სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება
15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება

შა­ბათს, 15 მა­ისს, 22:00 სა­ათ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის "ვო­ი­სის" ფი­ნა­ლი შედ­გე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუს ქარ­თულ ანა­ლოგს „ნოვა პრო­დაქ­შე­ნი“ წარ­მო­ად­გენს. რვა კონ­კურ­სან­ტი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს, მენ­ტო­რე­ბი კი ტრი­უმ­ფის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ambebi.ge ფი­ნა­ლამ­დე ერთი დღით ადრე ესა­უბ­რა. ყო­ველ­დღი­უ­რი რე­პე­ტი­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი შე­მარ­თე­ბით არი­ან და ცხა­დია, გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დი­ნი აქვთ

მაგ­და ივა­ნიშ­ვი­ლი: პან­დე­მი­ის დროს ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა რი­თიც მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და უცებ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი „ვო ისის“ სა­ხით. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რაც მინ­დო­და ზუს­ტად ის გა­მო­მი­ვი­და, ენერ­გი­ით და­ვი­მუხ­ტე. ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე რომ ჩემს მენ­ტო­რად სტე­ფა­ნე ავირ­ჩიე. ისე ვე­ლო­დე­ბი ფი­ნალს, რომ ასეთ გან­წყო­ბა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ არ­ცერთ ტურ­ში. ბოლო ეტა­პია ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძვის, მაგ­რამ პრო­ექ­ტში ისე­თი გა­რე­მოა, რომ და­ძა­ბუ­ლი არ ვარ, პი­რი­ქით, ლა­ღად და ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ვალ ფი­ნალ­ში.

ხა­ტია ქინ­ქლა­ძე: ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მთე­ლი პრო­ექ­ტის პე­რი­ო­დი, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი. ჩემი მწვრთნე­ლი ნიაზ დი­ა­სა­მი­ძეა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს პრო­ექ­ტის გა­რე­თაც. კარ­გად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის ამ­ბავ­ში. შე­მარ­თე­ბით ვარ და შა­ბათს კარ­გად მინ­და წარვსდგე ხალ­ხის წი­ნა­შე, ისე რო­გორც ფი­ნალს შე­ე­ფე­რე­ბა.

ლუკა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი: ვო­ის­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი რა­ღაც დო­ზით ასო­ცირ­დე­ბა ჩემი თა­ვის პოვ­ნის ეტა­პთან, რად­გან აქ მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ამა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. ნი­ა­ზის გუნდში ვარ და ვგრძნობ ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად თავს. ნი­ა­ზი გვეხ­მა­რე­ბა და­ვი­ნა­ხოთ და ვი­ყოთ ის ვინც ნამ­დვი­ლად ვართ, თა­მა­ში­სა და ამ­ბი­ცი­ე­ბის გა­რე­შე.

ვი­ო­ლე­ტა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი: და­უ­ვი­წყა­რი იყო ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის და გული მწყდე­ბა, რომ შა­ბათს ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა. ზღა­პა­რი­ვით იყო ცხოვ­რე­ბა. სა­ო­ცა­რი მენ­ტო­რი მყავს, უამ­რა­ვი კარ­გი სი­ტყვა შე­მიძ­ლია გი­თხრათ ჩემს მა­ესტრო­ზე ნიკა რაჭ­ველ­ზე. ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და ბევ­რს შრო­მობს თი­თო­ე­უ­ლი ლა­ი­ვის­თვის რომ მა­ყუ­რე­ბე­ლამ­დე ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი მი­ვი­დეს. ვნერ­ვი­უ­ლობ, მინ­და, რომ შა­ბა­თის ფი­ნა­ლი ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ვი­დეს. დიდი მო­ლო­დი­ნი მაქვს, მგო­ნია, რომ ჩემი გუ­რუ­ლე­ბი მო­ინ­დო­მე­ბენ და ბევ­რს და­მი­რე­კა­ვენ. გუ­რი­ი­დან ჯერ არ ყო­ფი­ლა არ­ცერთ პრო­ექ­ტში არ­ცერ­თი ფი­ნა­ლის­ტი და პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბი მე. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმე­დი მაქვს რომ მი­გულ­შე­მატ­კივ­რე­ბენ.

ანა მორ­გო­შია: ჩემ­თვის ეს უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა, რად­გან ფი­ნალ­ში ვარ. ერთი წა­მი­თაც არ ვნა­ნობ, რომ სა­ლიო ავირ­ჩიე. ყო­ველ­თვის მხარ­ში მედ­გა და მამ­ხნე­ვებ­და. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ და ვშრო­მობთ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ორ­ჯერ გავ­ხდი ხალ­ხის რჩე­უ­ლი და იმე­დი მაქვს გა­მარ­ჯვე­ბის.

თეკ­ლა წვე­რიკ­მა­ზაშ­ვი­ლი: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვცდი­ლობ არ ვი­ნერ­ვი­უ­ლო, ში­ნა­გა­ნად მა­ინც ვღე­ლავ. გა­დავ­წყვი­ტე რომ მთა­ვა­რია სიმ­ღე­რა და არა შე­დე­გი. ფი­ნალ­ში ვარ და ჩემი ინ­ტე­რე­სია ღირ­სე­უ­ლად წარვსდგე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. „ვო­ი­სი“ იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ნათ­ლე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახლა, რო­დე­საც პან­დე­მი­აა და ირ­გვლივ მკვდა­რი იყო ყვე­ლა­ფე­რი. უამ­რა­ვი კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, სა­ო­ცარ მუ­სი­კო­სებ­თან მაქვს შე­ხე­ბა და გა­მი­ფე­რა­დეს ცხოვ­რე­ბა. ორი მენ­ტო­რი მყავ­და ამ პრო­ექ­ტში. დღემ­დე სა­ლი­ოს­თან ძა­ლი­ან დიდი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს, გვერ­დში მიდ­გას და ყო­ველ­დი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ასე­ვე სტე­ფა­ნე, რო­მელ­მაც გა­და­მარ­ჩი­ნა. ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია სახ­ლში ვიქ­ნე­ბო­დი. ყო­ვე­ლი დღე ჩემ­თვის დიდი გაკ­ვე­თი­ლია. ახლა უკვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რით ვარ, ისე­თით, რო­მე­ლიც ჩემს მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონს. სტე­ფა­ნემ მომ­ცა უფ­ლე­ბა, რომ მემ­ღე­რა ის სიმ­ღე­რა რაც მინ­დო­და. იმე­დია მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­წო­ნე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ზა­რებ­ზე აი­სა­ხე­ბა.

მა­რი­ტა ცე­ცხლა­ძე: „ვო­ი­სი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს მო­ნა­წი­ლე­ებს მენ­ტო­რებ­თან. ყო­ველ­დღი­უ­რად ვრწმუნ­დე­ბი მა­ესტრო ნიკა რაჭ­ველ­თან რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ რომ გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე ვარ. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმ­დე­ნად გაგვზარ­და ამ პრო­ექ­ტმა რომ ნამ­დვი­ლად ღირს ასეთ ად­მა­ი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ფი­ნალ­ში სხვა ჟანრ­ში ვიმ­ღე­რებ, რაც ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა და ვეც­დე­ბი მათი იმე­დე­ბი გა­ვა­მარ­თლო.

სა­ლო­მე თა­თა­რაშ­ვი­ლი: ჯერ კი­დევ არ მჯე­რა რომ „ვო­ი­სი“ მთავ­რდე­ბა, დიდი ოჯა­ხი შე­ვი­ძი­ნე, უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა. ამ პრო­ექ­ტმა მომ­ცა ყვე­ლა­ფე­რი. პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩემი ცხოვ­რე­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლი და გა­მი­ხა­ლი­სა ყვე­ლა­ფე­რი. სა­ლი­ოა ჩემი მენ­ტო­რი და ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია ვინც შემ­ხვედ­რია აქამ­დე. ძა­ლი­ან გვი­წყობს ხელს კონ­კურ­სან­ტებს და მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. კარგ რჩე­ვებს გვაძ­ლევს. რას ვე­ლო­დე­ბი ფი­ნა­ლის­გან? - სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ლო­დი­ნე­ბი არ მაქვს, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელს ელო­დე­ბა ძა­ლი­ან მა­გა­რი სა­ღა­მო. ჩემი სიმ­ღე­რა კი სწო­რედ იმ თე­მა­ზეა, რაც ახლა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და იმე­დი მაქვს, მსმე­ნე­ლი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
3

ახალი ტენდენცია: რაც უფრო მეტს იწივლებ მით უფრო მაგარი ხარ!!! 

???????????????
8

რა გამღერებთ მკვდარ გადაგვარებულ ქვეყანაში???????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება

შაბათს, 15 მაისს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მუსიკალური პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება. მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული შოუს ქართულ ანალოგს „ნოვა პროდაქშენი“ წარმოადგენს. რვა კონკურსანტი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მენტორები კი ტრიუმფისთვის ემზადებიან.

კონკურსის მონაწილეებს ambebi.ge ფინალამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა. ყოველდღიური რეპეტიციების მიუხედავად თითოეული მათგანი შემართებით არიან და ცხადია, გამარჯვების მოლოდინი აქვთ

მაგდა ივანიშვილი: პანდემიის დროს ქვეყანაში არაფერი ხდებოდა, ყველაფერი გაქრა რითიც მანამდე ვიყავი დაკავებული და უცებ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ნათელი წერტილი „ვო ისის“ სახით. ძალიან მიხარია, რაც მინდოდა ზუსტად ის გამომივიდა, ენერგიით დავიმუხტე. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე რომ ჩემს მენტორად სტეფანე ავირჩიე. ისე ველოდები ფინალს, რომ ასეთ განწყობაზე არ ვყოფილვარ არცერთ ტურში. ბოლო ეტაპია ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ პროექტში ისეთი გარემოა, რომ დაძაბული არ ვარ, პირიქით, ლაღად და ბედნიერად გამოვალ ფინალში.

ხატია ქინქლაძე: ძალიან საინტერესო იყო მთელი პროექტის პერიოდი, საოცარი ადამიანები გავიცანი. ჩემი მწვრთნელი ნიაზ დიასამიძეა, ძალიან კარგი ადამიანია და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს პროექტის გარეთაც. კარგად გავუგეთ ერთმანეთს მუსიკალური გემოვნების ამბავში. შემართებით ვარ და შაბათს კარგად მინდა წარვსდგე ხალხის წინაშე, ისე როგორც ფინალს შეეფერება.

ლუკა ლილუაშვილი: ვოისში ყოფნის პერიოდი რაღაც დოზით ასოცირდება ჩემი თავის პოვნის ეტაპთან, რადგან აქ მიღებულმა გამოცდილებამ ამაში დიდი წვლილი შეიტანა. ნიაზის გუნდში ვარ და ვგრძნობ ძალიან კომფორტულად თავს. ნიაზი გვეხმარება დავინახოთ და ვიყოთ ის ვინც ნამდვილად ვართ, თამაშისა და ამბიციების გარეშე.

ვიოლეტა მგალობლიშვილი: დაუვიწყარი იყო ეს პროექტი ჩემთვის და გული მწყდება, რომ შაბათს ეს ყველაფერი დამთავრდება. ზღაპარივით იყო ცხოვრება. საოცარი მენტორი მყავს, უამრავი კარგი სიტყვა შემიძლია გითხრათ ჩემს მაესტროზე ნიკა რაჭველზე. ძალიან მობილიზებულია და ბევრს შრომობს თითოეული ლაივისთვის რომ მაყურებელამდე ხარისხიანი პროდუქტი მივიდეს. ვნერვიულობ, მინდა, რომ შაბათის ფინალი ძალიან კარგი გამოვიდეს. დიდი მოლოდინი მაქვს, მგონია, რომ ჩემი გურულები მოინდომებენ და ბევრს დამირეკავენ. გურიიდან ჯერ არ ყოფილა არცერთ პროექტში არცერთი ფინალისტი და პირველი ვიქნები მე. ამიტომ განსაკუთრებული იმედი მაქვს რომ მიგულშემატკივრებენ.

ანა მორგოშია: ჩემთვის ეს უკვე გამარჯვებაა, რადგან ფინალში ვარ. ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ სალიო ავირჩიე. ყოველთვის მხარში მედგა და მამხნევებდა. მაქსიმალურად ვცდილობ და ვშრომობთ. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა ამ კონკურსში მონაწილეობა. ორჯერ გავხდი ხალხის რჩეული და იმედი მაქვს გამარჯვების.

თეკლა წვერიკმაზაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ არ ვინერვიულო, შინაგანად მაინც ვღელავ. გადავწყვიტე რომ მთავარია სიმღერა და არა შედეგი. ფინალში ვარ და ჩემი ინტერესია ღირსეულად წარვსდგე მაყურებლის წინაშე. „ვოისი“ იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სინათლე ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებულად ახლა, როდესაც პანდემიაა და ირგვლივ მკვდარი იყო ყველაფერი. უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი, საოცარ მუსიკოსებთან მაქვს შეხება და გამიფერადეს ცხოვრება. ორი მენტორი მყავდა ამ პროექტში. დღემდე სალიოსთან ძალიან დიდი მეგობრობა მაკავშირებს, გვერდში მიდგას და ყოველდიური ურთიერთობა მაქვს. ასევე სტეფანე, რომელმაც გადამარჩინა. ის რომ არ ყოფილიყო, ძალიან დიდი ხანია სახლში ვიქნებოდი. ყოველი დღე ჩემთვის დიდი გაკვეთილია. ახლა უკვე განსხვავებული რეპერტუარით ვარ, ისეთით, რომელიც ჩემს მაყურებელს მოსწონს. სტეფანემ მომცა უფლება, რომ მემღერა ის სიმღერა რაც მინდოდა. იმედია მაყურებელს მოეწონება და ეს ყველაფერი ზარებზე აისახება.

მარიტა ცეცხლაძე: „ვოისი“ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს მონაწილეებს მენტორებთან. ყოველდღიურად ვრწმუნდები მაესტრო ნიკა რაჭველთან რეპეტიციის შემდეგ რომ განვითარების გზაზე ვარ. მონაწილეები იმდენად გაგვზარდა ამ პროექტმა რომ ნამდვილად ღირს ასეთ ადმაიანებთან ურთიერთობა. ფინალში სხვა ჟანრში ვიმღერებ, რაც ჩემი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი იქნება და ვეცდები მათი იმედები გავამართლო.

სალომე თათარაშვილი: ჯერ კიდევ არ მჯერა რომ „ვოისი“ მთავრდება, დიდი ოჯახი შევიძინე, უდიდესი გამოცდილება მივიღე, რაც მთელი ცხოვრება გამყვება. ამ პროექტმა მომცა ყველაფერი. პანდემიიდან გამომდინარე ჩემი ცხოვრება გაჩერებული და გამიხალისა ყველაფერი. სალიოა ჩემი მენტორი და ყველაზე საყვარელი ადამიანია ვინც შემხვედრია აქამდე. ძალიან გვიწყობს ხელს კონკურსანტებს და მეგობრული ადამიანია. კარგ რჩევებს გვაძლევს. რას ველოდები ფინალისგან? - საკუთარ თავზე მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ მაყურებელს ელოდება ძალიან მაგარი საღამო. ჩემი სიმღერა კი სწორედ იმ თემაზეა, რაც ახლა ხდება მსოფლიოში და იმედი მაქვს, მსმენელი კმაყოფილი დარჩება.

"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - "თბილისი პრაიდის" აქტივისტი

"დედაენის ბაღში" ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია" - რა ინფორმაციას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"

"დაბეჯითებით გთხოვთ არ გახვიდეთ ღია სივრცეში! ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა" - საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს