სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოდარ ფილია შვილს მუდმივად ხელს აფარებდა..." - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს
"ნოდარ ფილია შვილს მუდმივად ხელს აფარებდა..." - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმის­შვი­ლის, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ქე­მალ არ­ძინ­ბას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ნო­დარ ფი­ლი­ას ვაჟი, სო­ხუმ­ში მცხოვ­რე­ბი 29 წლის ბა­თალ ფი­ლია და­ა­კა­ვეს.

ე.წ შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ეს არის პირ­ვე­ლი პირი, ვისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც საქ­მის გარ­შე­მო მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა.

"18 მა­ისს, სო­ხუმ­ში, იმალ შა­მი­მის ქუ­ჩა­ზე, ორი და­უდ­გე­ნე­ლი პირი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მე-9 სარ­თულ­ზე ავი­და, სა­ი­და­ნაც კარ­გად მო­ჩანს ქე­მალ არ­ძინ­ბას სახ­ლის ღია აი­ვა­ნი. სწო­რედ იქი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და სამი გას­რო­ლა პრე­ზი­დენ­ტის ძმის­შვი­ლის მი­სა­მარ­თით, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლია Toyota-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, სა­დაც მას მე­სა­მე თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ელო­დე­ბო­და. იმა­ვე დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა სო­ხუ­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ იაშ­ტუ­ხა­ში დამ­წვა­რი იპო­ვეს..." - წერს უწყე­ბა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, და­ნარ­ჩე­ნი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ეტა­პობ­რი­ვად დგინ­დე­ბა.

ბა­თალ ფი­ლია

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შვი­ლის ცხოვ­რე­ბის წესს, თუმ­ცა მა­ინც არ სჯე­რათ, რომ 29 წლის ფი­ლია ასე­თი მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ავ­ტო­რია.

ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კორ­პუს­ში შე­სუ­ლი პი­რე­ბი ბევ­რად მაღ­ლე­ბი იყ­ვნენ, ვიდ­რე თუნ­დაც ბა­თალ ფი­ლი­აა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას საკ­მა­ოდ მდი­და­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი აქვს და არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვია.

"მა­მა­მი­სის გავ­ლე­ნე­ბით, ის აქამ­დე მი­ვი­და, ამას წი­ნათ, ერთ-ერთი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ცი­ხეს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­მე­ბი თა­ვად უწყო­ბენ ხელს, რომ შვი­ლებ­მა ცუდი გზა აირ­ჩი­ონ. ასე მო­უ­ვი­და ნო­დარ ფი­ლი­ა­საც. ხელს აფა­რებ­და შვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამა­სო­ბა­ში რე­ცი­დი­ვის­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და..." - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ამა­რატ ხურ­ცია.

2019 წლის აპ­რილ­ში ის ბზი­ფის საგ­ზაო მი­ლი­ცი­ამ ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის ქო­ნის გამო და­ა­კა­ვა. ფი­ლია სხვა დრო­საც არა­ერ­თხელ და­უ­კა­ვე­ბი­ათ სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წილს მა­ინც არ სჯე­რა, რომ ფი­ლია ამ საქ­მის ჩამ­დე­ნია და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ე.წ. მი­ლი­ცი­ამ ვი­თა­რე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად, ბა­თალ ფი­ლი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით საქ­მე შე­კე­რა.

"სო­ხუ­მი პა­ტა­რაა და ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. შე­საძ­ლოა, ის კრი­მი­ნა­ლია, მაგ­რამ და­ნა­შა­უ­ლის ასეთ მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბას ვერ შეძ­ლებ­და. ვინც მას იც­ნობს ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა. რას გვე­უბ­ნე­ბა მი­ლი­ცია, რომ ნარ­კო­მან­სა და ბუნ­ტის­თა­ნავ­თან ერ­თად, სნა­ი­პე­რიც იყო?.. ეს ხომ ზღა­პა­რია..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თა სი­ჭი­ნა­ვა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, რე­გი­ონ­ში უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია არ არ­სე­ბობს.

"ფი­ლი­ას პის­ტო­ლე­ტი იპო­ვეს დამ­წვა­რი "ტო­ი­ტას" ახ­ლოს. არა­და, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია ის გან­ზრახ და­ეგ­დოთ იქ, რათა გუ­და­უ­თე­ლე­ბის საქ­მეს­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ. ვი­ღაც ცდი­ლობს, ქე­მა­ლის მკვლე­ლო­ბით ორი კლა­ნი ერ­თმა­ნეთს გა­და­კი­დოს" - წერს აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი Apsny New Sukhum.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წოწო
64

რა უაზრო პოსტია, ვის აინტერესებს 

ზურა
5

იმალ შა­მი­მის ქუ­ჩა :))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ნოდარ ფილია შვილს მუდმივად ხელს აფარებდა..." - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს

"ნოდარ ფილია შვილს მუდმივად ხელს აფარებდა..." - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პირველი პრეზიდენტის ძმისშვილის, კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნოდარ ფილიას ვაჟი, სოხუმში მცხოვრები 29 წლის ბათალ ფილია დააკავეს.

ე.წ შს სამინისტროს ცნობით, ეს არის პირველი პირი, ვისი მონაწილეობაც საქმის გარშემო მოძიებული მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა.

"18 მაისს, სოხუმში, იმალ შამიმის ქუჩაზე, ორი დაუდგენელი პირი მრავალსართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე ავიდა, საიდანაც კარგად მოჩანს ქემალ არძინბას სახლის ღია აივანი. სწორედ იქიდან განხორციელდა სამი გასროლა პრეზიდენტის ძმისშვილის მისამართით, რომელიც სოხუმის რესპუბლიკის საავადმყოფოში მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილას აღმოჩენილია Toyota-ს მარკის ავტომანქანა, სადაც მას მესამე თანამონაწილე ელოდებოდა. იმავე დღეს სამართალდამცავებმა ავტომანქანა სოხუმის რაიონის სოფელ იაშტუხაში დამწვარი იპოვეს..." - წერს უწყება, რომლის ცნობითაც, დანარჩენი თანამზრახველების ვინაობა ეტაპობრივად დგინდება.

ბათალ ფილია

ადგილობრივები კარგად იცნობენ ე.წ. მაღალჩინოსნის შვილის ცხოვრების წესს, თუმცა მაინც არ სჯერათ, რომ 29 წლის ფილია ასეთი მაღალ დონეზე შესრულებული მკვლელობის ავტორია.

ნაწილი მიიჩნევს, რომ კორპუსში შესული პირები ბევრად მაღლები იყვნენ, ვიდრე თუნდაც ბათალ ფილიაა, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ მდიდარი კრიმინალური წარსული აქვს და არაერთგზის ნასამართლევია.

"მამამისის გავლენებით, ის აქამდე მივიდა, ამას წინათ, ერთ-ერთი დანაშაულის შემდეგ, რომელიც ციხეს ითვალისწინებდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მამები თავად უწყობენ ხელს, რომ შვილებმა ცუდი გზა აირჩიონ. ასე მოუვიდა ნოდარ ფილიასაც. ხელს აფარებდა შვილს წლების განმავლობაში და ამასობაში რეციდივისტად ჩამოყალიბდა..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ამარატ ხურცია.

2019 წლის აპრილში ის ბზიფის საგზაო მილიციამ იარაღის უკანონო ტარებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების ქონის გამო დააკავა. ფილია სხვა დროსაც არაერთხელ დაუკავებიათ სხვადასხვა დანაშაულისთვის, თუმცა ადგილობრივების ნაწილს მაინც არ სჯერა, რომ ფილია ამ საქმის ჩამდენია და მიაჩნიათ, რომ ე.წ. მილიციამ ვითარების დასამშვიდებლად, ბათალ ფილიას მონაწილეობით საქმე შეკერა.

"სოხუმი პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. შესაძლოა, ის კრიმინალია, მაგრამ დანაშაულის ასეთ მაღალ დონეზე შესრულებას ვერ შეძლებდა. ვინც მას იცნობს ყველა მიხვდება. რას გვეუბნება მილიცია, რომ ნარკომანსა და ბუნტისთანავთან ერთად, სნაიპერიც იყო?.. ეს ხომ ზღაპარია..." - წერს ადგილობრივი მართა სიჭინავა, რომლის ცნობითაც, რეგიონში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს.

"ფილიას პისტოლეტი იპოვეს დამწვარი "ტოიტას" ახლოს. არადა, სრულიად შესაძლებელია ის განზრახ დაეგდოთ იქ, რათა გუდაუთელების საქმესთან დაეკავშირებინათ. ვიღაც ცდილობს, ქემალის მკვლელობით ორი კლანი ერთმანეთს გადაკიდოს" - წერს აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე ინტერნეტმომხმარებელი Apsny New Sukhum.

მორიგი სისხლიანი დაპირისპირება აფხაზებსა და რუს ტურისტებს შორის  - ვინ არის თავდამსხმელი აფხაზი და როგორია დაჭრილი ტურისტების მდგომარეობა?

"რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“ - აფხაზეთში რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა

"აქციებს ვგეგმავთ და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, ე.წ. საზღვრის იქით გადავალ" - ზაზა გახელაძის მეუღლე