სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინციდენტი უნდა შეფასდეს წმინდა იურიდიულ დონეზე" - საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"ინციდენტი უნდა შეფასდეს წმინდა იურიდიულ დონეზე" - საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩო დმა­ნის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში სა­ელ­ჩო მო­უ­წო­დებს, არ აყვნენ რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცი­ებს, აჩ­ვე­ნონ პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­წი­ფე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

„აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დმა­ნის­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის კუთ­ვნილ “ომა­რის” მა­ღა­ზი­ა­ზე მა­სობ­რივ თავ­დას­ხმას და მის გარ­შე­მო მომ­ხდარ შე­ტა­კე­ბებს. სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, გა­ეც­ნენ სი­ტუ­ა­ცი­ას და და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ტარ­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი.

ამ თვალ­საზ­რი­სით, ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნის პო­ლი­ტი­კუ­რად შე­მოს­ვა ჩაც­მა, მისი აღ­წე­რა რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბას, რო­მე­ლიც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დო­ნე­ზე ვი­თარ­დე­ბა. სა­ელ­ჩო თა­ვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს მო­უ­წო­დებს, არ აყვნენ რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცი­ებს, აჩ­ვე­ნონ პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­წი­ფე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ინ­ცი­დენ­ტი უნდა შე­ფას­დეს წმინ­და იუ­რი­დი­ულ დო­ნე­ზე და დამ­ნა­შა­ვე ცნონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ამ უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­ელ­ჩო გა­ნაგ­რძობს რე­გუ­ლა­რულ კონ­ტაქ­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­თან.

ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო,

თქვენ ყო­ველ­თვის იყა­ვით აზერ­ბა­ი­ჯან-სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბის ნა­თე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. სა­ელ­ჩო ყო­ველ­თვის მზა­დაა და­გეხ­მა­როთ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში და გა­მო­ხა­ტავს მის ნდო­ბას თქვე­ნი სიბ­რძნი­სად­მი”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
4
7

ეს დანაშაული ორგანიზებული იყო და მეც კი მივხვდი ვისგან!

Cico
0

მშვიდობას, შერიგებას წინ არაფერი არ უდგას. შუღლი და ომი არ გვჭირდება. პროვოკაციაა სწორედაც. ცოტა დავშოშმინდეთ. ნუ გავახარებთ მტერს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ინციდენტი უნდა შეფასდეს წმინდა იურიდიულ დონეზე" - საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ინციდენტი უნდა შეფასდეს წმინდა იურიდიულ დონეზე" - საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საელჩო მოუწოდებს, არ აყვნენ რაიმე პროვოკაციებს, აჩვენონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მაშინვე გამოეხმაურა დმანისში აზერბაიჯანელების კუთვნილ “ომარის” მაღაზიაზე მასობრივ თავდასხმას და მის გარშემო მომხდარ შეტაკებებს. საელჩოს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ, გაეცნენ სიტუაციას და დაუკავშირდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტარდება აუცილებელი ზომები.

ამ თვალსაზრისით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ უსიამოვნო მოვლენის პოლიტიკურად შემოსვა ჩაცმა, მისი აღწერა როგორც ეთნიკური დაპირისპირება, არ შეესაბამება აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ვითარდება. საელჩო თავის თანამემამულეებს მოუწოდებს, არ აყვნენ რაიმე პროვოკაციებს, აჩვენონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.

ინციდენტი უნდა შეფასდეს წმინდა იურიდიულ დონეზე და დამნაშავე ცნონ ინდივიდუალურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ უსიამოვნო მოვლენის უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საელჩო განაგრძობს რეგულარულ კონტაქტებს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან.

ძვირფასო თანამემამულეებო,

თქვენ ყოველთვის იყავით აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ნათელი გამოვლინება. საელჩო ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში და გამოხატავს მის ნდობას თქვენი სიბრძნისადმი”, - ნათქვამია განცხადებაში.

"დამთხვევები ბადებს ეჭვს - "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" პრემიერის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდეს, აქამდე არ ყოფილა" - მდინარაძე გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა წერია საქართველოზე ევროკავშირის ახალ სტრატეგიაში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს ეხება?