სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში" - რას ამბობს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი
"უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში" - რას ამბობს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს შე­ი­ხის, რა­მინ იგი­დო­ვის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობ­და საფრ­თხე, რომ დმა­ნის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ეთ­ნი­კურ კონ­ფლიქ­ტში გა­დაზ­რდი­ლი­ყო. მან მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი აღარ გან­მე­ორ­დე­ბა.

„ძა­ლი­ან შევ­წუხ­დით აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტით. ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის იყო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი გა­და­ი­ზარ­და ყო­ფი­თი ნი­ა­და­გი­დან სა­მე­ზობ­ლო­ში, სოფ­ლებ­ში, რე­გი­ო­ნებ­ში, ქა­ლა­ქებ­ში. არ­სე­ბობ­და საფრ­თხე, რომ ეს ეთ­ნი­კურ კონ­ფლიქ­ტშიც გა­დაზ­რდი­ლი­ყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი 3 ას­პექ­ტში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. უნდა და­ის­ვას კი­თხვა, რა­ტომ მოხ­და, რა­ტომ დას­რულ­და ამ შე­დე­გით და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს შემ­დგომ­ში. რე­გი­ონ­ში რო­დე­საც გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი, ად­გილ­ზე გა­ვე­ცა­ნით რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ას და მი­ზე­ზე­ბი გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ. რე­გი­ონ­ში მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და და ად­გილ­ზე გვარ­დე­ბო­და, მას­შტა­ბურ კონ­ფლიქ­ტში არ გა­დაზ­რდი­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი, რაც ხდე­ბო­და, არც სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში შე­ფა­სე­ბუ­ლა და არც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­აქ­ცია ყო­ფი­ლა. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი იყო ის, რომ ხშირ შემ­ხვე­ვა­ში მე­დი­ა­სა­შუ­ლე­ბე­ბი არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად აშუ­ქებ­დნენ სი­ტუ­ა­ცას ან ერთი მხა­რის ინ­ტე­რე­სებს იცავ­დნენ, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვი“, - გა­ნა­ცხა­და რა­მინ იგი­დოვ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­დე­ბა და სურ­ვი­ლი იყო, რომ სი­ტუ­ა­ცია მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი შე­რი­გე­ბა იყო, რაც გუ­შინ მიღ­წე­ულ იქნა.

„ორი­ვე მხრი­დან იყო სურ­ვი­ლი, რომ შე­რი­გე­ბუ­ლიყ­ვნენ. ეს სა­კი­თხი უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, რად­გან ისი­ნი ერ­თად თა­ნა­ცხოვ­რო­ბენ, მე­ზობ­ლად არი­ან და სურთ, მო­მა­ვალ­ში კარ­გი კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეთ, რო­გორც აქამ­დე. ინ­ცი­დენ­ტის დროს იყო ბლაგ­ვი საგ­ნე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ზოგ­ჯერ არის ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ცუდ­სა და უა­რესს შო­რის ვა­კე­თებთ არ­ჩე­ვანს. პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად რჩე­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ პრო­ცე­სე­ბი შე­ვა­ჩე­რეთ. მშვი­დო­ბამ და­ი­სად­გუ­რა, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში ჩვენ არაფ­რის­გან და­ზღვე­უ­ლი არ ვართ, ამი­ტომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლი და მო­ლო­დი­ნია, მშვი­დო­ბამ და გულ­წრფელ­მა თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ და­ი­სად­გუ­როს“, - გა­ნა­ცხა­და რა­მინ იგი­დოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, დმა­ნის­ში და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის შეხ­ვედ­რა კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბით დამ­თავ­რდა. მხა­რე­ე­ბი დმა­ნი­სის მე­რი­ის შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც შე­რი­გე­ბის ნიშ­ნად ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­არ­თვეს.

ავტორი:

"უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში" - რას ამბობს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

"უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში" - რას ამბობს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის, რამინ იგიდოვის განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო. მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება.

„ძალიან შევწუხდით აღნიშნული ფაქტით. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ აღნიშნული ინციდენტი გადაიზარდა ყოფითი ნიადაგიდან სამეზობლოში, სოფლებში, რეგიონებში, ქალაქებში. არსებობდა საფრთხე, რომ ეს ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაზრდილიყო. აღნიშნული საკითხი 3 ასპექტში უნდა განვიხილოთ. უნდა დაისვას კითხვა, რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება განვითარდეს შემდგომში. რეგიონში როდესაც გვქონდა შეხვედრები, ადგილზე გავეცანით რეალურ სიტუაციას და მიზეზები გამოვიკვლიეთ. რეგიონში მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა და ადგილზე გვარდებოდა, მასშტაბურ კონფლიქტში არ გადაზრდილა. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, რაც ხდებოდა, არც სამართლებრივ ჭრილში შეფასებულა და არც საზოგადოებრივი რეაქცია ყოფილა. სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ ხშირ შემხვევაში მედიასაშულებები არაობიექტურად აშუქებდნენ სიტუაცას ან ერთი მხარის ინტერესებს იცავდნენ, რამაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციები გამოიწვი“, - განაცხადა რამინ იგიდოვმა.

მისი განმარტებით, საზოგადოების მოწოდება და სურვილი იყო, რომ სიტუაცია მოგვარებულიყო და შექმნილ ვითარებაში ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი შერიგება იყო, რაც გუშინ მიღწეულ იქნა.

„ორივე მხრიდან იყო სურვილი, რომ შერიგებულიყვნენ. ეს საკითხი უნდა დასრულებულიყო, რადგან ისინი ერთად თანაცხოვრობენ, მეზობლად არიან და სურთ, მომავალში კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეთ, როგორც აქამდე. ინციდენტის დროს იყო ბლაგვი საგნები გამოყენებული. ყველანი ვთანხმდებით, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პროცესები შევაჩერეთ. მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ მომავალში ჩვენ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ ჩვენი სურვილი და მოლოდინია, მშვიდობამ და გულწრფელმა თანაცხოვრებამ დაისადგუროს“, - განაცხადა რამინ იგიდოვმა.

ცნობისთვის, დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმებით დამთავრდა. მხარეები დმანისის მერიის შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები

ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, ადამიანებმა პირი ამოიკერეს - მათი განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების გამო სახლები დაიბზარა

"ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე? ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!" - პაატა იმნაძე