პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში" - ანრი ოხანაშვილი კახა კახიშვილზე
"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში" - ანრი ოხანაშვილი კახა კახიშვილზე

ეს მისი პო­ზი­ცი­აა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ცოტა ემო­ცი­უ­რიც - და­ვი­ლა­პა­რა­კებთ გუნდში, - ამის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რის, კახა კა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ შე­საძ­ლო წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ოხა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, თუ ვინ­მეს უკ­მა­რი­სო­ბის გან­ცდა აქვს, გუნდში იმ­სჯე­ლე­ბენ.

„კახა კა­ხიშ­ვი­ლი არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის წევ­რი, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ი­მე კი­თხვის ნიშ­ნის დას­მა სწო­რი არაა. ეს მისი პო­ზი­ცი­აა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ცოტა ემო­ცი­უ­რიც. და­ვი­ლა­პა­რა­კებთ გუნდში და თუ ვინ­მეს უკ­მა­რი­სო­ბის გან­ცდა აქვს, რა თქმა უნდა, გვექ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ტო­ვოს. რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან გავა, არ­ცერთ სხვა პარ­ტი­ას არ შე­უ­ერ­თდე­ბა. კი­თხვა­ზე: რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მისი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წას­ვლის მი­ზე­ზი, კა­ხიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ გუნდს გა­მო­ე­ყო­ფა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ი­ნა­ხავს, რომ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხილ­ვებ­ში ვერ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მხო­ლოდ სხვი­სი გამ­ზა­დე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მხარ­და­ჭე­რა ევა­ლე­ბა.

„ნამ­დვი­ლად სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­ში გა­დახ­ტო­მებს არ ვა­პი­რებ, ეს გუნ­დი არის ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ბევრ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ სა­ი­მი­სოდ, რომ პო­ლი­ტი­კურ სპე­კუ­ლა­ცი­ებს მივ­ყვე. ამ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­რი­ცხოს, მაგ­რამ თუ გა­ვალ პარ­ტი­ი­დან, არ­სად არ წა­ვალ, არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას არ შე­ვუ­ერ­თდე­ბი, მაგ­რამ ამა­ზე ჯერ არ მი­ფიქ­რია. გა­ვალ თუ ვნა­ხავ, რომ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო, რა­საც მე არ­სე­ბი­თად არ ვე­თან­ხმე­ბი. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ შე­იძ­ლე­ბა რომ და­ე­თან­ხმო, მაგ­რამ გან­ხილ­ვებ­ში უნდა იღებ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუ ვნა­ხავ, რომ გან­ხილ­ვებ­ში არ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და უბ­რა­ლოდ ვი­ღა­ცას სურს, რომ უკვე მომ­ზა­დე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ვუწ­კა­პუ­ნო და მხა­რი და­ვუ­ჭი­რო, ასეთ რა­ღა­ცას მე არ გა­ვა­კე­თებ, არც არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია და არც ახლა ვა­კე­თებ, - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
36

კახი კახიშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა დააზარალებს ქვეყანას, მით უმეტეს დღეს, როდესაც ასე მოეძალნენ პოლიტიკას ღამურები. ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩინოვნიკია და ასე წასვლა გაქცევა იქნება. თუ არ მოსწონს რამე, უნდა იბრძოლოს მის გამოსასწორებლად. არც ის არის სწორი, არცერთ პარტიაში არ შევალო. რატომ, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს თუ რომელიმე პარტია გააკეთებს, წვლილი რატომ არ უნდა შეიტანო? კერძო პირად ნუ დააკვირდები მოვლენებს, სახემწიფოებრივად იფიქრე .

პაატა
3

თუ არის ქართულ პოლიტიკაში რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის და ხალხისთვის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში" - ანრი ოხანაშვილი კახა კახიშვილზე

"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში" - ანრი ოხანაშვილი კახა კახიშვილზე

ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრის, კახა კახიშვილის განცხადებას „ქართული ოცნებიდან“ შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმეს უკმარისობის განცდა აქვს, გუნდში იმსჯელებენ.

„კახა კახიშვილი არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, შესაბამისად, რაიმე კითხვის ნიშნის დასმა სწორი არაა. ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც. დავილაპარაკებთ გუნდში და თუ ვინმეს უკმარისობის განცდა აქვს, რა თქმა უნდა, გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" დატოვოს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება. კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სხვისი გამზადებული განცხადების მხარდაჭერა ევალება.

„ნამდვილად სხვადასხვა პარტიებში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ თუ გავალ პარტიიდან, არსად არ წავალ, არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ შევუერთდები, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია. გავალ თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება რომ დაეთანხმო, მაგრამ განხილვებში უნდა იღებდე მონაწილეობას, თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ, - განაცხადა კახიშვილმა.

"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"