პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა წარმოება ტირის... გზა არ რჩება და 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი" - გაძვირდება თუ არა პური?
"ყველა წარმოება ტირის... გზა არ რჩება და 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი" - გაძვირდება თუ არა პური?

ჩვენ­თვის 53 - ლა­რი­ან­მა სუბ­სი­დი­რე­ბამ აზრი და­კარ­გა - თუ 53 ლა­რის ნაც­ვლად 50 ლა­რად მოგ­ვცე­მენ ფქვილს, მა­შინ კი­დევ რა­ღა­ცით ჩვენს წარ­მო­ე­ბებს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ და იმ ტემპს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, რო­მე­ლიც არის, ან სხვა გზა არ რჩე­ბა 10 თეთ­რით მა­ინც უნდა მო­ე­მა­ტოს პრო­დუქ­ცი­ას ფასი, - ამის შე­სა­ხებ „პუ­რის მცხო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რემ მალ­ხაზ დო­ლი­ძემ „კვი­რის“ პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა წარ­მო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია.

„ჩვენ შეგ­ვი­თან­ხმდნენ, რომ 53 ლა­რად მი­ვი­ღებ­დით ფქვილს და ეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა უკვე მე­ექ­ვსე თვეა. ამ ექვს თვე­ში თქვენ იცით, რომ ვა­ლუ­ტა შე­იც­ვა­ლა, სა­ფუ­ა­რის ფასი შე­იც­ვა­ლა, მა­რი­ლის ფასი შე­იც­ვა­ლა, ყვე­ლაფ­რის ფასი შე­იც­ვა­ლა, საწ­ვა­ვის ფას­ზე რა ამ­ბა­ვია და დის­ტრი­ბუ­ცია ძა­ლი­ან გარ­თულ­და, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა პური შე­ფუ­თუ­ლი გა­მო­დის და ესეც გარ­კვე­ულ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის არ მზად­დე­ბა და შე­მო­დის უცხო­ე­თი­დან. რაც აქ მზად­დე­ბა ისიც ძა­ლი­ან ძვი­რია. ჩვენ, მცხო­ბე­ლე­ბი არ ჩავ­ვარ­დით კარგ დღე­ში და მივ­მარ­თეთ კი­დე­ვაც, რამ­დენ­ჯერ­მე იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ჩვენ­თვის 53- ლა­რი­ან­მა სუბ­სი­დი­რე­ბამ აზრი და­კარ­გა. ყვე­ლა წარ­მო­ე­ბა ტი­რის, ყვე­ლა წარ­მო­ე­ბა­ში არის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს მომ­მარ­თა­ვენ, რომ მე ეს გა­ვახ­მო­ვა­ნო და ვუ­თხრა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებს, ვი­საც ეს სა­კი­თხი ხე­ლე­წი­ფე­ბა, თუ 53 ლა­რის ნაც­ვლად 50 ლა­რად მოგ­ვცე­მენ ფქვილს, მა­შინ კი­დევ რა­ღა­ცით ჩვენს წარ­მო­ე­ბებს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ და იმ ტემპს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ რო­მე­ლიც არის, ან სხვა გზა არ რჩე­ბა დღე­ვან­დელ დღეს, 10 თეთ­რით მა­ინც უნდა მო­უ­მა­ტოს პრო­დუქ­ცი­ას ფასი, რომ ჩვენ რა­ღაც­ნა­ი­რად თავი შე­ვი­ნა­ხოთ და გა­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბა. გარ­და ამი­სა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­შინ­ლად გვემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე კომ­პა­ნია, და­წყე­ბუ­ლი წყლი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რივ აი­რამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ დო­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სუს
1

პურის ფასი გაზრდილია...ფასი 10ᲗეᲗრიᲗ გაᲫვირდა და წონაც Შეამცირეს....

რატი
5

აი რატომ უნდა გვქონდეს საკუთარი ხორბლის ნათესების დიდი რაოდენობა და კიდევ ზეთის და შაქრის ანუ სტრატეგიული ნაწარმის წარმოება. რუსეთი ხორბლის ფასს აორმაგებს და სხვა ქვეყნებიც ასე მოიქცევიან, რაც თავისთავად ფასზეც აისახება. ამიტომ მთავრობა უნდა ვაიძულოთ, მეხორბლეები წაახალისოს, შეღავათიან ფასად მიაწოდოს პურის მწარმოებლებს წარმოებისთვის შესაბამისი საშუალებები. ასეთი შედეგი იმის გამოა, რომ ქვეყანა მხოლოდ ხორბლის 19% აწარმოებს, ხოლო დანარჩენი შემოგვაქვს, რაც იმპორტ-მაფიას (და არა მარტო) აწყობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველა წარმოება ტირის... გზა არ რჩება და 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი" - გაძვირდება თუ არა პური?

"ყველა წარმოება ტირის... გზა არ რჩება და 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი" - გაძვირდება თუ არა პური?

ჩვენთვის 53 - ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა - თუ 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად მოგვცემენ ფქვილს, მაშინ კიდევ რაღაცით ჩვენს წარმოებებს შევინარჩუნებთ და იმ ტემპს შევინარჩუნებთ, რომელიც არის, ან სხვა გზა არ რჩება 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი, - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა წარმოებაში გარკვეული პრობლემებია.

„ჩვენ შეგვითანხმდნენ, რომ 53 ლარად მივიღებდით ფქვილს და ეს ხორციელდება უკვე მეექვსე თვეა. ამ ექვს თვეში თქვენ იცით, რომ ვალუტა შეიცვალა, საფუარის ფასი შეიცვალა, მარილის ფასი შეიცვალა, ყველაფრის ფასი შეიცვალა, საწვავის ფასზე რა ამბავია და დისტრიბუცია ძალიან გართულდა, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა პური შეფუთული გამოდის და ესეც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან შესაფუთი მასალა საქართველოში თითქმის არ მზადდება და შემოდის უცხოეთიდან. რაც აქ მზადდება ისიც ძალიან ძვირია. ჩვენ, მცხობელები არ ჩავვარდით კარგ დღეში და მივმართეთ კიდევაც, რამდენჯერმე იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენთვის 53- ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა. ყველა წარმოება ტირის, ყველა წარმოებაში არის გარკვეული პრობლემები და როგორც ასოციაციის თავმჯდომარეს მომმართავენ, რომ მე ეს გავახმოვანო და ვუთხრა სახელმწიფო ორგანოებს, ვისაც ეს საკითხი ხელეწიფება, თუ 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად მოგვცემენ ფქვილს, მაშინ კიდევ რაღაცით ჩვენს წარმოებებს შევინარჩუნებთ და იმ ტემპს შევინარჩუნებთ რომელიც არის, ან სხვა გზა არ რჩება დღევანდელ დღეს, 10 თეთრით მაინც უნდა მოუმატოს პროდუქციას ფასი, რომ ჩვენ რაღაცნაირად თავი შევინახოთ და გავიტანოთ ჩვენი წარმოება. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ საშინლად გვემსახურება ყველა მომსახურე კომპანია, დაწყებული წყლიდან დამთავრებული ბუნებრივ აირამდე“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.