მეთ­ქი. გუ­რულს ეს არაფ­რით არ გა­მო­უ­ვა. სა­ხე­ზე, ქცე­ვა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე მა­წე­რია გუ­რუ­ლო­ბა. გა­ე­რო­ში ვმუ­შა­ობ, სა­დაც ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა ლა­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პე­ტენ­ცი­აა, თუმ­ცა მე ეს ნაკ­ლე­ბად გა­მომ­დის... მიყ­ვარს გუ­რია, იქა­უ­რი ტე­ნი­ა­ნი სურ­ნე­ლი სულ მე­ნატ­რე­ბა, ვგიჟ­დე­ბი ყვე­ლა­ფე­რი გა­დამ­წვა­ნე­ბუ­ლი რო­მაა. მაგ­რამ ეს გუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თი....

  • "ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი"

ჩემი უდი­დე­სი ტრა­გე­დია ჩემს ძმას უკავ­შირ­დე­ბა, სა­ში­ნე­ლე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს. ჩემი 22 წლის ძმა 1991 წელს ქუ­ჩა­ში მოკ­ლეს. ეს ამ­ბა­ვი დო­ლი­ძე­ზე მოხ­და - ნას­ვამ­მა დო­ლი­ძე­ლებ­მა თა­ვის­სა­ვე უბან­ში მოკ­ლეს ჩემი ძმა. ისი­ნი სამ­ნი იყ­ვნენ და სი­გა­რე­ტის გამო შე­კამთდნენ.

ეს ერთი ტრა­გე­დია იყო, მე­ო­რე კი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, - ყვე­ლა მოს­ყი­დუ­ლი იყო, ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტიც კი. მკვლე­ლი, რო­მელ­საც არც უა­რუყ­ვია მკვლე­ლო­ბა, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, იმ მო­ტი­ვით, თით­ქოს­და თავს იცავ­დაო. ისე გა­მო­იყ­ვა­ნეს, თით­ქოს ჩემი ძმა და­ეს­ხა სა­მი­ვეს თავს, ისი­ნი კი იგე­რი­ებ­დნენ. იმ დრო­ის­თვის უკვე ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბა მქონ­და ნა­ნა­ხი, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა იყო, მაგ­რამ ასე­თი - არა­ფე­რი. კა­ხას დიდი და ძლი­ე­რი სა­მე­გობ­რო ჰყავ­და. მზად იყ­ვნენ შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის, მაგ­რამ დედა ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ ეხ­ვე­წე­ბო­და, - შვი­ლე­ბო, ფიქ­რიც არ გა­ბე­დო­თო. სულ ეში­ნო­და, კა­ხას მე­გობ­რებს სა­მა­გი­ე­რო არ გა­და­ე­ხა­დათ. არ ვა­ჭარ­ბებ, კახა ყვე­ლას­თვის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი, ლა­მა­ზი, ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ამას­თა­ნა­ვე, ის ძლი­ე­რი, პო­ე­ტუ­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი, გო­გო­ნე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი ბიჭი და ბი­ჭე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი იყო. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნეთ ეს ტრა­გე­დია, ჩემი მშობ­ლე­ბი ამ დროს უკვე 60-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ეს უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა იყო ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის. მაგ­რამ მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბი მთლად გა­ნად­გურ­დნენ. მამა მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

  • "ცოტა ხან­ში, გოგ­ლაც გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში"

ცოტა ხან­ში, გოგ­ლა გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ის "მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა­ში“ გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ 21 წლის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე, ერთი მე­გო­ბა­რი მყავ­და, ჩემ­თან იყო, დე­დას ტე­ლე­ფო­ნე­ბის წიგ­ნა­კი ჰქონ­და, ალ­ფა­ბეტს რომ ჩა­მოვ­ყე­ვით, მ-ზე ეწე­რა - "მწვა­ნე­ე­ბი“. მე­გო­ბა­რი მე­უბ­ნე­ბა, მო­ი­ცა, მანდ დავრე­კოთ, მათი სპი­კე­რი - ზურა ჟვა­ნია მომ­წონ­სო. ვუ­თხა­რი, რა­ტომ მოგ­წონს, ბე­ბე­რია-მეთ­ქი. იმ ასაკ­ში დი­დად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. 1992 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ო­დი იყო და ზუ­რას­თან ტე­ლე­ფო­ნით და­კავ­ში­რე­ბა რთუ­ლი იყო. დავ­რე­კეთ და მაკა მდი­ვანს ეუბ­ნე­ბა, ნანა ვარ, დევ­და­რი­ა­ნი, სას­წრა­ფო საქ­მე მაქ­ვსო. ზუ­რამ ყურ­მი­ლი აიღო, და მაკა ეუბ­ნე­ბა, - ზურა, ნანა არ ვარ, მაკა ვარ და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხა­რო. ზუ­რას გა­ე­ღი­მა, მაგ­რამ თბი­ლად მო­ი­შო­რა, უთხრა, ახლა არ­ჩევ­ნე­ბი გვაქვს და როცა ჩა­ივ­ლის, მერე და­მი­რე­კეო.

არ­ჩევ­ნებ­მა "მწვა­ნე­ე­ბის­თვის“ ტრი­უმ­ფა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, მა­კას არ და­ვი­წყნია, ზუ­რას და­უ­რე­კა და ეუბ­ნე­ბა - გა­მარ­ჯო­ბა ზურა, სიყ­ვა­რუ­ლის თა­ო­ბა­ზე რომ გა­წუ­ხებ­დით, მე ის ვარო. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო... ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, იუ­მო­რის დო­ნე­ზე დარ­ჩა. მა­კას ინი­ცი­ა­ტი­ვით­ვე შე­ვე­დით "მწვა­ნე­ებ­ში“. გა­რე­მოს დაც­ვა ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. "მწვა­ნე­ებს“ დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­დათ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თობ­დნენ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დი იყო და გული მწყდე­ბა, რომ მერე "მოქკავ­ში­რად" გა­და­იქ­ცნენ და სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. მათ სხვა მას­შტა­ბე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნდათ, თო­რემ, მა­შინ­დე­ლი "მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა“ იყო სუ­პერპროგ­რე­სუ­ლი ძალა.

თვი­თონ ზურა იყო ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი ისე ეს­მო­და, რო­გორც არა­ვის იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში (და შე­იძ­ლე­ბა მის ფარ­გლებს გა­რე­თაც). მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მომ­წონ­და იქ ყოფ­ნა. მა­შინ პო­ლი­ტექ­ნი­კურ­ში ვმუ­შა­ობ­დი კა­თედ­რა­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად კი "მწვა­ნე­ებ­ში“ დავ­დი­ო­დი, სა­დაც შევ­ხვდი გოგ­ლას. ზურა რამ­დე­ნა­დაც სწრა­ფი იყო მოქ­მე­დე­ბა­სა თუ აზ­როვ­ნე­ბა­ში, გოგ­ლა იმ­დე­ნად ნელი და დინ­ჯი იყო, ტი­პი­უ­რი ლე­ჩხუ­მე­ლი (ბე­ბია ყავ­და ლე­ჩხუ­მი­დან, სო­ფელ დერ­ჩი­დან, რო­მელ­ზეც გიჟ­დე­ბო­და)... ძმე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნე­თის­გან. ზუ­რას შე­ეძ­ლო ერთ ღა­მე­ში ერთი წიგ­ნი წა­ე­კი­თხა, 4 სა­ა­თი სძი­ნე­ბო­და და მე­ო­რე დღეს ფორ­მა­ში ყო­ფი­ლი­ყო. მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რად ნი­ჭი­ე­რი იყო. ზო­გა­დად, მათი ოჯა­ხი იყო ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე, ზუ­რას და გოგ­ლას სა­ო­ცა­რი დედ-მამა ჰყავ­დათ.

  • "ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ჩა­მოს­ვლა რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე"

შე­ვარ­დნა­ძე ჩემ­თვის ბავ­შვო­ბი­დან მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მას შემ­დეგ, რაც ზუ­რას ათას­გვა­რი ბინ­ძუ­რი ჭორი აუ­გო­რა, ხან უკა­ნო­ნო შვი­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, ხან ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე უვრცე­ლებ­დნენ ჭო­რებს. ისეთ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­ჩე­ვა­ზე ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ვცემ­დით პა­ტივს და არა­ვის ვან­სხვა­ვებ­დით. გოგ­ლას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ჰქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა ეთ­ნი­კუ­რად არა­ქარ­თვე­ლი იყო, ძა­ლი­ან ქარ­თუ­ლი. მათ­თან სი­ახ­ლო­ვემ ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა.

გოგ­ლას მშობ­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი, სა­ოც­რად თბი­ლე­ბი, დახ­ვე­წი­ლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. დიდი სა­ნა­თე­საო ჰყავ­დათ ორი­ვე მხრი­დან და მათი სახ­ლი ყვე­ლას შეკ­რე­ბის ად­გი­ლი იყო. მამა გოგ­ლა­სა­ვით დინ­ჯი და კე­თილ­შო­ბი­ლი, დედა კი აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი და სა­ოც­რად კე­თი­ლი - ყვე­ლა­ზე გა­და­ყო­ლი­ლი იყო. გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, როცა რემა დე­ი­და გარ­და­იც­ვა­ლა, გოგ­ლა სამი დღით ადრე ჩა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე და ჩემი ში­ლე­ბი კი კო­ვი­დის გამო, სა­ერ­თოდ ვერ ჩა­ვე­დით და დღემ­დე ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი....

  • "გეხ­ვე­წე­ბი, პა­ლა­ტა­ში შე­ვარ­დნა­ძე­ზე ცუდი არა­ფე­რი თქვაო"

გოგ­ლას ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს და მხო­ლოდ ქცე­ვით მაგ­რძნო­ბი­ნა სიყ­ვა­რუ­ლი, მთე­ლი მისი ქმე­დე­ბე­ბით გა­მო­ხა­ტავ­და ამას. სხვა­თა შო­რის, 22 აპ­რილს ვი­ქორ­წი­ნეთ - დე­და­მი­წის დღეს, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ დაგ­ვიმ­თხვე­ვია... შე­უღ­ლე­ბა ვიწ­რო წრე­ში აღ­ვნიშ­ნეთ, მძი­მე პე­რი­ო­დი იყო - აფხა­ზე­თის ომი... ქორ­წი­ნე­ბის პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი­დან რაც მახ­სენ­დე­ბა, ეს არის ომი, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­უბ­რე­ბი... რო­გორც უკვე ვთქვი, მა­მა­ჩე­მის­თვის შე­ვარ­დნა­ძე სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და როცა გოგ­ლას მივ­ყვე­ბო­დი ცო­ლად, მა­შინ ზუ­რას გა­მოკ­ვე­თი­ლი პრო­შე­ვარ­დნა­ძის­ტუ­ლი პო­ზი­ცია ეჭი­რა. ამა­ზე ცოტა არ იყოს, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მამა თა­ვის აზ­რებს არას­დროს მა­ლავ­და და გან­ვიც­დი­დი, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე რამე უხერ­ხუ­ლო­ბა არ შე­ექ­მნა. მახ­სოვს, ვეხ­ვე­წე­ბო­დი, შე­ვარ­დნა­ძე­ზე ცუდი არა­ფე­რი თქვა-მეთ­ქი. იმ პირ­ველ სა­ღა­მოს გაგ­ვი­წია ან­გა­რი­ში. ჩემ­თვი­საც იმ­დე­ნად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო შე­ვარ­დნა­ძე, მეც გა­მოვ­ხა­ტავ­დი ამას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის პე­რი­ო­დია, როცა ზურა არის შე­ვარ­დნა­ძის უახ­ლო­ე­სი, მე კი სულ პრო­ტესტს და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ. ერთი სა­სა­ცი­ლო მო­მენ­ტი მახ­სენ­დე­ბა: მუ­ცე­ლი ამ­ტკივ­და და სამ­შო­ბი­ა­რო­ში უნდა წა­მიყ­ვა­ნონ, 1994 წლის 8 მარ­ტია, პა­ტა­რა ვარ, დე­დამ­თი­ლი მე­უბ­ნე­ბა, რა­ღაც უნდა გთხო­ვო და შე­მის­რუ­ლეო. მეგო­ნა, მე­ტყო­და ექი­მებს და­უ­ჯე­რეო ან რა­ი­მე მსგავსს, ის კი მე­უბ­ნე­ბა - გეხ­ვე­წე­ბი, პა­ლა­ტა­ში შე­ვარ­დნა­ძე­ზე ცუდი არა­ფე­რი თქვაო. ისე გა­ნიც­დი­და ამ და­პი­რის­პი­რე­ბულ აზ­რებს, სამ­შო­ბი­ა­რო­ში მი­მა­ვალ­საც ამას მთხოვ­და. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო. სამ­წუ­ხა­როდ, მე მარ­თა­ლი აღ­მოვ­ჩნდი, სა­ბო­ლო­ოდ, შე­ვარ­დნა­ძემ ზურა და­უნ­დობ­ლად გა­წი­რა...

  • ორ­ჯერ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და ორ­ჯერ - გა­ე­რო­ში

ნინო ჩხო­ბა­ძეს "მწვა­ნე­ე­ბი­დან“ ვიც­ნობ­დი. მი­ნის­ტრად რომ და­ნიშ­ნეს, მეც შე­მომ­თა­ვა­ზა სა­მი­ნის­ტრო­ში მის­ვლა. სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი იყო. მწვა­ნე­ე­ბი­დან მი­სუ­ლი ნინო გა­რე­მოს­დაც­ვით სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვარ­სკვლა­ვად იქცა. ბევ­რი ისე­თი კა­ნო­ნი მი­ვი­ღეთ და ისეთ მრა­ვალ­მხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მი­ვუ­ერ­თდით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სტან­დარ­ტე­ბით სა­ქარ­თვე­ლო გა­მორ­ჩე­უ­ლად პროგ­რე­სუ­ლი იყო მთელს პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში. ზურა იმ­ხა­ნად პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე იყო და კარ­გად ეს­მო­და, რა იყო გა­რე­მოს დაც­ვა, რაც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო. მერე, სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში კი და­ე­რივ­ნენ გა­რე­მოს­დაც­ვით კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, მაგ­რამ 90-ია­ნე­ბის ბო­ლოს, ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო წამ­ყვა­ნი იყო. ბევრ მი­ნის­ტრთან მი­მუ­შა­ვია, მათ შო­რის გოგა ხა­ჩი­ძეს­თან, რო­მელ­მაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის, თუ შე­კა­მა­თე­ბის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან ძა­ლი­ან ცუდი ფორ­მით გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა (სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და გა­რე­მოს დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი).

ამის შემ­დეგ ჟე­ნე­ვა­ში წა­ვე­დი და გა­ე­რო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სამი თვით ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და ჩა­ვერ­თე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში, მათ შო­რის, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. მერე მოხ­და ცვლი­ლე­ბა, რა­საც მოჰ­ყვა ჩემი და ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძის ისევ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან მოგ­ვი­წია სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს დაშ­ლი­ლი სა­მი­ნის­ტროს აღ­დგე­ნა. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი, ორი­ვეს კარ­გად გვეს­მო­და რა იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი, თუმ­ცა სრუ­ლი­ად ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით. ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­დაგ­ვხდა თავს და სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენს მიერ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შევ­ძე­ლით, რაც ჩემ­თვის დღემ­დე ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. ეს იყო სფე­რო, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ცოტა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

მერე მოხ­სნეს ხა­თუ­ნა, მეც წა­მო­ვე­დი და ისევ ჟე­ნე­ვა­ში დავ­ბრუნ­დი. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ე­როს ევ­რო­პის ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­მი­სი­ის გა­რე­მოს დაც­ვით გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე, შემ­დეგ ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. ახლა კი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­რე­მოს დაც­ვის, ჯან­დაც­ვი­სა და ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობ. ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა ბა­ზი­რე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში, ვცხოვ­რობ ქა­ლაქ ბონ­ში და ვმუ­შა­ობთ 56 ქვეყ­ნის სამ სექ­ტორ­თან, რათა ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში შე­ვამ­ცი­როთ ტრან­სპორ­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბა, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, ხმა­უ­რი, და მო­ვახ­დი­ნოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ჯან­სა­ღი ტრან­სპორ­ტის წა­ხა­ლი­სე­ბა, რო­გო­რი­ცაა ვე­ლო­სი­პე­დით სი­ა­რუ­ლი და გა­რე­მოს­თვის უვ­ნე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა და უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებს, თუ კი რე­ა­ლურ შე­დე­გებს მი­ვაღ­წევთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი ჩემს აქ ყოფ­ნას მუდ­მი­ვად თან გას­დევს. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია უფრო დიდი პრო­ფე­სი­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ვიდ­რე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლოს გა­კე­თე­ბა.

  • "ოჯახ­მა ერ­თად მო­ვი­ყა­რეთ თავი"

დე­დას ჩემი ძმის­თვის უნ­დო­და ბექა და­ერ­ქმია, მაგ­რამ არ და­არ­ქვა და უფ­როს შვილს მე და­ვარ­ქვი ეს სა­ხე­ლი. მე­ო­რე შვილს ზურა ჰქვია და ორი­ვე­ნი ბი­ძებ­თან არი­ან კავ­შირ­ში... ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი გერ­მა­ნი­ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ აა­ხენ­ში სწავ­ლობს კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბას, ზურა კი ბო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში და­დის. ის ბევ­რს ფიქ­რობს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე და ამ ბოლო დროს ინ­ჟი­ნე­რი­ამ და­ა­ინ­ტე­რე­სა. აქ ეს დარ­გი ძა­ლი­ან კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჯერ გერ­მა­ნუ­ლი არ იცის და ალ­ბათ ის­წავ­ლის.

გოგ­ლა 2 თვეა, რაც ბონ­შია, ერ­თად ვართ. მა­წუ­ხებს, რომ 90 წლის დედა მარ­ტო მყავს თბი­ლის­ში და წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია არ მი­ნა­ხავს. ჩემი ოც­ნე­ბაა, ოდეს­მე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით ვი­მუ­შაო. უსა­მარ­თლო­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში მი­უ­ღე­ბე­ლია და სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფო­ზე ვოც­ნე­ბობ.

  • "ვთვლი, რომ ჯარ­ში ვარ..."

ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბამ იცით, რა მაჩ­ვე­ნა? სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, აქ ისე­თი მძი­მე ბი­უ­როკ­რა­ტი­აა, სულ იმა­ზე ვფიქ­რობ, რო­გორ არი­ან ეს ქვეყ­ნე­ბი ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, სად არის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში როცა ხარ, არა­ფე­რი მოგ­წონს და გგო­ნია, სხვა­გან ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სია, ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ძა­ლი­ან დი­დია, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, თი­თო­ე­ულ უწყე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გაქვს გან­ცდა, რომ ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან, არაფ­რით უკე­თე­სე­ბი. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ევ­რო­პუ­ლი წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო ორ რა­მე­შია - პრო­ფე­სი­ნა­ლიზმსა და დის­ციპ­ლი­ნა­ში (ამ უკა­ნას­კნელ­ში მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, პა­ტი­ოს­ნე­ბა, არ­მო­ტყუ­ე­ბა შე­დის).

ნოს­ტალ­გი­ას ვერ აღ­გი­წერთ... სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, აქ ცხოვ­რე­ბა კი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი­ვი­თაა. ჩემი სუნ­თქვა და არ­სე­ბო­ბა სა­ქარ­თვე­ლოა და ამას ფი­ზი­კუ­რად ვგრძნობ. მე­ნატ­რე­ბა, მე­ტი­რე­ბა, ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის, სულ მე­ფიქ­რე­ბა, რა და რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო გვქონ­დეს, რო­გო­რიც ყვე­ლას გვინ­და, ისე­თი იყოს, რომ არც მე და არც სხვას დიდი ხნით არ დას­ჭირ­დეს უცხო­ეთ­ში ყოფ­ნა. ეს არის და ეს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mari*
17

ვინც საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანას და ხალხს ემსახურება ყველა ქართველია. ამას მხოლოდ კი არ ვამბობ, არამედ ძალიან კარგად მესმის. უამრავი არაქართველია რომელმაც ქართველებზე უფრო მეტი სიკეთე გაუკეთეს ამ ქვეყანას, მაგრამ რატომ არ ვიცოდით თავიდანვე და ახლაც რატომ არავინ ამბობს რომ ზურაბ ჟვანიას დედა ებრაელი ჰყავდა? ღმერთმა გვიმრალოს ზურაბ ჟვანიას ნაირები ქვეყანაში, მაგრამ მოდით და ამაყად თქვით რომ კაცი უნიჭიერესი ებრაელია და ნუ მალავთ. 

კესო
24

რა თბილი და გულწრფელია.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემმა მეგობარმა ზურას დაურეკა, - სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო" - ზურაბ ჟვანიას რძლის სიყვარულის, წარმატების და დიდი ტკივილის ისტორია

"ჩემმა მეგობარმა ზურას დაურეკა, - სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო" - ზურაბ ჟვანიას რძლის სიყვარულის, წარმატების და დიდი ტკივილის ისტორია

ეს ადამიანი წარმატებული ქალის მშვენიერი ნიმუშია. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და იმედგაცრუებისა, ფარ-ხმალს არასდროს ყრის. გული წყდება, რომ ამ ეტაპზე სამშობლოსთვის არ უწევს იმ რესურსისა და გამოცდილების დახარჯვა, რომელიც პერიოდულად უცხოეთში დაუგროვდა. მისთვის პრიორიტეტულია გარემოს დაცვა და ოცნებად აქვს, ოდესმე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც იმუშაოს. "ტიპიური გურული“ ნინო შარაშიძე ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის ევროპული ცენტრის ტექნიკური ოფიცერია და გერმანიის ქალაქ ბონში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ გაეროში მუშაობა პრესტიჟული და ბევრისთვის საოცნებოა, ნოსტალგიით გამოწვეულ ემოციებს ვერაფერს უხერხებს:

"ვერ წარმომიდგენია უფრო დიდი პროფესიული ბედნიერება, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში რაიმე სასარგებლოს გაკეთებაა. საქართველოში ცხოვრება ჩემთვის ბედნიერება, აქ ცხოვრება კი სავალდებულო სამსახურივითაა. ჩემი სუნთქვა და არსებობა საქართველოა და ამას ფიზიკურად ვგრძნობ. მენატრება, მეტირება, ჟრუანტელი მივლის, სულ მეფიქრება, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ ის საქართველო გვქონდეს, როგორიც ყველას გვინდა, ისეთი იყოს, რომ არც მე და არც სხვას დიდი ხნით არ დასჭირდეს უცხოეთში ყოფნა“.

ambebi.ge-სთვის გერმანიიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილი მოადგილე და პოლიტიკოს - გოგლა ჟვანიას მეუღლე ნინო შარაშიძე გვესაუბრება.

  • ბავშვობა საყვარელ ქუჩაზე

1971 წელს მოვევლინე ქვეყანას, სადაც ორი წლით უფროსი ძმა დამხვდა… კახას წყალობით ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი, სულ მათ ვბაძავდი და მათნაირი მინდოდა ვყოფილიყავი. მანქანებზე და განსაკუთრებით ფეხბურთის თამაშზე ვგიჟდებოდი და თუ ვინმე გაბედავდა და მეტყოდა, - გოგო ხარ და ფეხბურთს არ გათამაშებთო, - ვეუბნებოდი, მოდი, ვიჭიდაოთ და ვინც მოერევა, იმან ითამაშოს - მეთქი. ჩემხელებს თითქმის ყველას ვერეოდი. იმჟამად საბურთალოზე ვცხოვრობდი, ერთ პატარა საყვარელ ქუჩაზე (ამ ქუჩაზე 20 წლის ასაკში ისევ დავბრუნდით საცხოვრებლად და დღემდე იქ ვცხოვრობთ). ველოსიპედით სიარული მიყვარდა, უზარმაზარი ველოსიპედი მყავდა "უკრაინა“, პედლებს ძლივს ვწვდებოდი, მაგრამ ხელებგაშვებული ვატარებდი. კარგად ვცურავდი, ზაფხულობით ზღვაზე, რომ მივდიოდით, ძალიან ღრმად გავდიოდი, იქაც ბიჭებს ვეჯიბრებოდი, ზამთარში - თხილამურებით სრიალშიც, თუმცა ამაში სხვა გოგო- ბიჭები მჯობნიდნენ. 9 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ და საბურთალოდან დიღმის მასივში გადავედით საცხოვრებლად. სკოლაც შევიცვალე - 25-ე სკოლიდან 169-ეში გადავედი.

  • "მამა ანტისაბჭოური სულისკვეთებით გვზრდიდა"

დედა ფილოლოგი, მამა კი ფილოსოფოსი იყო. ძალიან საინტერესო მშობლები მყავდა, მამა - განსაკუთრებით, რომელიც შვილებს ბავშვობიდან ანტისაბჭოთა იდეებით გვასაზრდოებდა. დედა ამას ძალიან განიცდიდა და ეშინოდა. მაგალითად, მოჰყავდა ზვიადისა და მერაბის ცხოვრება და მამას საყვედურობდა, რატომ რისკავ და რა ცხოვრებას სთავაზობ ბავშვებსო. კახა 2 წლით უფროსი იყო ჩემზე, ძალიან პოეტური, განათლებული, ამავე დროს, "მოლიდერო" ტიპი, ბევრს წერდა. ისეთი სივრცე იყო, ქუჩასაც რომ ვერ აუვლიდი გვერდს, მით უმეტეს, თუ ლიდერობაზე გქონდა პრეტენზია. მას შეეძლო მთელი ღამე ეკითხა, დღის განმავლობაში კი "მაგარი“ ბიჭის იმიჯი ჰქონოდა. ძალიან კარგი ძმა მყავდა, ძალიან... უბანში პოპულარული იყო, გარეგნობაც განსაკუთრებული ჰქონდა... ალბათ მამას გავლენა იყო, ერთთავად სისტემის წინააღმდეგი რომ იყო და ყველა უსამართლობას აპროტესტებდა. კახას მუდმივად წინააღმდეგობა ჰქონდა სკოლის კომკავშირის მდივანთან და დირექტორთან. დირექტორს კაბინეტში სტალინის სურათი ეკიდა. ერთხელ კახამ საპროტესტო ლექსი დაწერა და დირექტორს კაბინეტში შეუგზავნა. მაშინ ჩემი მშობლები პედსაბჭოზე დაიბარეს.

მამას ოცნება იყო საბჭოთა კავშირიდან წასვლა, მაგრამ ვერ გამოუვიდა.. ამ დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობა და ეს ისეთ დიდ თანხვედრაში იყო ჩემი ცხოვრების ოცნებასთან... იმ ოცნებით ვიზრდებოდით, რომ საქართველოს მომავალი არის სადღაც, დამოუკიდებელ ევროპულ სივრცეში. 1987 წლიდან დაწყებული, ყველა პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართული. ეს 16-17 წლის გოგონები ისე ვგულშემატკივრობდით ეროვნულ მოძრაობას, ამ ცვლილებებზე დიდი ვნება ჩვენთვის არ არსებობდა. ისეთი განცდა გვქონდა, სხვა სამყაროში ვაბიჯებდით...

  • "ყველაფერზე გურულობა მაწერია"

თავდაპირველად ჟურნალისტობა მინდოდა, დავდიოდი ჟურნალისტთა სკოლაში, სადაც ნოდარ ტაბიძე გვიკითხავდა ლექციებს. მერე ძალიან დიდი მოთხოვნები წავუყენე ჩემს თავს და გადავწყვიტე, რომ არ ვიქნებოდი კარგი ჟურნალისტი. ფსიქოლოგობაც მინდოდა, ფილოლოგობაც... მოკლედ, ყველაფერი მინდოდა, გარდა ეკონომიკისა და ბოლოს ეკონომიკურზე ჩავაბარე - ჩემი მეგობრები აბარებდნენ და ხუთივე მოვხვდით. დედაც გურულია, დოლიძეა გვარად. ორმხრივად გურული ვარ, ტიპიური გურული. ვფიქრობ, მთელი ცხოვრება ხელს მიშლის გურულობა - ძალიან ემოციური ვარ. მთელი ცხოვრება ყველა რომ გასწავლის, ემოციები უნდა მართოო, სულ ვფიქრობდი, რამდენად დიდი ფორა აქვთ ადამიანებს, ვისაც არანაირი ძალისმევა არ სჭირდება და ეს ბუნებრივად გამოსდის-მეთქი. გურულს ეს არაფრით არ გამოუვა. სახეზე, ქცევაზე და ყველაფერზე მაწერია გურულობა. გაეროში ვმუშაობ, სადაც ემოციების მართვა ლამის ერთ-ერთი მთავარი კომპეტენციაა, თუმცა მე ეს ნაკლებად გამომდის... მიყვარს გურია, იქაური ტენიანი სურნელი სულ მენატრება, ვგიჟდები ყველაფერი გადამწვანებული რომაა. მაგრამ ეს გურული ხასიათი....

  • "ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი"

ჩემი უდიდესი ტრაგედია ჩემს ძმას უკავშირდება, საშინელება დაგვატყდა თავს. ჩემი 22 წლის ძმა 1991 წელს ქუჩაში მოკლეს. ეს ამბავი დოლიძეზე მოხდა - ნასვამმა დოლიძელებმა თავისსავე უბანში მოკლეს ჩემი ძმა. ისინი სამნი იყვნენ და სიგარეტის გამო შეკამთდნენ.

ეს ერთი ტრაგედია იყო, მეორე კი სასამართლო პროცესები, - ყველა მოსყიდული იყო, ჩვენი ადვოკატიც კი. მკვლელი, რომელსაც არც უარუყვია მკვლელობა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, იმ მოტივით, თითქოსდა თავს იცავდაო. ისე გამოიყვანეს, თითქოს ჩემი ძმა დაესხა სამივეს თავს, ისინი კი იგერიებდნენ. იმ დროისთვის უკვე ბევრი უსამართლობა მქონდა ნანახი, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო, მაგრამ ასეთი - არაფერი. კახას დიდი და ძლიერი სამეგობრო ჰყავდა. მზად იყვნენ შურისძიებისთვის, მაგრამ დედა ყველას სათითაოდ ეხვეწებოდა, - შვილებო, ფიქრიც არ გაბედოთო. სულ ეშინოდა, კახას მეგობრებს სამაგიერო არ გადაეხადათ. არ ვაჭარბებ, კახა ყველასთვის სათაყვანებელი, ლამაზი, ნიჭიერი და კარგი ადამიანი იყო. ამასთანავე, ის ძლიერი, პოეტური, სამართლიანი, გოგონებისთვის სასურველი ბიჭი და ბიჭებისთვის სასურველი მეგობარი იყო. მოკლედ, ძალიან მძიმედ გადავიტანეთ ეს ტრაგედია, ჩემი მშობლები ამ დროს უკვე 60-ს გადაცილებულები იყვნენ. ეს უმძიმესი დარტყმა იყო ჩვენთვის ყველასთვის. მაგრამ მოხუცი მშობლები მთლად განადგურდნენ. მამა მალევე გარდაიცვალა.

  • "ცოტა ხანში, გოგლაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში"

ცოტა ხანში, გოგლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ის "მწვანეთა მოძრაობაში“ გავიცანი, მაშინ 21 წლის სტუდენტი ვიყავი. მანამდე, ერთი მეგობარი მყავდა, ჩემთან იყო, დედას ტელეფონების წიგნაკი ჰქონდა, ალფაბეტს რომ ჩამოვყევით, მ-ზე ეწერა - "მწვანეები“. მეგობარი მეუბნება, მოიცა, მანდ დავრეკოთ, მათი სპიკერი - ზურა ჟვანია მომწონსო. ვუთხარი, რატომ მოგწონს, ბებერია-მეთქი. იმ ასაკში დიდად მეჩვენებოდა. 1992 წლის არჩევნების წინა პერიოდი იყო და ზურასთან ტელეფონით დაკავშირება რთული იყო. დავრეკეთ და მაკა მდივანს ეუბნება, ნანა ვარ, დევდარიანი, სასწრაფო საქმე მაქვსო. ზურამ ყურმილი აიღო, და მაკა ეუბნება, - ზურა, ნანა არ ვარ, მაკა ვარ და ძალიან მიყვარხარო. ზურას გაეღიმა, მაგრამ თბილად მოიშორა, უთხრა, ახლა არჩევნები გვაქვს და როცა ჩაივლის, მერე დამირეკეო.

არჩევნებმა "მწვანეებისთვის“ ტრიუმფალურად ჩაიარა, მაკას არ დავიწყნია, ზურას დაურეკა და ეუბნება - გამარჯობა ზურა, სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო. ძალიან სასაცილო იყო... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იუმორის დონეზე დარჩა. მაკას ინიციატივითვე შევედით "მწვანეებში“. გარემოს დაცვა ყოველთვის მაინტერესებდა. "მწვანეებს“ დიდი გეგმები ჰქონდათ, ევროპარლამენტარებთან ურთიერთობდნენ, ძალიან საინტერესო გუნდი იყო და გული მწყდება, რომ მერე "მოქკავშირად" გადაიქცნენ და სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ სხვა მასშტაბების პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდათ, თორემ, მაშინდელი "მწვანეთა მოძრაობა“ იყო სუპერპროგრესული ძალა.

თვითონ ზურა იყო ძალიან პროგრესული ადამიანი. მდგრადი განვითარების პრინციპები ისე ესმოდა, როგორც არავის იმდროინდელ საქართველოში (და შეიძლება მის ფარგლებს გარეთაც). მოკლედ, ძალიან მომწონდა იქ ყოფნა. მაშინ პოლიტექნიკურში ვმუშაობდი კათედრაზე, პარალელურად კი "მწვანეებში“ დავდიოდი, სადაც შევხვდი გოგლას. ზურა რამდენადაც სწრაფი იყო მოქმედებასა თუ აზროვნებაში, გოგლა იმდენად ნელი და დინჯი იყო, ტიპიური ლეჩხუმელი (ბებია ყავდა ლეჩხუმიდან, სოფელ დერჩიდან, რომელზეც გიჟდებოდა)... ძმები რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ზურას შეეძლო ერთ ღამეში ერთი წიგნი წაეკითხა, 4 საათი სძინებოდა და მეორე დღეს ფორმაში ყოფილიყო. მართლაც უნიკალურად ნიჭიერი იყო. ზოგადად, მათი ოჯახი იყო ყველაზე დიდი სიმდიდრე, ზურას და გოგლას საოცარი დედ-მამა ჰყავდათ.

  • "ძალიან განვიცდი, ჩამოსვლა რომ ვერ მოვახერხე"

შევარდნაძე ჩემთვის ბავშვობიდან მიუღებელი იყო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ზურას ათასგვარი ბინძური ჭორი აუგორა, ხან უკანონო შვილობას აბრალებდნენ, ხან ეთნიკურ წარმომავლობაზე უვრცელებდნენ ჭორებს. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ეთნიკური ნიშნით ადამიანების გარჩევაზე ლაპარაკი არ ყოფილა, ყველას ერთნაირად ვცემდით პატივს და არავის ვანსხვავებდით. გოგლას არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ეთნიკურად არაქართველი იყო, ძალიან ქართული. მათთან სიახლოვემ ბევრი რამ შემძინა.

გოგლას მშობლებზე ვგიჟდებოდი, საოცრად თბილები, დახვეწილები და განათლებულები იყვნენ. დიდი სანათესაო ჰყავდათ ორივე მხრიდან და მათი სახლი ყველას შეკრების ადგილი იყო. მამა გოგლასავით დინჯი და კეთილშობილი, დედა კი აქტიური, ენერგიული და საოცრად კეთილი - ყველაზე გადაყოლილი იყო. გერმანიაში ვიყავი, როცა რემა დეიდა გარდაიცვალა, გოგლა სამი დღით ადრე ჩავიდა საქართველოში. მე და ჩემი შილები კი კოვიდის გამო, საერთოდ ვერ ჩავედით და დღემდე ამას ძალიან განვიცდი....

  • "გეხვეწები, პალატაში შევარდნაძეზე ცუდი არაფერი თქვაო"

გოგლას ლაპარაკი არ უყვარს და მხოლოდ ქცევით მაგრძნობინა სიყვარული, მთელი მისი ქმედებებით გამოხატავდა ამას. სხვათა შორის, 22 აპრილს ვიქორწინეთ - დედამიწის დღეს, სპეციალურად არ დაგვიმთხვევია... შეუღლება ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, მძიმე პერიოდი იყო - აფხაზეთის ომი... ქორწინების პირველი პერიოდიდან რაც მახსენდება, ეს არის ომი, პოლიტიკური საუბრები... როგორც უკვე ვთქვი, მამაჩემისთვის შევარდნაძე სრულიად მიუღებელი იყო და როცა გოგლას მივყვებოდი ცოლად, მაშინ ზურას გამოკვეთილი პროშევარდნაძისტული პოზიცია ეჭირა. ამაზე ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი. მამა თავის აზრებს არასდროს მალავდა და განვიცდიდი, პირველივე შეხვედრაზე რამე უხერხულობა არ შეექმნა. მახსოვს, ვეხვეწებოდი, შევარდნაძეზე ცუდი არაფერი თქვა-მეთქი. იმ პირველ საღამოს გაგვიწია ანგარიში. ჩემთვისაც იმდენად მიუღებელი იყო შევარდნაძე, მეც გამოვხატავდი ამას. წარმოიდგინეთ, ის პერიოდია, როცა ზურა არის შევარდნაძის უახლოესი, მე კი სულ პროტესტს და უკმაყოფილებას გამოვხატავ. ერთი სასაცილო მომენტი მახსენდება: მუცელი ამტკივდა და სამშობიაროში უნდა წამიყვანონ, 1994 წლის 8 მარტია, პატარა ვარ, დედამთილი მეუბნება, რაღაც უნდა გთხოვო და შემისრულეო. მეგონა, მეტყოდა ექიმებს დაუჯერეო ან რაიმე მსგავსს, ის კი მეუბნება - გეხვეწები, პალატაში შევარდნაძეზე ცუდი არაფერი თქვაო. ისე განიცდიდა ამ დაპირისპირებულ აზრებს, სამშობიაროში მიმავალსაც ამას მთხოვდა. ძალიან სასაცილო იყო. სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი, საბოლოოდ, შევარდნაძემ ზურა დაუნდობლად გაწირა...

  • ორჯერ გარემოს დაცვის სამინისტროში და ორჯერ - გაეროში

ნინო ჩხობაძეს "მწვანეებიდან“ ვიცნობდი. მინისტრად რომ დანიშნეს, მეც შემომთავაზა სამინისტროში მისვლა. საინტერესო პერიოდი იყო. მწვანეებიდან მისული ნინო გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ვარსკვლავად იქცა. ბევრი ისეთი კანონი მივიღეთ და ისეთ მრავალმხრივ ხელშეკრულებას მივუერთდით, საკანონმდებლო დონეზე გარემოსდაცვითი სტანდარტებით საქართველო გამორჩეულად პროგრესული იყო მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ზურა იმხანად პარლამენტის თავმჯდომარე იყო და კარგად ესმოდა, რა იყო გარემოს დაცვა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში იშვიათი გამონაკლისი იყო. მერე, სააკაშვილის პერიოდში კი დაერივნენ გარემოსდაცვით კანონმდებლობას, მაგრამ 90-იანების ბოლოს, ჩვენი სამინისტრო წამყვანი იყო. ბევრ მინისტრთან მიმუშავია, მათ შორის გოგა ხაჩიძესთან, რომელმაც განსხვავებული აზრის, თუ შეკამათების გამო სამსახურიდან ძალიან ცუდი ფორმით გამათავისუფლა (საერთაშორისო ურთიერთობების და გარემოს დაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიყავი).

ამის შემდეგ ჟენევაში წავედი და გაეროში დავიწყე მუშაობა. არჩევნებამდე სამი თვით ადრე საქართველოში დავბრუნდი და ჩავერთე "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში, მათ შორის, გარემოსდაცვითი პროგრამის შემუშავებაში. მერე მოხდა ცვლილება, რასაც მოჰყვა ჩემი და ხათუნა გოგალაძის ისევ გარემოს დაცვის სამინისტროში დაბრუნება. ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწია სააკაშვილის დროს დაშლილი სამინისტროს აღდგენა. მინისტრის მოადგილე ვიყავი, ორივეს კარგად გვესმოდა რა იყო გასაკეთებელი, თუმცა სრულიად ხელ-ფეხშეკრულები აღმოვჩნდით. ბევრი სირთულე გადაგვხდა თავს და საბოლოოდ, ჩვენს მიერ დასახული მიზნების განხორციელება ვერ შევძელით, რაც ჩემთვის დღემდე ძალიან მტკივნეულია. ეს იყო სფერო, რომელსაც ძალიან ცოტა გულშემატკივარი ჰყავდა ხელისუფლებაში.

მერე მოხსნეს ხათუნა, მეც წამოვედი და ისევ ჟენევაში დავბრუნდი. წელიწადნახევარი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოს დაცვით განყოფილებაში ვიმუშავე, შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი. ახლა კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის საკითხებზე ვმუშაობ. ეს განყოფილება ბაზირებულია გერმანიაში, ვცხოვრობ ქალაქ ბონში და ვმუშაობთ 56 ქვეყნის სამ სექტორთან, რათა ევროპის რეგიონში შევამციროთ ტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურება, გამონაბოლქვი, ხმაური, და მოვახდინოთ მაქსიმალურად ჯანსაღი ტრანსპორტის წახალისება, როგორიცაა ველოსიპედით სიარული და გარემოსთვის უვნებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძალიან საინტერესო საქმეა და უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს, თუ კი რეალურ შედეგებს მივაღწევთ.

საქართველოში მუშაობის სურვილი ჩემს აქ ყოფნას მუდმივად თან გასდევს. ვერ წარმომიდგენია უფრო დიდი პროფესიული ბედნიერება, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში რაიმე სასარგებლოს გაკეთება.

  • "ოჯახმა ერთად მოვიყარეთ თავი"

დედას ჩემი ძმისთვის უნდოდა ბექა დაერქმია, მაგრამ არ დაარქვა და უფროს შვილს მე დავარქვი ეს სახელი. მეორე შვილს ზურა ჰქვია და ორივენი ბიძებთან არიან კავშირში... ჩემი უფროსი შვილი გერმანიის საუნივერსიტეტო ქალაქ აახენში სწავლობს კომპიუტერულ მეცნიერებას, ზურა კი ბონის საერთაშორისო სკოლაში დადის. ის ბევრს ფიქრობს მომავალ პროფესიაზე და ამ ბოლო დროს ინჟინერიამ დააინტერესა. აქ ეს დარგი ძალიან კარგადაა განვითარებული, თუმცა ჯერ გერმანული არ იცის და ალბათ ისწავლის.

გოგლა 2 თვეა, რაც ბონშია, ერთად ვართ. მაწუხებს, რომ 90 წლის დედა მარტო მყავს თბილისში და წელიწადნახევარია არ მინახავს. ჩემი ოცნებაა, ოდესმე ადამიანის უფლებების კუთხით ვიმუშაო. უსამართლობა ყველა სფეროში მიუღებელია და სამართლებრივ სახელმწიფოზე ვოცნებობ.

  • "ვთვლი, რომ ჯარში ვარ..."

ევროპაში ცხოვრებამ იცით, რა მაჩვენა? საქართველოსთან შედარებით, აქ ისეთი მძიმე ბიუროკრატიაა, სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ არიან ეს ქვეყნები ასეთი განვითარებული, სად არის წარმატების მთავარი საიდუმლო.

საქართველოში როცა ხარ, არაფერი მოგწონს და გგონია, სხვაგან ყველაფერი უკეთესია, ჩვენი ქვეყნების განვითარებას შორის განსხვავება ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ ადამიანთან ურთიერთობაში, თითოეულ უწყებასთან ურთიერთობაში გაქვს განცდა, რომ ისინი ჩვეულებრივები არიან, არაფრით უკეთესები. ჩემი დაკვირვებით, ევროპული წარმატების მთავარი საიდუმლო ორ რამეშია - პროფესინალიზმსა და დისციპლინაში (ამ უკანასკნელში მაღალი პასუხისმგებლობა, პატიოსნება, არმოტყუება შედის).

ნოსტალგიას ვერ აღგიწერთ... საქართველოში ცხოვრება ჩემთვის ბედნიერება, აქ ცხოვრება კი სავალდებულო სამსახურივითაა. ჩემი სუნთქვა და არსებობა საქართველოა და ამას ფიზიკურად ვგრძნობ. მენატრება, მეტირება, ჟრუანტელი მივლის, სულ მეფიქრება, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ ის საქართველო გვქონდეს, როგორიც ყველას გვინდა, ისეთი იყოს, რომ არც მე და არც სხვას დიდი ხნით არ დასჭირდეს უცხოეთში ყოფნა. ეს არის და ეს...