სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით გააკეთა, დაკმაყოფილდეს - დაგველოდოს ბატონი ირაკლი!" - ნიკა მელია კობახიძეს პასუხობს
"შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით გააკეთა, დაკმაყოფილდეს - დაგველოდოს ბატონი ირაკლი!" - ნიკა მელია კობახიძეს პასუხობს

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შე­იძ­ლე­ბა გა­უ­მარ­თლოს და გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თა, დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. დაგ­ვე­ლო­დოს ბა­ტო­ნი ირაკ­ლი, - ასე უპა­სუ­ხა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის უკე­თე­სიც იქ­ნე­ბა, თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ იქ­ნე­ბა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აღარ შერ­ჩა რე­სურ­სი, ღირ­სე­უ­ლი, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, ან ხვა­ლინ­დელ დღე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს.

„შე­იძ­ლე­ბა გა­უ­მარ­თლოს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს და ეს გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მან გა­ა­კე­თა, დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. დაგ­ვე­ლო­დოს, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი! ვინ­მეს თუ არა­ფე­რი არ უნდა უხა­რო­დეს, ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძეა, რად­გან მო­რა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა და ბევ­რი სხვა უპი­რა­ტე­სო­ბა უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი გვაქვს. მეს­მის მათი მღელ­ვა­რე­ბის, დარ­დის... უბ­რა­ლოდ, აღარ შერ­ჩათ რე­სურ­სი ღირ­სე­უ­ლი, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, ან ხვა­ლინ­დელ დღე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თონ. 24 სა­ა­თი სა­უბ­რო­ბენ ჩემ­ზე, ან იმა­ზე რა სა­ზი­ზღრე­ბი ვართ ოპო­ზი­ცი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მას შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­დებს, რაც რე­გი­ო­ნებ­ში ჩავა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო სპექტრთან ექ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია. რო­გორ მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრაგ­მა­ტუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

„კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს მი­ღე­ბუ­ლი აქვს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მეც მქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი, წინ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი არა­ფე­რი მედ­გეს, რომ დღეს სა­ღა­მოს ბრი­ფინ­გი ჩა­ვა­ტა­რო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო პარ­ტი­ის სა­ხე­ლით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან ჩემ თავ­ზე ავი­ღო ის, რაც თავ­მჯდო­მა­რემ უნდა აი­ღოს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რა­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­ძა­ხით, მაგ­რამ ამას გან­გებ არ ვა­კე­თებ და გე­ტყვით რა­ტომ, არა­ერ­თხელ ვთქვი და მი­ხა­რია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამას გა­გე­ბით ხვდე­ბა. სულ რა­ღაც 4 დღეა იქ ვარ, სა­დაც ვარ და არ ვარ იქ, სა­დაც ვი­ყა­ვი. არ მინ­და, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მი­მართ უპა­ტი­ცე­მუ­ლო­ბა და­ვა­ფიქ­სი­რო ამ უზარ­მა­ზარ პარ­ტი­ა­ში და ამა­ვე დროს, არ მინ­და, რომ თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში ჩა­უს­ვლე­ლად მი­ვი­ღოთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მინ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ნა­წილ­თან მქონ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ამის შემ­დეგ რა თქმა უნდა, გა­მო­ცხად­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა პრაგ­მა­ტუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. ეს არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც დრო­ში ვწე­ლავ ამ პრო­ცესს და ვფიქ­რობ, სწო­რად ვიქ­ცე­ვი. სხვაგ­ვა­რად პრო­ცე­სიც და­ზი­ან­დე­ბა. პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ი­ღო“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

რო­გორც მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემი დასკვნა ასეთია
140

თქვენ ოპოზიცია კი არა მავნებლები ხართ და ძალიან კარგი იქნება პარლამენტში თუ არ შეხვალთ და ქუჩაში დარჩებით.

........
2

მელია ბეტმენს ემსგავსება, კობახიძე - ბაში აჩუკს

ავტორი:

"შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით გააკეთა, დაკმაყოფილდეს - დაგველოდოს ბატონი ირაკლი!" - ნიკა მელია კობახიძეს პასუხობს

"შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით გააკეთა, დაკმაყოფილდეს - დაგველოდოს ბატონი ირაკლი!" - ნიკა მელია კობახიძეს პასუხობს

ირაკლი კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს ბატონი ირაკლი, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.

მანვე აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აღარ შერჩა რესურსი, ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთოს.

„შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდის... უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ. 24 საათი საუბრობენ ჩემზე, ან იმაზე რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში“, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. როგორ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება.

„კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია მეც მქონდეს მიღებული, წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება ან ჩემ თავზე ავიღო ის, რაც თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, რასაც პასუხისმგებლობას ვეძახით, მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ და გეტყვით რატომ, არაერთხელ ვთქვი და მიხარია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას გაგებით ხვდება. სულ რაღაც 4 დღეა იქ ვარ, სადაც ვარ და არ ვარ იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უპატიცემულობა დავაფიქსირო ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, რომ თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური. ეს არის მიზეზი, რატომაც დროში ვწელავ ამ პროცესს და ვფიქრობ, სწორად ვიქცევი. სხვაგვარად პროცესიც დაზიანდება. პარტიის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება ინდივიდუალურად მიიღო“, - განაცხადა მელიამ.

როგორც მელიამ განაცხადა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება.

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა

"რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! - ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!" - ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

"ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა" - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერები "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას