სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა
"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი, ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად ფილმში - House of Gucci გა­მოჩ­ნდე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლუკა ფილმში ეპი­ზო­დურ როლს შე­ას­რუ­ლებს. ამ ამ­ბით ქარ­თვე­ლებ­მა ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რეს, თუმ­ცა ლუ­კას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც შე­ექ­მნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ის "ფე­ის­ბუქ­ში" წერს:

"გულ­წრფე­ლად დამ­წუხ­რე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ზე, რაც ამ დღე­ებ­ში ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს გა­დამ­ხდა თავს! ბევ­რმა ქარ­თულ­მა ტე­ლე­არ­ხმა მომ­წე­რა ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ფილმ "House of Gucci"-ში (სა­დაც ეპი­ზო­დურ როლს ვთა­მა­შობ და არა­ფე­რია ასე­თი გა­სა­ო­ცა­რი) ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ად­ვი­ლი შე­სამ­ჩნე­ვი იყო, რომ ყვე­ლა მათ­განს ექ­სკლუ­ზი­ვი სურ­და და აქ­ტი­უ­რად “იბ­რძოდ­ნენ” ამის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტებს არ ვარ­ჩევ იმის მი­ხედ­ვით თუ რო­მე­ლი არ­ხი­დან, ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის იდე­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის წა­მო­მად­გე­ნელ­ნი არი­ან, ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი იმათ, ვინც პირ­ვე­ლებ­მა მომ­წე­რეს, და­ნარ­ჩე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა კი რა­ტომ­ღაც თავს და­მესხნენ ამის­თვის, თით­ქოს ინ­ტერ­ვიუ აინ­ტე­რე­სებ­დათ, მაგ­რამ რო­გორც კი შე­ი­ტყვეს, რომ სხვა ტე­ლე­არ­ხმა უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახა­ლი ამ­ბა­ვი ჩემ­ზე, მომ­წე­რეს რომ გა­ა­უქ­მეს ინ­ტერ­ვიუ და აღარ სურთ ამ ამ­ბის გა­შუ­ქე­ბა.

მე ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს და არ მიყ­ვარს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში გა­მო­ჩე­ნა, რად­გან საკ­მა­ოდ მორ­ცხვი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ძალ­ზე იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დავ­რჩი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ამ საქ­ცი­ე­ლით, მივ­ხვდი, რომ მხო­ლოდ ის აინ­ტე­რე­სებთ, ვინ გა­დას­ცემს ახალ ამ­ბებს ყვე­ლა­ზე სწრა­ფად და არა ამ­ბის ში­ნა­არ­სი. ვფიქ­რობ­დი, რომ ტე­ლე­არ­ხე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით ისა­უბ­რებ­დნენ ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში თა­ვის ქვე­ყა­ნას წარ­მო­ა­ჩენს თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ცი­ის მო­გე­ბა და პირ­ვე­ლო­ბაა.

ჩემი აზ­რით, სა­მარ­ცხვი­ნოა ასე­თი ჟეს­ტი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან, რო­მელ­თა ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნიც ინ­ფორ­მა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ცე­მა უნდა იყოს. ვწუხ­ვარ იმა­ზეც თუ რა ფორ­მით და­ი­წყეს ჩემ­თან კონ­ტაქ­ტი, ვულ­გა­რუ­ლი და ზოგ­მა აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მი­თაც ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს მათ­თვის ექ­სკლუ­ზი­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გა­ი­გე­ბენ, რომ ეს არ არის ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბის ომი, არა­მედ სა­პა­ტიო საქ­მეა, რომ­ლის ამო­ცა­ნაა მათი ხალ­ხის ინ­ფორ­მი­რე­ბა, ამ პო­ლი­ტი­კურ და უწყვეტ კონ­ფლიქ­ტურ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე ფიქ­რის გა­რე­შე. ვწუხ­ვარ სი­კე­თი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის არარ­სე­ბო­ბის გამო, მე უბ­რა­ლოდ ბიჭი ვარ, რო­მე­ლიც ცდი­ლობს შრო­მით მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას, მაგ­რამ, რო­დე­საც ამ­გვარ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ვხე­დავ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძა­ლი­ან მწყინს. ბო­დი­ში, თუ ვინ­მეს ვა­წყე­ნი­ნე, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სად მე მწყდე­ბა გული ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ჩემ ქვე­ყა­ნა­ში!" - წერს ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Saakadze
5

კარგი კაცი ხარ ლუკა, ესენი ჟურნალისტები კი არა დაგეშილი ქაჯები გახდნენ, რაც სამწუხაროა განსაკუთრებით ლიდერობს ტვ პირველი.

ria
13

ჯერ ახალგაზრდაა და გონია შეცვლის ჟურნალისტებს. უნდა შეეჩვიოს. თვითონ მას წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი და მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ფილმში - House of Gucci გამოჩნდება. როგორც ცნობილია, ლუკა ფილმში ეპიზოდურ როლს შეასრულებს. ამ ამბით ქართველებმა ძალიან გაიხარეს, თუმცა ლუკას გარკვეული პრობლემებიც შეექმნა, რომლის შესახებაც ის "ფეისბუქში" წერს:

"გულწრფელად დამწუხრებული და გაოგნებული ვარ იმაზე, რაც ამ დღეებში ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს გადამხდა თავს! ბევრმა ქართულმა ტელეარხმა მომწერა ინტერვიუს ჩასაწერად ფილმ "House of Gucci"-ში (სადაც ეპიზოდურ როლს ვთამაშობ და არაფერია ასეთი გასაოცარი) ჩემი მონაწილეობის შესახებ.

ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ყველა მათგანს ექსკლუზივი სურდა და აქტიურად “იბრძოდნენ” ამისთვის, ჟურნალისტებს არ ვარჩევ იმის მიხედვით თუ რომელი არხიდან, ან პოლიტიკური პარტიის იდეის გამავრცელებელი ტელევიზიის წამომადგენელნი არიან, ინტერვიუ მივეცი იმათ, ვინც პირველებმა მომწერეს, დანარჩენი ჟურნალისტებისა კი რატომღაც თავს დამესხნენ ამისთვის, თითქოს ინტერვიუ აინტერესებდათ, მაგრამ როგორც კი შეიტყვეს, რომ სხვა ტელეარხმა უკვე გამოაქვეყნა ახალი ამბავი ჩემზე, მომწერეს რომ გააუქმეს ინტერვიუ და აღარ სურთ ამ ამბის გაშუქება.

მე ნაკლებად მაინტერესებს და არ მიყვარს ტელევიზიებში გამოჩენა, რადგან საკმაოდ მორცხვი ადამიანი ვარ, მაგრამ ძალზე იმედგაცრუებული დავრჩი ჟურნალისტების ამ საქციელით, მივხვდი, რომ მხოლოდ ის აინტერესებთ, ვინ გადასცემს ახალ ამბებს ყველაზე სწრაფად და არა ამბის შინაარსი. ვფიქრობდი, რომ ტელეარხები სიამოვნებით ისაუბრებდნენ ქართველის შესახებ, რომელიც ევროპაში თავის ქვეყანას წარმოაჩენს თუმცა, როგორც ჩანს, მათი მთავარი მიზანი მხოლოდ კონკურენციის მოგება და პირველობაა.

ჩემი აზრით, სამარცხვინოა ასეთი ჟესტი ჟურნალისტებისგან, რომელთა ერთადერთი მიზანიც ინფორმაციის მაქსიმალურად გაცემა უნდა იყოს. ვწუხვარ იმაზეც თუ რა ფორმით დაიწყეს ჩემთან კონტაქტი, ვულგარული და ზოგმა აგრესიული ფორმითაც ხაზგასმით აღნიშნეს მათთვის ექსკლუზივის მნიშვნელობა.

ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჟურნალისტები გაიგებენ, რომ ეს არ არის ტელევიზიის მფლობელების ომი, არამედ საპატიო საქმეა, რომლის ამოცანაა მათი ხალხის ინფორმირება, ამ პოლიტიკურ და უწყვეტ კონფლიქტურ მექანიზმებზე ფიქრის გარეშე. ვწუხვარ სიკეთისა და პროფესიონალიზმის არარსებობის გამო, მე უბრალოდ ბიჭი ვარ, რომელიც ცდილობს შრომით მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ, როდესაც ამგვარ სატელევიზიო კომუნიკაციას ვხედავ საქართველოში, ძალიან მწყინს. ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე, მაგრამ უპირველესად მე მწყდება გული ასეთ სიტუაციაზე ჩემ ქვეყანაში!" - წერს ლუკა ჩიქოვანი.

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან