სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...
ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...

17 მა­ისს „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ 22-ე ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

***

სარ­კმლი­დან შორს, სიმ­ყუდ­რო­ვე­ში გა­სა­ოც­რად გა­ლობს ჩიტი... სამ­ყა­როს ყვე­ლა ხმი­ა­ნო­ბა­ზე უფრო მშვი­დი გა­ლო­ბით... თუ ყვე­ლა ფიქ­რს გა­და­დებ გვერ­დზე და მი­უ­ყუ­რა­დებ, აუ­ცი­ლებ­ლად გე­ტყვის, რომ ამა­ო­ე­ბაა ამა­ო­ე­ბა­თა ის, რა­ზეც ახლა გულს იხეთ­ქავ, რის გა­მოც ასე და­ზაფ­რუ­ლა შენი გო­ნე­ბა, რა­მაც და­გამ­ძი­მა და აგა­ფო­რი­ა­ქა...

გე­ტყვის იმა­საც, რომ მე, ერთი ჩი­ტიც კი არ დავ­ვარ­დე­ბი უფ­ლის ნე­ბის გა­რე­შე და შენ რამ შე­გა­ში­ნაო, ადა­მი­ა­ნო...

ახლა რომ გა­მო­სა­ვა­ლი ვერ გი­პო­ვია, განა არ იცი, რომ უფ­ლის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი­აო?

მაშ, მოდი და ერ­თად ვა­დი­დოთ ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლით და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო...

აი, ამ­დენ რა­მე­ებს გე­ტყვის ის პა­ტა­რა ჩიტი... თუკი მო­უს­მენ... ოღონდ მოს­მე­ნა უნდა შეძ­ლო...

ნუ­რაფ­რის ნუ გე­ში­ნი­ათ.

***

სად ვცდე­ბით იცი? შენ რომ ჩემი და­ცე­მა და­ი­ნა­ხე და ამის გამო გან­მი­კი­თხე, ის ხომ არ და­გი­ნა­ხავს, ჩემს გულ­ში რო­გო­რი სი­ნა­ნუ­ლია? ღმერ­თი კი... ღმერ­თი სულ სხვა მხრი­დან გვხე­დავს - სი­ნა­ნუ­ლია ის, რის გა­მოც უფა­ლი ადა­მი­ანს აცხო­ნებს და არა ჩვე­ნი მარ­თა­ლი ცხოვ­რე­ბა.

ჰოდა სხვი­სი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ნაც­ვლად, სა­კუ­თა­რი სი­ნა­ნუ­ლი რომ ვე­ძე­ბოთ ჩვენ­სა­ვე გუ­ლებ­ში, ეს იქ­ნე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბა ჩემი, შენი, სხვი­სი ცხო­ნე­ბი­სათ­ვის...

ახლა კი რი­თია და­კა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნი გო­ნე­ბა? ნახე, ამან რა გა­ა­კე­თა, იმან რა თქვა, ეს რა და­ცე­მუ­ლი ყო­ფი­ლა... და ჩვენ? ჩვენ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ?

გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა და არა გან­კი­თხვა ძმა­თა ჩვენ­თა - მოგ­ვმად­ლე უფა­ლო. ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვის კი­თხვა ხვალ დი­ლას დას­რულ­დე­ბა.

შეგ­ვე­წი­ოს წმინ­და მამა, რომ სი­ნა­ნუ­ლით გავ­ლი­ოთ დღე­ე­ბი...

***

მოგ­ვეშ­ვე­ლე, ყოვ­ლად­წ­მინ­და დე­დაო, უტ­კბი­ლე­სო და უსათ­ნო­ე­სო... მოგ­ვეშ­ვე­ლე, გე­ვედ­რე­ბი... ბოღ­მის, ბრა­ზის, უი­მე­დო­ბის, უნ­დობ­ლო­ბის მო­რევ­ში ვიხ­რჩო­ბით... სიც­რუ­ის ტყვე­ო­ბა­ში ავიხ­ლარ­თეთ... შიშ­მა შეგ­ვი­პყრო... რწმე­ნა არცა გვქო­ნია და რას დავ­კარ­გავ­დით... მარ­ტო იმას ვხვდე­ბით ყვე­ლა­ნი, რომ ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ... მეტი ვე­რა­ფე­რი შევ­ძე­ლით... ან რა უნდა შეგვძლე­ბო­და უღ­მერ­თო­ებს... მოგ­ვეშ­ვე­ლე, რომ აგ­ვე­ხი­ლოს ეს დაბრმა­ვე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი და გაგ­ვეხ­სნას ეს დახ­შუ­ლი გუ­ლის­კა­რი... რომ სი­ცო­ცხლის წყა­რომ აავ­სოს ჩვე­ნი უი­მე­დო­ბა... შენ ხომ მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის მე­ო­ხი ხარ უფ­ლის წი­ნა­შე... მოგ­ვეშ­ვე­ლე და გა­მოგ­ვაღ­ვი­ძე ამ არ­ყოფ­ნი­დან ყოფ­ნა­ში... გაგ­ვი­ძე­ხი უფ­ლის­კენ, ჩემო დედა ღვთის­მშო­ბე­ლო, გთხოვ, შეგ­ვე­წიე...

***

ზოგ­ჯერ ხდე­ბა, რომ რა­ღაც დიდი ტკი­ვი­ლი გაქვს, სუ­ლი­ე­რი ან ფი­ზი­კუ­რი, იხარ­შე­ბი ამ შენს ტკი­ვილ­ში და გრძნობ, რომ მოთ­მი­ნე­ბის ზღვარს მი­აღ­წიე... არა, მეტი ნამ­დვი­ლად არ შე­გიძ­ლია... ისიც არ იცი, რა გა­ა­კე­თო, თო­რემ რა­მის შეც­ვლა რომ შე­გეძ­ლოს, ხომ შეც­ვლი­დი... ჰოდა სწო­რედ ამ დროს სხვა ადა­მი­ა­ნი მოგ­მარ­თავს ზუს­ტად იგი­ვე ტკი­ვი­ლით და დახ­მა­რე­ბას გთხოვს... უს­მენ გუ­ლის­ყუ­რით და თით­ქოს შენს სა­კუ­თარ გან­ცდებ­ზე გე­სა­უბ­რე­ბა - შენც მთე­ლი გულ­წრფე­ლო­ბით ანუ­გე­შებ, რო­გორც შე­გიძ­ლია, და­ეხ­მა­რე­ბი... წავა ის შენ­გან ნუ­გე­შცე­მუ­ლი, დარ­ჩე­ბი და ფიქ­რობ, რა­ტომ გა­მოგ­ზავ­ნა ღმერ­თმა მა­ინ­ცდა­მა­ინც შენ­თან, მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა? იმი­ტომ, რომ მოყ­ვა­სის ნუ­გე­შის­ცე­მით შენ გა­ნუ­გე­შა... შენ გი­თხრა, რომ უნდა გაძ­ლი­ერ­დე, მყა­რად უნდა იდგე... რომ დათ­მე­ნის ზღვა­რი არ არ­სე­ბობს ისე­ვე, რო­გორც უსას­რუ­ლოა სიყ­ვა­რუ­ლი... რომ შენი სუ­ლის სამ­ჭედ­ლოა ყვე­ლა გან­საც­დე­ლი და ეს შენი გა­დარ­ჩე­ნის­თვის არის სა­ჭი­რო... რომ ნუ გე­ში­ნია ნუ­რაფ­რის! რომ უნდა მად­ლობ­დე ღმერ­თს ყვე­ლაფ­რის­თვის!

***

ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის 22-ე ტომ­ში შე­სუ­ლია მო­ცი­ქულ­თა კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლე­ე­ბი (პირ­ვე­ლი პეტ­რე­სი, მე­ო­რე პეტ­რე­სი, პირ­ვე­ლი იო­ა­ნე­სი, მე­ო­რე იო­ა­ნე­სი, მე­სა­მე იო­ა­ნე­სი, იუ­და­სი) და წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე რო­მა­ელ­თა მი­მართ.

17 მა­ი­სი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, 22-ე ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

გრიგოლი1408
0

დიდება უფალს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...

ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...

17 მაისს „ბიბლიის განმარტებების“ 22-ე ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

***

სარკმლიდან შორს, სიმყუდროვეში გასაოცრად გალობს ჩიტი... სამყაროს ყველა ხმიანობაზე უფრო მშვიდი გალობით... თუ ყველა ფიქრს გადადებ გვერდზე და მიუყურადებ, აუცილებლად გეტყვის, რომ ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...

გეტყვის იმასაც, რომ მე, ერთი ჩიტიც კი არ დავვარდები უფლის ნების გარეშე და შენ რამ შეგაშინაო, ადამიანო...

ახლა რომ გამოსავალი ვერ გიპოვია, განა არ იცი, რომ უფლისთვის შეუძლებელი არაფერიაო?

მაშ, მოდი და ერთად ვადიდოთ ღმერთი სიყვარულით და ყველაფერი კარგად იქნებაო...

აი, ამდენ რამეებს გეტყვის ის პატარა ჩიტი... თუკი მოუსმენ... ოღონდ მოსმენა უნდა შეძლო...

ნურაფრის ნუ გეშინიათ.

***

სად ვცდებით იცი? შენ რომ ჩემი დაცემა დაინახე და ამის გამო განმიკითხე, ის ხომ არ დაგინახავს, ჩემს გულში როგორი სინანულია? ღმერთი კი... ღმერთი სულ სხვა მხრიდან გვხედავს - სინანულია ის, რის გამოც უფალი ადამიანს აცხონებს და არა ჩვენი მართალი ცხოვრება.

ჰოდა სხვისი საქმეების გამოძიების ნაცვლად, საკუთარი სინანული რომ ვეძებოთ ჩვენსავე გულებში, ეს იქნებოდა საუკეთესო მდგომარეობა ჩემი, შენი, სხვისი ცხონებისათვის...

ახლა კი რითია დაკავებული ჩვენი გონება? ნახე, ამან რა გააკეთა, იმან რა თქვა, ეს რა დაცემული ყოფილა... და ჩვენ? ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ?

განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმათა ჩვენთა - მოგვმადლე უფალო. ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა ხვალ დილას დასრულდება.

შეგვეწიოს წმინდა მამა, რომ სინანულით გავლიოთ დღეები...

***

მოგვეშველე, ყოვლადწმინდა დედაო, უტკბილესო და უსათნოესო... მოგვეშველე, გევედრები... ბოღმის, ბრაზის, უიმედობის, უნდობლობის მორევში ვიხრჩობით... სიცრუის ტყვეობაში ავიხლართეთ... შიშმა შეგვიპყრო... რწმენა არცა გვქონია და რას დავკარგავდით... მარტო იმას ვხვდებით ყველანი, რომ ძალიან დავიღალეთ... მეტი ვერაფერი შევძელით... ან რა უნდა შეგვძლებოდა უღმერთოებს... მოგვეშველე, რომ აგვეხილოს ეს დაბრმავებული თვალები და გაგვეხსნას ეს დახშული გულისკარი... რომ სიცოცხლის წყარომ აავსოს ჩვენი უიმედობა... შენ ხომ მთელი კაცობრიობის მეოხი ხარ უფლის წინაშე... მოგვეშველე და გამოგვაღვიძე ამ არყოფნიდან ყოფნაში... გაგვიძეხი უფლისკენ, ჩემო დედა ღვთისმშობელო, გთხოვ, შეგვეწიე...

***

ზოგჯერ ხდება, რომ რაღაც დიდი ტკივილი გაქვს, სულიერი ან ფიზიკური, იხარშები ამ შენს ტკივილში და გრძნობ, რომ მოთმინების ზღვარს მიაღწიე... არა, მეტი ნამდვილად არ შეგიძლია... ისიც არ იცი, რა გააკეთო, თორემ რამის შეცვლა რომ შეგეძლოს, ხომ შეცვლიდი... ჰოდა სწორედ ამ დროს სხვა ადამიანი მოგმართავს ზუსტად იგივე ტკივილით და დახმარებას გთხოვს... უსმენ გულისყურით და თითქოს შენს საკუთარ განცდებზე გესაუბრება - შენც მთელი გულწრფელობით ანუგეშებ, როგორც შეგიძლია, დაეხმარები... წავა ის შენგან ნუგეშცემული, დარჩები და ფიქრობ, რატომ გამოგზავნა ღმერთმა მაინცდამაინც შენთან, მაინცდამაინც ახლა? იმიტომ, რომ მოყვასის ნუგეშისცემით შენ განუგეშა... შენ გითხრა, რომ უნდა გაძლიერდე, მყარად უნდა იდგე... რომ დათმენის ზღვარი არ არსებობს ისევე, როგორც უსასრულოა სიყვარული... რომ შენი სულის სამჭედლოა ყველა განსაცდელი და ეს შენი გადარჩენისთვის არის საჭირო... რომ ნუ გეშინია ნურაფრის! რომ უნდა მადლობდე ღმერთს ყველაფრისთვის!

***

ბიბლიის განმარტებების 22-ე ტომში შესულია მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლეები (პირველი პეტრესი, მეორე პეტრესი, პირველი იოანესი, მეორე იოანესი, მესამე იოანესი, იუდასი) და წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ.

17 მაისიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, 22-ე ტომი! არ გამოგრჩეთ!

ბიბლუსი 13 წლისაა - რა სიურპრიზებს სთავაზობს ყველაზე დიდი წიგნების მაღაზია თავის მომხმარებლებს?

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“

იცით, ვინ იყვნენ სინამდვილეში გეიშები?  - 13 მაისიდან პირველად ქართულ ენაზე "გეიშას მემუარები"