სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა
"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა

ალ­ბათ ჩვენ­ში არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ერთხელ მა­ინც არ ჰქონ­დეს ნა­ნა­ხი უკ­ვდა­ვი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სპექ­ტაკ­ლი "ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს", რო­მელ­შიც გე­ნი­ა­ლუ­რი არ­ტის­ტე­ბი - ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი, ზაზა ლე­ბა­ნი­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, მურ­მან ჯი­ნო­რია და მათ­თან ერ­თად, იმ დრო­ი­სათ­ვის დამ­წყე­ბი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ.

სპექ­ტაკ­ლის რჟი­სო­რი გი­ორ­გი (კახა) კა­ხაბ­რიშ­ვი­ლია, რო­მე­ლის სამ­წუ­ხა­როდ, გუ­შინ 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... ბა­ტონ­მა კა­ხამ მისი წას­ვლით ბევრ ადა­მი­ანს დას­წყვი­ტა გული. სა­ტე­ლე­ვი­ზიო თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რის კა­რი­ე­რა ამ სპექ­ტაკ­ლით 22 წლის ასაკ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ი­წყო. ის დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მო­წა­ფე გახ­ლდათ. დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი. იყო დრა­მის რე­ჟი­სო­რი, თუმ­ცა თე­ატ­რში არც ერთი დღე არ უმუ­შა­ვია, რად­გა­ნაც ისე აე­წყო მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ნო­ბა, რომ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­დან პირ­და­პირ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოხ­ვდა და სამი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს "პირ­ველ არხზე" მოღ­ვა­წე­ობ­და.

საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ვი­დან ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის რე­ჟი­სო­რო­ბით და­ი­წყო და შენ­დეგ უკვე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ტე­ლე­თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. თა­ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო ქარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო თე­ატ­რის პატ­რი­არ­ქსაც უწო­დე­ბენ.

"რო­დე­საც სპექ­ტა­ლი ("ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს") სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­და, პირ­ვე­ლი, ვინც და­მი­რე­კა, ეს ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არ და­მა­ვი­წყდე­ბა, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი იყო, - უკვე მიყ­ვარ­ხარ, ასე­თი კარ­გი საქ­მე რომ გა­ა­კე­თე (ის და ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი უკვე და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ)... ბა­ტო­ნი ვასო ჩემ­თვის უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გაკ­ვე­თი­ლი იყო. ის ყო­ველ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მოს­ვლის წინ სა­კუ­თარ იდე­ებს მი­თან­ხმებ­და,“ - ასე ყვე­ბო­და ბა­ტო­ნი კახა წლე­ბის წინ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ასევე დაგაინტერესებთ
12:46 / 20-05-2021

გარდაიცვალა რეჟისორი კახა კახაბრიშვილი

მისი შემ­დე­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი“ იყო, სა­დაც ბა­ტო­ნი ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამის შემ­დეგ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძი­სა და რე­ჟი­სო­რის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ერ­თმა­ნეთს ისე და­უ­კავ­შირ­და, რომ 6 სპექ­ტაკლზე იმუ­შა­ვეს - "გვა­დი ბიგ­ვა", "საბა ტა­ბი­ძის ორ­შა­ბა­თე­ბი", "ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბა", "ხო­რუ­მი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვაა", "მტრე­დის მო­ტა­ნი­ლი ბა­რა­თე­ბი" და კი­დევ არა­ერ­თი სპექ­ტაკ­ლი...

"ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს" - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი. 1975 წელი

ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

"გული დამ­წყდა, რომ ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­თი კაცი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო თე­ატ­რის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მოღ­ვა­წე გა­მო­აკ­ლდა. რაც გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს, თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი გე­ნი­ა­ლურ არ­ტისტს ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა. შარ­შან ერო­სის 95 წლის იუ­ბი­ლე რომ აღ­ვნიშ­ნე, ბა­ტო­ნი კახა ერო­სის სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო­თი და­ვა­ჯილ­დო­ვეთ. ალ­ბათ ეს იყო მისი ერთ-ერთი ბოლო ჯილ­დო და გა­ხა­რე­ბა. შე­უძ­ლოდ იყო, თუმ­ცა გა­ჭირ­ვე­ბით მა­ინც მო­ვი­და, სცე­ნა­ზე ვერ ამო­ვი­და, ამი­ტომ, ჯილ­დო პარ­ტერ­ში ჩა­ვუ­ტა­ნეთ. ერო­სის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე პა­უ­ზა რომ ჰქონ­და, ის პე­რი­ო­დი მას­თან სა­ტე­ლე­ვი­ზიო სპექ­ტაკ­ლებ­ში მუ­შა­ო­ბამ გა­და­ა­ტა­ნი­ნა. მი­ხა­რია, რომ მისი ავ­ტო­რო­ბით ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლე­ბი დარ­ჩა და მათ­გან ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - „ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს“, სა­დაც ვასო გი­ძი­აშ­ვი­ლი­სა და ზაზა ლე­ბა­ნი­ძის გე­ნი­ა­ლუ­რი დუ­ე­ტი შედ­გა. ვუ­თა­ნაგ­რძნობ ქარ­თულ თე­ატრს ამ და­ნაკ­ლისს. ის პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­საც ეწე­ო­და, ჰყავ­და მოს­წავ­ლე­ე­ბი და იყო გა­მორ­ჩე­უ­ლად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი".

კად­რი სპექ­ტაკ­ლი­დან - "გვა­დი ბიგ­ვა" - გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბი

კახა კა­ხაბ­რიშ­ვილს სხვა­დას­ხვა წელს ეკა­ვა საქ­ტე­ლე­რა­დი­ო­კორ­პო­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, ტე­ლე­ვი­ზი­ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "თე­ატ­რო­ნის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტი. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის ქარ­თუ­ლად გახ­მო­ვა­ნე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ნატო ონი­ან­მა კახა კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას გა­იც­ნო, ისი­ნი ერ­თად საქ­მი­ა­ნობ­დნენ შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტშიც:

"ბო­ლოს სულ ცოტა ხნის წინ ვე­ლა­პა­რა­კე, აღ­დგო­მა მო­მი­ლო­ცა, მძი­მედ ვი­ყა­ვიო, მი­თხრა, მაგ­რამ ექიმს ემად­ლი­ე­რე­ბო­და, გა­მოვ­ძვე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­და­ნო. გა­მი­ხარ­და ასე რომ დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას არაფ­რით ვე­ლო­დი. არც კი მჯე­რა, რომ ეს სი­მარ­თლეა. ვიდ­რე კა­ხას გა­ვიც­ნობ­დი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ალ­ბათ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო მისი სპექ­ტაკ­ლით "ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს". ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი იყო მისი "უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი", "გვა­დი ბიგ­ვა"... ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ გა­მაც­ნეს, მისი გვა­რი და სა­ხე­ლი მი­თხეს, პირ­ვე­ლი ასო­ცი­ა­ცია, რაც წა­მო­ვი­და, იყო „მა­ში­კო!, სუ­ლი­კოო!“ - თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და ასე მივ­მარ­თე. ამა­ზე ბევ­რი იცი­ნა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო, იმ სუ­ლის, რომ­ლე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ ამ ქა­ლაქს ნელ-ნელა ტო­ვე­ბენ. ნამ­დვი­ლი თბი­ლი­სე­ლი გახ­ლდათ, თა­ვი­სი აღ­ზრდით, ხა­სი­ა­თით, რო­მელ­საც ჰქონ­და მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ზნე­ობ­რი­ვი კო­დექ­სი, თა­ვი­სი ქცე­ვის წე­სე­ბი.

"უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი"... 1978 წელი

სულ მიყ­ვე­ბო­და მისი ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ ამ­ბებს და ეს იყო რა­ღაც­ნა­ი­რად რე­ჟი­სო­რის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი მისი სამ­ყა­რო. მა­გა­ლი­თად, მახ­სოვს ყვე­ბო­და, რო­გორ ყი­დუ­ლობ­და ნო­ქა­რის­გან (უყ­ვარ­და ასე­თი სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა) ერთ კილო შა­ქარს, როცა ქვე­ყა­ნა­ში დიდი გა­ჭირ­ვე­ბა იყო და არა­ფე­რი იშო­ვე­ბო­და. ნო­ქა­რი კი ცოტა ზედ­მეტს მიყ­რი­დაო. იმის­თვის, რომ ბავ­შვს გზა­ში შაქ­რის ნა­ტე­ხე­ბი მე­ჭა­მა, დე­დას­თვის ზუს­ტი წონა მი­მე­ტა­ნა სახ­ლში, რომ მშო­ბელს არ ეფიქ­რა, ბავ­შვს ნო­ქარ­მა წო­ნა­ში მო­ა­ტყუა და შა­ქა­რი და­აკ­ლოო.

წარ­მო­გიდ­გე­ნია, რო­გო­რი ხალ­ხი იყო? - იტყო­და ხოლ­მე. "ჭრელ აბა­ნო­ში" მე­ქი­სე ჰყავ­და, რო­მელ­საც ერთხელ მის­თვის დიდი სუფ­რა გა­უშ­ლია. გა­მიკ­ვირ­და, რომ სუფ­რა­ზე დამ­პა­ტი­ჟაო. მე და ჩემს ოჯახს სახ­ლი და კარი რომ გვაქვს, შენი და შენ­ნა­ი­რი ხალ­ხის ბრა­ლი­აო, მა­მა­შე­ნიც ჩვე­ნი კლი­ენ­ტი იყოო, არ ვი­ცო­დი, რომ აღარ არის და ეს სუფ­რა მის პა­ტივ­სა­ცე­მა­დაც არი­სო. არ შემ­რცხვე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ მის­თვის ეს სამ­ყა­რო ასე­თი ამ­ბე­ბით იყო ნაქ­სო­ვი. სულ ცდი­ლობ­და ეს ამ­ბე­ბი მო­ე­ყო­ლა, ის ადა­მი­ა­ნად ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ისი­ნი და ეს მის სპექ­ტაკ­ლებ­ში ჩანს კი­დეც.

მად­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით. მო­ყო­ლი­ლი აქვს, რო­დე­საც სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობ­და, რო­გორ და­ეხ­მა­რა მას ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი, სა­სიმ­ღე­რო ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი პეტ­რე გრუ­ზინ­სკი, რო­გორ სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა გოგი ცა­ბა­ძეს და მათ სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­უქ­მნეს. ეს სულ ახ­სოვ­და. სა­ო­ცა­რი ბედი ჰქონ­და ამ ადა­მი­ანს, სულ პა­ტა­რა ბიჭი იყო, რო­დე­საც ამ გე­ნი­ა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლის დად­გმა შეძ­ლო და იქ სცე­ნის კო­რი­ფე­ე­ბი ათა­მა­შა. ამის გამო პე­და­გო­გის მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მად­ლი­ე­რიც იყო. ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და მის ცხოვ­რე­ბა­ში და არა­ფერს შე­უც­ვლია... მას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ასე­ვე უცხო­უ­რი ფილ­მე­ბის ქარ­თუ­ლად გახ­მო­ვა­ნე­ბა­ში. სტუ­დია "თე­ატ­რო­ნი“ შექ­მნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, სა­დაც არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იყო ყვე­ლას მი­მართ და რა­საც აკე­თებ­და - ხა­რის­ხი­ა­ნად. უღა­ლა­ტო მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ, ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი მის გვერ­დში დგო­მას, ყო­ველ­თვის თბი­ლად მო­მი­კი­თხავ­და. ყვე­ლა­ზე დიდი სა­ფიქ­რა­ლი ადა­მი­ა­ნი მის­თვის მისი ვაჟი სან­დრო კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი იყო. მისი წარ­მა­ტე­ბა უხა­რო­და და რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი დად­გა. პა­ტა­რა რომ იყო, სტუ­დენ­ტი მა­შინ ვიც­ნობ­დი და მა­შინ უკვე შემ­დგა­რი იყო. უხა­რო­და მისი წარ­მა­ტე­ბა. თვლი­და, რომ გა­უ­მარ­თლა ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ასე­თი კარ­გი შვი­ლი ჰყავ­და.

- თუმ­ცა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დი­დად არ გა­უ­მარ­თლა. მისი მე­უღ­ლე, ანუ სან­დროს დედა ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლი იყო...

- ამა­ზე არა­სო­დეს გვი­სა­უბ­რია, რად­გა­ნაც არ მი­მი­ცია ჩემი თა­ვის­თვის უფ­ლე­ბა, ამა­ზე გვე­სა­უბ­რა, ვფიქ­რობ­დი, რომ ეს მის­თვის ყო­ველ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი იყო.

კახა კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი თა­მარ გვერდწი­თელ­თან ერ­თად... გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბი

- "ვარ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რად­გა­ნაც ჩემი მე­უღ­ლე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლი იყო... გვყავს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­ლი სან­დრო, ის ჩემ­თვი­საც და დე­და­მი­სის­თვი­საც ძვირ­ფა­სია" - ეს მას ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აქვს ნათ­ქვა­მი...

- ხომ ვამ­ბობ, ჩვენ ამა­ზე არ გვი­სა­უბ­რია... ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტში, კახა იქ რექ­ტო­რი იყო... ხომ ვამ­ბობ, ახლო მე­გობ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი ეკა­ვა, ყვე­ლას­თვის სით­ბო­სა და ყუ­რა­დღე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას ახერ­ხებ­და. გული მწყდე­ბა, რომ მალე დას­ვეს სახ­ლში და თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის ბო­ლომ­დე გა­მო­ყე­ნე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებ­და. არა­და, ამ­ხე­ლა ენერ­გი­ის და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იყო... მოკ­ლედ, ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­აზ­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, რომ აღარ არის. მგო­ნია, რომ სხვა­ზე ვლა­პა­რა­კობ“...

AMBEBI.GE მწუ­ა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს გი­ორ­გი (კახა) კა­ხაბ­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს მის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

ღმერთმა კარგ ნათელში ამყოფოს მისი სული!

ნანა
0

რა სამწუხაროა,ასეთი დარბაისელი და კულტურული ადამიანები რომ გვტოვებენ <3 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა

"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა

ალბათ ჩვენში არ არსებობს ადამიანი, ერთხელ მაინც არ ჰქონდეს ნანახი უკვდავი სატელევიზიო სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", რომელშიც გენიალური არტისტები - ვასო გოძიაშვილი, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია და მათთან ერთად, იმ დროისათვის დამწყები ახალგაზრდა მსახიობები თამაშობენ.

სპექტაკლის რჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილია, რომელის სამწუხაროდ, გუშინ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა... ბატონმა კახამ მისი წასვლით ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული. სატელევიზიო თეატრის რეჟისორის კარიერა ამ სპექტაკლით 22 წლის ასაკში წარმატებულად დაიწყო. ის დიდი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე გახლდათ. დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი. იყო დრამის რეჟისორი, თუმცა თეატრში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგანაც ისე აეწყო მისი შემოქმედებითი საქმინობა, რომ თეატრალური ინსტიტუტიდან პირდაპირ ტელევიზიაში მოხვდა და სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს "პირველ არხზე" მოღვაწეობდა.

საქმიანობა თავიდან ტელეგადაცემების რეჟისორობით დაიწყო და შენდეგ უკვე სატელევიზიო ტელეთეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. თავისი დამსახურების გამო ქართული სატელევიზიო თეატრის პატრიარქსაც უწოდებენ.

"როდესაც სპექტალი ("ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს") საქართველოს ტელევიზიით გავიდა, პირველი, ვინც დამირეკა, ეს ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, სესილია თაყაიშვილი იყო, - უკვე მიყვარხარ, ასეთი კარგი საქმე რომ გააკეთე (ის და ვასო გოძიაშვილი უკვე დაცილებულები იყვნენ)... ბატონი ვასო ჩემთვის უდიდესი პროფესიონალიზმის გაკვეთილი იყო. ის ყოველ რეპეტიციაზე მოსვლის წინ საკუთარ იდეებს მითანხმებდა,“ - ასე ყვებოდა ბატონი კახა წლების წინ ჩვენთან ინტერვიუში.

მისი შემდეგი წარმატებული ნამუშევარი "უჩინმაჩინის ქუდი“ იყო, სადაც ბატონი ეროსი მანჯგალაძე მონაწილეობდა. ამის შემდეგ ეროსი მანჯგალაძისა და რეჟისორის შემოქმედებითი საქმიანობა ერთმანეთს ისე დაუკავშირდა, რომ 6 სპექტაკლზე იმუშავეს - "გვადი ბიგვა", "საბა ტაბიძის ორშაბათები", "ვაზის ყვავილობა", "ხორუმი ქართული ცეკვაა", "მტრედის მოტანილი ბარათები" და კიდევ არაერთი სპექტაკლი...

"ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - შემოქმედებითი ჯგუფი. 1975 წელი

ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრმცოდნე:

"გული დამწყდა, რომ ქართულ თეატრალურ საზოგადოებას ასეთი კაცი, სატელევიზიო თეატრის ყველაზე აქტიური მოღვაწე გამოაკლდა. რაც გაკეთებული აქვს, თითქმის ყველაფერი გენიალურ არტისტს ეროსი მანჯგალაძეს უკავშირდება. შარშან ეროსის 95 წლის იუბილე რომ აღვნიშნე, ბატონი კახა ეროსის სახელობის ჯილდოთი დავაჯილდოვეთ. ალბათ ეს იყო მისი ერთ-ერთი ბოლო ჯილდო და გახარება. შეუძლოდ იყო, თუმცა გაჭირვებით მაინც მოვიდა, სცენაზე ვერ ამოვიდა, ამიტომ, ჯილდო პარტერში ჩავუტანეთ. ეროსის თეატრის სცენაზე პაუზა რომ ჰქონდა, ის პერიოდი მასთან სატელევიზიო სპექტაკლებში მუშაობამ გადაატანინა. მიხარია, რომ მისი ავტორობით ასეთი საინტერესო სპექტაკლები დარჩა და მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებულია - „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, სადაც ვასო გიძიაშვილისა და ზაზა ლებანიძის გენიალური დუეტი შედგა. ვუთანაგრძნობ ქართულ თეატრს ამ დანაკლისს. ის პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ჰყავდა მოსწავლეები და იყო გამორჩეულად მოკრძალებული ადამიანი".

კადრი სპექტაკლიდან - "გვადი ბიგვა" - გასული საუკუნის 80-იანი წლები

კახა კახაბრიშვილს სხვადასხვა წელს ეკავა საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გაერთიანება "თეატრონის“ ხელმძღვანელის პოსტი. მისი ინიციატივით დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში ტელესერიალების ქართულად გახმოვანება.

ჟურნალისტმა ნატო ონიანმა კახა კახაბრიშვილი ტელევიზიაში მუშაობისას გაიცნო, ისინი ერთად საქმიანობდნენ შემდეგ ტელევიზიის ინსტიტუტშიც:

"ბოლოს სულ ცოტა ხნის წინ ველაპარაკე, აღდგომა მომილოცა, მძიმედ ვიყავიო, მითხრა, მაგრამ ექიმს ემადლიერებოდა, გამოვძვერი სიტუაციიდანო. გამიხარდა ასე რომ დამთავრდა ყველაფერი. მის გარდაცვალებას არაფრით ველოდი. არც კი მჯერა, რომ ეს სიმართლეა. ვიდრე კახას გავიცნობდი, მთელი საქართველო ალბათ აღფრთოვანებული იყო მისი სპექტაკლით "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". ასევე წარმატებული სპექტაკლი იყო მისი "უჩინმაჩინის ქუდი", "გვადი ბიგვა"... ეს ყველაფერი ვიცოდი და ტელევიზიაში რომ გამაცნეს, მისი გვარი და სახელი მითხეს, პირველი ასოციაცია, რაც წამოვიდა, იყო „მაშიკო!, სულიკოო!“ - თავი ვერ შევიკავე და ასე მივმართე. ამაზე ბევრი იცინა. განსხვავებული ბუნების ადამიანი იყო, იმ სულის, რომლებიც სამწუხაროდ ამ ქალაქს ნელ-ნელა ტოვებენ. ნამდვილი თბილისელი გახლდათ, თავისი აღზრდით, ხასიათით, რომელსაც ჰქონდა მკაცრად განსაზღვრული ზნეობრივი კოდექსი, თავისი ქცევის წესები.

"უჩინმაჩინის ქუდი"... 1978 წელი

სულ მიყვებოდა მისი ბავშვობის შესახებ ამბებს და ეს იყო რაღაცნაირად რეჟისორის თვალით დანახული მისი სამყარო. მაგალითად, მახსოვს ყვებოდა, როგორ ყიდულობდა ნოქარისგან (უყვარდა ასეთი სიტყვების გამოყენება) ერთ კილო შაქარს, როცა ქვეყანაში დიდი გაჭირვება იყო და არაფერი იშოვებოდა. ნოქარი კი ცოტა ზედმეტს მიყრიდაო. იმისთვის, რომ ბავშვს გზაში შაქრის ნატეხები მეჭამა, დედასთვის ზუსტი წონა მიმეტანა სახლში, რომ მშობელს არ ეფიქრა, ბავშვს ნოქარმა წონაში მოატყუა და შაქარი დააკლოო.

წარმოგიდგენია, როგორი ხალხი იყო? - იტყოდა ხოლმე. "ჭრელ აბანოში" მექისე ჰყავდა, რომელსაც ერთხელ მისთვის დიდი სუფრა გაუშლია. გამიკვირდა, რომ სუფრაზე დამპატიჟაო. მე და ჩემს ოჯახს სახლი და კარი რომ გვაქვს, შენი და შენნაირი ხალხის ბრალიაო, მამაშენიც ჩვენი კლიენტი იყოო, არ ვიცოდი, რომ აღარ არის და ეს სუფრა მის პატივსაცემადაც არისო. არ შემრცხვება თუ ვიტყვით, რომ მისთვის ეს სამყარო ასეთი ამბებით იყო ნაქსოვი. სულ ცდილობდა ეს ამბები მოეყოლა, ის ადამიანად ამ ადამიანების წყალობით ჩამოყალიბდა. ძალიან უყვარდა ისინი და ეს მის სპექტაკლებში ჩანს კიდეც.

მადლიერი ადამიანი იყო თავისი ბუნებით. მოყოლილი აქვს, როდესაც სპექტაკლზე მუშაობდა, როგორ დაეხმარა მას ცნობილი პოეტი, სასიმღერო ტექსტების ავტორი პეტრე გრუზინსკი, როგორ სთხოვა დახმარება გოგი ცაბაძეს და მათ საოცარი ნამუშევრები შეუქმნეს. ეს სულ ახსოვდა. საოცარი ბედი ჰქონდა ამ ადამიანს, სულ პატარა ბიჭი იყო, როდესაც ამ გენიალური სპექტაკლის დადგმა შეძლო და იქ სცენის კორიფეები ათამაშა. ამის გამო პედაგოგის მიშა თუმანიშვილის მადლიერიც იყო. ამხელა წარმატება მოვიდა მის ცხოვრებაში და არაფერს შეუცვლია... მას დიდი წვლილი მიუძღვის ასევე უცხოური ფილმების ქართულად გახმოვანებაში. სტუდია "თეატრონი“ შექმნა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, სადაც არაერთი ცნობილი მსახიობი იყო დასაქმებული. დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი იყო ყველას მიმართ და რასაც აკეთებდა - ხარისხიანად. უღალატო მეგობარი გახლდათ, ყოველთვის ვგრძნობდი მის გვერდში დგომას, ყოველთვის თბილად მომიკითხავდა. ყველაზე დიდი საფიქრალი ადამიანი მისთვის მისი ვაჟი სანდრო კახაბრიშვილი იყო. მისი წარმატება უხაროდა და რომ ძალიან სერიოზული ადამიანი დადგა. პატარა რომ იყო, სტუდენტი მაშინ ვიცნობდი და მაშინ უკვე შემდგარი იყო. უხაროდა მისი წარმატება. თვლიდა, რომ გაუმართლა ცხოვრებაში, რომ ასეთი კარგი შვილი ჰყავდა.

- თუმცა პირად ცხოვრებაში დიდად არ გაუმართლა. მისი მეუღლე, ანუ სანდროს დედა ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი იყო...

- ამაზე არასოდეს გვისაუბრია, რადგანაც არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, ამაზე გვესაუბრა, ვფიქრობდი, რომ ეს მისთვის ყოველთვის მტკივნეული საკითხი იყო.

კახა კახაბრიშვილი თამარ გვერდწითელთან ერთად... გასული საუკუნის 80-იანი წლები

- "ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, რადგანაც ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი იყო... გვყავს შესანიშნავი შვილი სანდრო, ის ჩემთვისაც და დედამისისთვისაც ძვირფასია" - ეს მას ჩემთან ინტერვიუში აქვს ნათქვამი...

- ხომ ვამბობ, ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია... ვთანამშრომლობდით ასევე ტელევიზიის ინსტიტუტში, კახა იქ რექტორი იყო... ხომ ვამბობ, ახლო მეგობრების ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა, ყველასთვის სითბოსა და ყურადღების განაწილებას ახერხებდა. გული მწყდება, რომ მალე დასვეს სახლში და თავისი შემოქმედებითი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას ვეღარ ახერხებდა. არადა, ამხელა ენერგიის და შესაძლებლობის მქონე ადამიანი იყო... მოკლედ, ძალიან რთული გასააზრებელი ამბავია, რომ აღარ არის. მგონია, რომ სხვაზე ვლაპარაკობ“...

AMBEBI.GE მწუარებას გამოთქვამს გიორგი (კახა) კახაბრიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.

"ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას" - რა გეგმა აქვთ "ნახავანჰესის" მოწინააღმდეგეებს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - LIVE

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი