მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ სიცხადის შემოტანის მიზნით განვმარტავ..." - რას წერს ნიკა ვაჩეიშვილი გელათთან დაკავშირებით და როგორ პასუხობს წულუკიანს?
"სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ სიცხადის შემოტანის მიზნით განვმარტავ..." - რას წერს ნიკა ვაჩეიშვილი გელათთან დაკავშირებით და როგორ პასუხობს წულუკიანს?

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს და "და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის" შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს.

ვა­ჩე­იშ­ვი­ლი დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტავს, რა გა­კეთ­და გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში 2008 წლის შემ­დეგ.

"ძა­ლი­ან არ მინ­დო­და გე­ლათ­ზე მსჯე­ლო­ბა “შენს დროს", "ჩემს დროს" გარ­ჩე­ვამ­დე და­მეყ­ვა­ნა. სა­პა­სუ­ხოდ კი სულ ის­მის 2008 წელი, „იმ დროს და­წყე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ. "მა­შინ და­წყე­ბუ­ლის" თა­ო­ბა­ზე სი­ჩუ­მე აღარ მგო­ნია სწო­რი, ამი­ტომ ბევ­რს აღარ გავგრძე­ლებ და მარ­ტი­ვად გან­ვმარ­ტავ, სი­ცხა­დის შე­მო­ტა­ნის მიზ­ნით:

• დიახ, გე­ლა­თის პრო­ექ­ტი 2008 წელს და­ვი­წყეთ და ეს ჩვე­ნი ერთ-ერთი სა­ა­მა­ყო რამ იყო.

• დიახ, „მა­შინ“ გა­კეთ­და გე­ლა­თის აკა­დე­მია - რო­მე­ლიც მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნია და დღემ­დე და­მა­ტე­ბი­თი „ჯეშ­ტე­ბით და­ლატკვა“ არ დას­ჭირ­ვე­ბია.

• დიახ, მა­შინ გა­კეთ­და გე­ლა­თის კომ­პლექსში შე­მა­ვა­ლი გაბ­რი­ელ ქი­ქო­ძის შე­ნო­ბე­ბის რეს­ტავ­რა­ცია და მას შემ­დეგ მა­თაც და­მა­ტე­ბი­თი გა­და­ხურ­ვე­ბი არ დას­ჭირ­ვე­ბია.

• დიახ, მა­შინ გა­კეთ­და კომ­პლექსში შე­მა­ვა­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი კა­რი­ჭის რეს­ტავ­რა­ცია და მას შემ­დეგ მა­საც და­მა­ტე­ბი­თი სა­ხუ­რა­ვე­ბი არ დას­ჭირ­ვე­ბია.

• დიახ, მა­შინ გა­კეთ­და წმ. ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ის კრა­მი­ტით გა­და­ხურ­ვა და მა­საც არც კრა­მი­ტის გა­მოც­ვლა და არც და­მა­ტე­ბი­თი თუ­ნუ­ქი არ დას­ჭირ­ვე­ბია.

• დიახ, მა­შინ გა­ვა­კე­თეთ "და­ვი­თის წყა­როს" გუმ­ბა­თის კრა­მი­ტი და გა­და­ხურ­ვა და მა­საც დღემ­დე არ დას­ჭირ­ვე­ბია შეც­ვლა ან და­მა­ტე­ბი­თი ფე­ნი­ლე­ბის მო­წყო­ბა.

• დიახ, მა­შინ გა­ვა­კე­თეთ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის "საფ­ლავ­სა ზედა კა­რიბ­ჭე" და მა­საც არც სა­ხუ­რა­ვის გა­მოც­ვლა დას­ჭირ­ვე­ბია და არც და­მა­ტე­ბი­თი ფე­ნი­ლე­ბი.• დიახ, მა­შინ გა­ვა­კე­თეთ წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის ფრეს­კე­ბის კონ­სერ­ვა­ცია, რო­მე­ლიც „თქვენს დროს“ ზი­ან­დე­ბა და ცვი­ვა.

• დიახ, მა­შინ და­ვი­წყეთ ქვის კონ­სერ­ვა­ცი­ის პრო­ექ­ტი გე­ლათ­ში, რო­მელ­ში ჩა­დე­ბუ­ლი შრო­მაც ბოლო წლე­ბის ფა­სა­დე­ბის რე­ცხვის გამო დიდ­წი­ლად წყალ­ში გა­დი­ყა­რა.ამის შემ­დეგ:2014 ში გა­ნა­ახ­ლეთ პრო­ექ­ტი და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს „გა­ა­კე­თეთ“:

• წმ. გი­ორ­გის ტაძ­რის კრა­მი­ტი და გა­და­ხურ­ვა, რო­მე­ლიც და­იმ­სხვრა და თუ­ნუ­ქით გახ­და გა­და­სა­ხუ­რი.

• დიახ, „ახალ დროს" "გა­კეთ­და" მთა­ვა­რი ტაძ­რის გა­და­ხურ­ვე­ბი, რო­მე­ლიც და­იმ­სხვრა და თუ­ნუ­ქით გახ­და გა­და­სა­ხუ­რი.

დიახ "ახალ დროს" ჩა­ე­ფი­ნა ისე­თი გა­უ­გე­ბა­რი მა­სა­ლე­ბი ზედა სივ­რცე­ებ­ში, რომ ის­პო­ბა ძვე­ლი მო­ხა­ტუ­ლო­ბა.ამ პოს­ტის მერე და­ი­ა­რეთ "ჩემს დროს" გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი და ეგებ სად­მე ხვრე­ლი მო­ძებ­ნოთ სა­ხუ­რავ­ში, სა­დაც წყა­ლი ჩა­მო­დის და თქვენ არ შე­გი­კე­თე­ბი­ათ. აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ.მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბი­სათ­ვის" - წერს ვა­ჩე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსზე 2008 წლი­დან 2020 წლამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძეგლის­თვის სა­ზი­ა­ნო ექ­სპე­რი­მენ­ტი.

"2008 წლი­დან 2020 წლამ­დე სამ­წუ­ხა­როდ, გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსზე, ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძეგლის­თვის სა­ზი­ა­ნო ექ­სპე­რი­მენ­ტი. ამას ერ­ქვა 2008 წლი­დან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­რი­ვი და სა­ქარ­თვე­ლოს ოქ­როს ხა­ნის დრო­ინ­დე­ლი კრა­მი­ტით გა­და­ხურ­ვის მე­თო­დით აღორ­ძი­ნე­ბა და ამ ძვე­ლი მე­თო­დის აღორ­ძი­ნე­ბის­თვის, სამ­წუ­ხა­როდ, შე­ირ­ჩა სწო­რედ სა­ექ­სპე­რი­მენ­ტოდ გე­ლა­თი. ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეც­დო­მა. ამ­გვარ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა და­ა­ზი­ა­ნა ძეგლი და მინ­და ყვე­ლას გთხო­ვოთ, გა­მო­ვი­ყე­ნებ ყვე­ლას­თვის გა­სა­გებ სი­ტყვას, ნუ და­ბო­დი­ა­ლობთ ხა­რა­ჩო­ებ­ზე, რად­გან კი­დევ უფრო აზი­ა­ნებს ხა­რა­ჩო­ებ­ზე ბო­დი­ა­ლი იმ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ფრეს­კებს, რო­მელ­შიც სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი ფრეს­კის ზო­გი­ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი არის. მო­წო­დე­ბა მუდ­მი­ვად არის, რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეთ უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ არც ერთი უცხო­ე­ლი ქსპერ­ტი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის, რომ ჩვენ მას მი­ვუ­თი­თოთ, რო­დის ჩა­მო­ვი­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ შევ­ძე­ლით და რე­კორ­დუ­ლად მოკ­ლე დრო­ში იუ­ნეს­კოს­გან მო­ვი­პო­ვეთ თან­ხმო­ბა, რომ ერა­ყი­დან ჩა­მო­ვა ამ­ჟა­მად იქ მყო­ფი იტა­ლი­ე­ლი ექ­სპერ­ტი და ჩვენ ივ­ნის­ში შევ­ძლებთ ვნა­ხოთ მას­თან ერ­თად სა­ხუ­რა­ვი, რომ­ლის გა­უ­მარ­თა­ო­ბის პირ­ვე­ლი და პირ­და­პი­რი შე­დე­გი არის სწო­რედ ფრეს­კე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, და­ვუს­ვათ სწო­რი დი­აგ­ნო­ზი, თუმ­ცა ჩვენ ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ვინც საქ­მე იცის და ვინც სამ­წუ­ხა­როდ, 70-80 წლის ასაკ­ში მათ აზრს არა­ვინ ეკი­თხე­ბო­და 2021 წლის მარ­ტამ­დე, სწო­რედ მა­შინ უნდა გქო­ნო­დათ მო­წო­დე­ბა, რომ ხან­დაზ­მულ ექ­სპერ­ტებს, ქარ­თვე­ლებს ჰკი­თხეთ აზ­რიო. სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის წყვე­ტა ამ დარ­გში. მათ­თან ერ­თად ჩვენ დი­აგ­ნო­ზი გვაქვს დას­მუ­ლი, მაგ­რამ ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერტს. მთა­ვა­რია, რომ დრო­ე­ბი­თი გა­და­ხურ­ვა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ უნდა ით­ქვას, რომ არ უხ­დე­ბა ამ ძეგლს, უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ წყა­ლი აღარ ჩა­დის, თუმ­ცა წარ­სულ­ში ჩა­სუ­ლი წყლის გამო, ტე­ნი­ა­ნო­ბა არის ტა­ძარ­ში.

ამი­ტომ, ყვე­ლას გთხოვთ, მეს­მის, რომ გინ­დათ სკან­და­ლი, მაგ­რამ გე­ლათს არ სცა­ლია სკან­და­ლე­ბის­თვის. თავი შე­ი­კა­ვეთ ხა­რა­ჩო­ებ­ზე სი­ა­რუ­ლის­გან, რად­გან ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტო ფიქ­რობს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ­გვარ­მა მოძ­რა­ო­ბამ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ, ხა­რა­ჩო­ებ­ზე სი­ა­რულ­მა, კი­დევ მე­ტად და­ა­ზი­ა­ნოს ფრეს­კე­ბი. ამი­ტომ, სა­ა­გენ­ტომ გუ­შინ მო­ი­თხო­ვა და ჩვენ მი­ვე­ცით თან­ხმო­ბა, რომ ხა­რა­ჩო­ებ­ზე მი­სას­ვლე­ლი და­ი­კე­ტოს არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბის­თვის“ , - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
316

ბარემ ის მოყევი ბაგრატის ტაძარს როგორ ჩაუტარეთ რესტავრაცია,იუნესკომ ნუსხიდან რომ ამოიღო.

mimino
135

რაო, წულუკ, ვერ გახველ ფონს... აგიყირავდა ყველაფერი... მიხედეთ მაგ ტაძარს, თორე ღმერთისგან დიდი რისხვა გექნებათ... გამოასწორეთ მდგომარეობა და დაანებე თავი სხვისკენ ხელის გაშვერას...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ სიცხადის შემოტანის მიზნით განვმარტავ..." - რას წერს ნიკა ვაჩეიშვილი გელათთან დაკავშირებით და როგორ პასუხობს წულუკიანს?

"სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ სიცხადის შემოტანის მიზნით განვმარტავ..." - რას წერს ნიკა ვაჩეიშვილი გელათთან დაკავშირებით და როგორ პასუხობს წულუკიანს?

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი გელათთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და "დანაშაულებრივი ექსპერიმენტების" შესახებ კულტურის მინისტრის განცხადებას პასუხობს.

ვაჩეიშვილი დეტალურად განმარტავს, რა გაკეთდა გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008 წლის შემდეგ.

"ძალიან არ მინდოდა გელათზე მსჯელობა “შენს დროს", "ჩემს დროს" გარჩევამდე დამეყვანა. საპასუხოდ კი სულ ისმის 2008 წელი, „იმ დროს დაწყებული დანაშაულებრივი ექსპერიმენტების“ შესახებ. "მაშინ დაწყებულის" თაობაზე სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ ბევრს აღარ გავგრძელებ და მარტივად განვმარტავ, სიცხადის შემოტანის მიზნით:

• დიახ, გელათის პროექტი 2008 წელს დავიწყეთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო რამ იყო.

• დიახ, „მაშინ“ გაკეთდა გელათის აკადემია - რომელიც მაღალხარისხოვანია და დღემდე დამატებითი „ჯეშტებით დალატკვა“ არ დასჭირვებია.

• დიახ, მაშინ გაკეთდა გელათის კომპლექსში შემავალი გაბრიელ ქიქოძის შენობების რესტავრაცია და მას შემდეგ მათაც დამატებითი გადახურვები არ დასჭირვებია.

• დიახ, მაშინ გაკეთდა კომპლექსში შემავალი აღმოსავლეთი კარიჭის რესტავრაცია და მას შემდეგ მასაც დამატებითი სახურავები არ დასჭირვებია.

• დიახ, მაშინ გაკეთდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კრამიტით გადახურვა და მასაც არც კრამიტის გამოცვლა და არც დამატებითი თუნუქი არ დასჭირვებია.

• დიახ, მაშინ გავაკეთეთ "დავითის წყაროს" გუმბათის კრამიტი და გადახურვა და მასაც დღემდე არ დასჭირვებია შეცვლა ან დამატებითი ფენილების მოწყობა.

• დიახ, მაშინ გავაკეთეთ დავით აღმაშენებლის "საფლავსა ზედა კარიბჭე" და მასაც არც სახურავის გამოცვლა დასჭირვებია და არც დამატებითი ფენილები.• დიახ, მაშინ გავაკეთეთ წმ. გიორგის ეკლესიის ფრესკების კონსერვაცია, რომელიც „თქვენს დროს“ ზიანდება და ცვივა.

• დიახ, მაშინ დავიწყეთ ქვის კონსერვაციის პროექტი გელათში, რომელში ჩადებული შრომაც ბოლო წლების ფასადების რეცხვის გამო დიდწილად წყალში გადიყარა.ამის შემდეგ:2014 ში განაახლეთ პროექტი და ახალი ხელისუფლების დროს „გააკეთეთ“:

• წმ. გიორგის ტაძრის კრამიტი და გადახურვა, რომელიც დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.

• დიახ, „ახალ დროს" "გაკეთდა" მთავარი ტაძრის გადახურვები, რომელიც დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.

დიახ "ახალ დროს" ჩაეფინა ისეთი გაუგებარი მასალები ზედა სივრცეებში, რომ ისპობა ძველი მოხატულობა.ამ პოსტის მერე დაიარეთ "ჩემს დროს" გაკეთებული შენობები და ეგებ სადმე ხვრელი მოძებნოთ სახურავში, სადაც წყალი ჩამოდის და თქვენ არ შეგიკეთებიათ. აღარ გავაგრძელებ.მადლობა ყურადღებისათვის" - წერს ვაჩეიშვილი.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე 2008 წლიდან 2020 წლამდე მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი.

"2008 წლიდან 2020 წლამდე სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრით, მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი. ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდით აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან კიდევ უფრო აზიანებს ხარაჩოებზე ბოდიალი იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის. მოწოდება მუდმივად არის, რომ ჩამოიყვანეთ უცხოელი ექსპერტები. მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი უცხოელი ქსპერტი ჩვენი თანამშრომელი არ არის, რომ ჩვენ მას მივუთითოთ, როდის ჩამოვიდეს.

მიუხედავად ამისა, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და რეკორდულად მოკლე დროში იუნესკოსგან მოვიპოვეთ თანხმობა, რომ ერაყიდან ჩამოვა ამჟამად იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი და ჩვენ ივნისში შევძლებთ ვნახოთ მასთან ერთად სახურავი, რომლის გაუმართაობის პირველი და პირდაპირი შედეგი არის სწორედ ფრესკების დაზიანება, დავუსვათ სწორი დიაგნოზი, თუმცა ჩვენ ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ვინც საქმე იცის და ვინც სამწუხაროდ, 70-80 წლის ასაკში მათ აზრს არავინ ეკითხებოდა 2021 წლის მარტამდე, სწორედ მაშინ უნდა გქონოდათ მოწოდება, რომ ხანდაზმულ ექსპერტებს, ქართველებს ჰკითხეთ აზრიო. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის პროფესიონალიზმის წყვეტა ამ დარგში. მათთან ერთად ჩვენ დიაგნოზი გვაქვს დასმული, მაგრამ ველოდებით ექსპერტს. მთავარია, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არ უხდება ამ ძეგლს, უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი აღარ ჩადის, თუმცა წარსულში ჩასული წყლის გამო, ტენიანობა არის ტაძარში.

ამიტომ, ყველას გთხოვთ, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის. თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან, რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამგვარმა მოძრაობამ არაპროფესიონალების მიერ, ხარაჩოებზე სიარულმა, კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები. ამიტომ, სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის“ , - განაცხადა წულუკიანმა.

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი

"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია... "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება მთელი ქვეყნის კეთილდღეობას" - "ენკა"

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა