სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცას ძალიან სურს კალაძის პარტიიდან გარიყვა, მაგრამ მისი წასვლა ასე იოლი არ იქნება "ოცნებისთვის" - რას ამბობს ექსპერტი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე?
"ვიღაცას ძალიან სურს კალაძის პარტიიდან გარიყვა, მაგრამ მისი წასვლა ასე იოლი არ იქნება "ოცნებისთვის" - რას ამბობს ექსპერტი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე?

მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. აშ­კა­რად ჩანს, რომ პარ­ტი­ა­ში ვი­თა­რე­ბა არ­ცთუ მშვი­დია. მა­გა­ლი­თად, ამ ცოტა ხნის წინ უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა წო­ნი­ან­მა წევ­რმა კახი კა­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, შე­იძ­ლე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­ვი­დეო.

ამ სა­კი­თხებ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თამ" ისა­უბ­რა ექ­სპერ­ტმა მა­მუ­კა არე­ში­ძემ, გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ის, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე ვერ არის, აშ­კა­რად ჩანს, კახი კა­ხიშ­ვილ­ზე კი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ის არ არის ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი­დან გას­ვლას სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი­სა და დიდი წყე­ნის გა­რე­შე გა­და­წყვეტ­და, რად­გან ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნია. კო­ბა­ხი­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, კა­ხიშ­ვილს ორი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა შევ­თა­ვა­ზეთ და უარი თქვაო, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. მა­გა­ლი­თად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა­ზე ცხა­დია უარს იტყო­და, რად­გან ის არ არის ის ადა­მი­ა­ნი, ვინც თა­ნამ­დე­ბო­ბის გამო ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოწ­მობს, რომ რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­და პარ­ტი­ი­დან, ფუნ­ქცი­ე­ბი მო­ი­შა­ლა და ვინ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, ვერ გა­ი­გებ. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ არის.რაც შე­ე­ხე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბას "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" და პარ­ტი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ცვლი­ლე­ბებს, მა­ი­სის ბო­ლოს ან ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ყრი­ლო­ბა იქ­ნე­ბა და იქ გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი. მათ, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბით ამ­ღვრე­ვენ "ოც­ნე­ბა­ში" წყალს და ცდი­ლო­ბენ ძლი­ე­რი ფი­გუ­რე­ბის მო­შო­რე­ბას, ფაქ­ტია, ამ ფი­გუ­რე­ბის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შნო არა აქვთ.

- ძლი­ერ ფი­გუ­რა­ში კახა კა­ლა­ძეს გუ­ლის­ხმობთ?

- კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ რად­გან ახ­სე­ნეთ კა­ლა­ძე, მოდი, მას­ზეც ვთქვათ ორი სი­ტყვა. აშ­კა­რაა, რომ ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან სურს მისი პარ­ტი­ი­დან გა­რიყ­ვა, მაგ­რამ კა­ლა­ძის წას­ვლა ასე იოლი არ იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის", რად­გან ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა და როცა აღარ იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის მერი, მა­ინც დარ­ჩე­ბა გავ­ლე­ნი­ან კახა კა­ლა­ძედ, მაგ­რამ ისი­ნი, ვინც მას ებ­რძვი­ან, რო­გორც კი აღარ იქ­ნე­ბი­ან ამა თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, იმ წუ­თი­დან და­კარ­გა­ვენ ყო­ველ­გვარ გავ­ლე­ნას და ფასს. კა­ლა­ძეს აქვს უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია. რო­გორც მერ­მაც თავი გა­მო­ი­ჩი­ნა. დე­და­ქა­ლაქ­ში გარ­დამ­ტე­ხი პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მისი მე­რო­ბი­სას არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა, მით უფრო ამ პან­დე­მი­ის დროს.სი­მარ­თლე გი­თხრათ, პარ­ტი­ა­ში ახ­ლან­დელ პო­ლი­ტი­კურ შე­მად­გენ­ლო­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, კა­ლა­ძის გარ­და, ვე­რა­ვის ვხე­დავ ისეთ ფი­გუ­რას, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბის შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას შეძ­ლებს.

არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა არა­პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა მო­ძებ­ნონ და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წრი­დან და­ა­სა­ხე­ლონ ვინ­მე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თიც არა­ვინ ჩანს. თუ ოპო­ზი­ცია არ გა­ერ­თი­ან­დე­ბა, კი­დევ ექ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი, მაგ­რამ თუ გა­ერ­თი­ან­დე­ბა და ის ახა­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბიც ძლი­ერ კან­დი­და­ტებს და­ა­ყე­ნე­ბენ, მა­შინ სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი, რას მო­ა­ხერ­ხებს მმარ­თვე­ლი პარ­ტია. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
82

იქნებ რომელიმე ექსპერტმა გაგვცეს პასუხი ერთ მარტივ და კონკრეტულ შეკითხვაზე: საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში ბ-მა ნ. მელიამ უფრო მეტი ოჯახი გამოასახლა საცხოვრებელი ბინებიდან, თუ ბ-მა კ. კალაძემ უფრო მეტი საცხოვრებელი ბინა მისცა ოჯახებს??? წინასწარ გმადლობთ.

სხვა...
55

შესანიშნავი კითხავაა...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვიღაცას ძალიან სურს კალაძის პარტიიდან გარიყვა, მაგრამ მისი წასვლა ასე იოლი არ იქნება "ოცნებისთვის" - რას ამბობს ექსპერტი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე?

"ვიღაცას ძალიან სურს კალაძის პარტიიდან გარიყვა, მაგრამ მისი წასვლა ასე იოლი არ იქნება "ოცნებისთვის" - რას ამბობს ექსპერტი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე?

მითქმა-მოთქმა არ წყდება "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე. აშკარად ჩანს, რომ პარტიაში ვითარება არცთუ მშვიდია. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ერთ-ერთმა წონიანმა წევრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, შეიძლება "ქართული ოცნებიდან" წავიდეო.

ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთამ" ისაუბრა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ის, რომ "ქართულ ოცნებაში" ყველაფერი რიგზე ვერ არის, აშკარად ჩანს, კახი კახიშვილზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო ვერტიკალიდან გასვლას სერიოზული მიზეზისა და დიდი წყენის გარეშე გადაწყვეტდა, რადგან ძალიან ერთგული ადამიანია. კობახიძემ კი განაცხადა, კახიშვილს ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ და უარი თქვაო, მაგრამ გააჩნია, რომელი კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზეს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე ცხადია უარს იტყოდა, რადგან ის არ არის ის ადამიანი, ვინც თანამდებობის გამო ყველაფერზე თანახმა იქნება. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პარტიიდან, ფუნქციები მოიშალა და ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს, ვერ გაიგებ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლება საერთოდ არ არის.რაც შეეხება დაპირისპირებას "ქართულ ოცნებაში" და პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებს, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ყრილობა იქნება და იქ გაირკვევა ყველაფერი. მათ, ვინც განსაკუთრებით ამღვრევენ "ოცნებაში" წყალს და ცდილობენ ძლიერი ფიგურების მოშორებას, ფაქტია, ამ ფიგურების გარეშე წარმატების მიღწევის შნო არა აქვთ.

- ძლიერ ფიგურაში კახა კალაძეს გულისხმობთ?

- კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ რადგან ახსენეთ კალაძე, მოდი, მასზეც ვთქვათ ორი სიტყვა. აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან სურს მისი პარტიიდან გარიყვა, მაგრამ კალაძის წასვლა ასე იოლი არ იქნება "ქართული ოცნებისთვის", რადგან ის არის პოლიტიკური ფიგურა და როცა აღარ იქნება თბილისის მერი, მაინც დარჩება გავლენიან კახა კალაძედ, მაგრამ ისინი, ვინც მას ებრძვიან, როგორც კი აღარ იქნებიან ამა თუ იმ თანამდებობაზე, იმ წუთიდან დაკარგავენ ყოველგვარ გავლენას და ფასს. კალაძეს აქვს უკვე პოლიტიკური ბიოგრაფია. როგორც მერმაც თავი გამოიჩინა. დედაქალაქში გარდამტეხი პროცესები შეიძლება მისი მერობისას არ ყოფილა, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა, მით უფრო ამ პანდემიის დროს.სიმართლე გითხრათ, პარტიაში ახლანდელ პოლიტიკურ შემადგენლობას რომ ვუყურებ, კალაძის გარდა, ვერავის ვხედავ ისეთ ფიგურას, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატობის შემთხვევაში წარმატების მიღწევას შეძლებს.

არ ვიცი, შეიძლება არაპოლიტიკური ფიგურა მოძებნონ და საზოგადოებრივი წრიდან დაასახელონ ვინმე, მაგრამ ჯერჯერობით ასეთიც არავინ ჩანს. თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, კიდევ ექნება "ქართული ოცნების" კანდიდატს გამარჯვების შანსი, მაგრამ თუ გაერთიანდება და ის ახალი მოთამაშეებიც ძლიერ კანდიდატებს დააყენებენ, მაშინ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას მოახერხებს მმართველი პარტია. იხილეთ სტატია სრულად

"ვიცით, რომ შეჭმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?" - გუბაზ სანიკიძე

"გუგულს უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას" - ირაკლი კობახიძე

მთავრობა 350 თეთრ პიკაპს ყიდულობს, რაშიც 35 800 000-მდე ლარს დახარჯავს