ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად, - ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
"მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს ახორციელებს. ისრაელის სახმელეთო ჯერები ჯერჯერობით ღაზაში არ შეჭრილან, თუმცა მისი მიმართულებით საარტილერიო შეტევა განახორციელეს. ამასთან, გრძელდება სარაკეტო თავდასხმები ისრაელის ქალაქების მიმართულებით. ღაზაში აცხადებენ, რომ დაღუპულია 109 ადამიანი, მათ შორის 29 ბავშვი. ისრაელის ინფორმაციით კი, ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ამ დრომდე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.
ნეტა მალე დამთავრდეს ეს ომი, კარგს არაფერს მოუტანს არც ერთ მხარეს და არც მსოფლიოს, უფალო დაიფარე ყველა
ეს უკვე იყო ეხლა დაგხოცავენ ერთმანეთს ითვისებენ იწიოკენენ შემდეგ მილიონ არაბი მიიღებს კომპენსაციას მკვდრებს ჩამოწერენ და კრება დარჩება მხიარული.ასე იცის მუდამ სხვის ხარჯზე ცხოვრებამ.