სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი ხანძარი პეკინზე - ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
ძლიერი ხანძარი პეკინზე - ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

პე­კინ­ზე მდე­ბა­რე სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის ერთ-ერთი მცხოვ­რებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ კორ­პუ­სის მე-5 სარ­თუ­ლი­დან, სა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, ახალ­გაზ­რდა ქალი გა­და­ვარ­და.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცე­ცხლი კორ­პუ­სის იმ ნა­წილ­ში არ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალი იმ­ყო­ფე­ბო­და. უშუ­ა­ლოდ ხან­ძრის შე­დე­გად ად­გილ­ზე არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, ახალ­გაზ­რდა ქალი სი­მაღ­ლი­დან გა­დახ­ტა, თუ შემ­თხვე­ვით გა­და­ვარ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზეზს, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ვა­რა­უ­დით, შემ­თხვე­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლე ჩარ­თვამ გა­მო­იწ­ვია. ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე 14 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟი მუ­შა­ობს და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ხან­ძრის გამო, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მოძ­რა­ო­ბა ჩა­კე­ტი­ლია ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და პე­კი­ნის გამ­ზი­რე­ბის კვე­თა­ზე არ­სე­ბულ არ­ქი­ვის შე­ნო­ბას­თან.

ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი­დან გა­და­ად­გი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მარ­ჯვნივ მოხ­ვე­ვით, პე­კი­ნის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო გა­გა­რი­ნის ქუ­ჩი­დან ჟვა­ნი­ას მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია კან­დე­ლა­კის ქუ­ჩის დახ­მა­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მოძ­რა­ვი მარ­შრუ­ტე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან კან­დე­ლა­კის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით და იონა ვა­კე­ლის ქუ­ჩის გავ­ლით, სვლას ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე გა­ნაგ­რძო­ბენ. პე­კი­ნის გამ­ზი­რის­კენ მოძ­რა­ვი მარ­შრუ­ტე­ბი იონა ვა­კე­ლის ქუ­ჩი­დან ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რის­კენ მი­მა­ვა­ლი მარ­შრუ­ტე­ბი ამ­ჟა­მად, შარ­ტა­ვას ქუ­ჩის გავ­ლით, გა­გა­რი­ნის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიკი
0

დევნილების კორპუსი :(

Karlito
0

მოძრაობა აღდგა დილის ცხრასაათიდან

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ძლიერი ხანძარი პეკინზე - ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

ძლიერი ხანძარი პეკინზე - ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მცხოვრებლის ინფორმაციით, იმ კორპუსის მე-5 სართულიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდა ქალი გადავარდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლი კორპუსის იმ ნაწილში არ იყო გავრცელებული, სადაც აღნიშნული ქალი იმყოფებოდა. უშუალოდ ხანძრის შედეგად ადგილზე არავინ დაშავებულა.

გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ადგილობრივების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა ჩაკეტილია ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების კვეთაზე არსებულ არქივის შენობასთან.

ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, პეკინის გამზირის მიმართულებით, ხოლო გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელია კანდელაკის ქუჩის დახმარებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრავი მარშრუტები გადაადგილდებიან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით და იონა ვაკელის ქუჩის გავლით, სვლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე განაგრძობენ. პეკინის გამზირისკენ მოძრავი მარშრუტები იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დახმარებით, პეკინის გამზირზე გადაადგილდებიან.

მარშალ გელოვანის გამზირისკენ მიმავალი მარშრუტები ამჟამად, შარტავას ქუჩის გავლით, გაგარინის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ.

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას