სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა - გიორგი შენგელიაც გახარიას გუნდს შეურთდება?
ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა - გიორგი შენგელიაც გახარიას გუნდს შეურთდება?

ზუგ­დი­დის მერ­მა, გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, პოსტს შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ტო­ვებს.

"ძვირ­ფა­სო ზუგ­დი­დე­ლე­ბო! ორი წე­ლია თქვენ­თან ერ­თად ვშრო­მობთ და ვზრუ­ნავთ ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის.

ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ჯან­დაც­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, დევ­ნილ­თა გან­სახ­ლე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა კი­დევ უფრო გარ­თულ­და იმ პან­დე­მი­უ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც 2020 წლის და­სა­წყის­ში და­ა­ტყდა მსოფ­ლი­ოს, თუმ­ცა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით:

ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ი­გო 100 კმ-ზე მეტი გზა; სრუ­ლად გა­ნახ­ლდა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად აღი­ჭურ­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი; აშენ­და და რე­ა­ბი­ლი­ტირ­და სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბი; დას­რულ­და ჩვე­ნი ქა­ლა­ქის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის - ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბა; დას­რულ­და წყა­ლა­რი­ნე­ბის, გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა; ზუგ­დიდს პირ­ვე­ლად აქვს 24 სთ-იანი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა; მო­ქა­ლა­ქე­ებს უწყვე­ტად მი­ე­წო­დე­ბო­დათ ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბი; Covid19-ის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის დროს და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში, 10 000-ზე მეტ­მა ზუგ­დი­დელ­მა ოჯახ­მა მი­ი­ღო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­გან სხვა­დას­ხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა.

ეს არის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ სი­კე­თე­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვი შრო­მით შევ­ძი­ნეთ ზუგ­დიდს.

ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი თქვე­ნი მსა­ხუ­რი, რაც ამავდრო­უ­ლად უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

ჩემ­თვის ყო­ველ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო, არის და იქ­ნე­ბა სწორ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­სა თუ პო­ლი­ტი­კა­ში.

შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია დავ­ტო­ვო ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა.

ჩემო ზუგ­დი­დე­ლე­ბო!

ჩემი მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად ვგრძნობ­დი თქვე­ნი მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულ კე­თილ­გან­წყო­ბა­სა და თა­ნად­გო­მას, რის­თვი­საც გიხ­დით მად­ლო­ბას.

ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე მარ­ტო არ ვყო­ფილ­ვარ. ჩემს გვერ­დით ყო­ველ­თვის იდ­გნენ გა­მორ­ჩე­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი. მად­ლო­ბა მათ ღირ­სე­უ­ლი მსა­ხუ­რე­ბის­თვის.

ზუგ­დიდ­ში მცხოვ­რებ თი­თო­ე­ულ ოჯახს ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას და წარ­მა­ტე­ბას.

მე რო­გორც რი­გი­თი ზუგ­დი­დე­ლი ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი ჩემი ქა­ლა­ქის სამ­სა­ხურ­ში ამ თუ სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე“, - წერს გი­ორ­გი შენ­გე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შენ­გე­ლია გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნდს შე­უ­ერ­თდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯოყოლა
0

გავა დრო და ითქმება: დედა რა იყო ეს?

muamar kadafi
8

არა უშავს, სვიატო მესტო პუსტო ნე ბივაეტ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა - გიორგი შენგელიაც გახარიას გუნდს შეურთდება?

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა - გიორგი შენგელიაც გახარიას გუნდს შეურთდება?

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პოსტს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ტოვებს.

"ძვირფასო ზუგდიდელებო! ორი წელია თქვენთან ერთად ვშრომობთ და ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის.

ამ პერიოდის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დევნილთა განსახლების, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

ამ გამოწვევებთან გამკლავება კიდევ უფრო გართულდა იმ პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დაატყდა მსოფლიოს, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით:

ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიგო 100 კმ-ზე მეტი გზა; სრულად განახლდა და ტექნოლოგიურად აღიჭურვა მუნიციპალური ტრანსპორტი; აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები, ბაღები და სამედიცინო ამბულატორიები; დასრულდა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათის - ბოტანიკური ბაღის მშენებლობა; დასრულდა წყალარინების, გამწმენდი ნაგებობისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა; ზუგდიდს პირველად აქვს 24 სთ-იანი წყალმომარაგება; მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებოდათ ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები; Covid19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, 10 000-ზე მეტმა ზუგდიდელმა ოჯახმა მიიღო მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა სახის დახმარება.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიკეთეებისა, რომელიც ერთობლივი შრომით შევძინეთ ზუგდიდს.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა.

ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.

შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.

ჩემო ზუგდიდელებო!

ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას.

ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის.

ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას.

მე როგორც რიგითი ზუგდიდელი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე“, - წერს გიორგი შენგელია სოციალურ ქსელში.

არაოფიციალური ინფორმაციით, შენგელია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი" - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ როდის შემოიტანენ "ფაიზერის" ვაქცინას

"ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას და ქვეყანა 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს" - ირაკლი ღარიბაშვილი