სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: კორპუსზე გაშენებული გლიცინია - ვინ დარგო მცენარე, რომელიც შენობის მთელ ფასადს ამშვენებს
დღის ფოტო: კორპუსზე გაშენებული გლიცინია - ვინ დარგო მცენარე, რომელიც შენობის მთელ ფასადს ამშვენებს

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფოტო (ავ­ტო­რი: ნიკა უდე­სი­ა­ნი) გავ­რცელ­და - გლ­დან­ში, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის წინა ფა­სად­ზე, მერ­ვე სარ­თუ­ლამ­დე ასუ­ლი გლი­ცი­ნი­ას ფოტო ერთ-ერ­თმა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­და­ი­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მო­წო­ნე­ბა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. რო­დე­საც იმის გარ­კვე­ვა ვცა­დეთ, თუ ვინ დარ­გო ეს მცე­ნა­რე იქ და რამ­დე­ნი ხა­ნია ამ შე­ნო­ბის ფა­სადს ამ­შვე­ნებს, შე­ვი­ტყვეთ, რომ ის ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობს, ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს გია ჯა­ფა­რი­ძეს და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის წინ და­ურ­გავს და ამ გლი­ცი­ნი­ას მოვ­ლას დღემ­დე აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს...

ამის შე­სა­ხებ კი მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა შო­რე­ნა ჯა­ფა­რი­ძემ, ან­სამ­ბლ „რუს­თა­ვის“ მო­ცეკ­ვა­ვემ გვი­ამ­ბო:

- გა­ვი­ზარ­დე იმ სახ­ლში, რო­მელ­საც ეს მცე­ნა­რე ამ­შვე­ნებს. იქ ამის გარ­და კი­დევ ბევ­რი ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლია დარ­გუ­ლი. გლი­ცი­ნი­ას გა­შე­ნე­ბის იდე­ის ავ­ტო­რი მა­მა­ჩე­მია, მსა­ხი­ო­ბი გია ჯა­ფა­რი­ძე. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმით, რომ გია ჯა­ფა­რი­ძის შვი­ლი ვარ... სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია ისიც, რომ ამ ფო­ტოს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

მა­მამ ეს ყვა­ვი­ლი რომ დარ­გო, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, მე და ეს გლი­ცი­ნია ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. დღეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერს, მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეს ფოტო ნახა. ბევ­რს ახ­სოვს, რო­გო­რი პა­ტა­რა იყო და რო­გორ თან­და­თან იზ­რდე­ბო­და. ფოტო თვი­თონ როცა ვნა­ხე, მა­შინ­ვე მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კე და ეს ამ­ბა­ვი ვა­ხა­რე... ამ ყვა­ვილს ყო­ველ წელს მამა უვ­ლი­და, რომ გაზ­რდი­ლი­ყო, გა­ფურ­ჩქნი­ლი­ყო და გა­ე­ხა­რე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლე­ბი. თუმ­ცა წლე­ბის წინ იყო ხოლ­მე ფაქ­ტე­ბი, როცა ვი­ღა­ცე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და მა­მას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აქ ასე, კორ­პუ­სის კე­დელ­ზე ამ ყვა­ვი­ლის გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­მას მთის ხა­სი­ა­თი მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას სულ აკა­ვებ­და... იქ­ნებ, თბი­ლი­სის მე­რი­ამ მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და იდე­ე­ბის სურ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნებ­ში გა­აღ­ვი­ვოს, წა­ა­ხა­ლი­სოს და ბევრ კორ­პუს­ზე, სახლზე გაჩ­ნდეს მსგავ­სი სიმწვა­ნე და სი­ლა­მა­ზე...

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!
57

თვალს კი უხარია, ძალიან ლამაზია, მაგრამ.... ამბიბენ საცხოვრებელ სახლზე მცოცავი მცენარეების გაშვება არააო კარგი. 

ელდარი
5

მარტო მცენარეებს კი არა უფერულ ნაცრისფერ კედლებზე კარგი ნახატების განთავსებას თუ დართავენ ნებას და წაახალისებენ არ იქნება ურიგო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

დღის ფოტო: კორპუსზე გაშენებული გლიცინია - ვინ დარგო მცენარე, რომელიც შენობის მთელ ფასადს ამშვენებს

დღის ფოტო: კორპუსზე გაშენებული გლიცინია - ვინ დარგო მცენარე, რომელიც შენობის მთელ ფასადს ამშვენებს

დღეს სოციალურ ქსელში ძალიან ლამაზი ფოტო (ავტორი: ნიკა უდესიანი) გავრცელდა - გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინა ფასადზე, მერვე სართულამდე ასული გლიცინიას ფოტო ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა, რომელმაც უამრავი ადამიანის მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. როდესაც იმის გარკვევა ვცადეთ, თუ ვინ დარგო ეს მცენარე იქ და რამდენი ხანია ამ შენობის ფასადს ამშვენებს, შევიტყვეთ, რომ ის ახმეტელის თეატრის მსახიობს, ყოფილ პარლამენტის წევრს გია ჯაფარიძეს დაახლოებით 30 წლის წინ დაურგავს და ამ გლიცინიას მოვლას დღემდე აქტიურად აგრძელებს...

ამის შესახებ კი მისმა ქალიშვილმა შორენა ჯაფარიძემ, ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავემ გვიამბო:

- გავიზარდე იმ სახლში, რომელსაც ეს მცენარე ამშვენებს. იქ ამის გარდა კიდევ ბევრი ლამაზი ყვავილია დარგული. გლიცინიას გაშენების იდეის ავტორი მამაჩემია, მსახიობი გია ჯაფარიძე. ძალიან ვამაყობ იმით, რომ გია ჯაფარიძის შვილი ვარ... სასიხარულო ფაქტია ისიც, რომ ამ ფოტოს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა.

მამამ ეს ყვავილი რომ დარგო, ძალიან პატარა ვიყავი. მოკლედ, მე და ეს გლიცინია ერთად გავიზარდეთ. დღეს უამრავი ადამიანი მწერს, მირეკავს და მეუბნება, რომ სოციალურ ქსელში ეს ფოტო ნახა. ბევრს ახსოვს, როგორი პატარა იყო და როგორ თანდათან იზრდებოდა. ფოტო თვითონ როცა ვნახე, მაშინვე მამაჩემს დავურეკე და ეს ამბავი ვახარე... ამ ყვავილს ყოველ წელს მამა უვლიდა, რომ გაზრდილიყო, გაფურჩქნილიყო და გაეხარებინა ადამიანების გულები. თუმცა წლების წინ იყო ხოლმე ფაქტები, როცა ვიღაცები მოდიოდნენ და მამას ეუბნებოდნენ, რომ აქ ასე, კორპუსის კედელზე ამ ყვავილის გაშვება არ შეიძლება, მაგრამ მამას მთის ხასიათი მათ წინააღმდეგობას სულ აკავებდა... იქნებ, თბილისის მერიამ მსგავსი ინიციატივები და იდეების სურვილი ადამიანებში გააღვივოს, წაახალისოს და ბევრ კორპუსზე, სახლზე გაჩნდეს მსგავსი სიმწვანე და სილამაზე...