საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის პროექტების მენეჯერი? - CIU მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ
ვინ არის პროექტების მენეჯერი? - CIU მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ

არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­ხა­ზი, მარ­კე­ტინ­გუ­ლი გეგ­მა, გა­მო­ფე­ნის თუ ფეს­ტი­ვა­ლის მო­წყო­ბა, მშე­ნებ­ლო­ბა, ნა­ხა­ტის და­ხატ­ვა, ოჯა­ხის და­გეგ­მვაც კი - რა შე­იძ­ლე­ბა აერ­თი­ა­ნებ­დეს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ აქ­ტი­ვო­ბებს?

დღე­ვან­დე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბით, თი­თო­ე­ულ მათ­განს სჭირ­დე­ბა და­გეგ­მვა, სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნუ­რი, დრო­ის, ფი­ნან­სუ­რი თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სის გა­მო­ყო­ფა; შეს­რუ­ლე­ბა, შეს­რუ­ლე­ბის დროს მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი. შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა შეგ­ვიძ­ლია პრო­ექ­ტად გან­ვი­ხი­ლოთ.

ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე ყო­ველ­თვის ვას­რუ­ლებთ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის ფუნ­ქცი­ებს, ამი­ტო­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი და მე­თო­დე­ბი ამ სფე­რო­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ პრო­ფე­სი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის და ცოდ­ნის გა­და­ცე­მას.

დღეს ეს პრო­ფე­სია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლია რო­გორც სტუ­დენ­ტებ­ში, ისე - დამ­საქ­მებ­ლე­ბის მხრი­დან. შრო­მი­თი ბაზ­რის­გან პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რებ­ზე მზარ­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ერთი მხრივ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს უწე­სებს მა­ღალ სტან­დარტს, მე­ო­რე მხრივ კი - აბი­ტუ­რი­ენ­ტებს არ­წმუ­ნებს იმა­ში, რომ არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და მო­თხოვ­ნად სფე­რო­ზე შე­ა­ჩე­რონ.

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მა­მუ­კა თო­რია აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კურსდამ­თავ­რე­ბულს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნე­ჯმენ­ტის მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლი ცოდ­ნა ექ­ნე­ბა.

ეს კი გუ­ლის­ხმობს შემ­დეგ ცოდ­ნას:

- ბიზ­ნე­სი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის ძი­რი­თა­დი თე­ო­რი­ე­ბის, კონ­ცეფ­ცი­ე­ბის, პრინ­ცი­პე­ბის, მე­თო­დე­ბი­სა და ტენ­დენ­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

- ბიზ­ნე­სი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი სფე­რო­ე­ბის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რის გან­სა­ზღვრა;

- სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მმარ­თვე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, სო­ცი­ა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და ეთი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბის კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხე­ბის შეც­ნო­ბა და და­კავ­ში­რე­ბა;

- სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის: ადა­მი­ა­ნუ­რი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ინო­ვა­ცი­უ­რი მარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გან­სა­ზღვრა.

სად და­საქმდე­ბა ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი?

მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის და­საქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ სფე­რო­ში, რაც თა­ვად კურსდამ­თავ­რე­ბულს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან, სა­დაც და­გეგ­მვი­სა და მარ­თვის უნა­რე­ბია სა­ჭი­რო.

სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი - იქ, სა­დაც სჭირ­დე­ბათ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი, პრო­დუქ­ტის მე­ნე­ჯე­რი, მარ­კე­ტინ­გის, ინო­ვა­ცი­ე­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მარ­თვის მე­ნე­ჯე­რე­ბი; ლო­ჯის­ტი­კის მე­ნე­ჯე­რი, სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბის და ოპე­რა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი და სხვა მსგავს პო­ზი­ცი­ებ­ზე.

პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის ცოდ­ნა ფარ­თოა და მისი კომ­პე­ტე­ნი­ის ფარ­გლებ­ში შევა სტრა­ტე­გი­უ­ლი, ფი­ნან­სუ­რი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თუ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის პრაქ­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტე­ბის ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბი­სა და მმარ­თვე­ლო­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვის უნა­რე­ბი; - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი­სა და შიდა ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის პირ­ვე­ლა­დი ანა­ლი­ზის, ოპე­რა­ტი­უ­ლი გეგ­მე­ბი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის წი­ნას­წარ მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­მუ­შა­ვე­ბა/გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უნა­რი;

- რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და სტა­ტის­ტი­კუ­რი მე­თო­დის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი;

- ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა-წარ­დგე­ნის, თავ­მოყ­რი­სა და კლა­სი­ფი­ცი­რე­ბის უნა­რი.

რა ხდე­ბა მა­შინ, თუკი კურსდამ­თავ­რე­ბულს არ სურს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლის როლ­ში ყოფ­ნა?

CIU ამა­ზეც წი­ნას­წარ ზრუ­ნავს. სტუ­დენ­ტე­ბი აქ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას, ბიზ­ნეს-გეგ­მის შედ­გე­ნას და მის მარ­თვას თა­ვი­დან­ვე სწავ­ლო­ბენ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამა­ში ხელს არამ­ხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნით უწყო­ბენ, არა­მედ - პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი­თაც.

„ბიზ­ნეს-ინ­კუ­ბა­ტო­რი“ კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც CIU-ში ყო­ველ­წელს ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუკი გა­სულ წლებ­ში მხო­ლოდ ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ, წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ყვე­ლა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენტს მის­ცა ბიზ­ნეს­ში თა­ვის გა­მოც­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ინ­კუ­ბა­ტორ­ში მო­სახ­ვედ­რად წე­სე­ბი მარ­ტი­ვია: მთა­ვა­რია კარ­გი იდეა და კარ­გი გუნ­დი - უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი სტუ­დენ­ტებს რე­ა­ლურ შანსს აძ­ლევს, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე და­ი­წყონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი, თავი მო­სინ­ჯონ ამ სფე­რო­შიც - აღ­ნიშ­ნავს კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­სო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, პრო­ექ­ტი ბიზ­ნეს ინ­კუ­ბა­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­კა კლდი­აშ­ვი­ლი.

ასე რომ, თუკი ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და მო­თხოვ­ნად სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე აპი­რებ ჩა­ბა­რე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად აირ­ჩიე CIU, შე­მო­ხა­ზე 115 დSა მი­ი­ღე უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან შენ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხვა შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი! და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად ეწ­ვიე ბმულს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ვინ არის პროექტების მენეჯერი? - CIU მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ

ვინ არის პროექტების მენეჯერი? - CIU მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ

არქიტექტურული ნახაზი, მარკეტინგული გეგმა, გამოფენის თუ ფესტივალის მოწყობა, მშენებლობა, ნახატის დახატვა, ოჯახის დაგეგმვაც კი - რა შეიძლება აერთიანებდეს ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს?

დღევანდელი თანამედროვე გაგებით, თითოეულ მათგანს სჭირდება დაგეგმვა, საჭირო ადამიანური, დროის, ფინანსური თუ მატერიალური რესურსის გამოყოფა; შესრულება, შესრულების დროს მონიტორინგი და შედეგების ანალიზი. შესაბამისად, თითოეული აქტივობა შეგვიძლია პროექტად განვიხილოთ.

ადამიანები ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყოველთვის ვასრულებთ პროექტების მენეჯერის ფუნქციებს, ამიტომაც თანამედროვე მიდგომები და მეთოდები ამ სფეროში უზრუნველყოფს ამ პროფესიის მქონე სპეციალისტებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების და ცოდნის გადაცემას.

დღეს ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია როგორც სტუდენტებში, ისე - დამსაქმებლების მხრიდან. შრომითი ბაზრისგან პროექტების მენეჯერებზე მზარდი მოთხოვნილება ერთი მხრივ უმაღლეს სასწავლებლებს უწესებს მაღალ სტანდარტს, მეორე მხრივ კი - აბიტურიენტებს არწმუნებს იმაში, რომ არჩევანი სწორედ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად სფეროზე შეაჩერონ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, მამუკა თორია აღნიშნავს, რომ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდების შესახებ სრულყოფილი ცოდნა ექნება.

ეს კი გულისხმობს შემდეგ ცოდნას:

- ბიზნესისა და მენეჯმენტის ძირითადი თეორიების, კონცეფციების, პრინციპების, მეთოდებისა და ტენდენციების ჩამოყალიბება;

- ბიზნესისა და მენეჯმენტის ფუნქციონალური სფეროების ურთიერთკავშირის განსაზღვრა;

- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მმართველობითი საქმიანობის სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურული და ეთიკური ასპექტების კომპლექსური საკითხების შეცნობა და დაკავშირება;

- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციის სტრატეგიული პოტენციალის: ადამიანური, ინფორმაციული, ფინანსური რესურსების რაციონალური და ინოვაციური მართვის აუცილებლობის განსაზღვრა.

სად დასაქმდება ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული?

მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმება შესაძლებელია იმ სფეროში, რაც თავად კურსდამთავრებულს დააინტერესებს, ანუ ფაქტობრივად, ყველგან, სადაც დაგეგმვისა და მართვის უნარებია საჭირო.

საჯარო თუ კერძო სტრუქტურები, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები - იქ, სადაც სჭირდებათ პროექტების მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი, მარკეტინგის, ინოვაციების, ადამიანური რესურსის მართვის მენეჯერები; ლოჯისტიკის მენეჯერი, საწარმოო პროცესების და ოპერაციების მენეჯერი და სხვა მსგავს პოზიციებზე.

პროექტების მენეჯერის ცოდნა ფართოა და მისი კომპეტენიის ფარგლებში შევა სტრატეგიული, ფინანსური, ადმინისტრაციული თუ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის პრაქტიკული ასპექტების ურთიერთდაკავშირებისა და მმართველობითი პროცესების წარმართვის უნარები; - ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულებისა და შიდა ორგანიზაციული პროცესების პირველადი ანალიზის, ოპერატიული გეგმებისა და სამოქმედო გეგმების წინასწარ მიღებული მითითების შესაბამისად შემუშავება/განხორციელების უნარი;

- რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდის პრაქტიკული გამოყენების უნარი;

- ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება-წარდგენის, თავმოყრისა და კლასიფიცირების უნარი.

რა ხდება მაშინ, თუკი კურსდამთავრებულს არ სურს დაქირავებულის როლში ყოფნა?

CIU ამაზეც წინასწარ ზრუნავს. სტუდენტები აქ საკუთარი ბიზნესის დაწყებას, ბიზნეს-გეგმის შედგენას და მის მართვას თავიდანვე სწავლობენ. უნივერსიტეტში ამაში ხელს არამხოლოდ თეორიული ცოდნით უწყობენ, არამედ - პრაქტიკული კომპონენტითაც.

„ბიზნეს-ინკუბატორი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც CIU-ში ყოველწელს ხორციელდება. თუკი გასულ წლებში მხოლოდ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მასში მონაწილეობა მიეღოთ, წელს უნივერსიტეტმა ყველა ფაკულტეტის სტუდენტს მისცა ბიზნესში თავის გამოცდის შესაძლებლობა.

ინკუბატორში მოსახვედრად წესები მარტივია: მთავარია კარგი იდეა და კარგი გუნდი - უნივერსიტეტი კი სტუდენტებს რეალურ შანსს აძლევს, ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ თავიანთი ბიზნესი, თავი მოსინჯონ ამ სფეროშიც - აღნიშნავს კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის, პროექტი ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი მარიკა კლდიაშვილი.

ასე რომ, თუკი ამ ძალიან მნიშვნელოვან და მოთხოვნად სპეციალობაზე აპირებ ჩაბარებას, აუცილებლად აირჩიე CIU, შემოხაზე 115 დSა მიიღე უნივერსიტეტისგან შენზე მორგებული დაფინანსების სხვადასხვა შეთავაზებები! დაფინანსების მოდელებისა და სპეციალობების სანახავად ეწვიე ბმულს.

NS

"ამას პირველად ვამბობ... ყველაფრით დავიღალე" - გაშორდა თუ არა პეტრე კოლხი ცოლს

ირაკლი კობახიძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა - "ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას"

"გთხოვთ, დაგვეხმარეთ ნინის გადარჩენაში" - 16 წლის გოგონას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რისთვისაც 17 700 დოლარია საჭირო