სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელი, დასავლეთი და არაბული სამყარო - ვინ ვის მხარეზეა?
ისრაელი, დასავლეთი და არაბული სამყარო - ვინ ვის მხარეზეა?

ძნე­ლად თუ წარ­მო­იდ­გენ­და ვინ­მე იმას, რომ ის­რა­ე­ლის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი თით­ქოს­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლა­მის შეიხ-ჯა­რა­ხის კვარ­ტალ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, ის­რა­ელ­სა და პა­ლე­ტი­ნას შო­რის მო­რიგ სე­რი­ო­ზულ კონ­ფლიქტს გა­მო­იწ­ვევ­და.

2021 წლის 7 მა­ისს, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს ქვე­ბის სრო­ლა და­უ­წყეს. მარ­თა­ლია, ვერ­დიქ­ტის აღ­სრუ­ლე­ბის ვადა ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 30 დღით გა­დას­წია, მაგ­რამ „მო­სახ­დე­ნი მოხ­და“: და­ძა­ბუ­ლო­ბამ მკვეთ­რად იმა­ტა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ტა­კე­ბა მოხ­და არა­ბებ­სა და ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ას შო­რის - იე­რუ­სა­ლიმ­ში ალ-აქ­სას მე­ჩეთ­თან ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ამ თავ­მოყ­რი­ლი არა­ბე­ბის დარ­ბე­ვა და­ი­წყო და შემ­დეგ თვით მე­ჩეთ­საც შე­უ­ტია, რო­მე­ლიც მუს­ლი­მე­ბის­თვის წმინ­და ად­გი­ლად ით­ვლე­ბა. ამის სა­პა­სუ­ხოდ არა­ბე­ბის ექ­სტრე­მის­ტულ-რა­დი­კა­ლურ­მა სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა „ჰა­მა­სმა“ და „ის­ლა­მურ­მა ჯი­ჰად­მა“ 10 და 12 მა­ისს ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქე­ბის­კენ 1500-მდე რა­კე­ტა გა­უშ­ვეს. მარ­თა­ლია, ის­რა­ე­ლის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ („რკი­ნის გუმ­ბათ­მა“) რა­კე­ტე­ბით შე­ტე­ვა მო­ი­გე­რია, მაგ­რამ მა­ინც და­ინ­გრა და და­ზი­ან­და სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ის­რა­ელ­მაც სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და და­ი­წყო: 13 მა­ი­სი­დან და­წყე­ბუ­ლი, ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცია ინ­ტენ­სი­უ­რად ბომ­ბავს პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ღა­ზის სექ­ტო­რის სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას... ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ი­ღუ­პა 212 არა­ბი, მათ შო­რის - 61 ქალი და 36 ბავ­შვი, ის­რა­ელ­ში - ათი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი ბავ­შვი.

  • ცოტა რამ ახლო ის­ტო­რი­ი­დან...

ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის კრი­ზი­სი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გრძელ­ვა­დი­ან და ინ­ტენ­სი­ურ კონ­ფლიქ­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში. მისი „და­ბა­დე­ბის დღე“ ცნო­ბი­ლია: ის და­ი­წყო 1948 წლის 14 მა­ისს, როცა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ცხად­და და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მისი ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ისაა, რომ გა­ე­როს 1947 წლის 29 ნო­ემ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბა, პა­ლეს­ტი­ნა­ში, ებ­რა­ულ­თან ერ­თად, არა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის თა­ო­ბა­ზე, არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა - არა­ბე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ და­ე­თან­ხმნენ პა­ლეს­ტი­ნის გა­ყო­ფის გა­ე­რო­სე­ულ გეგ­მას და ახ­ლად­შექ­მნილ სა­ხელ­მწი­ფოს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. იმ დრო­ი­დან ებ­რა­ე­ლებ­მა და არა­ბებ­მა ერ­თმა­ნეთ­თან რამ­დე­ნი­მე სის­ხლისმღვრე­ლი ომი გა­და­ი­ტა­ნეს - 1940-იანი წლე­ბის ბო­ლოს, 1960-იან და 1970-იან წლებ­ში - რომ­ლე­ბიც პრინ­ციპ­ში, ის­რა­ე­ლის გა­მარ­ჯვე­ბით მთავ­რდე­ბო­და. მაგ­რამ იმის გამო, რომ კონ­ფლიქ­ტებ­ზე გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც ახ­დენ­დნენ (და ახ­ლაც ახ­დე­ნენ) გავ­ლე­ნას, ახ­ლო­ბე­ლი და შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი, ებ­რა­ე­ლებ­სა და არა­ბებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ნარ­ჩუნ­დე­ბა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა მხა­რე­ე­ბი, პა­ლეს­ტი­ნე­ლი არა­ბე­ბი და ებ­რა­ე­ლე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე მსხდომ­ნი, თით­ქოს­და მი­ზან­თან ახ­ლოს იყ­ვნენ - ხელი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბებს ერ­თმა­ნეთ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის თა­ო­ბა­ზე (მა­გა­ლი­თად, ოს­ლო­ში და ვა­შინგტონ­ში 1993-95 წლებ­ში), მაგ­რამ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის კრი­ზი­სი იმ­დე­ნად ღრმა და არე­ულ-და­რე­უ­ლია, იქ იმ­დე­ნი ძალა და ინ­ტე­რე­სე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი (ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი...), რომ ზოგ­ჯერ საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ ადა­მი­ანს უი­მე­დო­ბა ეუფ­ლე­ბა...

ის­რა­ელს თა­ვი­სი პრე­ტენ­ზი­ე­ბი და პრინ­ცი­პუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს და უკან არ იხევს, პა­ლეს­ტი­ნელ არა­ბებს - თა­ვი­სი. ის­რა­ე­ლი კვლავ ინარ­ჩუ­ნებს 1967 წლის ომის დროს და­კა­ვე­ბულ არა­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­უ­ლად თა­ვი­სად თვლის. ებ­რა­ე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პა­ლეს­ტი­ნა მათი ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, სა­დაც არა­ბებს მხო­ლოდ ავ­ტო­ნო­მი­ის უფ­ლე­ბა აქვთ. არა­ბე­ბი თვლი­ან, რომ ის­რა­ე­ლი ოკუ­პან­ტია და არა­ბულ მი­წებ­ზე (მდი­ნა­რე იორ­და­ნეს და­სავ­ლეთ ნა­პირ­ზე და ღა­ზის სექ­ტორ­ზე) უკა­ნო­ნო პრე­ტენ­ზია აქვს. მარ­თა­ლია, ამ­ჟა­მად მოქ­მე­დებს პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია, ხოლო პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ფორ­მა­ლუ­რად ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ აღი­ა­რა კი­დეც, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რია, რად­გან რე­ა­ლუ­რად, დე ფაქ­ტოდ მისი ტე­რი­ტო­რია ის­რა­ელს აქვს და­კა­ვე­ბუ­ლი.

პა­ლეს­ტი­ნელ არა­ბებს აღი­ზი­ა­ნებთ აგ­რეთ­ვე ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბიც, მა­გა­ლი­თად, დე­და­ქა­ლა­ქის თელ-ავი­ვი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­და­ტა­ნა: ებ­რა­ე­ლე­ბი ქა­ლაქს მთლი­ა­ნად თა­ვი­სად თვლი­ან, არა­ბე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ იე­რუ­სა­ლი­მის ნა­ხე­ვა­რი - აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი მათ ეკუთ­ვნით, რად­გან იქ ის­ლა­მუ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი და ამი­ტომ პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს დე­და­ქა­ლა­ქი უნდა იყოს.

  • პა­ლეს­ტი­ნე­ლი არა­ბე­ბი ის­რა­ელ­ში

ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის კრი­ზი­სი დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი წინა პრო­ცე­სე­ბი­სა­გან ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბით გან­სხვავ­დე­ბა: დღეს ყვე­ლა­ფე­რი ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი არა­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

იმ პა­ლეს­ტი­ნე­ლი არა­ბე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (ანუ და­სავ­ლეთ ნა­პირ­ზე და ღა­ზის სექ­ტორ­ში) ცხოვ­რო­ბენ, ის­რა­ე­ლე­ლი არა­ბე­ბი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ეს იმი­ტომ, რომ 1948 წელს, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს და­არ­სე­ბის დროს, მათ გა­და­წყვი­ტეს ახა­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. მარ­თა­ლია, ბევ­რმა არ მო­ი­სურ­ვა ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბა და წა­ვიდ­ნენ - მათ პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს უწო­დე­ბენ.

ცხა­დია, ის­რა­ე­ლელ არა­ბებს (მათი რა­ო­დე­ნო­ბა 9 მი­ლი­ო­ნი­ან ის­რა­ელ­ში 1,9 მი­ლი­ო­ნია), რო­გორც ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ებ­რა­ე­ლებ­თან ერ­თად, თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი აქვთ - სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მით სარ­გებ­ლო­ბა, სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა და ა.შ. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად სარ­გებ­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბით, ის­რა­ე­ლის ქნე­სეთ­ში (პარ­ლა­მენ­ტში) საკ­მა­ოდ ბევ­რი არა­ბუ­ლი პარ­ტი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი). ამას­თან, ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე არა­ბე­ბი არ მსა­ხუ­რო­ბენ არ­მი­ა­ში და მათი სიმ­პა­თი­ე­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის კონ­ფლიქ­ტში ყო­ველ­თვის პა­ლეს­ტი­ნის მხა­რე­ზეა... თუმ­ცა ბევ­რი „ჰა­მა­სის“ პო­ლი­ტი­კას არ იწო­ნებს და აკ­რი­ტი­კებს.

თვით­მკვლელ „კა­მი­კა­ძე­ებს“ შო­რის, რომ­ლე­ბიც ტე­რაქ­ტებს ის­რა­ე­ლის ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ნებ­ში აწყო­ბენ, ის­რა­ე­ლე­ლი არა­ბე­ბი თით­ქმის არ არი­ან. თვით­მკვლე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად პა­ლე­ტი­ნე­ლი არა­ბე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ბლოკ-პოს­ტებს რო­გორ­ღაც გვერდს უვ­ლი­ან და ის­რა­ე­ლის დიდ ქა­ლა­ქებ­ში ჩუ­მად შე­დი­ან.

ასე რომ, ად­გი­ლობ­რი­ვი „პრო­ებ­რა­უ­ლი“ არა­ბე­ბი ბოლო დრომ­დე შე­და­რე­ბით მშვი­დად იყ­ვნენ, მაგ­რამ ახლა ისი­ნიც გა­აქ­ტი­ურ­დნენ - ახალ­გაზ­რდა არა­ბე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბას ამ­ჟღავ­ნე­ბენ - არ­ბე­ვენ მა­ღა­ზი­ებს, ამ­სხვრე­ვენ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ფან­ჯრებს, ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებს... ისი­ნი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ პა­ლეს­ტი­ნელ არა­ბებს. ამი­ტომ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ, პირ­ვე­ლად მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნის არა­ბუ­ლი თე­მის მი­მართ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბი მი­ი­ღო.

  • ებ­რა­ულ-არა­ბუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი

ის­რა­ე­ლის ებ­რა­უ­ლი და არა­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია და თით­ქმის არ­სად არ იკ­ვე­თე­ბა: ყვე­ლა, ვინც კი ის­რა­ელ­ში ჩა­დის, იო­ლად გა­მო­არ­ჩევს არა­ბულ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს ებ­რა­უ­ლი­სა­გან - ქა­ლაქს, სო­ფელს თუ უბ­რა­ლო რა­ი­ონს. მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად, ისი­ნი გან­სხვავ­დე­ბი­ან შე­ნო­ბე­ბის სტი­ლით, ინფრას­ტრუქ­ტუ­რით და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აბ­რე­ბი­თაც კი. არა­ბუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ რიგი შე­ღა­ვა­თე­ბით სა­გა­და­სა­ხა­დო სფე­რო­ში, მათ აქვთ გა­ნათ­ლე­ბის სა­კუ­თა­რი სის­ტე­მა... ის­რა­ე­ლის ბი­უ­ჯე­ტი­დან არა­ბე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­არ­დო­ბით თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა, მაგ­რამ ეს ნა­ბი­ჯი ინ­ტეგ­რა­ცი­ას მა­ინც ვერ შვე­ლის. თვი­თონ არა­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათი ლი­დე­რე­ბი, აცხა­დე­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა, ისი­ნი არა­ნა­ი­რად არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ოკუ­პა­ცი­ას აგ­რძე­ლებს.

„ის­რა­ე­ლე­ლი არა­ბე­ბის უფ­ლე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მათი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­დან და წი­ნაპ­რე­ბის მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბი­დან, ამი­ტომ მათ არ ეხე­ბათ არც არ­მი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი და არც რო­მე­ლი­მე სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა ის­რა­ე­ლის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად“, - ასეა ჩა­წე­რი­ლი არა­ბუ­ლი სექ­ტო­რის უმაღ­ლე­სი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო კო­მი­სი­ის მიერ 2006 წელს მი­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტში.

ერ­თა­დერ­თი სფე­რო, სა­დაც ის­რა­ე­ლე­ლი არა­ბე­ბი­სა და ებ­რა­ე­ლე­ბის თა­ნა­მო­საქ­მე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად ჩანს, ეს ჯან­დაც­ვის სტრუქ­ტუ­რე­ბია: ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ის­რა­ელ­ში ექიმ­თა 20%, მედ­დე­ბის 25% და ფარ­მა­ცევ­ტე­ბის 50% ეროვ­ნე­ბით არა­ბია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ამ თვალ­საზ­რი­სით ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და არა­ბე­ბის ერ­თგვა­რი და­ახ­ლო­ე­ბის იშ­ვი­ა­თი სა­ბა­ბი გახ­და: არა­ბე­ბი და ებ­რა­ე­ლე­ბი ერ­თობ­ლივ ბრი­გა­დებს ქმნიდ­ნენ და ამით ხაზს უს­ვამ­დნენ - ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბის მძი­მე პე­რი­ოდ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მტრო­ბა არ უნდა გა­მოვ­ლინ­დეს. ის­რა­ელ­ში გა­სულ 2020 წელს ხუმ­რო­ბით „კო­რო­ნუ­ლი და­ზა­ვე­ბის პე­რი­ოდს“ უწო­დე­ბენ. ბოლო წლებ­ში შე­სამ­ჩნე­ვი იყო კი­დევ ერთი რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტი: ის­რა­ე­ლის არა­ბე­ბი ცხოვ­რე­ბის დო­ნით მეტ-ნაკ­ლე­ბად კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან, მათი შე­მო­სავ­ლე­ბი მა­ტუ­ლობს, ისი­ნი ნაკ­ლე­ბად კონფრონ­ტა­ცი­უ­ლად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი...

მაგ­რამ ექ­სპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ბოლო დღე­ე­ბის დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იმ მცი­რე ინ­ტეგ­რა­ცი­ულ პრო­ცე­სებს „და­მარ­ხავს“, რომ­ლე­ბიც დღემ­დე შე­იმ­ჩნე­ო­და.

„თუ ადრე ის­რა­ე­ლელ არა­ბებს პა­ლეს­ტი­ნელ არა­ბებ­თან ძი­რი­თა­დად კლა­ნურ-თე­მუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბა აერ­თი­ა­ნებ­დათ, ახლა წინ წა­მო­ი­წია ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ­მა გან­წყო­ბებ­მა. ეს უკვე თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა კი არ არის, არა­მედ იმ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც თვი­თონ არი­ან“, - თვლის დე­ვიდ კო­ე­ნი, იე­რუ­სა­ლიმ­ში არ­სე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპერ­ტი.

არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს კვლე­ვის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი, იე­რუ­სალ­მის ებ­რა­უ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი რაფი ის­რა­ე­ლი ჯერ კი­დევ 2016 წელს წერ­და, რომ დად­გე­ბა დრო, როცა ის­რა­ე­ლის არა­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან ძი­რის გა­მო­თხრას და­ი­წყე­ბენ, ბოს­ნი­უ­რი სცე­ნა­რის მსგავ­სად. იმ დროს პრო­ფე­სო­რის ნათ­ქვა­მი ბევ­რმა არ გა­ი­ზი­ა­რა, მაგ­რამ დღეს უკვე რაფი ის­რა­ე­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას ბევ­რი იხ­სე­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, როცა ახალ­გაზ­რდა არა­ბებ­მა - ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა - ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა ჩა­მოგ­ლი­ჯეს და მის ნაც­ვლად პა­ლეს­ტი­ნის დრო­შა და­კი­დეს.

„ჩვენ ადრე ფრთხი­ლად და ჩუ­მად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ დროა მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დოთ: ის­რა­ელ­ში პირ­ვე­ლად მის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. 1930 წლი­დან პირ­ვე­ლად ხდე­ბა ებ­რა­ულ მი­წა­ზე ებ­რა­ელ­თა დარ­ბე­ვე­ბი. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია, „ჰა­მა­სის“ რა­კე­ტებ­ზე უფრო სა­ში­ში“, - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი ჰი­ლელ ეფ­რა­ნი.

  • ის­რა­ე­ლი, და­სავ­ლე­თი და არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო: ვინ ვის მხა­რე­ზეა?

ზე­მოთ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის კრი­ზის­ში უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და გავ­ლე­ნე­ბი ვახ­სე­ნეთ. მარ­თლაც­და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, ერთი მხრივ - შო­რე­ულ „ძლი­ერ­თა ამა სოფ­ლი­სანთ“ და მე­ო­რე მხრივ - ახ­ლომ­დე­ბა­რე მე­ზობ­ლებს ებ­რა­ულ-არა­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­მართ? პირ­ველ რიგ­ში შე­ვე­ხოთ არა­ბულ ქვეყ­ნე­ბის პო­ზი­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ არა­ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად რე­ა­გი­რე­ბენ ებ­რა­ე­ლებ­სა და პა­ლეს­ტი­ნე­ლებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქტზე.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ბევ­რი არა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მხარს პა­ლეს­ტი­ნე­ლებს და­უ­ჭერ­და, მაგ­რამ რიგ არა­ბულ ქვეყ­ნებს აშ­კა­რად არ სურთ ის­რა­ელ­თან ცოტა ხნის წინ აწყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დარ­ღვე­ვა. ბოლო წლებ­ში ის­რა­ელ­მა, აშშ-ის შუ­ა­მავ­ლო­ბით, არა­ბულ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ი­ხა­ტა 2020 წელს და­დე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­თან, ბაჰ­რე­ინ­თან, სუ­დან­თან, მა­რო­კოს­თან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი პირ­ვე­ლად და­თან­ხმდნენ ის­რა­ელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა დაზ­ვერ­ვა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბა. ახლა კი ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო „დათ­ბო­ბას“ „აცი­ვე­ბა“ ემუქ­რე­ბა: ის­რა­ელ­თან მო­თა­ნამ­შრომ­ლე არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ე­მი­რო­ე­ბი და ბაჰ­რე­ი­ნი, თავს ძალ­ზე არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ.

„სულ ახ­ლა­ხან ამ ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი სა­კუ­თარ ხალ­ხს ის­რა­ელ­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სი­კე­თე­სა და სარ­გებ­ლო­ბა­ზე ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ - ვაჭ­რო­ბის, მე­დი­ცი­ნის, ეკო­ლო­გი­უ­რი (მწვა­ნე“) ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ებ­ში, მაგ­რამ დღეს ისი­ნი ტე­ლეკ­რა­ნებ­ზე თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ, იშ­მუშ­ნე­ბი­ან, როცა ხე­და­ვენ, თუ რო­გორ ბომ­ბავს ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცია ღა­ზის სექ­ტორს, რო­გორ აძე­ვე­ბენ ებ­რა­ე­ლე­ბი თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე არა­ბებს ბი­ნე­ბი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში და რო­გორ ახორ­ცი­ე­ლებს შტურმს ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცია ალ-აქ­სას მე­ჩეთ­ზე“, - წერს „ბი-ბი-სი“-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი ფრენკ გარ­დნე­რი.

არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით სიფრ­თხი­ლეს იცა­ვენ თა­ვი­ანთ გან­ცხა­დე­ბებ­ში, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა - მათი რე­აქ­ცია ისე­თი ცალ­მხრი­ვი აღარ არის, რო­გო­რიც წინა წლებ­ში იყო. მა­გა­ლი­თად, სა­უ­დის არა­ბე­თის ტე­ლე­არ­ხი „ალ-არა­ბია“ აჩ­ვე­ნებს არა­მარ­ტო ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ის მიერ ღა­ზის სექ­ტო­რის და­ბომბვას, არა­მედ ვი­დე­ო­კად­რებს ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქე­ბი­დან, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა, სი­რე­ნე­ბის ხმის ფონ­ზე, „ჰა­მა­სის“ რა­კე­ტე­ბი­სა­გან თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს. არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში, დუ­ბა­ის ტე­ლე­არ­ხმა თა­ვის მხრივ, ეთერ­ში გა­დას­ცა ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ი­სა და რა­კე­ტე­ბის სა­მიზ­ნე მშვი­დო­ბი­ა­ნი არა­ბე­ბი კი არა, „ჰა­მა­სის“ ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არი­ან.

ბაჰ­რე­ინ­ში და იორ­და­ნი­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ პა­ლეს­ტი­ნე­ლი არა­ბე­ბის სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თა, ის­რა­ე­ლის მოქ­მე­დე­ბა სუ­ლი­ერ­მა და პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მაც დაგ­მეს, მაგ­რამ რო­გორც „ნიუ-იორკ თა­იმ­სის“ მი­მომ­ხილ­ვე­ლი წერს, მათი კრი­ტი­კა მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რია და რა­ი­მე პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დად­გმუ­ლა.

სა­ერ­თოდ კი ყვე­ლა­ზე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, ის­რა­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­აგ­ვა­რა. კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბი­დან სა­ე­მი­რო­ე­ბის ზო­გი­ერ­თმა ჩი­ნოვ­ნიკ­მა პა­ლე­ტი­ნე­ლე­ბი­სად­მი თა­ვი­სი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა, მაგ­რამ გან­ცხა­დე­ბებ­ში „ჰა­მა­სი“ და მისი ლი­დე­რე­ბი არ უხ­სე­ნე­ბი­ათ. და­ნარ­ჩე­ნი არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, ყა­ტა­რის გა­მოკ­ლე­ბით, ასე­ვე ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ებ­ში დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ „ჰა­მა­სი­სა­გან“.

ამე­რი­კუ­ლი გა­ზე­თის The Wall Street Journal-ის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმ აზრში, რომ სა­ე­მი­რო­ე­ბი და სხვა არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, ალ­ბათ, შეგ­ნე­ბუ­ლად არ წავ­ლენ ის­რა­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე (უკვე უამ­რა­ვი მომ­გე­ბი­ა­ნი სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­ტრაქ­ტია და­დე­ბუ­ლი), მაგ­რამ მა­ინც იძუ­ლე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ებ­რა­ე­ლებ­თან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლონ. „პა­ლეს­ტი­ნი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში ფეს­ვე­ბი ღრმად აქვს გად­გმუ­ლი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ფაქ­ტო­რი გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნას ახ­დენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე, მაგ­რამ ისი­ნი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ პერ­სპექ­ტი­ვა­საც, ამი­ტომ ხის­ტად პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ შე­უძ­ლი­ათ“, - ამ­ბობს ყო­ფი­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ეზე­დინ ჩუქ­რი, რო­მელ­საც ის­რა­ელ­ში მუ­შა­ო­ბის დიდი სტა­ჟი აქვს.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო კვლე­ვე­ბის სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპერ­ტის მა­იკლ სტი­ვენ­სის თქმით, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი არ და­არ­ღვე­ვენ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას, მაგ­რამ მათი პო­ლი­ტი­კა ფრთხი­ლი იქ­ნე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბამ­დე. პრაქ­ტი­კა­ში ეს ნიშ­ნავს, რომ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა კერ­ძო ხა­სი­ა­თი­სა იქ­ნე­ბა, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, რო­გო­რიც წინა წლებ­ში იყო. ალ­ბათ, დიპ­ლო­მა­ტე­ბიც ტე­ლე­კა­მე­რე­ბის ობი­ექ­ტი­ვე­ბის წინ ღი­მი­ლის­გა­ნაც თავს შე­ი­კა­ვე­ბენ.

ის­რა­ე­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე ხის­ტი და ნე­გა­ტი­უ­რი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ ერ­დო­ღან­მა: მან ორი დღის წი­ნათ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქვე­ყა­ნა პა­ლე­ტი­ნე­ლე­ბის დევ­ნი­სა და ჩაგ­ვრის მდუ­მა­რედ მა­ყუ­რე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა: „რე­ლი­გი­ურ წმინ­და ად­გი­ლებ­ზე შე­ტე­ვით ის­რა­ე­ლის ტე­რო­რის­ტულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა სა­ზღვარს გა­და­ა­ბი­ჯა. თუ ახლა ჩვენ მას ვერ შე­ვა­ჩე­რებთ, [ებ­რა­ელ­თა] ბარ­ბა­რო­სუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის სა­მიზ­ნე ჩვენც გავ­ხდე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და რე­ჯეფ ერ­დო­ღან­მა.

ირა­ნიც არ ჩა­მორ­ჩა თურ­ქეთს და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ახ­მო­ვა­ნა თა­ვი­სი უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი პო­ზი­ცია ის­რა­ე­ლის მი­მართ: „მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას ხმა აი­მაღ­ლოს ის­რა­ე­ლის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და აპარ­ტე­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ასე­თია თე­ი­რა­ნის პო­ზი­ცია.

მარ­თა­ლია, არც თურ­ქე­თი და არც ირა­ნი არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ არი­ან (უფრო მე­ტიც: ირა­ნი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ში­ი­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა, პა­ლეს­ტი­ნე­ლი არა­ბე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა კი სუ­ნი­ტე­ბი არი­ან), მაგ­რამ ან­კა­რი­სა და თე­ი­რა­ნის სო­ლი­და­რო­ბას არა­ბე­ბი­სად­მი მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს - ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით.

აშშ: ჯო ბა­ი­დე­ნი ორ­ჭო­ფობს... მაგ­რამ მა­ინც ის­რა­ე­ლის მომ­ხრეა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ფა­სე­ბე­ბი­სა­გან ჯერ თავს იკა­ვებს. დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში პა­ლეს­ტი­ნურ-ებ­რა­უ­ლი სა­კი­თხის მი­მართ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა და ამი­ტომ ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მკვეთ­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა უჭირს. თეთ­რი სახ­ლის პრეს-მდი­ვა­ნი ჯეინ პსა­კი მხო­ლოდ იმით შე­მო­ი­ფარ­გლა, რომ ვა­შინგტო­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად არის შეშ­ფო­ტე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით“.

სა­ერ­თოდ, ბოლო წლებ­ში ამე­რი­კე­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი­სად­მი გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და (25%), თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს ის­რა­ელს მა­ინც აქ­ტი­უ­რად უჭერს (75%). ამას­თან, დე­მოკ­რა­ტე­ბის 53% ის­რა­ელ­ზე ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ელ­ბის მომ­ხრეა, კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვის მიზ­ნით. 12 მა­ისს ნიუ-იორკში, ის­რა­ე­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლოს წინ, არა­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია ჩა­ტარ­და, რაც საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თია ამე­რი­კის­თვის.

დო­ნალდ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს აშშ-ის სო­ლი­და­რო­ბამ ის­რა­ე­ლის მი­მართ პიკს მი­აღ­წია: ვა­შინგტო­ნი ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბო­და და მხარს უჭერ­და ის­რა­ელს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და პა­ლეს­ტი­ნე­ლებს. რო­გორც ჩანს, ახ­ლაც, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მა­ინც იტყვის თა­ვის სათ­ქმელს ძლი­ე­რი ებ­რა­უ­ლი ლობი ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ალ­ბათ, ჯო ბა­ი­დე­ნიც გა­აგ­რძე­ლებს ის­რა­ე­ლი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას, მაგ­რამ არა დო­ნალდ ტრამ­პი­ვით ღიად, არა­მედ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლო­ბით.

საფ­რან­გე­თი: „შე­წყდეს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბა“

საფ­რან­გეთ­მა თა­ვი­სი პო­ზი­ცია ის­რა­ელ-პა­ლე­ტი­ნელ­თა კონ­ფლიქ­ტის მი­მართ ეგ­ვიპ­ტეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს გა­მო­ხა­ტა: 17 მა­ისს პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ეგ­ვიპ­ტის პრე­ზი­დენ­ტი აბ­დელ ფა­თაჰ ას-სისი, რო­მე­ლიც თა­ვის ფრანგ კო­ლე­გას ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის შეხ­ვდა. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია „შე­წყდეს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი“.

რო­გორც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ოფის­ში გა­ნა­ცხა­დეს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ეგ­ვიპ­ტის სა­შუ­ა­მავ­ლო ძა­ლის­ხმე­ვას კონ­ფლიქ­ტში. ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ ღრმა შეშ­ფო­თე­ბას ძა­ლა­დო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის გამო და დამ­წუხ­რე­ბულ­ნი არი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­მოწ­ვე­უ­ლი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მსხვერ­პლის გამო“.

სა­ერ­თოდ, საფ­რან­გეთ­ში არა­ბე­ბის საკ­მა­ოდ დიდი დი­ას­პო­რაა და ეს ფაქ­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გარ­კვე­ულ­წი­ლად გავ­ლე­ნას ახ­დენს - პა­რი­ზი ორ ცე­ცხლს შო­რის არის მოქ­ცე­უ­ლი: არც ის­რა­ე­ლის უკ­მა­ყოფ­ლო რე­აქ­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვა სურს და არც არა­ბე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი. ამი­ტომ პა­რი­ზი კა­ი­როს აძ­ლევს პრი­ო­რი­ტეტს - დაე, ეგ­ვიპ­ტემ და­ა­წყნა­როს თა­ვი­სი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე არა­ბე­ბი (თუ შეძ­ლებს), საფ­რან­გე­თი კი მას მხარს და­უ­ჭერს და არც ის­რა­ელ­თან არ გა­ი­ფუ­ჭებს ურ­თი­ერ­თო­ბას.

რუ­სე­თი: პრო­ა­რა­ბუ­ლი გა­დახ­რა?

რუ­სე­თი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ის სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მელ­საც პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი: პა­ლეს­ტი­ნის სა­ელ­ჩო მოს­კოვ­შია, რუ­სე­თის სა­ელ­ჩო კი - რა­მა­ლა­ში. 2005 წელს პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რუ­სე­თის პირ­ვე­ლი ლი­დე­რი იყო, რო­მე­ლიც პა­ლეს­ტი­ნა­ში ჩა­ვი­და და მის პრე­ზი­დენტს - მაჰ­მუდ აბასსს შეხ­ვდა. პა­ლეს­ტი­ნას­თან თა­ვი­სი ძვე­ლი კავ­ში­რე­ბი აქვს რუ­სულ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­საც. რუ­სე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვან მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას უწევს პა­ლეს­ტი­ნას. მდი­ნა­რე იორ­და­ნის და­სავ­ლეთ ნა­პირ­ზე, პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მი­ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ქა­ლაქ ბეით-ლაჰმ­ში არ­სე­ბობს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქუჩა, იე­რი­ქონ­ში კი - დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის ქუჩა.

ასე რომ, მოს­კო­ვის სიმ­პა­თი­ე­ბი, პრინ­ციპ­ში, არა­ბე­ბის მხა­რე­საა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი პა­ლეს­ტი­ნის გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ფრონ­ტის ლი­დერ­მა ია­სირ არა­ფატ­მა ჩა­უ­ყა­რა ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის ჟამს. თუმ­ცა­ღა, კრემ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს ის­რა­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­საც. გან­ცხა­დე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი გა­კეთ­და:

„ჩვენ ვგმობთ იმ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს, რომ­ლე­ბიც ღა­ზის სექ­ტო­რი­დან და ის­რა­ე­ლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ორი­ვე მხა­რემ უნდა შე­წყვი­ტოს აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - ამ­ბობს სერ­გეი ლავ­რო­ვი.

„რუ­სე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბით. ეს რე­გი­ო­ნი ჩვენ­გან შორს არ არის, მით უმე­ტეს, რომ კონ­ფლიქ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა საფრ­თხეს უქ­მნის სი­რი­ა­საც, სა­დაც ჩვე­ნი კონ­ტინ­გენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა. ჯერ-ჯე­რო­ბით ვლა­დი­მერ პუ­ტინს პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი არ­ცერთ მხა­რის ლი­დე­რებ­თან ჯერ არ ჰქო­ნია, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კონ­ტაქ­ტე­ბი იქ­ნე­ბა. აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ჩვე­ნი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო“, - ამ­ბობს დი­მიტ­რი პეს­კო­ვი, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვა­ნი.

გერ­მა­ნია: ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის ფონ­ზე, რუ­სე­თის იმე­დით....

გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბა შეშ­ფო­თე­ბით ადევ­ნებს თავლს სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცი­ას ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მხარს უჭერს ის­რა­ელს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გერ­მა­ნი­ამ წინა წლებ­ში ბევ­რი არა­ბი ლტოლ­ვი­ლი მი­ი­ღო ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის მი­მართ სი­ძულ­ვილს ამ­ჟღავ­ნე­ბენ. სა­ერ­თოდ კი, თვი­თონ გერ­მა­ნი­ა­შიც საკ­მა­ოდ არი­ან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ან­ტი­სე­მი­ტი ბი­ურ­გე­რე­ბი. მაგ­რამ მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ინც ის­რა­ე­ლის მომ­ხრეა. ან­გე­ლა მერ­კე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შტე­ფან ზა­ი­ბერ­ტმა 14 მა­ისს გა­მარ­თულ პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მკაც­რად დაგ­მო „ჰა­მა­სის“ მიერ და­წყე­ბუ­ლი „რა­კე­ტუ­ლი ომი“, რა­საც არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.

რო­გორც ბუნ­დეს­ტა­გის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე როლფ მი­უტ­ცე­ნი­ხი აცხა­დებს, ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა და კერ­ძოდ, გერ­მა­ნი­ამ წამ­ყვა­ნი როლი უნდა შე­ას­რუ­ლონ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი „დო­ი­ჩე ველე“ აღ­ნიშ­ნავს, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰე­ი­კო მასი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს „ახ­ლო­აღ­მო­სავ­ლუ­რი კვარ­ტე­ტი“ - ევ­რო­კავ­ში­რი, გა­ე­რო, აშშ და რუ­სე­თი. „ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან ცნო­ბი­ლია, რომ მოს­კოვს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის პრობ­ლე­მე­ბის მცოდ­ნე კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰყავს, ევ­რო­პე­ლე­ბი­სათ­ვის ასე­ვე კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი ის რე­ა­ლო­ბაც, რომ კრემ­ლის გავ­ლე­ნა არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რებ­ზე საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია. ამი­ტომ გერ­მა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ რუ­სე­თი კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
80

პალესტინა ისრაელის ისტორიული მიწაა და არც უნდა დათმონ. 

555
37

კვარტეტიდან 2 (ევროკავშირი და გაერო) არაფრის გამკეთებელია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ისრაელი, დასავლეთი და არაბული სამყარო - ვინ ვის მხარეზეა?

ისრაელი, დასავლეთი და არაბული სამყარო - ვინ ვის მხარეზეა?

ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე იმას, რომ ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული თითქოსდა ჩვეულებრივი გადაწყვეტილება - აღმოსავლეთ იერუსალამის შეიხ-ჯარახის კვარტალში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან პალესტინელების გამოსახლების თაობაზე, ისრაელსა და პალეტინას შორის მორიგ სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევდა.

2021 წლის 7 მაისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პალესტინელებმა პოლიციელებს ქვების სროლა დაუწყეს. მართალია, ვერდიქტის აღსრულების ვადა ისრაელის ხელისუფლებამ 30 დღით გადასწია, მაგრამ „მოსახდენი მოხდა“: დაძაბულობამ მკვეთრად იმატა. მოგვიანებით შეტაკება მოხდა არაბებსა და ისრაელის პოლიციას შორის - იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციამ თავმოყრილი არაბების დარბევა დაიწყო და შემდეგ თვით მეჩეთსაც შეუტია, რომელიც მუსლიმებისთვის წმინდა ადგილად ითვლება. ამის საპასუხოდ არაბების ექსტრემისტულ-რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფებებმა „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ 10 და 12 მაისს ისრაელის ქალაქებისკენ 1500-მდე რაკეტა გაუშვეს. მართალია, ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ („რკინის გუმბათმა“) რაკეტებით შეტევა მოიგერია, მაგრამ მაინც დაინგრა და დაზიანდა სხვადასხვა შენობა.

რასაკვირველია, ისრაელმაც სამაგიეროს გადახდა დაიწყო: 13 მაისიდან დაწყებული, ისრაელის ავიაცია ინტენსიურად ბომბავს პალესტინელებით დასახლებული ღაზის სექტორის სამხედრო და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას... ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 212 არაბი, მათ შორის - 61 ქალი და 36 ბავშვი, ისრაელში - ათი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

  • ცოტა რამ ახლო ისტორიიდან...

ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ერთ-ერთ ყველაზე გრძელვადიან და ინტენსიურ კონფლიქტებს მიეკუთვნება თანამედროვე მსოფლიოში. მისი „დაბადების დღე“ ცნობილია: ის დაიწყო 1948 წლის 14 მაისს, როცა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და დღემდე გრძელდება. მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ გაეროს 1947 წლის 29 ნოემბრის დადგენილება, პალესტინაში, ებრაულთან ერთად, არაბული სახელმწიფოს შექმნის თაობაზე, არ შესრულებულა - არაბები კატეგორიულად არ დაეთანხმნენ პალესტინის გაყოფის გაეროსეულ გეგმას და ახლადშექმნილ სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ. იმ დროიდან ებრაელებმა და არაბებმა ერთმანეთთან რამდენიმე სისხლისმღვრელი ომი გადაიტანეს - 1940-იანი წლების ბოლოს, 1960-იან და 1970-იან წლებში - რომლებიც პრინციპში, ისრაელის გამარჯვებით მთავრდებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ კონფლიქტებზე გარეშე სახელმწიფოებიც ახდენდნენ (და ახლაც ახდენენ) გავლენას, ახლობელი და შორეული ქვეყნები, ებრაელებსა და არაბებს შორის დაძაბულობა პერმანენტულად მაღალ ტემპერატურაზე ნარჩუნდება.

რასაკვირველია, იყო მომენტები, როცა მხარეები, პალესტინელი არაბები და ებრაელები, მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომნი, თითქოსდა მიზანთან ახლოს იყვნენ - ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის თაობაზე (მაგალითად, ოსლოში და ვაშინგტონში 1993-95 წლებში), მაგრამ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი იმდენად ღრმა და არეულ-დარეულია, იქ იმდენი ძალა და ინტერესებია ჩადებული (ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური...), რომ ზოგჯერ საქმეში ჩახედულ ადამიანს უიმედობა ეუფლება...

ისრაელს თავისი პრეტენზიები და პრინციპული ინტერესები აქვს და უკან არ იხევს, პალესტინელ არაბებს - თავისი. ისრაელი კვლავ ინარჩუნებს 1967 წლის ომის დროს დაკავებულ არაბულ ტერიტორიებს, რომლებსაც ისტორიულად თავისად თვლის. ებრაელები მიიჩნევენ, რომ პალესტინა მათი ისტორიული ტერიტორიაა, სადაც არაბებს მხოლოდ ავტონომიის უფლება აქვთ. არაბები თვლიან, რომ ისრაელი ოკუპანტია და არაბულ მიწებზე (მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორზე) უკანონო პრეტენზია აქვს. მართალია, ამჟამად მოქმედებს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო პალესტინის სახელმწიფო ფორმალურად ბევრმა ქვეყანამ აღიარა კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ სიმბოლურია, რადგან რეალურად, დე ფაქტოდ მისი ტერიტორია ისრაელს აქვს დაკავებული.

პალესტინელ არაბებს აღიზიანებთ აგრეთვე ისრაელის ხელისუფლების საშინაო პოლიტიკური ნაბიჯებიც, მაგალითად, დედაქალაქის თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა: ებრაელები ქალაქს მთლიანად თავისად თვლიან, არაბები კი აცხადებენ, რომ იერუსალიმის ნახევარი - აღმოსავლეთი ნაწილი მათ ეკუთვნით, რადგან იქ ისლამური სიწმინდეებია განლაგებული და ამიტომ პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა იყოს.

  • პალესტინელი არაბები ისრაელში

ახლო აღმოსავლეთის კრიზისი დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ ამჟამინდელი მოვლენები წინა პროცესებისაგან ერთი მნიშვნელოვანი გარემოებით განსხვავდება: დღეს ყველაფერი ისრაელის სახელმწიფოს შიგნით მიმდინარეობს, ისრაელში მცხოვრები არაბების მონაწილეობით.

იმ პალესტინელი არაბებისაგან განსხვავებით, რომლებიც პალესტინის ტერიტორიაზე (ანუ დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში) ცხოვრობენ, ისრაელელი არაბები ქვეყნის მოქალაქეები არიან. ეს იმიტომ, რომ 1948 წელს, ისრაელის სახელმწიფოს დაარსების დროს, მათ გადაწყვიტეს ახალი ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილიყვნენ. მართალია, ბევრმა არ მოისურვა ისრაელში ცხოვრება და წავიდნენ - მათ პალესტინელ ლტოლვილებს უწოდებენ.

ცხადია, ისრაელელ არაბებს (მათი რაოდენობა 9 მილიონიან ისრაელში 1,9 მილიონია), როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ებრაელებთან ერთად, თანაბარი უფლებები აქვთ - სოციალური დაცვა, ჯანდაცვის სისტემით სარგებლობა, საარჩევნო უფლება და ა.შ. ისინი აქტიურად სარგებლობენ თავიანთი უფლებებით, ისრაელის ქნესეთში (პარლამენტში) საკმაოდ ბევრი არაბული პარტიაა წარმოდგენილი). ამასთან, ისრაელის მოქალაქე არაბები არ მსახურობენ არმიაში და მათი სიმპათიები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ყოველთვის პალესტინის მხარეზეა... თუმცა ბევრი „ჰამასის“ პოლიტიკას არ იწონებს და აკრიტიკებს.

თვითმკვლელ „კამიკაძეებს“ შორის, რომლებიც ტერაქტებს ისრაელის ცენტრალურ რაიონებში აწყობენ, ისრაელელი არაბები თითქმის არ არიან. თვითმკვლელები ძირითადად პალეტინელი არაბები არიან, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბლოკ-პოსტებს როგორღაც გვერდს უვლიან და ისრაელის დიდ ქალაქებში ჩუმად შედიან.

ასე რომ, ადგილობრივი „პროებრაული“ არაბები ბოლო დრომდე შედარებით მშვიდად იყვნენ, მაგრამ ახლა ისინიც გააქტიურდნენ - ახალგაზრდა არაბების დაჯგუფებები ებრაელების წინააღმდეგ ძალადობას ამჟღავნებენ - არბევენ მაღაზიებს, ამსხვრევენ საცხოვრებელი ბინების ფანჯრებს, ავტოგასამართ სადგურებს... ისინი სოლიდარობას უცხადებენ პალესტინელ არაბებს. ამიტომ ისრაელის მთავრობამ, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ქვეყნის არაბული თემის მიმართ უსაფრთხოების საგანგებო ზომები მიიღო.

  • ებრაულ-არაბული ინტეგრაციის პრობლემები

ისრაელის ებრაული და არაბული მოსახლეობის თანაცხოვრება ძალზე იშვიათია და თითქმის არსად არ იკვეთება: ყველა, ვინც კი ისრაელში ჩადის, იოლად გამოარჩევს არაბულ დასახლებულ პუნქტს ებრაულისაგან - ქალაქს, სოფელს თუ უბრალო რაიონს. მოსახლეობის შემადგენლობასთან ერთად, ისინი განსხვავდებიან შენობების სტილით, ინფრასტრუქტურით და ჩვეულებრივი აბრებითაც კი. არაბული დასახლებები სარგებლობენ რიგი შეღავათებით საგადასახადო სფეროში, მათ აქვთ განათლების საკუთარი სისტემა... ისრაელის ბიუჯეტიდან არაბების სასარგებლოდ ყოველწლიურად მილიარდობით თანხები იხარჯება, მაგრამ ეს ნაბიჯი ინტეგრაციას მაინც ვერ შველის. თვითონ არაბები, განსაკუთრებით კი მათი ლიდერები, აცხადებენ, რომ მიუხედავად ისრაელის მოქალაქეობისა, ისინი არანაირად არ იმსახურებენ ისრაელის სახელმწიფოს გაძლიერებისათვის, რომელიც ოკუპაციას აგრძელებს.

„ისრაელელი არაბების უფლება გამომდინარეობს მათი მოქალაქეობიდან და წინაპრების მიწაზე ცხოვრებიდან, ამიტომ მათ არ ეხებათ არც არმიაში სამსახური და არც რომელიმე სამოქალაქო მოვალეობის შესრულება ისრაელის გასაძლიერებლად“, - ასეა ჩაწერილი არაბული სექტორის უმაღლესი სადამკვირვებლო კომისიის მიერ 2006 წელს მიღებულ დოკუმენტში.

ერთადერთი სფერო, სადაც ისრაელელი არაბებისა და ებრაელების თანამოსაქმეობა აქტიურად ჩანს, ეს ჯანდაცვის სტრუქტურებია: ბოლო მონაცემებით, ისრაელში ექიმთა 20%, მედდების 25% და ფარმაცევტების 50% ეროვნებით არაბია. საინტერესოა, რომ კორონავირუსის პანდემია ამ თვალსაზრისით ებრაელებისა და არაბების ერთგვარი დაახლოების იშვიათი საბაბი გახდა: არაბები და ებრაელები ერთობლივ ბრიგადებს ქმნიდნენ და ამით ხაზს უსვამდნენ - ადამიანთა ცხოვრების მძიმე პერიოდში ერთმანეთის მიმართ მტრობა არ უნდა გამოვლინდეს. ისრაელში გასულ 2020 წელს ხუმრობით „კორონული დაზავების პერიოდს“ უწოდებენ. ბოლო წლებში შესამჩნევი იყო კიდევ ერთი რეალური ფაქტი: ისრაელის არაბები ცხოვრების დონით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან, მათი შემოსავლები მატულობს, ისინი ნაკლებად კონფრონტაციულად არიან განწყობილნი...

მაგრამ ექსპერტები შიშობენ, რომ ბოლო დღეების დრამატული მოვლენები იმ მცირე ინტეგრაციულ პროცესებს „დამარხავს“, რომლებიც დღემდე შეიმჩნეოდა.

„თუ ადრე ისრაელელ არაბებს პალესტინელ არაბებთან ძირითადად კლანურ-თემური კუთვნილება აერთიანებდათ, ახლა წინ წამოიწია ნაციონალისტურმა განწყობებმა. ეს უკვე თანამემამულეთა მდგომარეობის გაზიარება კი არ არის, არამედ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის მოქალაქეებიც თვითონ არიან“, - თვლის დევიდ კოენი, იერუსალიმში არსებული სტრატეგიული კვლევებისა და უსაფრთხოების პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტი.

არაბული სამყაროს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, იერუსალმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი რაფი ისრაელი ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა, რომ დადგება დრო, როცა ისრაელის არაბი მოქალაქეები ქვეყნის შიგნიდან ძირის გამოთხრას დაიწყებენ, ბოსნიური სცენარის მსგავსად. იმ დროს პროფესორის ნათქვამი ბევრმა არ გაიზიარა, მაგრამ დღეს უკვე რაფი ისრაელის წინასწარმეტყველებას ბევრი იხსენებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ახალგაზრდა არაბებმა - ისრაელის მოქალაქეებმა - ერთ-ერთ ქალაქში ისრაელის სახელმწიფო დროშა ჩამოგლიჯეს და მის ნაცვლად პალესტინის დროშა დაკიდეს.

„ჩვენ ადრე ფრთხილად და ჩუმად ვიყავით, მაგრამ დროა მკაფიოდ განვაცხადოთ: ისრაელში პირველად მის უახლეს ისტორიაში, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. 1930 წლიდან პირველად ხდება ებრაულ მიწაზე ებრაელთა დარბევები. ეს ძალიან საშიშია, „ჰამასის“ რაკეტებზე უფრო საშიში“, - ამბობს ისტორიკოსი ჰილელ ეფრანი.

  • ისრაელი, დასავლეთი და არაბული სამყარო: ვინ ვის მხარეზეა?

ზემოთ ახლო აღმოსავლეთის კრიზისში უცხო სახელმწიფოების ინტერესები და გავლენები ვახსენეთ. მართლაცდა საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვთ, ერთი მხრივ - შორეულ „ძლიერთა ამა სოფლისანთ“ და მეორე მხრივ - ახლომდებარე მეზობლებს ებრაულ-არაბული დაპირისპირების მიმართ? პირველ რიგში შევეხოთ არაბულ ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც საკმაოდ არაერთმნიშვნელოვნად რეაგირებენ ებრაელებსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე კონფლიქტზე.

რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო, რომ ბევრი არაბული სახელმწიფო მხარს პალესტინელებს დაუჭერდა, მაგრამ რიგ არაბულ ქვეყნებს აშკარად არ სურთ ისრაელთან ცოტა ხნის წინ აწყობილი ურთიერთობის დარღვევა. ბოლო წლებში ისრაელმა, აშშ-ის შუამავლობით, არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც განსაკუთრებით გამოიხატა 2020 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებებით არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ბაჰრეინთან, სუდანთან, მაროკოსთან. შეიძლება ითქვას, რომ არაბული ქვეყნები პირველად დათანხმდნენ ისრაელთან თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დაზვერვა და სახელმწიფო უსაფრთხოება. ახლა კი ამ უპრეცედენტო „დათბობას“ „აცივება“ ემუქრება: ისრაელთან მოთანამშრომლე არაბული ქვეყნები, განსაკუთრებით საემიროები და ბაჰრეინი, თავს ძალზე არაკომფორტულად გრძნობენ.

„სულ ახლახან ამ ქვეყნების ლიდერები საკუთარ ხალხს ისრაელთან დადებული ხელშეკრულებების სიკეთესა და სარგებლობაზე ელაპარაკებოდნენ - ვაჭრობის, მედიცინის, ეკოლოგიური (მწვანე“) ეკონომიკის სფეროებში, მაგრამ დღეს ისინი ტელეკრანებზე თავს არაკომფორტულად გრძნობენ, იშმუშნებიან, როცა ხედავენ, თუ როგორ ბომბავს ისრაელის ავიაცია ღაზის სექტორს, როგორ აძევებენ ებრაელები თავიანთ მოქალაქე არაბებს ბინებიდან იერუსალიმში და როგორ ახორციელებს შტურმს ისრაელის პოლიცია ალ-აქსას მეჩეთზე“, - წერს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ფრენკ გარდნერი.

არაბული ქვეყნები ჯერჯერობით სიფრთხილეს იცავენ თავიანთ განცხადებებში, თუმცა გარკვეული ცვლილებაც შეინიშნება - მათი რეაქცია ისეთი ცალმხრივი აღარ არის, როგორიც წინა წლებში იყო. მაგალითად, საუდის არაბეთის ტელეარხი „ალ-არაბია“ აჩვენებს არამარტო ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას, არამედ ვიდეოკადრებს ისრაელის ქალაქებიდან, სადაც მოსახლეობა, სირენების ხმის ფონზე, „ჰამასის“ რაკეტებისაგან თავის გადარჩენას ცდილობს. არაბთა საემიროებში, დუბაის ტელეარხმა თავის მხრივ, ეთერში გადასცა ისრაელის მთავრობის განცხადება, რომლის მიხედვით, ისრაელის ავიაციისა და რაკეტების სამიზნე მშვიდობიანი არაბები კი არა, „ჰამასის“ ხელმძღვანელები არიან.

ბაჰრეინში და იორდანიაში მოსახლეობამ პალესტინელი არაბების სოლიდარობის აქციები გამართა, ისრაელის მოქმედება სულიერმა და პოლიტიკურმა ლიდერებმაც დაგმეს, მაგრამ როგორც „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიმომხილველი წერს, მათი კრიტიკა მხოლოდ სიტყვიერია და რაიმე პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა.

საერთოდ კი ყველაზე რთულ სიტუაციაში არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლება აღმოჩნდა, რომელმაც პირველმა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელთან ურთიერთობა მოაგვარა. კონფლიქტის დაწყებიდან საემიროების ზოგიერთმა ჩინოვნიკმა პალეტინელებისადმი თავისი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ განცხადებებში „ჰამასი“ და მისი ლიდერები არ უხსენებიათ. დანარჩენი არაბული ქვეყნები, ყატარის გამოკლებით, ასევე ცდილობენ თავიანთ პოზიციებში დისტანცირება მოახდინონ „ჰამასისაგან“.

ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები თანხმდებიან იმ აზრში, რომ საემიროები და სხვა არაბული ქვეყნები, ალბათ, შეგნებულად არ წავლენ ისრაელთან ურთიერთობის გაუარესებაზე (უკვე უამრავი მომგებიანი სავაჭრო-ეკონომიკური კონტრაქტია დადებული), მაგრამ მაინც იძულებულნი იქნებიან ებრაელებთან თავშეკავებულად ითანამშრომლონ. „პალესტინისადმი მხარდაჭერას არაბულ ქვეყნებში ფესვები ღრმად აქვს გადგმული და, რასაკვირველია, ეს ფაქტორი გარკვეული გავლენას ახდენს ხელისუფლების პოზიციაზე, მაგრამ ისინი ითვალისწინებენ პერსპექტივასაც, ამიტომ ხისტად პასუხის გაცემა არ შეუძლიათ“, - ამბობს ყოფილი ეგვიპტელი დიპლომატი ეზედინ ჩუქრი, რომელსაც ისრაელში მუშაობის დიდი სტაჟი აქვს.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო კვლევების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტის მაიკლ სტივენსის თქმით, არაბთა გაერთიანებული საემიროები არ დაარღვევენ სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ მათი პოლიტიკა ფრთხილი იქნება სიტუაციის განეიტრალებამდე. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობა კერძო ხასიათისა იქნება, დახურულ კარს მიღმა, როგორიც წინა წლებში იყო. ალბათ, დიპლომატებიც ტელეკამერების ობიექტივების წინ ღიმილისგანაც თავს შეიკავებენ.

ისრაელის მიმართ ყველაზე ხისტი და ნეგატიური პოზიცია დაიკავა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა: მან ორი დღის წინათ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალეტინელების დევნისა და ჩაგვრის მდუმარედ მაყურებელი არ იქნება: „რელიგიურ წმინდა ადგილებზე შეტევით ისრაელის ტერორისტულმა სახელმწიფომ ყველა საზღვარს გადააბიჯა. თუ ახლა ჩვენ მას ვერ შევაჩერებთ, [ებრაელთა] ბარბაროსული მენტალიტეტის სამიზნე ჩვენც გავხდებით“, - განაცხადა რეჯეფ ერდოღანმა.

ირანიც არ ჩამორჩა თურქეთს და ოფიციალურად გაახმოვანა თავისი უკიდურესად ნეგატიური პოზიცია ისრაელის მიმართ: „მოვუწოდებთ ყველას ხმა აიმაღლოს ისრაელის არაადამიანური პოლიტიკისა და აპარტეიდის წინააღმდეგ“, - ასეთია თეირანის პოზიცია.

მართალია, არც თურქეთი და არც ირანი არაბული სამყაროს წარმომადგენლები არ არიან (უფრო მეტიც: ირანი მსოფლიოში ყველაზე დიდი შიიტური სახელმწიფოა, პალესტინელი არაბების დიდი უმრავლესობა კი სუნიტები არიან), მაგრამ ანკარისა და თეირანის სოლიდარობას არაბებისადმი მაინც მნიშვნელობა აქვს - ისლამური რელიგიური ნიშნით.

აშშ: ჯო ბაიდენი ორჭოფობს... მაგრამ მაინც ისრაელის მომხრეა

ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად შეფასებებისაგან ჯერ თავს იკავებს. დემოკრატიულ პარტიაში პალესტინურ-ებრაული საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა და ამიტომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მკვეთრი პოზიციის გამოხატვა უჭირს. თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯეინ პსაკი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არის შეშფოტებული სიტუაციით“.

საერთოდ, ბოლო წლებში ამერიკელების დამოკიდებულება პალესტინელებისადმი გარკვეულწილად გაუმჯობესდა (25%), თუმცა საზოგადოება მხარს ისრაელს მაინც აქტიურად უჭერს (75%). ამასთან, დემოკრატების 53% ისრაელზე ზეწოლის განხორციელბის მომხრეა, კომპრომისის მიღწევის მიზნით. 12 მაისს ნიუ-იორკში, ისრაელის გენერალური საკონსულოს წინ, არაბების მხარდამჭერი აქცია ჩატარდა, რაც საკმაოდ იშვიათია ამერიკისთვის.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის სოლიდარობამ ისრაელის მიმართ პიკს მიაღწია: ვაშინგტონი ყველაფერში ეხმარებოდა და მხარს უჭერდა ისრაელს და ეწინააღმდეგებოდა პალესტინელებს. როგორც ჩანს, ახლაც, ასეთ სიტუაციაში მაინც იტყვის თავის სათქმელს ძლიერი ებრაული ლობი ამერიკის ხელისუფლებაში. ალბათ, ჯო ბაიდენიც გააგრძელებს ისრაელისადმი მხარდაჭერას, მაგრამ არა დონალდ ტრამპივით ღიად, არამედ შედარებით ნაკლები დემონსტრაციულობით.

საფრანგეთი: „შეწყდეს საომარი მოქმედება“

საფრანგეთმა თავისი პოზიცია ისრაელ-პალეტინელთა კონფლიქტის მიმართ ეგვიპტესთან მოლაპარაკების დროს გამოხატა: 17 მაისს პარიზში იმყოფებოდა ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ას-სისი, რომელიც თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონის შეხვდა. მათ განაცხადეს, რომ ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია „შეწყდეს საომარი მოქმედებები“.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის საშუამავლო ძალისხმევას კონფლიქტში. ორი ქვეყნის ლიდერები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას ძალადობის ესკალაციის გამო და დამწუხრებულნი არიან სამოქალაქო მოსახლეობაში გამოწვეული მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო“.

საერთოდ, საფრანგეთში არაბების საკმაოდ დიდი დიასპორაა და ეს ფაქტორი ხელისუფლებაზე გარკვეულწილად გავლენას ახდენს - პარიზი ორ ცეცხლს შორის არის მოქცეული: არც ისრაელის უკმაყოფლო რეაქციის გამოწვევა სურს და არც არაბების საპროტესტო აქციები. ამიტომ პარიზი კაიროს აძლევს პრიორიტეტს - დაე, ეგვიპტემ დააწყნაროს თავისი თანამემამულე არაბები (თუ შეძლებს), საფრანგეთი კი მას მხარს დაუჭერს და არც ისრაელთან არ გაიფუჭებს ურთიერთობას.

რუსეთი: პროარაბული გადახრა?

რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ის სახელმწიფოა, რომელსაც პალესტინის სახელმწიფოსთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული: პალესტინის საელჩო მოსკოვშია, რუსეთის საელჩო კი - რამალაში. 2005 წელს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის პირველი ლიდერი იყო, რომელიც პალესტინაში ჩავიდა და მის პრეზიდენტს - მაჰმუდ აბასსს შეხვდა. პალესტინასთან თავისი ძველი კავშირები აქვს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასაც. რუსეთი მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებას უწევს პალესტინას. მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე, პალესტინის ავტონომიის მიერ კონტროლირებულ ქალაქ ბეით-ლაჰმში არსებობს ვლადიმერ პუტინის ქუჩა, იერიქონში კი - დიმიტრი მედვედევის ქუჩა.

ასე რომ, მოსკოვის სიმპათიები, პრინციპში, არაბების მხარესაა, რომელსაც საფუძველი პალესტინის გამათავისუფლებელი ფრონტის ლიდერმა იასირ არაფატმა ჩაუყარა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ჟამს. თუმცაღა, კრემლი ითვალისწინებს ისრაელთან ურთიერთობის მნიშვნელობასაც. განცხადებაც შესაბამისი გაკეთდა:

„ჩვენ ვგმობთ იმ სარაკეტო დარტყმებს, რომლებიც ღაზის სექტორიდან და ისრაელიდან ხორციელდება. ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს აგრესიული მოქმედებები“, - ამბობს სერგეი ლავროვი.

„რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის განმტკიცებით. ეს რეგიონი ჩვენგან შორს არ არის, მით უმეტეს, რომ კონფლიქტის გაფართოება საფრთხეს უქმნის სირიასაც, სადაც ჩვენი კონტინგენტი იმყოფება. ჯერ-ჯერობით ვლადიმერ პუტინს პირადი კონტაქტები არცერთ მხარის ლიდერებთან ჯერ არ ჰქონია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კონტაქტები იქნება. აქტიურად მუშაობს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო“, - ამბობს დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი.

გერმანია: ანტისემიტიზმის ფონზე, რუსეთის იმედით....

გერმანიის მთავრობა შეშფოთებით ადევნებს თავლს სიტუაციის ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში და ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს ისრაელს.

როგორც ცნობილია, გერმანიამ წინა წლებში ბევრი არაბი ლტოლვილი მიიღო ახლო აღმოსავლეთიდან, რომლებიც ისრაელის მიმართ სიძულვილს ამჟღავნებენ. საერთოდ კი, თვითონ გერმანიაშიც საკმაოდ არიან შემორჩენილი ანტისემიტი ბიურგერები. მაგრამ მათგან განსხვავებით, ხელისუფლება მაინც ისრაელის მომხრეა. ანგელა მერკელის წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა 14 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მკაცრად დაგმო „ჰამასის“ მიერ დაწყებული „რაკეტული ომი“, რასაც არავითარი გამართლება არ აქვს.

როგორც ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე როლფ მიუტცენიხი აცხადებს, ევროპულმა ქვეყნებმა და კერძოდ, გერმანიამ წამყვანი როლი უნდა შეასრულონ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებაში.

როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მასი დარწმუნებულია, რომ საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთოს „ახლოაღმოსავლური კვარტეტი“ - ევროკავშირი, გაერო, აშშ და რუსეთი. „ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია, რომ მოსკოვს ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მცოდნე კარგი სპეციალისტები ჰყავს, ევროპელებისათვის ასევე კარგადაა ცნობილი ის რეალობაც, რომ კრემლის გავლენა არაბული სამყაროს ლიდერებზე საკმაოდ ძლიერია. ამიტომ გერმანელი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ რუსეთი კონფლიქტის დარეგულირებაზე პოზიტიურ გავლენას გავლენას მოახდენს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

"აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს..." - ბჟანიამ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღო

"ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია" - ასლან ბჟანია

გალელი მამაკაცი, რომელიც შემოვლითი გზით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, 150 მ სიმაღლიდან ხრამში გადაიჩეხა