მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ დაიჯერებთ იმ ინფორმაციების 70%-ს, რაც საქართველოს მედიაში ვრცელდება!" - რას წერს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი იქ არსებულ ვითარებაზე?
"ნუ დაიჯერებთ იმ ინფორმაციების 70%-ს, რაც საქართველოს მედიაში ვრცელდება!" - რას წერს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი იქ არსებულ ვითარებაზე?

თელ-ავივ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ხე­ილ ხე­ცო­ი­ძე ის­რა­ელ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

მისი თქმით, ქარ­თულ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არას­წო­რად ვრცელ­დე­ბა,

"მშვი­დო­ბა ის­რა­ელს! რა ხდე­ბა ახლა ის­რა­ელ­ში: ნუ ავ­რცე­ლებთ და ნუ და­ი­ჯე­რებთ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის და ფო­ტო­ე­ბის 70% რაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ა­ში და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა! ისე­დაც სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ის­რა­ელ­ში და ნე­ბის­მი­ე­რი არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ ათ­მა­გად ანერ­ვი­უ­ლებს ჩვენს ახ­ლობ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღეს, ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ვა­ზუს­ტე-გა­და­ვა­მოწ­მე ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია და ამ დრო­ის­თვის შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ის­რა­ე­ლი ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთულ სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ყო­ველ­დღე ასო­ბით რა­კე­ტის მო­გე­რი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ის­რა­ე­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ზღვარ­ზეა.

მე­ო­რე დღეა პრო­ტეს­ტანტ ის­რა­ე­ლელ არა­ბებს უკვე სხვა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ის­რა­ე­ლე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი გუ­შინ სა­ღა­მოს თავს და­ესხნენ და გა­ა­ნად­გუ­რეს არა­ბი-ის­რა­ე­ლე­ლე­ბის სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი. ქუ­ჩებ­ში და­უ­პი­რის­პირ­დნენ არაბ ის­რა­ე­ლე­ლებს, რა­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­ა­თით ქა­ლა­ქე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია.

და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო და ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა ქა­ლა­ქებ­ში: ბათ იამი, ლოდი, თელ ავივ იაფო. დღეს, თით­ქმის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ე­ლის სამ­ხრე­თით გა­ა­ნუ­წყვეტ­ლივ ის­მის სა­ო­მა­რი სიგ­ნა­ლი. დღის 14:00 სა­ა­თის­თვის მას­შტა­ბუ­რი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა მოხ­და ის­რა­ე­ლის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქებ­ზეც. "ცის ღმერ­თმა" ასო­ბით რა­კე­ტა მო­ი­გე­რია მხო­ლოდ დღეს. ჰა­მა­სი 21:00 სა­ა­თი­დან ის­რა­ელ­ზე მო­რიგ თავ­დას­ხმას გეგ­მავს. პა­რა­ლე­ლუ­რად ის­რა­ე­ლი ემ­ზა­დე­ბა სახ­მე­ლე­თო შე­ტე­ვის­თვის და უკვე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვი­ეს 7000-მდე რე­ზერ­ვის­ტი.

ქა­ლაქ პე­ტაჰ ტიკ­ვა­ზე მი­ტა­ნი­ლი სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად 5 ის­რა­ე­ლე­ლი და­შავ­და. ვრცელ­დე­ბა თუმ­ცა არ დას­ტურ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია "ჰა­მა­სის" მხრი­დან "დრო­ნი-რა­კე­ტე­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ამ წუ­თებ­ში მთავ­რო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ აფრ­თხი­ლებს და მო­ქა­ლა­ქე­ებს სთხოვს სა­ო­მა­რი სიგ­ნა­ლის ჩარ­თვის­თა­ნა­ვე გა­და­ვიდ­ნენ უსაფრ­თხო ად­გილ­ზე. ის­რა­ე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს სის­ტე­მურ სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმებს ღა­ზას სექ­ტორ­ში.

დღეს­ვე ღა­მით პრე­მი­ე­რი და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გეგ­მა­ვენ სა­გან­გე­ბი გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას. ფო­ტო­ე­ბი რო­მე­ლიც ქარ­თულ მე­დია და სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ვრცელ­დე­ბა, მათ შო­რის ბავ­შვე­ბის არის 2014 წლის. სამ­ხედ­რო­ე­ბი რომ­ლე­ბიც ემ­ზა­დე­ბი­ან სახ­მე­ლე­თო ომის­თვის ასე­ვე 2014 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბა რო­მე­ლიც მთე­ლი Დღეა ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ში არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერს არ გა­უვრცე­ლე­ბია. (ინ­ფორ­მა­ცია და­ვა­ზუს­ტე პრე­მი­ე­რის აპა­რა­ტის მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­თან). გუ­შინ, ქა­ლაქ ბათ იამ­ში არე­უ­ლო­ბის დროს და­შავ­და ერთი ქარ­თვე­ლი. რო­მე­ლიც ახლა თავს კარ­გად გრძნობს. მას არა­ბე­ბის მი­სა­მარ­თით გას­რო­ლი­ლი ქვა მოხ­ვდა. ხვალ რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია გეგ­მავს "სა­მე­გობ­რო" შეხ­ვედ­რა გა­მარ­თოს არა­ბებ­სა და ის­რა­ე­ლე­ლებს შო­რის.

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს სა­გან­გა­შოდ აფა­სე­ბენ. სხვა­დას­ხვა ფე­ის­ბუკ-ჯგუ­ფე­ბის მეშ­ვე­ობᲘთ ქარ­თვე­ლე­ბი ის­რა­ელ­ში ერ­თმა­ნეთ­თან 24 სა­ა­თი­ამ კონ­ტაქ­ტზე ვართ. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას და მᲣშა­ო­ბას. იგეგ­მე­ბო­და დღეს ბენ გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტის და­კეტ­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, თუმ­ცა ცოტა ხნის წინ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. ქვეყ­ნის მთა­ვა­რი აე­რო­პორ­ტი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად შე­გა­ტყო­ბი­ნებთ.

მე­გობ­რე­ბო, გთხოვთ ნუ ავ­რცე­ლებთ არა­ზუსტ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას - ჩვენს ახ­ლობ­ლებ­ში ეს იწ­ვევს პა­ნი­კას და გთხოვთ ნუ გა­ვარ­თუ­ლებთ ისე­დაც ემო­ცი­უ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას. ყვე­ლას გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ნე­ბის­მი­ერ მდგო­მა­რო­ე­ბა­ში და ყვე­ლა­ნი უსაფრ­თხოდ ვართ. მშვი­დო­ბა ის­რა­ელს" - წერს ხე­ცო­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცო
27

მშვიდობა ისრაელსაც და მთელ მსოფლიოსაც.

კალო
723

ებრაელებს კარგი მასწავლებლები ჰყავდათ ფაშისტების სახით, თუ როგორ უნდა მოახდინო მთელი ხალხის გეტოში გამოკეტვა, სდიო ეროვნული ნიშნით, წაართვა მიწა, თავისუფლებისთვის მებრძოლი ტერორისტად შერაცხო... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ნუ დაიჯერებთ იმ ინფორმაციების 70%-ს, რაც საქართველოს მედიაში ვრცელდება!" - რას წერს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი იქ არსებულ ვითარებაზე?

"ნუ დაიჯერებთ იმ ინფორმაციების 70%-ს, რაც საქართველოს მედიაში ვრცელდება!" - რას წერს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი იქ არსებულ ვითარებაზე?

თელ-ავივში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე ისრაელში არსებული სიტუაციის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში გარკვეული ინფორმაციები არასწორად ვრცელდება,

"მშვიდობა ისრაელს! რა ხდება ახლა ისრაელში: ნუ ავრცელებთ და ნუ დაიჯერებთ იმ ინფორმაციების და ფოტოების 70% რაც საქართველოს მედიაში და სოციალურ ქსელში ვრცელდება! ისედაც საომარი მდგომარეობაა ისრაელში და ნებისმიერი არაზუსტი ინფორმაცია მხოლოდ ათმაგად ანერვიულებს ჩვენს ახლობლებს საქართველოში. დღეს, ყველა ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებაში დავაზუსტე-გადავამოწმე ყველა ინფორმაცია და ამ დროისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ისრაელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთულ საომარ მდგომარეობაშია. ყოველდღე ასობით რაკეტის მოგერიების პარალელურად ისრაელო სამოქალაქო ომის ზღვარზეა.

მეორე დღეა პროტესტანტ ისრაელელ არაბებს უკვე სხვა თანამოქალაქეები დაუპირისპირდნენ. ისრაელელი ახალგაზრდები გუშინ საღამოს თავს დაესხნენ და გაანადგურეს არაბი-ისრაელელების სავაჭრო ობიექტები. ქუჩებში დაუპირისპირდნენ არაბ ისრაელელებს, რამაც რამდენიმე სააათით ქალაქების პარალიზება გამოიწვია.

დაძაბულობა იყო და ამ დრომდე გრძელდება ქალაქებში: ბათ იამი, ლოდი, თელ ავივ იაფო. დღეს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში ისრაელის სამხრეთით გაანუწყვეტლივ ისმის საომარი სიგნალი. დღის 14:00 საათისთვის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოხდა ისრაელის ცენტრალურ ქალაქებზეც. "ცის ღმერთმა" ასობით რაკეტა მოიგერია მხოლოდ დღეს. ჰამასი 21:00 საათიდან ისრაელზე მორიგ თავდასხმას გეგმავს. პარალელურად ისრაელი ემზადება სახმელეთო შეტევისთვის და უკვე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 7000-მდე რეზერვისტი.

ქალაქ პეტაჰ ტიკვაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 5 ისრაელელი დაშავდა. ვრცელდება თუმცა არ დასტურდება ინფორმაცია "ჰამასის" მხრიდან "დრონი-რაკეტების" გამოყენების შესახებ. ამ წუთებში მთავრობა მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოქალაქეებს სთხოვს საომარი სიგნალის ჩართვისთანავე გადავიდნენ უსაფრთხო ადგილზე. ისრაელი ახორციელებს სისტემურ საჰაერო დარტყმებს ღაზას სექტორში.

დღესვე ღამით პრემიერი და თავდაცვის მინისტრი გეგმავენ საგანგები განცხადების გავრცელებას. ფოტოები რომელიც ქართულ მედია და სოციალურ სივრცეში ვრცელდება, მათ შორის ბავშვების არის 2014 წლის. სამხედროები რომლებიც ემზადებიან სახმელეთო ომისთვის ასევე 2014 წელს არის გადაღებული. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება რომელიც მთელი Დღეა ვრცელდება სოციალურ ქსეში არ შეესაბამება სიმართლეს.

მსგავსი განცხადება პრემიერს არ გაუვრცელებია. (ინფორმაცია დავაზუსტე პრემიერის აპარატის მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან). გუშინ, ქალაქ ბათ იამში არეულობის დროს დაშავდა ერთი ქართველი. რომელიც ახლა თავს კარგად გრძნობს. მას არაბების მისამართით გასროლილი ქვა მოხვდა. ხვალ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავს "სამეგობრო" შეხვედრა გამართოს არაბებსა და ისრაელელებს შორის.

პოლიტოლოგები ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს საგანგაშოდ აფასებენ. სხვადასხვა ფეისბუკ-ჯგუფების მეშვეობᲘთ ქართველები ისრაელში ერთმანეთთან 24 საათიამ კონტაქტზე ვართ. მათი უმრავლესობა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას და მᲣშაობას. იგეგმებოდა დღეს ბენ გურიონის აეროპორტის დაკეტვა რამდენიმე საათით, თუმცა ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება შეიცვალა. ქვეყნის მთავარი აეროპორტი საგანგებო მდგომარეობაში აგრძელებს მუშაობას. როგორ განვითარდება მოვლენები აუცილებლად შეგატყობინებთ.

მეგობრებო, გთხოვთ ნუ ავრცელებთ არაზუსტ გადაუმოწმებელ ინფორმაციას - ჩვენს ახლობლებში ეს იწვევს პანიკას და გთხოვთ ნუ გავართულებთ ისედაც ემოციურად მძიმე მდგომარეობას. ყველას გვაქვს ინფორმაცია როგორ მოვიქცეთ ნებისმიერ მდგომაროებაში და ყველანი უსაფრთხოდ ვართ. მშვიდობა ისრაელს" - წერს ხეცოიძე.

"თქვენი შვილები ახლა შესაძლოა სკოლაში არიან, ესენი კი "ბოევიკობაზე" ოცნებობენ" - ღაზაში გადაღებულ რა ფოტოს აქვეყნებს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი

"სულ მახსენდება ქორწილი... ვირუსით გარდაიცვალა 40 ადამიანიო" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც კოვიდის დამარცხების შემდეგ "ფაიზერით" აიცრა

აშშ-ის საელჩო - არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სტაჟაძისა და ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება