სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცახალი" - რას წარმოადგენს ისრაელის არმია, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია: "48 საათში 3,11 მილიონ შეიარაღებულ ადამიანს შეუძლიათ მოუყარონ თავი"
"ცახალი" - რას წარმოადგენს ისრაელის არმია, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია: "48 საათში 3,11 მილიონ შეიარაღებულ ადამიანს შეუძლიათ მოუყარონ თავი"

ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის კონ­ფლიქ­ტი სულ უფრო ღრმავ­დე­ბა. "ჰა­მა­სმა" გამ­თე­ნი­ი­სას ის­რა­ელ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა და ამ დრომ­დე ჯა­რებს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მი­ნი­მუმ შვიდ ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის­რა­ე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ჰა­მა­სმა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 2200-ზე მეტი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლა. არე­უ­ლო­ბაა რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, ტე­რო­რის­ტებს ტყვედ აჰ­ყავთ რო­გორც სამ­ხედ­რო­ე­ბი, ისე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა.

თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი 545-მდე გა­ი­ზარ­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ი­ღუ­პა სულ მცი­რე 22 პირი. ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ჰა­მა­სის წი­ნა­აღ­მდეგ კონ­ტრშე­ტე­ვა უკვე და­ი­წყო. ოპე­რა­ცი­ას "რკი­ნის ხმლე­ბი“ ჰქვია.

  • "ცა­ხა­ლი" - არ­მია, რო­მე­ლიც მუდ­მივ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­შია

თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის თით­ქმის 75-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­ტა­რა ის­რა­ელ­მა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი არ­მი­ის შექ­ნა შეძ­ლო. სხვებ­თან შე­და­რე­ბით, მცი­რე რი­ცხოვ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღეს ის­რა­ელს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით საკ­მა­ოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, მო­ბი­ლუ­რი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ჰყავს.

"ცა­ხა­ლი" - ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის არ­მია, სა­ხელ­მწი­ფო ის­რა­ე­ლის და­არ­სე­ბი­დან ორ კვი­რა­ში შე­იქ­მნა. შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელი დავით ბენ-გუ­რი­ონ­მა 1948 წლის 26 მა­ისს მო­ა­წე­რა. ახ­ლად შექ­მნი­ლი თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ნათ­ლად გა­ი­აზ­რა ახალ­დშექ­მნი­ლი ის­რა­ე­ლის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

რო­გორც ცო­ცხა­ლი ძა­ლის, ასე­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის თვალ­საზ­რი­სით. ის­რა­ელს რი­ცხობ­რი­ვად ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან მო­უ­წევ­და გამ­კლა­ვე­ბა. შე­და­რე­ბით სუს­ტი ეკო­ნო­მი­კა კი ქვე­ყა­ნას ხან­გრძლი­ვი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემ­და. ამი­ტო­მაც ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი კი ის­რა­ე­ლის ის­ტო­რი­ა­ში მრავ­ლად იყო) შე­ტე­ვა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის არ­მი­ის ყვე­ლა­ზე სუსტ წერ­ტილ­ზე მი­ნი­მა­ლურ დრო­სა და სა­არ­მიო რე­სურ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

პირ­ველ ეტაპ­ზე "ცა­ხალ­ში" ია­რა­ღი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის (მათ შო­რის თვითმფრი­ნა­ვე­ბის) დე­ფი­ცი­ტის კომ­პენ­სი­რე­ბა არ­სე­ბუ­ლის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ით ხდე­ბო­და. მოძ­ვე­ლე­ბულ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დელ ტან­კებ­ზე ახა­ლი ძრა­ვე­ბი და ქვე­მე­ხე­ბი ყენ­დე­ბო­და. მაგ­რამ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე კეთ­დე­ბო­და.

სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას დიდ ყუ­რა­დღე­ბას "ცა­ხა­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბის შე­თან­ხმე­ბულ მოქ­მე­დე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებ­და. რად­გან ბრძო­ლის ველ­ზე ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და.

სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბის ყიდ­ვას სა­ზღვარ­გა­რე­თაც ახერ­ხებ­და. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს პრო­ცე­დუ­რა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით, ქრთა­მის მი­ცე­მი­თა და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მოს­ყიდ­ვით ხდე­ბო­და.

მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ფრან­გე­ბი მიხ­ვდნენ, რომ მარ­სე­ლის ვერ­ფებ­ზე აშე­ნე­ბულ კა­ტარ­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ის­რა­ე­ლი სამ­ხედ­რო მიზ­ნებ­ში აპი­რებ­და, დამ­კვე­თის­თვის მათ გა­და­ცე­მა­ზე უარი თქვეს. თუმ­ცა თა­ვად ის­რა­ე­ლის­თვის ამას ხელი არ შე­უშ­ლია - "მო­სა­დის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ისი­ნი ღა­მით გა­ი­ტა­ცეს. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი "ცა­ხა­ლის" ის­ტო­რი­ა­ში მრავ­ლა­დაა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბის იმ­პორ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის­რა­ე­ლის სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­საც ცდი­ლობ­და. სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით არე­მონ­ტებ­და მწყობ­რი­დან გა­მო­სულ ტექ­ნი­კას და სა­ჭი­რო სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებ­საც თა­ვად­ვე ამ­ზა­დებ­და.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ "ცა­ხა­ლი" სა­კუ­თარ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ტექ­ნი­კა­საც ღე­ბუ­ლობ­და. ის­რა­ელ-არა­ბე­თის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ომე­ბი­სას ებ­რა­ე­ლებს არა­ბე­ბის მი­ტო­ვე­ბულ-და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტან­კე­ბი ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­ყავ­დათ. ასე მა­გა­ლი­თად, ექ­ვსდღი­ა­ნი ომი­სას ებ­რა­ე­ლებ­მა საბ­ჭო­უ­რი წარ­მო­ე­ბის T-54 და T-55-ის ტი­პის 200-მდე არა­ბუ­ლი ტან­კი ჩა­იგ­დეს ხელთ.

მათი ნა­წი­ლი ებ­რა­ე­ლებ­მა გა­და­ა­კე­თეს (გაძ­ლი­ე­რე­ბულ ძრავ­თან ერ­თად NATO-ს სტან­დარ­ტე­ბის 105 მმ-იანი ქვე­მე­ხი და­ა­ყე­ნეს) და სა­კუ­თარ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ი­ღეს. და­ზი­ა­ნე­ბულ ტან­კებს კი მა­რაგ­ნა­წი­ლე­ბად იყე­ნებ­დნენ. იმა­ვე ნა­ა­ლა­ფა­რი არა­ბუ­ლი T-54 და T-55-ის ბა­ზა­ზე "ახ­ზარ­ტის" ტი­პის ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი შე­იქ­მნა, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლის არ­მია დღემ­დე იყე­ნებს.

"ცა­ხა­ლის" "მშე­ნებ­ლო­ბა­ში" დიდი როლი აშშ-მა ითა­მა­შა. სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1952 წელს გა­ფორმ­და. 1968 წელს ის­რა­ელ­მა აშშ-სგან 48 მო­ი­ე­რი­შე და 50 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მი­ი­ღო. მას შემ­დეგ ებ­რა­ე­ლე­ბი ვა­შინგტო­ნის­გან ტან­კებს, სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მებს, სატ­რან­სპორ­ტო და საბ­რძო­ლო შვე­ულმფრე­ნებს, ტყვია-წა­მალს, ჭურ­ვებს, ბომ­ბებს ყი­დუ­ლობ­დნენ.

  • არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ის­რა­ე­ლის არ­მი­ა­ში ყვე­ლამ უნდა იმ­სა­ხუ­როს. ის მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს 18 წლის ასა­კის მიღ­წე­ვი­სას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე - მა­მა­კა­ციც და ქა­ლიც გა­დის. მა­მა­კა­ცებ­მა 36, ქა­ლებ­მა კი - 24 თვე უნდა იმ­სა­ხუ­რონ.

მსოფ­ლი­ოს სხვა არ­მი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ცა­ხალ­ში" ქა­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უკა­ვი­ათ. ისი­ნი არ­მი­ის ყვე­ლა ქვე­და­ნა­ყოფ­ში მსა­ხუ­რო­ბენ. სპე­ცი­ა­ლურ ბა­ტა­ლი­ონ "კა­რა­კალ­ში" ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი ერ­თად მსა­ხუ­რო­ბენ, პრო­პორ­ცი­ით 2-1-თან ქა­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

"ცა­ხა­ლის" სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მია (სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბი, სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი და სა­ზღვაო ფლო­ტი ) 176,5 ათას კაცს ით­ვლის. 2020 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნამ თავ­დაც­ვა­ზე 21.7 მი­ლი­რა­დი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა. არ­მი­ის რე­ზერ­ვი 565 ათასს კაცს შე­ად­გენს. სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნას 3,11 მი­ლი­ონ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მო­უ­ყა­როს თავი. ციფ­რე­ბი მარ­თლაც შთამ­ბეჭდ­ვია.

სა­კუ­თა­რი არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კი­სა და ია­რა­ღის უმე­ტეს ნა­წილს ის­რა­ე­ლი თა­ვად აწარ­მო­ებს. მათ შო­რის "მერ­კა­ვას" ტი­პის ტან­კებს, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რებს, ნაღმმ­ტყორ­ცნებს, შაშ­ხა­ნებს, ტყვი­ამფრქვე­ვებს, უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს, რა­კე­ტებს, ჭურ­ვებს, სა­პატ­რუ­ლო კა­ტარ­ღებს. ის­რა­ე­ლი დღემ­დე ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, რომ­ლის მი­ე­რაც შექ­მნი­ლი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა ("რკი­ნის გუმ­ბა­თი")რე­ა­ლურ საბ­რძო­ლო პი­რო­ბებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ის­რა­ე­ლის არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ცა­ხალ­მა" 7 ომი (ომი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის 1948-49 წწ, სუ­ე­ცის ომი - 1956-57 წწ, ექ­ვსდღი­ა­ნი ომი - 1967, ომი და­უძ­ლუ­რე­ბამ­დე - 1967-70, იომ-ქა­ფუ­რის ომი - 1973, ლი­ა­ბის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე 1982 და 2006 წლე­ბი) გა­მო­ი­ა­რა და ამ­დე­ნი­ვე მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა. ჰქონ­და მას­შტა­ბუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი პა­ლეს­ტი­ნას­თან. პირ­ვე­ლი ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 1987-დან სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმ­ჟა­მად და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას ჰქონ­და სხვა­ნა­ი­რი ფორ­მა, "ჰა­მა­სი“ ჯერ ძლი­ე­რი არ იყო. ამის შემ­დეგ იყო მე­ო­რე მას­შტა­ბუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა 2014 წელს.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
7

ისრაელი ალბათ მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა. ამას ხომ აქვს კონკრეტული მიზეზები, აბა 21 მლრდ დოლარს რომ თავდაცვაში სახელმწიფო ხარჯავს, ეს ხომ მის აგრესიულ ხასიათზე მეტყველებს? ისრაელის სახელმწიფო მე 2 მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მხარემ შექმნა პერსპექტივაში როგორც პოლიტიკური და სამხედრო პლაცდარმი ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენის გასაზრდელად. ადრე თუ გვიან ეს გაუთავებელი ჯახი არაბულ მოსახლეობასთან რეალურად დამოუკიდებელი ხალხითვის მომაბეზრებელი და უაზრო უნდა იყოს და პოლიტიკური შთანხმებით დასრულდეს. რადგან ეს არ მოხდა აქამდე, იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარის უკან გლობალური პოლიტიკური მოთამაშეები დგანან, აშშ და მისი მტრები. ისინი სხვისი ხელით გლეჯენ ნარს. ეგაა კოლონიალიზმის აშკარა გამოხატულება და ამას აკეთებს დიადი აშშ, „დემოკრატიის და თავისუფლების ოაზისი“ დედამიწაზე რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ომი მე-19 ს ის შემდეგ არ ჰქონია, სხვის ქვეყანაში მუდმივად ომის რეჟიმშია და ამიტომაც 50.000 ომის ვეტრანი ჰყავს..

ტოტო
9

ხო, ჩანს რომ მსოფლიო ვერ გამოდის ინკვიზიციის და შუა საუკუნეების შეგნებიდან.

კომენტარები– ვინ ვის აჯობებს (ხალხი რომ იხოცება , ეგ არაფერია)

და სახელმწიფოს "მეთაურები " ცარიელი და უზნეო თავებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ცახალი" - რას წარმოადგენს ისრაელის არმია, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია: "48 საათში 3,11 მილიონ შეიარაღებულ ადამიანს შეუძლიათ მოუყარონ თავი"

"ცახალი" - რას წარმოადგენს ისრაელის არმია, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია: "48 საათში 3,11 მილიონ შეიარაღებულ ადამიანს შეუძლიათ მოუყარონ თავი"

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი სულ უფრო ღრმავდება. "ჰამასმა" გამთენიისას ისრაელზე იერიში მიიტანა და ამ დრომდე ჯარებს შორის საბრძოლო მოქმედებები მინიმუმ შვიდ ადგილზე მიმდინარეობს. ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 2200-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. არეულობაა რამდენიმე ქალაქში, ტერორისტებს ტყვედ აჰყავთ როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა.

თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 22 პირი. ისრაელის არმიამ ჰამასის წინააღმდეგ კონტრშეტევა უკვე დაიწყო. ოპერაციას "რკინის ხმლები“ ჰქვია.

  • "ცახალი" - არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია

თავისი არსებობის თითქმის 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პატარა ისრაელმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიის შექნა შეძლო. სხვებთან შედარებით, მცირე რიცხოვნობის მიუხედავად, დღეს ისრაელს მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ პროფესიონალური, მობილური და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები ჰყავს.

"ცახალი" - ისრაელის თავდაცვის არმია, სახელმწიფო ისრაელის დაარსებიდან ორ კვირაში შეიქმნა. შესაბამის განკარგულებას ხელი დავით ბენ-გურიონმა 1948 წლის 26 მაისს მოაწერა. ახლად შექმნილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ ნათლად გაიაზრა ახალდშექმნილი ისრაელის გარშემო არსებული ვითარება.

როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით. ისრაელს რიცხობრივად ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუწევდა გამკლავება. შედარებით სუსტი ეკონომიკა კი ქვეყანას ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების საშუალებას არ მისცემდა. ამიტომაც ომის დაწყების შემთხვევაში (ასეთი შემთხვევები კი ისრაელის ისტორიაში მრავლად იყო) შეტევა მოწინააღმდეგის არმიის ყველაზე სუსტ წერტილზე მინიმალურ დროსა და საარმიო რესურსების მაქსიმალური გამოყენებით უნდა მომხდარიყო.

პირველ ეტაპზე "ცახალში" იარაღისა და სამხედრო ტექნიკის (მათ შორის თვითმფრინავების) დეფიციტის კომპენსირება არსებულის მოდერნიზაციით ხდებოდა. მოძველებულ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტანკებზე ახალი ძრავები და ქვემეხები ყენდებოდა. მაგრამ მთავარი აქცენტი პირადი შემადგენლობის მომზადებაზე კეთდებოდა.

საომარი მოქმედებებისას დიდ ყურადღებას "ცახალის" ხელმძღვანელობა შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ნაირსახეობების შეთანხმებულ მოქმედებაზე ამახვილებდა. რადგან ბრძოლის ველზე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

სირთულეების მიუხედავად ისრაელის მთავრობა შეიარაღების ყიდვას საზღვარგარეთაც ახერხებდა. ხშირ შემთხვევაში ეს პროცედურა გაყალბებული დოკუმენტებით, ქრთამის მიცემითა და ჩინოვნიკების მოსყიდვით ხდებოდა.

მაგალითად, როდესაც ფრანგები მიხვდნენ, რომ მარსელის ვერფებზე აშენებულ კატარღების გამოყენებას ისრაელი სამხედრო მიზნებში აპირებდა, დამკვეთისთვის მათ გადაცემაზე უარი თქვეს. თუმცა თავად ისრაელისთვის ამას ხელი არ შეუშლია - "მოსადის" თანამშრომლებმა ისინი ღამით გაიტაცეს. მსგავსი შემთხვევები "ცახალის" ისტორიაში მრავლადაა.

შეიარაღების იმპორტის პარალელურად, ისრაელის საკუთარი სამხედრო მრეწველობის ორგანიზებასაც ცდილობდა. საკუთარი რესურსებით არემონტებდა მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას და საჭირო სათადარიგო ნაწილებსაც თავადვე ამზადებდა.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ "ცახალი" საკუთარ შეიარაღებაში მოწინააღმდეგის ტექნიკასაც ღებულობდა. ისრაელ-არაბეთის გაუთავებელი ომებისას ებრაელებს არაბების მიტოვებულ-დაზიანებული ტანკები ბრძოლის ველიდან გაყავდათ. ასე მაგალითად, ექვსდღიანი ომისას ებრაელებმა საბჭოური წარმოების T-54 და T-55-ის ტიპის 200-მდე არაბული ტანკი ჩაიგდეს ხელთ.

მათი ნაწილი ებრაელებმა გადააკეთეს (გაძლიერებულ ძრავთან ერთად NATO-ს სტანდარტების 105 მმ-იანი ქვემეხი დააყენეს) და საკუთარ შეიარაღებაში მიიღეს. დაზიანებულ ტანკებს კი მარაგნაწილებად იყენებდნენ. იმავე ნაალაფარი არაბული T-54 და T-55-ის ბაზაზე "ახზარტის" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი შეიქმნა, რომელსაც ისრაელის არმია დღემდე იყენებს.

"ცახალის" "მშენებლობაში" დიდი როლი აშშ-მა ითამაშა. სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება 1952 წელს გაფორმდა. 1968 წელს ისრაელმა აშშ-სგან 48 მოიერიშე და 50 გამანადგურებელი მიიღო. მას შემდეგ ებრაელები ვაშინგტონისგან ტანკებს, საარტილერიო სისტემებს, სატრანსპორტო და საბრძოლო შვეულმფრენებს, ტყვია-წამალს, ჭურვებს, ბომბებს ყიდულობდნენ.

  • არსებული კანონმდებლობით, ისრაელის არმიაში ყველამ უნდა იმსახუროს. ის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს 18 წლის ასაკის მიღწევისას აბსოლუტურად ყველა მოქალაქე - მამაკაციც და ქალიც გადის. მამაკაცებმა 36, ქალებმა კი - 24 თვე უნდა იმსახურონ.

მსოფლიოს სხვა არმიებისგან განსხვავებით, "ცახალში" ქალებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. ისინი არმიის ყველა ქვედანაყოფში მსახურობენ. სპეციალურ ბატალიონ "კარაკალში" ქალები და მამაკაცები ერთად მსახურობენ, პროპორციით 2-1-თან ქალების სასარგებლოდ.

"ცახალის" სამკომპონენტიანი რეგულარული არმია (სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი ) 176,5 ათას კაცს ითვლის. 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანამ თავდაცვაზე 21.7 მილირადი დოლარი დახარჯა. არმიის რეზერვი 565 ათასს კაცს შეადგენს. საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში კი 48 საათის განმავლობაში ქვეყანას 3,11 მილიონ შეიარაღებულ ადამიანს შეუძლია მოუყაროს თავი. ციფრები მართლაც შთამბეჭდვია.

საკუთარი არმიის შეიარაღებაში არსებული ტექნიკისა და იარაღის უმეტეს ნაწილს ისრაელი თავად აწარმოებს. მათ შორის "მერკავას" ტიპის ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ნაღმმტყორცნებს, შაშხანებს, ტყვიამფრქვევებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, რაკეტებს, ჭურვებს, საპატრულო კატარღებს. ისრაელი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიერაც შექმნილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ("რკინის გუმბათი") რეალურ საბრძოლო პირობებში გამოიყენება.

ისრაელის არსებობის განმავლობაში "ცახალმა" 7 ომი (ომი დამოუკიდებლობისთვის 1948-49 წწ, სუეცის ომი - 1956-57 წწ, ექვსდღიანი ომი - 1967, ომი დაუძლურებამდე - 1967-70, იომ-ქაფურის ომი - 1973, ლიაბის პირველი და მეორე 1982 და 2006 წლები) გამოიარა და ამდენივე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. ჰქონდა მასშტაბური დაპირისპირებები პალესტინასთან. პირველი ასეთი დაპირისპირება მიმდინარეობდა 1987-დან სამი წლის განმავლობაში. იმჟამად დაუმორჩილებლობას ჰქონდა სხვანაირი ფორმა, "ჰამასი“ ჯერ ძლიერი არ იყო. ამის შემდეგ იყო მეორე მასშტაბური დაპირისპირება 2014 წელს.