სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ კონტროლდება სურსათის ხარისხი და ვარგისიანობა სუპერმარკეტებში?
როგორ კონტროლდება სურსათის ხარისხი და ვარგისიანობა სუპერმარკეტებში?

თუ თა­ვად არ გქო­ნი­ათ ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვა, „ფე­ის­ბუქ­ზე“ ერთხელ მა­ინც შეგ­ხვდე­ბო­დათ სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც სუ­პერ­მარ­კეტ­ში საკ­ვე­ბად უვარ­გი­სი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას ეხე­ბა. ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფიც კი შე­იქ­მნა და მისი მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ.

პოს­ტებ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იო­გურ­ტი­სა და პუ­რის, საკ­ვე­ბად უვარ­გი­სი გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი­სა თუ სხვა ხში­რად მოხ­მა­რე­ბა­დი სურ­სა­თის შე­სა­ხებ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სუ­პარ­მარ­კე­ტებს აკის­რე­ბენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად ხში­რად ამოწ­მებს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ქსე­ლურ სა­სურ­სა­თო სუ­პარ­მარ­კე­ტებს და თა­ვად მა­ღა­ზი­ე­ბი რო­გორ აკონ­ტრო­ლე­ბენ შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­სა და ვა­დებს? რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მა­ღა­ზი­ა­ში საკ­ვე­ბად უვარ­გი­სი პრო­დუქ­ტი?

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­სილ ბა­სი­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტე­ბი რო­გორც გეგ­მუ­რად, ისე არა­გეგ­მუ­რად კონ­ტროლ­დე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რი შე­მოწ­მე­ბის, ნი­მუ­შის აღე­ბი­სა და სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

„სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს, მათ შო­რის ჩვენ­თვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტე­ბის კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მით: რო­გორც გეგ­მუ­რი, ისე არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა, დო­კუ­მენ­ტუ­რი შე­მოწ­მე­ბა, ნი­მუ­შის აღე­ბა, მო­ნი­ტო­რინ­გი, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა. პირ­და­პირ და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­ში არის კარ­გი ობი­ექ­ტე­ბიც, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იკ­ვე­თე­ბა დარ­ღვე­ვე­ბიც“,- გან­მარ­ტა მან.

კი­თხვა­ზე, სა­ნამ პრო­დუქ­ტი სუ­პერ­მარ­კე­ტის დახლზე მოხ­ვდე­ბა, რამ­დე­ნად მოწ­მდე­ბა მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა შე­ფუ­თუ­ლი სურ­სა­თის მდგო­მა­რე­ო­ბას მა­ღა­ზია ვერ აკონ­ტრო­ლებს, ვა­სილ ბა­სი­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ კონ­ტროლ­დე­ბა სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბიც.

„და­ლუ­ქულ პრო­დუქ­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გი­ერთ მათ­განს აქვს შე­ნახ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი და პი­რო­ბე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ცუ­ლი იყოს სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, სა­ნამ ეს პრო­დუქ­ტი სუ­პერ­მარ­კე­ტამ­დე მივა. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ამოწ­მებს სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბებს, შემ­დეგ გად­მოვ­დი­ვართ მარ­კე­ტებ­ში. თუ სურ­სა­თის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო ნაკ­ლე­ბია იმის შან­სი, რომ შე­ფუ­თუ­ლი სურ­სა­თი გა­ფუჭ­დეს. თუ რა თქმა უნდა, ასე­თი შემ­თხვე­ვა მა­ინც და­ფიქ­სირ­და, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჩვენს ცხელ ხაზ­ზე ტო­ვებს შე­ტყო­ბი­ნე­ბას, ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა და გავ­დი­ვართ და ვა­მოწ­მებთ ობი­ექტს. რო­დე­საც იკ­ვე­თე­ბა დარ­ღვე­ვა, ამა­ზე ჩვენ ვახ­დენთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ რე­ა­გი­რე­ბას ანუ შე­იძ­ლე­ბა, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორს და­ე­კის­როს სა­ჯა­რი­მო სან­ქცია ან მოხ­დეს პრო­დუქ­ტის ამო­ღე­ბა-გა­მო­თხო­ვა, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არის და ა.შ“, - გან­მარ­ტავს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში სურ­სა­თის ხა­რის­ხი­სა და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის კონ­ტრო­ლის კუ­თხით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი კვლავ არ­სე­ბობს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­სურ­სა­თო ქსე­ლუ­რი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მოწ­მდე­ბა მისი ფერი, სუნი, გემო, კონ­სის­ტენ­ცია, ვა­დი­ა­ნო­ბა და ასე­ვე, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს ხომ არ და­კარ­გა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სახე. მა­თი­ვე თქმით, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­დუქ­ცია ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

„მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ნა­წი­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლია დახლზე, ნა­წი­ლი კი სა­წყობ­ში. სუ­პერ­მარ­კე­ტის სა­წყო­ბე­ბი არ არის გა­დატ­ვირ­თუ­ლი და ვი­ღებთ მხო­ლოდ იმ რა­ო­დე­ნო­ბის პრო­დუქ­ცი­ას, რაც გა­ყიდ­ვე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო“, - აღ­ნი­შა­ვენ რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი დახ­ლებ­ზე ტემ­პე­რე­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის სრუ­ლი დაც­ვით თავ­სდე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ე.წ მშრა­ლი თუ სა­მა­ცივ­რე თარო.

„პრო­დუქ­ტის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბი­სა და ხა­რის­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვა. გარ­და იმი­სა, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ პი­რო­ბას მუდ­მი­ვად ამოწ­მე­ბენ, პე­რი­ო­დუ­ლად სპე­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში სა­მა­ცივ­რე ტემ­პე­რა­ტუ­რის ჩა­ნა­წე­რებ­საც აკე­თე­ბენ, რაც შიდა კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზმს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, ისე ჩვენ­თვის სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ჩვე­ნი 12-ვე წევ­რი კომ­პა­ნი­ის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მოწ­მდე­ბა და ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის მეტი ბერ­კე­ტი გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნეს სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ ხდე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხან­და­ხან საკ­ვე­ბად უვარ­გის პრო­დუქტს იძენს, რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გან­მარ­ტეს, რომ მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის და­სა­წყო­ბე­ბა, დახ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბა და მისი კონ­ტრო­ლი ხდე­ბა არა პროგ­რა­მუ­ლად, არა­მედ თა­ნამ­შრომ­ლის მიერ, რაც ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის.

„ჩვენ ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის კი­დევ უფრო მი­ნი­მუ­მამ­დე და­საყ­ვა­ნად ვმუ­შა­ობთ. ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს და შეს­ყიდ­ვამ­დე შე­ა­მოწ­მოს პრო­დუქ­ტი, მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა და შე­მად­გენ­ლო­ბა. თუ რა­ი­მე სა­ხის პრობ­ლე­მას აღ­მო­ა­ჩენს, უნდა მი­მარ­თოს სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტის თა­ნამ­შრო­მელს, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­ზე მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს და შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩენს. უვ­ნე­ბე­ლი სურ­სა­თის რე­ა­ლი­ზა­ცია და მისი მა­ღა­ლი ხა­რის­ხი სა­მი­ვე მხა­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით მი­იღ­წე­ვა: ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მარ­კე­ტებ­ში უვ­ნებ­ლო­ბის გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მის აღ­სრუ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლებ­ლის გეგ­მუ­რი თუ არა­გეგ­მუ­რი შე­მოწ­მე­ბა“, - გან­მარ­ტეს რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში.

უნდა ით­ქვას, რომ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მთა­ვა­რი მა­კონ­ტრო­ლებ­ლე­ბი ხში­რად მა­ინც ჩვენ - მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვართ, რო­მე­ლიც პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლო­ბით სა­ხელ­მწი­ფო­სა და ბიზ­ნესს არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის მუდ­მი­ვად დახ­ვე­წა­ში ვეხ­მა­რე­ბით, რაც სა­ბო­ლო­ოდ პრო­დუქ­ტის ხა­რისხზე აი­სა­ხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
5

ფაქტიურად უვარგისს ვერ ნახავ ვერაფერს, ყველაფერი მხოლოდ ნატურალური, არავითარი დანამატები, თან ყველაფერი საოცრად იაფი

kkk
0

ukontroloa sakvebis chenaxvis pirobebi sad xdeba darbilebuli shokoladis gakidva evropashi gamdnaria shogtavsi es aris ukve uvargisi da momzamlavi!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ კონტროლდება სურსათის ხარისხი და ვარგისიანობა სუპერმარკეტებში?

როგორ კონტროლდება სურსათის ხარისხი და ვარგისიანობა სუპერმარკეტებში?

თუ თავად არ გქონიათ ამგვარი შემთხვევა, „ფეისბუქზე“ ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ სტატუსი, რომელიც სუპერმარკეტში საკვებად უვარგისი პროდუქტის შეძენას ეხება. ამგვარი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფიც კი შეიქმნა და მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.

პოსტებში მომხმარებლები საუბრობენ გაფუჭებული იოგურტისა და პურის, საკვებად უვარგისი გაყინული პროდუქტისა თუ სხვა ხშირად მოხმარებადი სურსათის შესახებ და პასუხისმგებლობას სუპარმარკეტებს აკისრებენ.

საინტერესოა, რამდენად ხშირად ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო ქსელურ სასურსათო სუპარმარკეტებს და თავად მაღაზიები როგორ აკონტროლებენ შენახვის პირობებსა და ვადებს? რატომ შეიძლება აღმოჩნდეს მაღაზიაში საკვებად უვარგისი პროდუქტი?

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ სასურსათო მარკეტები როგორც გეგმურად, ისე არაგეგმურად კონტროლდება დოკუმენტური შემოწმების, ნიმუშის აღებისა და სხვა მექანიზმების მეშვეობით.

„სააგენტო აქტიურად ახორციელებს ყველა მიმართულების ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლს, მათ შორის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სასურსათო მარკეტების კონტროლი, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა მექანიზმით: როგორც გეგმური, ისე არაგეგმური ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება, მონიტორინგი, ზედამხედველობა. პირდაპირ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოწმების პროცესში არის კარგი ობიექტებიც, მოწესრიგებული სუპერმარკეტები, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით იკვეთება დარღვევებიც“,- განმარტა მან.

კითხვაზე, სანამ პროდუქტი სუპერმარკეტის დახლზე მოხვდება, რამდენად მოწმდება მისი ვარგისიანობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეფუთული სურსათის მდგომარეობას მაღაზია ვერ აკონტროლებს, ვასილ ბასილაძე განმარტავს, რომ კონტროლდება სასაწყობე მეურნეობებიც.

„დალუქულ პროდუქტებს რაც შეეხება, ზოგიერთ მათგანს აქვს შენახვის ტემპერატურული რეჟიმი და პირობები და აუცილებელი და მნიშვნელოვანია, აღნიშნული დაცული იყოს სასაწყობე მეურნეობაში, სანამ ეს პროდუქტი სუპერმარკეტამდე მივა. სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს სასაწყობე მეურნეობებს, შემდეგ გადმოვდივართ მარკეტებში. თუ სურსათის შენახვის პირობები დაცულია, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ შეფუთული სურსათი გაფუჭდეს. თუ რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, მომხმარებელი ჩვენს ცხელ ხაზზე ტოვებს შეტყობინებას, ხდება რეაგირება და გავდივართ და ვამოწმებთ ობიექტს. როდესაც იკვეთება დარღვევა, ამაზე ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას ანუ შეიძლება, ბიზნესოპერატორს დაეკისროს საჯარიმო სანქცია ან მოხდეს პროდუქტის ამოღება-გამოთხოვა, თუ ამის საჭიროება არის და ა.შ“, - განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

მისივე შეფასებით, სუპერმარკეტებში სურსათის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლის კუთხით, წლების განმავლობაში ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს.

როგორც AMBEBI.GE-ს სასურსათო ქსელური სუპერმარკეტების გაერთიანება რითეილ ასოციაციაში განუმარტეს, პროდუქტის მიღების პროცესში მოწმდება მისი ფერი, სუნი, გემო, კონსისტენცია, ვადიანობა და ასევე, ტრანსპორტირების დროს ხომ არ დაკარგა სარეალიზაციო სახე. მათივე თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პროდუქცია ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს.

„მიღებული პროდუქტის ნაწილი განთავსებულია დახლზე, ნაწილი კი საწყობში. სუპერმარკეტის საწყობები არ არის გადატვირთული და ვიღებთ მხოლოდ იმ რაოდენობის პროდუქციას, რაც გაყიდვებისთვის არის საჭირო“, - აღნიშავენ რითეილ ასოციაციაში.

მათივე ინფორმაციით, მიღებული პროდუქტი დახლებზე ტემპერეტურული რეჟიმის სრული დაცვით თავსდება, იქნება ეს ე.წ მშრალი თუ სამაცივრე თარო.

„პროდუქტის ვარგისიანობისა და ხარისხის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლები აღნიშნულ პირობას მუდმივად ამოწმებენ, პერიოდულად სპეციალურ ჟურნალში სამაცივრე ტემპერატურის ჩანაწერებსაც აკეთებენ, რაც შიდა კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს. როგორც თითოეული მომხმარებლისთვის, ისე ჩვენთვის სურსათის უვნებლობის საკითხი პრიორიტეტულია. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მაკონტროლებლების მხრიდან ჩვენი 12-ვე წევრი კომპანიის სუპერმარკეტები ინტენსიურად მოწმდება და ერთობლივი მუშაობით მომხმარებლის დაცვის მეტი ბერკეტი გვაქვს“, - აღნიშნეს სასურსათო მარკეტების გაერთიანებაში.

კითხვაზე, რატომ ხდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ხანდახან საკვებად უვარგის პროდუქტს იძენს, რითეილ ასოციაციაში განმარტეს, რომ მიღებული პროდუქციის დასაწყობება, დახლებზე განთავსება და მისი კონტროლი ხდება არა პროგრამულად, არამედ თანამშრომლის მიერ, რაც ადამიანური შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის.

„ჩვენ ამგვარი შემთხვევების კიდევ უფრო მინიმუმამდე დასაყვანად ვმუშაობთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, მომხმარებელიც ინფორმირებული იყოს და შესყიდვამდე შეამოწმოს პროდუქტი, მისი ვარგისიანობა და შემადგენლობა. თუ რაიმე სახის პრობლემას აღმოაჩენს, უნდა მიმართოს სასურსათო მარკეტის თანამშრომელს, რომელიც მომხდარზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს და შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. უვნებელი სურსათის რეალიზაცია და მისი მაღალი ხარისხი სამივე მხარის მაქსიმალური ჩართულობით მიიღწევა: ინფორმირებული მომხმარებელი, მარკეტებში უვნებლობის გამართული სისტემის აღსრულება და სახელმწიფო მაკონტროლებლის გეგმური თუ არაგეგმური შემოწმება“, - განმარტეს რითეილ ასოციაციაში.

უნდა ითქვას, რომ სურსათის უვნებლობის მთავარი მაკონტროლებლები ხშირად მაინც ჩვენ - მომხმარებლები ვართ, რომელიც პროცესში მაქსიმალურად ჩართულობით სახელმწიფოსა და ბიზნესს არსებული მექანიზმების მუდმივად დახვეწაში ვეხმარებით, რაც საბოლოოდ პროდუქტის ხარისხზე აისახება.

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ უკიდურესი სიმსუქნე გაწუხებთ

რა უნდა გაითვალისწინოთ ვინირების გაკეთების დროს, რომ ნამდვილი ჰოლივუდის ღიმილი მიიღოთ

არქის ჰოუმ ოფისი ისანში გაიხსნა