პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საწყენია, როცა ისე აკეთებს განცხადებაზე კომენტარს, რომ თავად კომენტარი არ მოუსმენია" - კახი კახიშვილი ირაკლი კობახიძეზე
"საწყენია, როცა ისე აკეთებს განცხადებაზე კომენტარს, რომ თავად კომენტარი არ მოუსმენია" - კახი კახიშვილი ირაკლი კობახიძეზე

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი მის მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ეტაპ­ზე პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­ტო­ვე­ბას არ გეგ­მავს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­დეს­მე პარ­ტი­ას და­ტო­ვებს, სხვა პარ­ტი­ებს არ შე­უ­ერ­თდე­ბა.

"გუ­შინ, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტმა კი­თხვა და­მის­ვა, გან­ვა­ცხა­დე, რომ ამ ეტაპ­ზე არ ვგეგ­მავ და არც სა­ფუძ­ვლე­ბი მაქვს ვი­სა­უბ­რო იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დავ­ტო­ვო. შემ­დგომ კი­თხვა იყო, გა­მო­რი­ცხავთ, რომ რო­დეს­მე და­ტო­ვებ­თო? გა­მო­რი­ცხვით რა თქმა უნდა, ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, ადა­მი­ა­ნე­ბი ხელს აწე­რენ, მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბას აპი­რე­ბენ, მაგ­რამ მერე გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბა. რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვოთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაო“ და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უკვე ვნა­ხავ, რომ ჩემი რე­სურ­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ამო­წუ­რუ­ლია-თქო. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ისე აღიქ­ვა ეს, რომ პარ­ტი­ი­დან გას­ვლის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა იყო. კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ გას­ვლას, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ ვა­პი­რებ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თე­ო­რი­უ­ლად ვიმ­სჯე­ლებთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ოდეს­მე პარ­ტია დავ­ტო­ვო, სხვა პარ­ტი­ა­ში გა­დას­ვლას არ ვა­პი­რებ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ, რად­გან პარ­ტი­ა­ში ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც პა­ტივს ვცემ, პირ­ველ რიგ­ში, ამ პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებს ვცემ პა­ტივს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც ბევ­რი წე­ლია ერთ პარ­ტი­ა­ში ვი­ყა­ვით და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობ­დით. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ვნა­ხე რო­დეს­მე, რომ ჩემი რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლია, მე არ მის­მე­ნენ და ა.შ, რა თქმა უნდა, მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა თუ არ იქ­ნე­ბა, ან რო­დის იქ­ნე­ბა, ვერ გე­ტყვით“, -გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მან პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბაც შე­ა­ფა­სა და და­ა­დას­ტუ­რა, რომ 2 სხვა­დას­ხვა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, უარი გა­ნა­ცხა­და.

"სა­წყე­ნია, რო­დე­საც გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ისე აკე­თებს გუნ­დის წევ­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტარს, რომ რო­გორც ჩანს, თა­ვად კო­მენ­ტა­რი არ მო­უს­მე­ნია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მიხ­ვდე­ბო­და, რომ წას­ვლა­ზე სა­უ­ბა­რი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­ტე­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მი­მაჩ­ნდა, რომ ეს არის გუნ­დის საქ­მე და 4 კაც­ში გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხი მა­ინც და მა­ინც არ იყო ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დგომ­ში პრე­სით გან­ვი­ხი­ლოთ, თუმ­ცა, ამ გან­ცხა­დე­ბით, ბა­ტონ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თა­ვა­დაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩემ­თვის დიდი სა­ოც­ნე­ბო სა­ფუძ­ვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ იყო და არც არის. დიახ, იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო უარი ვთქვი იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის მთა­ვა­რი ის კი არ არის, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვიყო, მთა­ვა­რი ისაა, რას გა­ვა­კე­თებ რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. რო­დე­საც ვი­ფიქ­რე, რომ იქ ვე­რა­ფერს ისეთს ვერ გა­ვა­კე­თებ­დი, უარი ვთქვი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მან არ და­ა­კონ­კრე­ტა, რის გამო თქვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი.

"არ მინ­და ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი. ეს არის ჩემი პრინ­ცი­პი ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემი აზ­რით, არ არის ლა­მა­ზი, რო­დე­საც გუნდში გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბი გა­რეთ გა­მო­გაქვს“, - აღ­ნიშ­ნა კა­ხიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატა
11

ირაკლი კობახიძე ვერ ითმენს, რომ მაშინვე არ აკეთოს უტაქტო კომენტარები. იქნებ დაფიქრდეს, რომ მისი უხიაგობა თვით ოცნების მომხრეებსაც აღიზიანებთ.

mimino
15

კობახიძე უკვე გაცვდა, ისეთებს ტლიკინებს, ოცნებასაც მოწყინდა მისი უაზრობები...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საწყენია, როცა ისე აკეთებს განცხადებაზე კომენტარს, რომ თავად კომენტარი არ მოუსმენია" - კახი კახიშვილი ირაკლი კობახიძეზე

"საწყენია, როცა ისე აკეთებს განცხადებაზე კომენტარს, რომ თავად კომენტარი არ მოუსმენია" - კახი კახიშვილი ირაკლი კობახიძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პარტია "ქართული ოცნების“ დატოვებას არ გეგმავს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ როდესმე პარტიას დატოვებს, სხვა პარტიებს არ შეუერთდება.

"გუშინ, "პალიტრანიუსის“ ეთერში, როდესაც ჟურნალისტმა კითხვა დამისვა, განვაცხადე, რომ ამ ეტაპზე არ ვგეგმავ და არც საფუძვლები მაქვს ვისაუბრო იმაზე, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ დავტოვო. შემდგომ კითხვა იყო, გამორიცხავთ, რომ როდესმე დატოვებთო? გამორიცხვით რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავ, ადამიანები ხელს აწერენ, მუდმივად ცხოვრებას აპირებენ, მაგრამ მერე გარკვეული პრობლემები ჩნდება. რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოთ „ქართული ოცნებაო“ და იმ შემთხვევაში, თუ უკვე ვნახავ, რომ ჩემი რესურსი და შესაძლებლობები „ქართულ ოცნებაში“ ამოწურულია-თქო. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ისე აღიქვა ეს, რომ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადება იყო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე არანაირად არ ვაპირებ გასვლას, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ.

იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, რომ შეიძლება ოდესმე პარტია დავტოვო, სხვა პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ. შესაბამისად, ამ ეტაპზე პარტიის დატოვებას ნამდვილად არ ვფიქრობ, რადგან პარტიაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც პატივს ვცემ, პირველ რიგში, ამ პარტიის დამფუძნებლებს ვცემ პატივს და იმ ადამიანებს, ვისთანაც ბევრი წელია ერთ პარტიაში ვიყავით და სხვადასხვა საკითხებზე ვმუშაობდით. შესაბამისად, თუ ვნახე როდესმე, რომ ჩემი რესურსი ამოწურულია, მე არ მისმენენ და ა.შ, რა თქმა უნდა, მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იქნება თუ არ იქნება, ან როდის იქნება, ვერ გეტყვით“, -განაცხადა კახიშვილმა.

მან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და დაადასტურა, რომ 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე შემოთავაზება მიიღო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, უარი განაცხადა.

"საწყენია, როდესაც გუნდის ხელმძღვანელობა ისე აკეთებს გუნდის წევრის განცხადებაზე კომენტარს, რომ როგორც ჩანს, თავად კომენტარი არ მოუსმენია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიხვდებოდა, რომ წასვლაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება კომიტეტების თაობაზე შემოთავაზებას, სიმართლე გითხრათ, მიმაჩნდა, რომ ეს არის გუნდის საქმე და 4 კაცში განხილული საკითხი მაინც და მაინც არ იყო ის საკითხი, რომელიც შესაძლებელია შემდგომში პრესით განვიხილოთ, თუმცა, ამ განცხადებით, ბატონმა ირაკლი კობახიძემ თავადაც დაადასტურა, რომ ჩემთვის დიდი საოცნებო საფუძველი თანამდებობა არ იყო და არც არის. დიახ, იყო შემოთავაზება, სხვადასხვა მიზეზების გამო უარი ვთქვი იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, თანამდებობაზე ვიყო, მთავარი ისაა, რას გავაკეთებ რომელიმე თანამდებობაზე. როდესაც ვიფიქრე, რომ იქ ვერაფერს ისეთს ვერ გავაკეთებდი, უარი ვთქვი“, - განაცხადა კახიშვილმა.

მან არ დააკონკრეტა, რის გამო თქვა შემოთავაზებაზე უარი.

"არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ეს არის ჩემი პრინციპი ცხოვრებაში. ჩემი აზრით, არ არის ლამაზი, როდესაც გუნდში განხილული საკითხები გარეთ გამოგაქვს“, - აღნიშნა კახიშვილმა.

"საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა..." - კარლ ჰარცელი

ირაკლი კობახიძე ლევან ვასაძისა და დუგინის შეხვედრაზე: "ბურჯანაძე ეჯდა მთელ ოპოზიციას ოფისში, ჩავხსნათ მთელი ოპოზიცია რეგისტრაციიდან?"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"