მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე
"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი მისი გუნ­დის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ნე­ბის­ყო­ფას უწუ­ნებს და აცხა­დებს, რომ „მერ­ყე­ვი ადა­მი­ა­ნის ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში არ არის“. ამის შე­სა­ხებ ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ოხა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ცალ კარ­ში თა­მა­ში არ უყ­ვარს, ამი­ტომ ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე გა­მოს­ვლას ელო­დე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებს, პო­ლი­ტი­კა­ში და არა მხო­ლოდ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ადა­მი­ა­ნუ­რი სიმ­ტკი­ცე - რამ­დე­ნად შე­უძ­ლია პო­ლი­ტი­კოსს გა­უძ­ლოს ერთი მხრივ წნეხს, მე­ო­რე მხრივ, გა­მოწ­ვე­ვას, რთულ დატ­ვირ­თვას და მძი­მე გრა­ფიკს; იხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს ყვე­ლას არ გა­მოს­დის.

სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში რო­დე­საც ხარ, შენი ნო­მერ პირ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ემ­სა­ხუ­რო ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას. ეს უნარჩვე­ვე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლამ ყო­ველ­თვის ვერ გა­მო­ავ­ლი­ნოს და ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ის, რაც მოხ­და. არ ეყო ყვე­ლას ამ უნარ-ჩვე­ვე­ბის ასე მტკი­ცედ გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე: გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას არ ეყო მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფა? ოხა­ნაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: „რა თქმა უნდა, ეს ფაქ­ტია“.

"იმის იქეთ კი­დევ რა იყო სხვა გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. ფაქ­ტია ის, რომ რო­დე­საც X დესტრუქ­ცი­უ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და გა­მოწ­ვე­ვას უკე­თებს სა­ხელ­მწი­ფოს, ვინ არის ნი­კა­ნორ მე­ლია, რას წარ­მო­ად­გენს, რომ ის უფრო მაღ­ლა დად­გეს, ვიდ­რე ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო?! აქ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მერ­ყე­ობს, ვფიქ­რობ, მისი ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში არ არის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სჯის. თუ ის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მო­ვა, მოგ­ვე­ცე­მა ალ­ბათ, სა­შუ­ა­ლე­ბა, დე­ბა­ტებ­ში დავ­სხდეთ რო­გორც მის თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან, ასე­ვე მას­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­და­წყვი­ტოს ვინ იყო მტკი­ცე, ვინ იყო პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი, ვინ და­იც­ვა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი­პი, ვინ და­იც­ვა და უზ­რუნ­ველ­ყო ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო გან­ცდა - ვცხოვ­რობთ იქ, სა­დაც კა­ნონს არა­ვინ პა­ტივს არ სცემს, ამ კი­თხვებ­ზე ყვე­ლას მო­უ­წევს პა­სუ­ხე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ „გა­ხა­რი­ას გუნდს“ პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცია არ აქვს და ვერც შექ­მნი­ან.

"ერთი გუნ­დის სა­ხე­ლით რო­დე­საც შე­მოხ­ვალ პარ­ლა­მენ­ტში და შემ­დეგ ავ­ლენ კეკ­ლუ­ცო­ბას აქ არის ჩამ­კე­ტი, რაც არ უშ­ვებს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის სა­ხე­ლით შეხ­ვი­დე, შემ­დეგ მო­ინ­დო­მო გაც­ლა და ცალ­კე და­ი­წყო პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა. ამის უფ­ლე­ბა აქვთ, მაგ­რამ არა ფრაქ­ცი­ის სა­ხე­ლით. ჩვენ არ ვა­პი­რებთ ცალ კარ­ში ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბას. თუ ისი­ნი პო­ლი­ტი­კა­ში იქ­ნე­ბი­ან, მო­უ­წევთ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა - არი­ან ისი­ნი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გეგ­მა „ბ“, თუ ვის თა­მაშს თა­მა­შო­ბენ. თუ არი­ან ისი­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი რამ­დე­ნად არი­ან. არა­ნა­ი­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა 2“ ეს არ არის და ეს გა­მოჩ­ნდე­ბა კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ში - ვინ იქ­ნე­ბი­ან მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, რა კურსს გა­ა­ტა­რე­ბენ, ვინ იქ­ნე­ბი­ან მათი შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი და ა.შ. და­ვე­ლო­დოთ, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ და იქ მო­უ­წევთ პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
18

ოხან სანამ გახარიას დაეტოლები ერთი ასჯერ დღეში ბუქნი უნდა გააკეთო, ერთი 20 წელი მაიც

ინტრიგანი
4

აღარ არის საუკეთესო კრიზისმენეჯერი?

ავტორი:

"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე

"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მისი გუნდის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ნებისყოფას უწუნებს და აცხადებს, რომ „მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის“. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ცალ კარში თამაში არ უყვარს, ამიტომ ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას ელოდება.

"რაც შეეხება ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს, პოლიტიკაში და არა მხოლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანური სიმტკიცე - რამდენად შეუძლია პოლიტიკოსს გაუძლოს ერთი მხრივ წნეხს, მეორე მხრივ, გამოწვევას, რთულ დატვირთვას და მძიმე გრაფიკს; იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივად და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ეს ყველას არ გამოსდის.

სახელმწიფო სამსახურში როდესაც ხარ, შენი ნომერ პირველი ვალდებულება არის კეთილსინდისიერად ემსახურო ხალხს და ქვეყანას. ეს უნარჩვევები შესაძლებელია ყველამ ყოველთვის ვერ გამოავლინოს და ამის ნათელი მაგალითია ის, რაც მოხდა. არ ეყო ყველას ამ უნარ-ჩვევების ასე მტკიცედ გამოვლენის შესაძლებლობა და მიიღეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე: გიორგი გახარიას არ ეყო მტკიცე ნებისყოფა? ოხანაშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს ფაქტია“.

"იმის იქეთ კიდევ რა იყო სხვა განხილვის საგანია. ფაქტია ის, რომ როდესაც X დესტრუქციული რადიკალური მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო?! აქ როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. საზოგადოება განსჯის. თუ ის პოლიტიკაში შემოვა, მოგვეცემა ალბათ, საშუალება, დებატებში დავსხდეთ როგორც მის თანაგუნდელებთან, ასევე მასთან და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ იყო მტკიცე, ვინ იყო პრინციპების ერთგული, ვინ დაიცვა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ვინ დაიცვა და უზრუნველყო ის, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო განცდა - ვცხოვრობთ იქ, სადაც კანონს არავინ პატივს არ სცემს, ამ კითხვებზე ყველას მოუწევს პასუხები“, - განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ „გახარიას გუნდს“ პარლამენტში ფრაქცია არ აქვს და ვერც შექმნიან.

"ერთი გუნდის სახელით როდესაც შემოხვალ პარლამენტში და შემდეგ ავლენ კეკლუცობას აქ არის ჩამკეტი, რაც არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით შეხვიდე, შემდეგ მოინდომო გაცლა და ცალკე დაიწყო პოზიციონირება. ამის უფლება აქვთ, მაგრამ არა ფრაქციის სახელით. ჩვენ არ ვაპირებთ ცალ კარში ბრალდების წაყენებას. თუ ისინი პოლიტიკაში იქნებიან, მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა - არიან ისინი „ქართული ოცნება“ გეგმა „ბ“, თუ ვის თამაშს თამაშობენ. თუ არიან ისინი დამოუკიდებლები რამდენად არიან. არანაირი „ქართული ოცნება 2“ ეს არ არის და ეს გამოჩნდება კონკრეტულ ნაბიჯებში - ვინ იქნებიან მათი თანამოაზრეები, რა კურსს გაატარებენ, ვინ იქნებიან მათი შემომწირველები და ა.შ. დაველოდოთ, საინტერესო პროცესები შეიძლება ვიხილოთ და იქ მოუწევთ პასუხების გაცემა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა..." - კარლ ჰარცელი