„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს განჩინებით, „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.
"კოჟორიძე და იურისტები“ საადვოკატო მომსახურებას უწევს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო „რუსთავი 2“-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება სრულად.
ჩვენ ასევე ვითხოვდით „რუსთავი 2“-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ „რუსთავი 2“ დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს“, - წერს კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში.
ვისია რუსთავი2?!
აღარ უნდა ხელისუფლებას რუსთავი 2. ჰოდა, დაუბრუნებენ კანონიერ მეპატრონეებს. მაგრამ დვალს რაღათ უნდა? ფულს ვერ აიღებს მაქედან. და ტელევიზიის გამართვა არ მგონია, შეძლოს. ეროსი აღარ ჰყავს. ასე რომ, დაეტიოს რა თავის ადგილას. ნუ ჯარჯი საერთოდ ვინ არის. ერთი ლოთი კაცი.