სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და სხვა მოსამართლეები ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება" - დიმიტრი გვრიტიშვილი
"მე და სხვა მოსამართლეები ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება" - დიმიტრი გვრიტიშვილი

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე, რო­გორც მო­სა­მარ­თლე და სხვა მო­სა­მარ­თლე­ე­ბიც ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბით იმით, რომ სულ მალე ნა­ზიბ­რო­ლა ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი საბ­ჭოს წევ­რი აღარ იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რმა დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რის, ლე­ვან გზი­რიშ­ვი­ლის შვი­ლი, ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შე­საძ­ლოა, ნე­პო­ტიზ­მის წე­სით განმწეს­დეს.

დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის ამ გა­ნა­ცხა­დე­ბას და­უ­სა­ბუ­თე­ბელს უწო­დებს. მისი თქმით, „ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის მან­ძილ­ზე სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­სა­მარ­თლე­ბის ღირ­სე­ბი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას ცდი­ლობ­და. გვრი­ტიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც იგი­ვე კამ­პა­ნი­ის გაგ­რძე­ლე­ბა ხდე­ბა.

მო­სა­მარ­თლე წევ­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თოს.

„გუ­შინ ჩვენ ვი­ხი­ლეთ ბუ­ლინ­გის კლა­სი­კუ­რი მგა­ლი­თი, რო­დე­საც იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რი ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და მო­სა­მარ­თლე­ო­ბის ახალ­გაზ­რდა კან­დი­და­ტის (ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვი­ლის) დამ­ცი­რე­ბას მისი ღირ­სე­ბი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით, რაც სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ გა­მო­უ­ვი­და. ამ ადა­მი­ან­მა ეთი­კუ­რად და ადეკ­ვა­ტუ­რად გა­არ­თვა თავი თავ­დას­ხმებს. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი ცდი­ლობს ნე­პო­ტიზ­მის ფაქ­ტის დამ­ტკი­ცე­ბას გზი­რიშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მან არამ­ხო­ლოდ უნდა მი­უ­თი­თოს უდაო ფაქ­ტზე, რომ ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვი­ლი ლე­ვან გზი­რიშ­ვი­ლის შვი­ლია, არა­მედ და­მა­ტე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ამ­ტკი­ცოს ისიც, რომ ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვი­ლი არის უღირ­სი, არა­სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე იმი­სათ­ვის, რომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი და განმწეს­დეს მო­სა­მარ­თლედ. რო­გორც ვიცი, ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა აღი­ა­რა, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­კი­თხვე­ბი არც კი დას­ვა და შე­მო­ი­ფარ­გლა მხო­ლოდ ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კვლე­ვით, რაც ყვე­ლას­თვის ცხა­დია. ამი­ტომ, ნე­პო­ტიზ­მზე სა­უ­ბა­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. ეს არის კი­დევ ერთი გა­მოხ­ტო­მა საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე, რო­გორც მო­სა­მარ­თლე, სხვა მო­სა­მარ­თლე­ე­ბიც ბედ­ნი­ერ­ნი ვიქ­ნე­ბით იმით, რომ სულ მალე ნა­ზიბ­რო­ლა ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი საბ­ჭოს წევ­რი აღარ იქ­ნე­ბა“, - აცხა­დებს გვრი­ტიშ­ვი­ლი.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რის, ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შე­საძ­ლოა, მა­მის, ლე­ვან გზი­რიშ­ვი­ლის „კლან­თან" კავ­ში­რის მეშ­ვე­ო­ბით გან­წეს­დეს.

რო­გორც ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ორი კონ­კურ­სია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. პირ­ველ კონ­კურ­სზე 41, ხოლო მე­ო­რე­ზე 3 ვა­კან­სი­აა. ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვილს გა­ნა­ცხა­დი მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გან­წე­სე­ბის შე­სა­ხებ ყველ­გან შე­ტა­ნი­ლი აქვს.

ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვი­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით პრობ­ლე­მა არ არის, რად­გან უკვე ჩა­ა­ბა­რა მო­სა­მარ­თლის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და, ის­წავ­ლა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში და აქვს შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა, თუმ­ცა პრობ­ლე­მაა ის, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კონ­კუ­რენ­ცია არ არ­სე­ბობს. მისი თქმით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შე­საძ­ლოა გან­წეს­დეს მა­მის, ლე­ვან გზი­რიშ­ვი­ლის „კლან­თან" კავ­ში­რის მეშ­ვე­ო­ბით. რო­გორც ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­ნიშ­ნე­ბა თუ არა ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ჯერ არა­ფე­რი იცის, თუმ­ცა იმე­დევ­ნებს, რომ ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა გარ­კვე­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­აღ­ვი­ძებს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ში.

„ალექ­სან­დრე გზი­რიშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე გა­სა­უბ­რე­ბა­ზე გუ­შინ გა­ვი­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ის მო­სა­მარ­თლე გახ­დე­ბა. რა არის აქ პრობ­ლე­მა - ლე­ვან გზი­რიშ­ვი­ლის ხმას და მხარ­და­ჭე­რას „კლა­ნის­თვის" ძა­ლი­ან ბევრ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და.

მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო იყო უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს კან­დი­და­ტუ­რე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი, კონ­კურ­სის შე­დე­გად წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი, სა­დაც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მაც თქვა, რომ ჩან­და შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რო­დე­საც მხა­რი და­უ­ჭი­რეს ამა თუ იმ კან­დი­დატს წარ­დგე­ნა­ზე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ლე­ვან გზი­რიშ­ვილ­მა მთე­ლი 4 წელი გა­მო­ი­ყე­ნა იმი­სათ­ვის, რომ მხა­რი და­ე­ჭი­რა „კლა­ნის­თვის" თუნ­დაც იმ სი­ჩუ­მით, რომ­ლი­თაც ის გა­მო­ირ­ჩე­ო­და. შე­დე­გად, 4 წლის თავ­ზე, რო­დე­საც ივ­ნის­ში ვადა გვე­წუ­რე­ბა არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს, ის ბე­ნე­ფი­ტად იღებს უკვე სა­ვა­რა­უ­დოდ თა­ვი­სი შვი­ლის მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ალ­ბათ უვა­დო მო­სა­მარ­თლეც გახ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია ხან­გრძლივ სარ­გე­ბელ­ზე, მისი შვი­ლი შე­იძ­ლე­ბა 2053 წლამ­დე გახ­დეს მო­სა­მარ­თლე თუ ის უვა­დოდ და­ი­ნიშ­ნე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რა­საც ვფიქ­რობ, არა­ფე­რი შე­უშ­ლის ხელს. პარ­ლა­მენ­ტის მიერ არ­ჩე­ულ წევ­რებს ივ­ნის­ში ეწუ­რე­ბათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა, მათ შო­რის მეც და ეს არის ერ­თგვა­რი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი მე­სი­ჯი „კლა­ნის" მხრი­დან მო­მა­ვა­ლი არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის მი­მართ. ანუ, თუ ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან „კლა­ნის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ჩუ­მად და ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი „კლა­ნის" მი­მართ, მო­სა­მარ­თლე „კლა­ნის" მხრი­დან სარ­გე­ბელს მი­ი­ღე­ბენ. სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ნამ­დე­ბო­ბა და სხვა რა­მეც. ამი­ტომ, გზი­რიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა არის ნე­პო­ტიზ­მის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი, რო­მელ­საც ვფიქ­რობ, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს კო­რუფ­ცი­აც კი. ასე­ვე, ეს არის შემ­თხვე­ვა იმი­სა, თუ რო­გორ იღებს სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი სის­ტე­მი­დან სარ­გე­ბელს, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნე­ბი არ ჰქონ­და "კლან­თან " მი­მარ­თე­ბა­ში", - აცხა­დებს ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ia
0

ნეპოტიზმია აბა რა არის? ღმერთო შენ უშველე ამ უბედურ ქვეყანას. როდემდე? შეგვაძულეს ყველაფერი ამ ვაი მოსამართლეებმა

ეკა
0

რატომ იყრის ამ სისტემაში თავს დაბალინტელექიანი ადამიანები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მე და სხვა მოსამართლეები ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება" - დიმიტრი გვრიტიშვილი

"მე და სხვა მოსამართლეები ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება" - დიმიტრი გვრიტიშვილი

საბედნიეროდ, მე, როგორც მოსამართლე და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა, ნეპოტიზმის წესით განმწესდეს.

დიმიტრი გვრიტიშვილი ჯანეზაშვილის ამ განაცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს. მისი თქმით, „ჯანეზაშვილი მისი მოღვაწეობის მანძილზე სასამართლოს დისკრედიტაციას, ინდივიდუალური მოსამართლების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას ცდილობდა. გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე კამპანიის გაგრძელება ხდება.

მოსამართლე წევრი არ გამორიცხავს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბულინგის კლასიკური მგალითი, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ცდილობდა მოსამართლეობის ახალგაზრდა კანდიდატის (ალექსანდრე გზირიშვილის) დამცირებას მისი ღირსებისა და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფით, რაც საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. ამ ადამიანმა ეთიკურად და ადეკვატურად გაართვა თავი თავდასხმებს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, როდესაც ქალბატონი ჯანეზაშვილი ცდილობს ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მან არამხოლოდ უნდა მიუთითოს უდაო ფაქტზე, რომ ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის მქონე იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და განმწესდეს მოსამართლედ. როგორც ვიცი, ნაზი ჯანეზაშვილმა აღიარა, რომ კვალიფიკაციის გამოსავლენად სამართლებრივი შეკითხვები არც კი დასვა და შემოიფარგლა მხოლოდ ოჯახური ურთიერთობების კვლევით, რაც ყველასთვის ცხადია. ამიტომ, ნეპოტიზმზე საუბარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ეს არის კიდევ ერთი გამოხტომა საბჭოს არამოსამართლე წევრის. საბედნიეროდ, მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც ბედნიერნი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“, - აცხადებს გვრიტიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა, მამის, ლევან გზირიშვილის „კლანთან" კავშირის მეშვეობით განწესდეს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლის თანამდებობაზე ორი კონკურსია გამოცხადებული. პირველ კონკურსზე 41, ხოლო მეორეზე 3 ვაკანსიაა. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე გზირიშვილს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ ყველგან შეტანილი აქვს.

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ ალექსანდრე გზირიშვილის კომპეტენციასთან მიმართებით პრობლემა არ არის, რადგან უკვე ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, ისწავლა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და აქვს შესაბამისი განათლება, თუმცა პრობლემაა ის, რომ სასამართლო სისტემაში კონკურენცია არ არსებობს. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა განწესდეს მამის, ლევან გზირიშვილის „კლანთან" კავშირის მეშვეობით. როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, საბოლოო ჯამში დანიშნება თუ არა ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე, ჯერ არაფერი იცის, თუმცა იმედევნებს, რომ ამ საკითხთან მიმართებით საზოგადოების ყურადღების გამახვილება გარკვეულ პასუხისმგებლობას გააღვიძებს კონკრეტულ ადამიანებში.

„ალექსანდრე გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე გასაუბრებაზე გუშინ გავიდა და სავარაუდოდ, ის მოსამართლე გახდება. რა არის აქ პრობლემა - ლევან გზირიშვილის ხმას და მხარდაჭერას „კლანისთვის" ძალიან ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო იყო უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების პირველი ეტაპი, კონკურსის შედეგად წარდგენილი კანდიდატები, სადაც სახალხო დამცველმაც თქვა, რომ ჩანდა შეთანხმებულები იყვნენ საბჭოს წევრები, როდესაც მხარი დაუჭირეს ამა თუ იმ კანდიდატს წარდგენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ლევან გზირიშვილმა მთელი 4 წელი გამოიყენა იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა „კლანისთვის" თუნდაც იმ სიჩუმით, რომლითაც ის გამოირჩეოდა. შედეგად, 4 წლის თავზე, როდესაც ივნისში ვადა გვეწურება არამოსამართლე წევრების ძალიან დიდ ნაწილს, ის ბენეფიტად იღებს უკვე სავარაუდოდ თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას. მოგვიანებით ის ალბათ უვადო მოსამართლეც გახდება. საუბარია ხანგრძლივ სარგებელზე, მისი შვილი შეიძლება 2053 წლამდე გახდეს მოსამართლე თუ ის უვადოდ დაინიშნება თანამდებობაზე, რასაც ვფიქრობ, არაფერი შეუშლის ხელს. პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ივნისში ეწურებათ უფლებამოსილების ვადა, მათ შორის მეც და ეს არის ერთგვარი დემონსტრაციული მესიჯი „კლანის" მხრიდან მომავალი არამოსამართლე წევრების მიმართ. ანუ, თუ ისინი იქნებიან „კლანის" მხარდამჭერები, ჩუმად და ლოიალურები „კლანის" მიმართ, მოსამართლე „კლანის" მხრიდან სარგებელს მიიღებენ. სარგებელი შეიძლება იყოს თანამდებობა და სხვა რამეც. ამიტომ, გზირიშვილის შემთხვევა არის ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობიდან და საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კორუფციაც კი. ასევე, ეს არის შემთხვევა იმისა, თუ როგორ იღებს სრულიად უცხო ადამიანი სისტემიდან სარგებელს, რომელსაც არანაირი გავლენები არ ჰქონდა "კლანთან " მიმართებაში", - აცხადებს ჯანეზაშვილი.

მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

"ბიჭი შეყვარებულთან მიდიოდა... თურმე ეგონა ზურგში მუშტი დაარტყეს, არადა, დანა დაურტყამს" - 21 წლის ბიჭს ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანი დაესხა თავს: რა მოხდა გლდანში?

ზუგდიდში 60 წლის ქალი დააყაჩაღეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ - რას აცხადებენ შსს-ში