პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნიკორა“ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიის  გაცემას აგრძელებს
„ნიკორა“ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიის  გაცემას აგრძელებს

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი უმ­სხვი­ლე­სი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“ სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მას აგ­რძე­ლებს. მე­სა­მე წე­ლია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას იღე­ბენ. სტი­პენ­დი­ან­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა გა­სუ­ლი სე­მესტრის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მი­ხედ­ვით.

მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრშიც კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ორი მე­სა­მე­კურ­სე­ლი და ორი მე­ო­თხე­კურ­სე­ლი „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი გახ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის ოთხი­ვე სტი­პენ­დი­ან­ტი გა­სულ სე­მესტრშიც იღებ­დნენ სტი­პენ­დი­ას. „ნი­კო­რას“ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სტი­პენ­დი­ან­ტი მა­რი­ამ გო­გე­ლი­ძე კი უკვე სა­წარ­მოს თა­ნამ­შრო­მე­ლიც გახ­და.

და­ვით ივა­ნი­ა­ძე ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას უკვე მე­ო­რე წე­ლია იღებს. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, სტი­პენ­დია მის­თვის მო­ტი­ვა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ სწავ­ლა მა­ღალ დო­ნე­ზე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

„სტი­პენ­დი­ამ, პირ­ველ რიგ­ში, დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა, რომ კარ­გად მეს­წავ­ლა. სტუ­დენ­ტებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­აც გა­ი­ზარ­და. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სტი­პენ­დია ყო­ველ­სე­მესტრუ­ლია და ეს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. გარ­და იმი­სა, რომ ეს ფი­ნან­სუ­რი ჯილ­დოა, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გრძნო­ბაა, სტი­პენ­დი­ან­ტის სა­ხე­ლი რომ გაქვს. ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან ასე­თი და­ფა­სე­ბა და მი­ხა­რია, რომ „ნი­კო­რა“ სა­მო­მავ­ლოდ ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვი­საც ღიაა,“ - გან­მარ­ტავს და­ვით ივა­ნი­ა­ძე.

და­ვი­თის კურ­სე­ლია გი­ორ­გი კუ­კა­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­ო­რე წე­ლია, სტი­პენ­დი­ას იღებს.„კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბაა. ამ პრო­ცეს­ში დიდი როლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­სა და პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას უკა­ვია. სა­მო­მავ­ლოდ მინ­და, ხორ­ცის ან პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შა­ო­ბა. ამ ეტაპ­ზე კი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა სტი­პენ­დია. უდი­დე­სი სტი­მუ­ლია, რომ სწავ­ლა გი­ფას­დე­ბა და სა­მო­მავ­ლო­დაც ასე გაგ­რძე­ლე­ბის მეტი მო­ტი­ვა­ცია მაქვს,“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კუ­კა­ვა.

მე­სა­მე­კურ­სე­ლი გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი­სა და ნიკა გო­მე­ლა­უ­რის­თვის ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გა­სულ სე­მესტრში მი­ი­ღეს და ეს დიდი მო­ტი­ვა­ტო­რი გახ­და, რომ სწავ­ლა მა­ღალ დო­ნე­ზე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ.

„კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ მძაფ­რი იყო. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მე გავ­ხდი სტი­პენ­დი­ან­ტი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ეს მო­მა­ვალ­შიც დიდი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა ჩემ­თვის, რომ უკე­თე­სად ვის­წავ­ლო და უკე­თე­სად ვა­კე­თო ჩემი საქ­მე. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ჩვე­ნი სწავ­ლა ფას­დე­ბა არა მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის, არა­მედ კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­და­ნაც. მი­ხა­რია, რომ ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ ბა­ზარ­ზე. ისი­ნი ზრუ­ნა­ვენ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ზე და ამით ზრუ­ნა­ვენ იმა­ზეც, რომ მო­მა­ვალ­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეყო­ლე­ბათ. კუ­ლი­ნა­რი­ულ სკო­ლა­შიც ვფიქ­რობ სწავ­ლას და შე­იძ­ლე­ბა სტი­პენ­დია ამა­შიც გა­მო­ვი­ყე­ნო,“ – აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი.

„სამ­წუ­ხა­როდ, დღეს კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს კერ­ძო სექ­ტო­რი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ ტექ­ნო­ლო­გებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის ის, რა­საც „ნი­კო­რა“ აკე­თებს. სა­სი­ა­მოვ­ნოა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ სტუ­დენ­ტებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე. ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი ხომ სწო­რედ ეს კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან. სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მეტი მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მია, რომ უკე­თე­სად ის­წავ­ლონ და უფრო მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცურ კად­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ,“ – ამ­ბობს ნიკა გო­მე­ლა­უ­რი.

„ნი­კო­რა“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ფი­ნან­სურ მო­ტი­ვი­რე­ბას მო­მა­ვალ წელ­საც გა­აგ­რძე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
davit
3

JOBIA XELFASEBI GAUZARDON TANAMSHROMLEBS DA MATRAKVECOBAS TAVI DAANEBON

განათლების მინისტრს!
0

თუ სტუდენტს. სრულყოფილი საშუალო განათლება არ გააჩნია, მისგან კვალიფიციური კვების ინჟინერ-ტექნოლოგი არ დადგება. არც ერთ კვების ტექნოლოგს შესაბამისი ელემენტარული ცოდნა ქიმიაში, არ გააჩნია. ეს კი უკვე პროფესიონალი ვერ იქნება. ზოგმა, უმაღლეს დამთავრებულმა, წესიერად წერა-კითხვაც არ იცის. სწავლა იწყება პირველი კლასიდან, შესაბამისი საგანმათლებლო პროგრამის მიხედვით. თან აუცილებელი არ არის 11 სასწავლო წელი. 10-იც საკმარისია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„ნიკორა“ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიის  გაცემას აგრძელებს

„ნიკორა“ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიის  გაცემას აგრძელებს

ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია „ნიკორა“ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს. მესამე წელია, წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ. სტიპენდიანტების გამოვლენა სემესტრულად ხდება გასული სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით.

მიმდინარე სემესტრშიც კვების პროდუქტების ტექნოლოგების ფაკულტეტის ორი მესამეკურსელი და ორი მეოთხეკურსელი „ნიკორას“ სტიპენდიანტები გახდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სემესტრის ოთხივე სტიპენდიანტი გასულ სემესტრშიც იღებდნენ სტიპენდიას. „ნიკორას“ ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი მარიამ გოგელიძე კი უკვე საწარმოს თანამშრომელიც გახდა.

დავით ივანიაძე ყოველთვიურ სტიპენდიას უკვე მეორე წელია იღებს. როგორც ის აღნიშნავს, სტიპენდია მისთვის მოტივატორი აღმოჩნდა, რომ სწავლა მაღალ დონეზე გაეგრძელებინა.

„სტიპენდიამ, პირველ რიგში, დიდი მოტივაცია მომცა, რომ კარგად მესწავლა. სტუდენტებს შორის კონკურენციაც გაიზარდა. ძალიან კარგია, რომ სტიპენდია ყოველსემესტრულია და ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. გარდა იმისა, რომ ეს ფინანსური ჯილდოა, ძალიან პოზიტიური გრძნობაა, სტიპენდიანტის სახელი რომ გაქვს. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან ასეთი დაფასება და მიხარია, რომ „ნიკორა“ სამომავლოდ ჩვენთან თანამშრომლობისთვისაც ღიაა,“ - განმარტავს დავით ივანიაძე.

დავითის კურსელია გიორგი კუკავა, რომელიც ასევე მეორე წელია, სტიპენდიას იღებს.„კვების ტექნოლოგიები განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო საქმიანობაა. ამ პროცესში დიდი როლი ლაბორატორიებსა და პრაქტიკულ საქმიანობას უკავია. სამომავლოდ მინდა, ხორცის ან პურის მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა. ამ ეტაპზე კი მოტივაციის ამაღლებაში ძალიან მეხმარება სტიპენდია. უდიდესი სტიმულია, რომ სწავლა გიფასდება და სამომავლოდაც ასე გაგრძელების მეტი მოტივაცია მაქვს,“ - აღნიშნავს გიორგი კუკავა.

მესამეკურსელი გიორგი რთველიაშვილისა და ნიკა გომელაურისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სტიპენდია, რომელიც პირველად გასულ სემესტრში მიიღეს და ეს დიდი მოტივატორი გახდა, რომ სწავლა მაღალ დონეზე გაეგრძელებინათ.

„კონკურენცია საკმაოდ მძაფრი იყო. როდესაც გავიგე, რომ მე გავხდი სტიპენდიანტი, ძალიან გამიხარდა. ეს მომავალშიც დიდი მოტივაცია იქნება ჩემთვის, რომ უკეთესად ვისწავლო და უკეთესად ვაკეთო ჩემი საქმე. სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი სწავლა ფასდება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ კერძო სექტორის მხრიდანაც. მიხარია, რომ ასეთი პასუხისმგებლიანი კომპანიები არსებობენ ბაზარზე. ისინი ზრუნავენ ახალგაზრდა თაობაზე და ამით ზრუნავენ იმაზეც, რომ მომავალში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ეყოლებათ. კულინარიულ სკოლაშიც ვფიქრობ სწავლას და შეიძლება სტიპენდია ამაშიც გამოვიყენო,“ – აღნიშნავს გიორგი რთველიაშვილი.

„სამწუხაროდ, დღეს კვების ტექნოლოგიის კურსდამთავრებულებს დიდ ყურადღებას არ აქცევს კერძო სექტორი და ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოყვანილ ტექნოლოგებს ანიჭებენ უპირატესობას. აღნიშნულის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სტუდენტების ის, რასაც „ნიკორა“ აკეთებს. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ არიან კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ სტუდენტებზე და შესაბამისად, საკუთარ მომავალზე. ჩვენი პოტენციური დამსაქმებლები ხომ სწორედ ეს კომპანიები არიან. სტიპენდია სტუდენტებისთვის მეტი მოტივაციის მომცემია, რომ უკეთესად ისწავლონ და უფრო მაღალკვალიფიცურ კადრებად ჩამოყალიბდნენ,“ – ამბობს ნიკა გომელაური.

„ნიკორა“ წარმატებული სტუდენტების ფინანსურ მოტივირებას მომავალ წელსაც გააგრძელებს.

5 ყველაზე სექსუალური ქართველი ტელეწამყვანი მამაკაცი

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა

ორთოპედიული ბალიშის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში