პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვასაძე პრემიერს და მინისტრებს - "რა გეი აღლუმებათ, თქვენ მართლა... არ ვიტყვი რა... გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა"
ლევან ვასაძე პრემიერს და მინისტრებს - "რა გეი აღლუმებათ, თქვენ მართლა... არ ვიტყვი რა... გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა"

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან ვა­სა­ძე აცხა­დებს, რომ აიკ­რძა­ლე­ბა გარ­ყვნი­ლე­ბის სა­ჯა­რო პრო­პა­გან­და.

ვა­სა­ძემ პრე­მი­ერს და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს მი­მარ­თა.

"იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც ჩვენ ავა­შე­ნებთ, აღარ მოგ­ვი­წევს ყო­ველ წელს ნერ­ვი­უ­ლო­ბა ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე. მე ამის­თვის გა­დავ­დგი მათ შო­რის ეს ნა­ბი­ჯი, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი, ღირ­სე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო აღ­ვად­გი­ნო. იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც ჩვენ ერ­თად ავა­შე­ნებთ, გპირ­დე­ბით, აიკ­რძა­ლე­ბა გარ­ყვნი­ლე­ბის სა­ჯა­რო პრო­პა­გან­და და ასე­თი რა­ღა­ცე­ბის ყო­ველ წელს ჩა­ტა­რე­ბა. მინ­და კო­რექ­ტუ­ლო­ბის დაც­ვით მივ­მარ­თო ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს - ირაკ­ლი, თუ შენ და შენი მი­ნის­ტრე­ბი ამას და­უშ­ვებთ, რა გეი აღ­ლუ­მე­ბათ, თქვენ მარ­თლა ...არ ვი­ტყვი რა. თქვენ თუ ამას და­უშ­ვებთ, თქვენს მი­ნის­ტრებ­თან ერ­თად, თუ ამას აკად­რებთ ამ გაწ­ვა­ლე­ბულ, დამ­ცი­რე­ბულ, ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხულ ერს, მა­შინ ისე გა­ა­კე­თეთ, რო­გორც ამას აკე­თე­ბენ იმ ევ­რო­პის სუს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი, ვინც და­უშ­ვეს თა­ვი­ანთ ქა­ლა­ქებ­ში. და­ი­ჭი­რეთ ფე­რა­დი დრო­შე­ბი და გა­მო­დით ამ გარ­ყვნილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. დაგ­ვა­ნა­ხეთ თქვე­ნი სახე. ეს არის უმ­და­ბი­ო­ე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამი­ტომ, მი­გაჩ­ნი­ათ ძმაო, რომ ჩემი ატე­ხი­ლია ეს ამ­ბა­ვი? არ გჯე­რათ, რომ ეს ჩვე­ნი ერის პო­ზი­ცი­აა? აგერ მე და აგერ თქვენ, ნა­ხავთ, რაც და­გე­მარ­თე­ბათ, თუ გა­ბე­დავთ ამის ჩა­ტა­რე­ბას, მაბ­რა­ლეთ რაც გინ­დათ", - გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.

ვა­სა­ძის თქმით, „ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დი" მალე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ად გარ­და­იქ­მნე­ბა.

"ჩვენ აქ შე­ვიკ­რი­ბეთ იმის­თვის, რომ უკვე სა­ჯა­რო ჭრილ­ში და­ვა­ფუძნოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დი". ეს არის ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სულ მალე გარ­და­იქ­მნე­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ად და ჩვე­ნი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით შეც­ვლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბას.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გზა, რო­მელ­საც ახლა შე­ვუ­დე­ქით, ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. არ იქ­ნე­ბა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი, ჩვენ გვე­ლო­დე­ბა წინ ბევ­რი ერ­თობ­ლი­ვი ბრძო­ლა, ჩვენ გვე­ლო­დე­ბა წინ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, მაგ­რამ მტკი­ცედ გვწამს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით შევ­ძლებთ გა­ვარ­ღვი­ოთ ეს მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე", - გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.

მისი თქმით, ფუჭი და­პი­რე­ბე­ბის გა­ცე­მა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში არა­ერ­თხელ მოხ­და.

„ეს არის ის, რი­სიც მე ყვე­ლა­ზე უფრო მე­ში­ნია და არ მინ­და, ამი­ტომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პო­ზი­ცია მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ყვე­ლას გე­პა­ტი­ჟე­ბით ერ­თობ­ლივ, მუხლჩა­უხ­რელ შრო­მა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად, რად­გან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩა­ვარ­დნი­ლი იმ არას­წო­რი იდე­ო­ლო­გი­ი­სა და არას­წო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის წყა­ლო­ბით, რო­მელ­შიც ის მო­ექ­ცა ბოლო წლებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.

მან ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას ხაზი გა­უს­ვა ნარ­კო­მა­ნი­ის. ლუ­დო­მა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ სტა­ტის­ტი­კას. ასე­ვე შე­ე­ხო აზარ­ტუ­ლი თა­მა­შებს და აღ­ნიშ­ნა, რომ „ქვე­ყა­ნა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ყო­ველ წელს აგებს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არდ ლარს, რაც ამ ინ­დუსტრი­ის მფლო­ბელ­თა, ხში­რად უცხო­ურ ჯი­ბე­ებ­ში ილე­ქე­ბა“.

„რაც მთა­ვა­რია, არა­ვი­თა­რი პერ­სპექ­ტი­ვა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნის - ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა აღარ ჩანს, გექ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს სა­კი­თხი ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნი­ლია და გა­დაყ­ვა­ნი­ლია თით­ქოს მი­უწ­ვდო­მე­ლი ამო­ცა­ნე­ბის რან­გში, რო­მელ­ზე ლა­პა­რა­კიც არ შე­იძ­ლე­ბა. უი­მე­დო­ბის და უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის სინ­დრო­მია გა­მე­ფე­ბუ­ლი. ეს არის რის­თვი­საც ჩვე­ნი ერი იბ­რძო­და, როცა ნატ­რუ­ლობ­და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს, ეს არის სტრუქ­ტუ­რა, მი­ზა­ნი, რის­თვი­საც ამ უდაბ­ნო­ში დავ­დი­ვართ 30 წე­ლია - რა თქმა უნდა, არა.

რამ მიგ­ვიყ­ვა­ნა ამ და­ცე­მულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რა მოხ­და ისე­თი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჩვე­ნი ასე­თი უმ­და­ბი­ო­ე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ე­ფე­რე­ბა ჩვენს უძ­ვე­ლეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას, ჩვენს ლა­მაზ და ამაყ ერს, რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ დავძლი­ოთ ეს უბე­დუ­რე­ბა, აღ­ვად­გი­ნოთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, წა­ვი­დეთ წინ და მოვ­სპოთ უი­მე­დო­ბის გან­ცდა ქვე­ყა­ნა­ში, ამა­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ მო­ვე­დი და ამის გა­სა­კე­თებ­ლად და­ვი­წყეთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა.

ჩე­მის ღრმა რწმე­ნით პირ­ვე­ლი შეც­დო­მა რო­მე­ლიც და­ვუშ­ვით, მცდა­რი იდე­ო­ლო­გია დაგ­ვე­უფ­ლა ერ­თი­ა­ნად, გვე­ლე­შა­პი­ვით მოგ­ვეხ­ვია თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან, პირ­ვე­ლი შეც­დო­მა რაც ჩვენ იდე­ო­ლო­გი­ურ სა­ფუძ­ვე­ლებ­ში და­ვუშ­ვით იყო გან­დგო­მა ჩვე­ნი რა­ო­ბის­გან, იდენ­ტო­ბის­გან და მცდა­რი და­სა­ხე­ლე­ბა, რომ თურ­მე ადა­მი­ა­ნის ეგო­იზ­მი ყო­ფი­ლა მთა­ვა­რი და არა ადა­მი­ა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ქვეყ­ნი­სა და ოჯა­ხის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის - „ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დი" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ლე­ვან ვა­სა­ძემ „ალექ­სან­დრეს ბაღ­ში" მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nikolozi
287

didi xania , droa

ერმონია
158

ბნელეთის მოციქული...

ავტორი:

ლევან ვასაძე პრემიერს და მინისტრებს - "რა გეი აღლუმებათ, თქვენ მართლა... არ ვიტყვი რა... გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა"

ლევან ვასაძე პრემიერს და მინისტრებს - "რა გეი აღლუმებათ, თქვენ მართლა... არ ვიტყვი რა... გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა.

ვასაძემ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს მიმართა.

"იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, აღარ მოგვიწევს ყოველ წელს ნერვიულობა ასეთ სისულელეებზე. მე ამისთვის გადავდგი მათ შორის ეს ნაბიჯი, რომ ტრადიციული, ღირსეული საქართველო აღვადგინო. იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ერთად ავაშენებთ, გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა და ასეთი რაღაცების ყოველ წელს ჩატარება. მინდა კორექტულობის დაცვით მივმართო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს - ირაკლი, თუ შენ და შენი მინისტრები ამას დაუშვებთ, რა გეი აღლუმებათ, თქვენ მართლა ...არ ვიტყვი რა. თქვენ თუ ამას დაუშვებთ, თქვენს მინისტრებთან ერთად, თუ ამას აკადრებთ ამ გაწვალებულ, დამცირებულ, ღირსებაშელახულ ერს, მაშინ ისე გააკეთეთ, როგორც ამას აკეთებენ იმ ევროპის სუსტი ხელისუფლებები, ვინც დაუშვეს თავიანთ ქალაქებში. დაიჭირეთ ფერადი დროშები და გამოდით ამ გარყვნილ ადამიანებთან ერთად. დაგვანახეთ თქვენი სახე. ეს არის უმდაბიოესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მიგაჩნიათ ძმაო, რომ ჩემი ატეხილია ეს ამბავი? არ გჯერათ, რომ ეს ჩვენი ერის პოზიციაა? აგერ მე და აგერ თქვენ, ნახავთ, რაც დაგემართებათ, თუ გაბედავთ ამის ჩატარებას, მაბრალეთ რაც გინდათ", - განაცხადა ვასაძემ.

ვასაძის თქმით, „ერთობა, რაობა, იმედი" მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი". ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის მხარდაჭერით შეცვლის საქართველოში ამ გამოუვალ მდგომარეობას.

დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, ადვილი არ იქნება. არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა, ჩვენ გველოდება წინ წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე", - განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, ფუჭი დაპირებების გაცემა ქვეყნის ისტორიაში არაერთხელ მოხდა.

„ეს არის ის, რისიც მე ყველაზე უფრო მეშინია და არ მინდა, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური, საზოგადოებრივი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველას გეპატიჟებით ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი იმ არასწორი იდეოლოგიისა და არასწორი პოლიტიკური სისტემის წყალობით, რომელშიც ის მოექცა ბოლო წლებში“, - განაცხადა ვასაძემ.

მან ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრისას ხაზი გაუსვა ნარკომანიის. ლუდომანიის მიმართულებით არსებულ სტატისტიკას. ასევე შეეხო აზარტული თამაშებს და აღნიშნა, რომ „ქვეყანა აზარტულ თამაშებში ყოველ წელს აგებს რამდენიმე მილიარდ ლარს, რაც ამ ინდუსტრიის მფლობელთა, ხშირად უცხოურ ჯიბეებში ილექება“.

„რაც მთავარია, არავითარი პერსპექტივა მთავარი ამოცანის - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა აღარ ჩანს, გექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი ქვეყნის პრიორიტეტების დღის წესრიგიდან მოხსნილია და გადაყვანილია თითქოს მიუწვდომელი ამოცანების რანგში, რომელზე ლაპარაკიც არ შეიძლება. უიმედობის და უპერსპექტივობის სინდრომია გამეფებული. ეს არის რისთვისაც ჩვენი ერი იბრძოდა, როცა ნატრულობდა დამოუკიდებელ საქართველოს, ეს არის სტრუქტურა, მიზანი, რისთვისაც ამ უდაბნოში დავდივართ 30 წელია - რა თქმა უნდა, არა.

რამ მიგვიყვანა ამ დაცემულ მდგომარეობამდე, რა მოხდა ისეთი, რამაც გამოიწვია ჩვენი ასეთი უმდაბიოესი მდგომარეობა, რომელიც არ შეეფერება ჩვენს უძველეს ცივილიზაციას, ჩვენს ლამაზ და ამაყ ერს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს უბედურება, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, წავიდეთ წინ და მოვსპოთ უიმედობის განცდა ქვეყანაში, ამაზე სალაპარაკოდ მოვედი და ამის გასაკეთებლად დავიწყეთ ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა.

ჩემის ღრმა რწმენით პირველი შეცდომა რომელიც დავუშვით, მცდარი იდეოლოგია დაგვეუფლა ერთიანად, გველეშაპივით მოგვეხვია თითოეულ ჩვენგან, პირველი შეცდომა რაც ჩვენ იდეოლოგიურ საფუძველებში დავუშვით იყო განდგომა ჩვენი რაობისგან, იდენტობისგან და მცდარი დასახელება, რომ თურმე ადამიანის ეგოიზმი ყოფილა მთავარი და არა ადამიანის მოვალეობები ქვეყნისა და ოჯახის წინაშე“, - განაცხადა ვასაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობის - „ერთობა, რაობა, იმედი" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ „ალექსანდრეს ბაღში" მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ცნობილია, როდის გაიმართება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო" - ერი-ს განცხადება