სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი
"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი

ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი სხვა­ნა­ირ გან­ცხა­დე­ბას ვერ გა­ა­კე­თებს - რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის შე­წყვე­ტის ინ­სტრუქ­ცია და მი­თი­თე­ბა კი­ე­ვი­დან არ ჩა­მო­სუ­ლა,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის იმ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ აქ­ცი­ებს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­შიც არ შე­წყვეტს.

რო­გორც ვოლ­სკი აღ­ნიშ­ნავს, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ არ­ჩევ­ნე­ბის დროს სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს.

"ამ თა­მაშ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი წა­ა­გეს და რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ თან­ხმდე­ბა ამ რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს, ისი­ნი ეძე­ბენ გარ­კვე­ულ წი­ნა­პი­რო­ბას და და­სა­ბუ­თე­ბას იმის­თვის, რა­ტომ შე­მო­დი­ან პარ­ლა­მენ­ტში. მაგ­რამ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი იმ­დე­ნად ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია, ვფიქ­რობ, სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს მათ, რო­დე­საც საქ­მე მიდ­გე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე. ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდე­გაა ეს გან­ცხა­დე­ბა, არც „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მომ­ხრე­ებს აწყობთ ის, რა­საც ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი ქა­და­გებს - რე­ვო­ლუ­ცია და მე­ტიც, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სტა­ბი­ლუ­რო­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში შევა, იმას არ ნიშ­ნავს, რომ აქ­ცი­ებ­ზე უარს იტყვი­ან.

"ერ­თდრო­უ­ლად ვიქ­ნე­ბით რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო, ასე­ვე ქუ­ჩის ოპო­ზი­ცია“,- გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
22

რაღაცნაირი ევროპულ-ამერიკული სტილის პოლიტიკოსია ბ-ნი გია, იმედია მერე პენსიაზე რო გავა, პოლიტიკური მიმომხილველი იქნება იმედზე ან პოსტვ-ზე

ვახო
45

ეს ობ მოდებული ისევ გამოაჩინეს უნიათოებმა. ხეპრე. მისი სიტყვებით მოვიხსენიებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი

"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი

ზაალ უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც არ შეწყვეტს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები "ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების დროს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

"ამ თამაშში, სადაც ყველაფერი წააგეს და როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, საზოგადოება არ თანხმდება ამ რევოლუციურ სცენარს, ისინი ეძებენ გარკვეულ წინაპირობას და დასაბუთებას იმისთვის, რატომ შემოდიან პარლამენტში. მაგრამ ეს განცხადებები იმდენად ანტისახელმწიფოებრივია, ვფიქრობ, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ, როდესაც საქმე მიდგება არჩევნებზე. ყველას წინააღმდეგაა ეს განცხადება, არც „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს აწყობთ ის, რასაც ზაალ უდუმაშვილი ქადაგებს - რევოლუცია და მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია სტაბილურობით“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, თუ "ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, იმას არ ნიშნავს, რომ აქციებზე უარს იტყვიან.

"ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო, ასევე ქუჩის ოპოზიცია“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

"ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი" - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ როდის შემოიტანენ "ფაიზერის" ვაქცინას

"ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას და ქვეყანა 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ბევრი ჩივილი გვესმის, რომ ეს არის შემაწუხებელი" - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი "კომენდანტის საათზე" და შემცირდება თუ არა მისი ხანგრძლივობა