სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები
პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები

2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, რო­დე­საც უხა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში ახა­ლი ვირუ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზულ სა­ხეს მი­ი­ღებ­და და რო­გორ აი­სა­ხე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბა­ზე. პან­დე­მი­ი­დან უკვე ერთ წელ­ზე მეტი გა­ვი­და და ვირუს­თან ერ­თად, ხში­რად გხვდე­ბა ტერ­მი­ნი - პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვით, თუკი Covid-19-ის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი გრძელ­დე­ბა 3-დან 6 თვემ­დე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20-30%-ში იჩენს თავს. ამ სა­კი­თხზე უფრო დე­ტა­ლუ­რად, გვე­სა­უბ­რა აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ნევ­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, იო­სებ ბურ­დუ­ლა­ძე

რა არის პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი და კონ­კრე­ტუ­ლად რა სიმპტო­მე­ბი ვლინ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნეს? მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი წერს, რომ შე­ექ­მნათ მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა – „რა სად დავ­დე – აღარ მახ­სოვს“ – ასე­თი ჩი­ვი­ლე­ბიც გვხვდე­ბა ხში­რად.

- ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი გახ­ლავთ თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ძი­ლის დარ­ღვე­ვა ღა­მით და პი­რი­ქით, დღი­სით - მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძი­ლი­ა­ნო­ბა. გარ­და ამი­სა, ხში­რია კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა, მათ შო­რის ყნოს­ვი­თი და გე­მოს შეგ­რძნე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი. პა­ცი­ენ­ტე­ბი ასე­ვე ხში­რად უჩი­ვი­ან მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, გვხვდე­ბა არა მეხ­სი­ე­რე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი დაქ­ვე­ი­თე­ბა, არა­მედ ე.წ. „გა­ფან­ტუ­ლო­ბა“, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი. ხში­რია პა­თო­ლო­გი­უ­რი დაღ­ლი­ლო­ბა და სი­ა­რუ­ლის დროს „არამ­დგრა­დო­ბის“ შეგ­რძნე­ბა.

ასე­ვე ხში­რი სიმპტო­მე­ბია შფოთ­ვა, მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი აღ­გზნე­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, „სიმ­ძი­მე ხე­ლებ­ში, ფე­ხებ­ში და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი“, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ეს გახ­ლავთ მი­ალ­გი­უ­რი, ანუ კუნ­თო­ვა­ნი ტკი­ვი­ლე­ბი.

ეს სინ­დრო­მი ყვე­ლა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ან­ზე ვრცელ­დე­ბა თუ არა და რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მისი გან­ვი­თა­რე­ბა?

- პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი აღი­ნიშ­ნე­ბა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20-30%-ში. თუ რა გან­სა­ზღვრავს სინ­დრო­მის გან­ვი­თა­რე­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ზუს­ტად დად­გე­ნი­ლი, თუმ­ცა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სარ­წმუ­ნო კვლე­ვა, რო­გორც ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში, ასე­ვე ჩი­ნე­თის კლი­ნი­კებ­ში, რო­მელ­თა მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი ხში­რია პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც დას­ჭირ­დათ ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბა, ე.წ. მარ­თვი­თი სუნ­თქვა (ფილ­ტვე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია) ან ჟანგბა­დის ინ­ტენ­სი­უ­რი მი­წო­დე­ბა (ოქ­სი­გე­ნო­თე­რა­პია). სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ფილ­ტვე­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ზი­ა­ნე­ბა გახ­ლავთ შემ­დგომ­ში ამ სინ­დრო­მის არ­სე­ბო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, თუმ­ცა, სხვა მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით, შეს­წავ­ლის სა­გა­ნია.

შე­საძ­ლოა თუ არა, რომ პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს თვით­ნე­ბურ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ ან ოჯა­ხის ექი­მის რჩე­ვე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფამ?

- მიმ­დი­ნა­რე სა­მე­დი­ცი­ნო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მკაც­რი კო­რე­ლა­ცია პოს­ტკო­ვი­დურ სინ­დრომ­სა და თქვენს მიერ ჩა­მოთ­ვლილ მი­ზე­ზებს შო­რის არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, რო­გორც ექიმ­მა და რო­გორც თე­რა­პი­უ­ლი დარ­გის, კერ­ძოდ ნევ­რო­ლო­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არას­წო­რი, თვით­ნე­ბუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, მა­გა­ლი­თად ზედ­მე­ტი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, მათ შო­რის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბის გა­რე­შე, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის და შემ­დგომ­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია გახ­დეს პოს­ტკო­ვი­დურ სინ­დრო­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ - ერთი მი­ზე­ზი. ასე­ვე სა­ჭი­როა იმ მი­თი­თე­ბე­ბის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ოჯა­ხის ექი­მე­ბი აძ­ლე­ვენ პა­ცი­ენ­ტებს, მა­გა­ლი­თად, სი­თხის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა და მოძ­რა­ო­ბა (რა თქმა უნდა, თუკი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა).

არის თუ არა პოს­ტკო­ვი­დუ­რი სიმპტო­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტის ასაკ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

– კო­ვიდ-19 -ის შეც­ნო­ბა დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ბო­ლომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა და ხში­რად მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა "სი­ურპრი­ზე­ბი­თაა" სავ­სე და სწო­რედ ამი­ტომ უდი­დეს საფრ­თხეს უქ­მნის კა­ცობ­რი­ო­ბას. პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი, ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად, გვხვდე­ბა უფრო ახალ­გაზ­რდა, ვიდ­რე სა­შუ­ა­ლო და ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის პა­ცი­ენ­ტებ­ში. ამ ეტაპ­ზე, რთუ­ლია ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, რომ იქ, სა­დაც ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტია, კო­ვიდ-19 უფრო აგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მე­დებს.

ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თუ ადა­მი­ანს აქვს მყა­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა, მან მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბი უფრო იო­ლად უნდა გა­და­ი­ტა­ნოს, თუმ­ცა, სტა­ტის­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არ ვრცელ­დე­ბა Covid-19-ზე.

რა რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი აქვს დღე­ვან­დელ მე­დი­ცი­ნას კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

– მიმ­დი­ნა­რე სა­მე­დი­ცი­ნო პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში, პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მის სამ­კურ­ნა­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხით ჯერ-ჯე­რო­ბით არ არის მო­წო­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ უპირ­ვე­ლე­სი გახ­ლავთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, თუ პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და იგი არ არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუნ­დაც ე.წ. გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ვარ­ჯი­ში, დღე­ში 1-2 ჯერ მა­ინც.

სა­ჭი­როა სი­თხის ადეკ­ვა­ტუ­რი მი­ღე­ბა რო­გორც ზამ­თარ­ში ასე­ვე ზა­ფხულ­ში. მი­სა­ღე­ბი სი­თხის ოდე­ნო­ბა ადა­მი­ა­ნის წო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მერ­ყე­ობს, თუმ­ცა სა­შუ­ა­ლო წო­ნა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია 1,5-2 ლიტ­რამ­დე დღე - ღა­მე­ში.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ალ­კოჰო­ლი­სა და თამ­ბა­ქოს მი­ღე­ბის შე­წყვე­ტა! ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რო­გორც თვი­თონ და­ა­ვა­დე­ბი­სას, ასე­ვე ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე და გა­კე­თე­ბი­დან 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც ბევ­რი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვაც ამ­ტკი­ცებს.

პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევთ ნორ­მა­ლუ­რი დღე­ღა­მუ­რი რიტ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ძი­ლის ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას. ეს გუ­ლის­ხმობს, რომ სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი იყოს მშვი­დი და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი სი­ნათ­ლის შუ­ქის გა­რე­შე. სა­ძი­ნე­ბელ­ში არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი თუ კომ­პი­უ­ტე­რი. უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ერ­თსა და იმა­ვე დროს და­ვი­ძი­ნოთ და გა­ვიღ­ვი­ძოთ (რა თქმა უნდა დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის გარ­და), 20 სა­ა­თის შემ­დეგ კი ჭამა და მით უმე­ტეს, ჩა­ი­სა ყა­ვის, ასე­ვე კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

მთა­ვა­რი, მა­ინც გახ­ლავთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მის მკურ­ნა­ლო­ბას, ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ზე. ამი­სათ­ვის, უპირ­ვე­ლე­სად უნდა მი­მარ­თოთ ოჯა­ხის ექიმს, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში გა­და­წყვეტს, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის, თე­რა­პევ­ტის, ნევ­რო­ლო­გის თუ სხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
0

ეს რჩევები იყო, თუ პოსტკოვიდური მდგომარეობის აღწერა? მოკლედ, წყალი სვით და იმოძრავეთო. ეგ იყო სულ.

სუს
0

მე გადავიტანე ნოემბერᲨი და სახლᲨი მოვიხადე მსუბუქი ფონიᲗ,მაგრამ დამიტოვა ზემოᲗ ხსენებული ყველა სინდრომი და Თავის გაბრუᲟება...მხოლოდ გემო და ყნოსვა არ დამიკარგავს...ამაზე რას იტყვიან....არაფერ ᲨუაᲨია სუნᲗქვუᲗი აპარატი და ასე Შემდეგ...კიდო არ იციᲗ ეს ვირუსი და ნაადრევად ნუ გამოიტანᲗ დასკვნას...მეუᲦლეს Შეხვდა ვირუსი მეორე ხარისხის დიაბეტი ქონდა და Ჩემზე მარტუვატ გადაირანა ერᲗი დᲦე ქონდა 38 და მის მერე სიცხე აᲦარ ქონია,მაგრამ დაუტოვა ყველა ზემოᲗ ხსენებული Ჩივილები...ასე რომ არ იციᲗ ეს ვირუსი ჯერ ვისᲗან როგორ მოქმედებს..ბავᲨვმა მოიტანა მეუᲦლეს დაეწყო მერე მე და ბავᲨვს Შეხვდა 6 დᲦის მერე ...ასე რომ მოიცადეᲗ ვირუსზე ლაპარაკი

ავტორი:

პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები

პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები

2019 წლის დეკემბერში, როდესაც უხანის პროვინციაში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რთული დასაჯერებელი იყო, რამდენად სერიოზულ სახეს მიიღებდა და როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი ადამიანთა ცხოვრებაზე. პანდემიიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და ვირუსთან ერთად, ხშირად გხვდება ტერმინი - პოსტკოვიდური სინდრომი.

სპეციალისტების რჩევით, თუკი Covid-19-ის გადატანის შემდეგ, გარკვეული ჩივილები გრძელდება 3-დან 6 თვემდე, აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ პოსტკოვიდური სინდრომი კოვიდგადატანილი პაციენტების დაახლოებით 20-30%-ში იჩენს თავს. ამ საკითხზე უფრო დეტალურად, გვესაუბრა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, იოსებ ბურდულაძე

რა არის პოსტკოვიდური სინდრომი და კონკრეტულად რა სიმპტომები ვლინდება პაციენტებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს? მაგალითად, სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ შეექმნათ მეხსიერების პრობლემა – „რა სად დავდე – აღარ მახსოვს“ – ასეთი ჩივილებიც გვხვდება ხშირად.

- ძირითადი სიმპტომები გახლავთ თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა ღამით და პირიქით, დღისით - მოჭარბებული ძილიანობა. გარდა ამისა, ხშირია კორონავირუსის სიმპტომების გახანგრძლივება, მათ შორის ყნოსვითი და გემოს შეგრძნებების ცვლილებები. პაციენტები ასევე ხშირად უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, თუმცა ამ შემთხვევაში, გვხვდება არა მეხსიერების ჭეშმარიტი დაქვეითება, არამედ ე.წ. „გაფანტულობა“, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი. ხშირია პათოლოგიური დაღლილობა და სიარულის დროს „არამდგრადობის“ შეგრძნება.

ასევე ხშირი სიმპტომებია შფოთვა, მოჭარბებული აღგზნება და გაღიზიანება, „სიმძიმე ხელებში, ფეხებში და სახსრების ტკივილი“, თუმცა რეალურად ეს გახლავთ მიალგიური, ანუ კუნთოვანი ტკივილები.

ეს სინდრომი ყველა კოვიდგადატანილ ადამიანზე ვრცელდება თუ არა და რაზეა დამოკიდებული მისი განვითარება?

- პოსტკოვიდური სინდრომი აღინიშნება კოვიდგადატანილი პაციენტების დაახლოებით 20-30%-ში. თუ რა განსაზღვრავს სინდრომის განვითარებას, ჯერჯერობით არ არის ზუსტად დადგენილი, თუმცა, ჩატარებულია რამდენიმე სარწმუნო კვლევა, როგორც ამერიკასა და ევროპაში, ასევე ჩინეთის კლინიკებში, რომელთა მონაცემებზე დაყრდნობით, პოსტკოვიდური სინდრომი ხშირია პაციენტებში, რომლებსაც დასჭირდათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა, ე.წ. მართვითი სუნთქვა (ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია) ან ჟანგბადის ინტენსიური მიწოდება (ოქსიგენოთერაპია). საუბარია იმაზე, რომ ფილტვების კორონავირუსით დაზიანება გახლავთ შემდგომში ამ სინდრომის არსებობის აუცილებელი ფაქტორი, თუმცა, სხვა მიზეზები ჯერჯერობით, შესწავლის საგანია.

შესაძლოა თუ არა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი ჩამოაყალიბოს თვითნებურმა მკურნალობამ ან ოჯახის ექიმის რჩევების უგულებელყოფამ?

- მიმდინარე სამედიცინო პუბლიკაციების მიხედვით, მკაცრი კორელაცია პოსტკოვიდურ სინდრომსა და თქვენს მიერ ჩამოთვლილ მიზეზებს შორის არ არსებობს, თუმცა, როგორც ექიმმა და როგორც თერაპიული დარგის, კერძოდ ნევროლოგიის წარმომადგენელმა, შემიძლია გითხრათ, რომ არასწორი, თვითნებური მკურნალობა, მაგალითად ზედმეტი მედიკამენტების, მათ შორის ანტიბიოტიკების მიღება სპეციალური ჩვენების გარეშე, რეკომენდებული არ არის და შემდგომში, გარკვეულწილად შესაძლებელია გახდეს პოსტკოვიდურ სინდრომის განვითარების ერთ - ერთი მიზეზი. ასევე საჭიროა იმ მითითებების ზედმიწევნით შესრულება, რომელსაც ოჯახის ექიმები აძლევენ პაციენტებს, მაგალითად, სითხის დიდი რაოდენობით მიღება, მაქსიმალური ფიზიკური აქტიურობა და მოძრაობა (რა თქმა უნდა, თუკი პაციენტის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა).

არის თუ არა პოსტკოვიდური სიმპტომის გამოვლინება პაციენტის ასაკზე დამოკიდებული?

– კოვიდ-19 -ის შეცნობა დროის ამ მონაკვეთში ბოლომდე ვერ მოხერხდა და ხშირად მისი მიმდინარეობა "სიურპრიზებითაა" სავსე და სწორედ ამიტომ უდიდეს საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. პოსტკოვიდური სინდრომი, ჩვენდა გასაკვირად, გვხვდება უფრო ახალგაზრდა, ვიდრე საშუალო და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ამ ეტაპზე, რთულია ზუსტი მიზეზების დადგენა. ბოლოდროინდელი კვლევებით გამოიკვეთა, რომ იქ, სადაც ძლიერი იმუნიტეტია, კოვიდ-19 უფრო აგრესიულად მოქმედებს.

ტრადიციული მედიცინის შეხედულების მიხედვით, თუ ადამიანს აქვს მყარი იმუნური სისტემა, მან მსგავსი დაავადებები უფრო იოლად უნდა გადაიტანოს, თუმცა, სტატისტიკიდან გამომდინარე, ეს არ ვრცელდება Covid-19-ზე.

რა რჩევები და რეკომენდაციები აქვს დღევანდელ მედიცინას კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის პოსტკოვიდური სინდრომის თავიდან ასაცილებლად?

– მიმდინარე სამედიცინო პუბლიკაციებში, პოსტკოვიდური სინდრომის სამკურნალო რეკომენდაციები ოფიციალური სახით ჯერ-ჯერობით არ არის მოწოდებული, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უპირველესი გახლავთ ფიზიკური აქტივობა, თუ პაციენტის ჯანმრთელობა ამის საშუალებას იძლევა და იგი არ არის მძიმე მდგომარეობაში. აუცილებელია თუნდაც ე.წ. გამამხნევებელი ვარჯიში, დღეში 1-2 ჯერ მაინც.

საჭიროა სითხის ადეკვატური მიღება როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში. მისაღები სითხის ოდენობა ადამიანის წონიდან გამომდინარე მერყეობს, თუმცა საშუალო წონაზე აუცილებელია 1,5-2 ლიტრამდე დღე - ღამეში.

აუცილებელია ალკოჰოლისა და თამბაქოს მიღების შეწყვეტა! ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული როგორც თვითონ დაავადებისას, ასევე ვაქცინის გაკეთებამდე 2 კვირით ადრე და გაკეთებიდან 2 კვირის განმავლობაში, რასაც ბევრი ბოლოდროინდელი კვლევაც ამტკიცებს.

პაციენტებს ვურჩევთ ნორმალური დღეღამური რიტმის შენარჩუნებას და ძილის ჰიგიენის დაცვას. ეს გულისხმობს, რომ საძინებელი ოთახი იყოს მშვიდი და გამაღიზიანებელი სინათლის შუქის გარეშე. საძინებელში არ არის რეკომენდებული ტელევიზორი თუ კომპიუტერი. უნდა ვეცადოთ, რომ ერთსა და იმავე დროს დავიძინოთ და გავიღვიძოთ (რა თქმა უნდა დასვენების დღეების გარდა), 20 საათის შემდეგ კი ჭამა და მით უმეტეს, ჩაისა ყავის, ასევე კოფეინის შემცველი სასმელების მიღება არ არის რეკომენდებული.

მთავარი, მაინც გახლავთ ფიზიკური აქტივობა და რეკომენდაციების შესრულება. რაც შეეხება თვითონ პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობას, ის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცალკეულ შემთხვევებზე. ამისათვის, უპირველესად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც შემდგომში გადაწყვეტს, რამდენად საჭიროა ინფექციონისტის, თერაპევტის, ნევროლოგის თუ სხვა დარგის სპეციალისტების დახმარება.

NS

იღბლიანი გაზაფხული ლატარიაში გრძელდება - გაიცანით ქალი, რომელმაც ლოტოში 33 592 ლარი მოიგო!

"გუშინ დმანისში ჩავედი... აი, რა ვნახე" - რას წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში მომხდარი დაპირისპირების შესახებ

"უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში" - რას ამბობს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი