სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს მინახავს ასე შეშინებული ბავშვები... შიშისგან მუდმივად კანკალებენ, მაშინაც კი, როდესაც ბომბები არ ცვივა" - ომგამოვლილი პატარების მძიმე ხვედრი
"არასდროს მინახავს ასე შეშინებული ბავშვები... შიშისგან მუდმივად კანკალებენ, მაშინაც კი, როდესაც ბომბები არ ცვივა" - ომგამოვლილი პატარების მძიმე ხვედრი

ბავ­შვე­ბი ყვე­ლა ომში ზა­რალ­დე­ბოდ­ნენ. ასეა ის­რა­ე­ლი-პა­ლეს­ტი­ნის ბოლო ომ­შიც, რო­მე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გამ­წვავ­და და ყო­ველ­დღი­უ­რად მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა. ბავ­შვო­ბა­წარ­თმე­უ­ლი ბავ­შვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მე­ლი მხა­რეა მარ­თა­ლი, რად­გან მას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის შემ­დეგ, დევ­ნი­ლო­ბა­ში ან ნან­გრე­ვებ­ში, მშობ­ლებ­თან, ხში­რად კი, მის გა­რე­შე უწევს ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

პა­ლეს­ტი­ნე­ლი ბავ­შვი - 2017 წელი, unicef-ის ფოტო

არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი ათა­სი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე, ჯან­მრთე­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი შე­ე­წი­რა ომს. ბოლო დღე­ებ­ში ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­ნახ­ლე­ბულ­მა კონ­ფლიქტმა არა­ერ­თი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მე­დია ინ­ტენ­სი­უ­რად ავ­რცე­ლებს შე­ში­ნე­ბუ­ლი, ატი­რე­ბუ­ლი, დაჭ­რი­ლი და და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ებს. ომი კი, გრძელ­დე­ბა.

6 წლის ის­რა­ე­ლე­ლი ბიჭი, ქა­ლაქ შდე­როთ­ზე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმას ემსხვერ­პლა

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბი" ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტონ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი იხო­ცე­ბი­ან.

ის­რა­ე­ლი - ფოტო: ალ ჯა­ზი­რა

ღა­ზას სექ­ტო­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, არ­ტი­ლე­რი­უ­ლი და­ბომბვის შე­დე­გად, ათო­ბით ბავ­შვე­ბი და­ი­ხო­ცა. არას­რულ­წლო­ვან­თა მსხვერ­პლია ის­რა­ელ­შიც...

euronews.com-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­ზენ ნა­ი­მი მხა­რე­ებს მი­მარ­თავს, და­ფიქ­რდნენ იმა­ზე, რომ ყვე­ლა­ზე უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბავ­შვე­ბი არი­ან.

"არას­დროს მი­ნა­ხავს ასე შე­ში­ნე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი. ყვე­ლა მათ­გა­ნის ქცე­ვე­ბი ომის შემ­დეგ იც­ვლე­ბა. ში­შის­გან მუდ­მი­ვად კან­კა­ლე­ბენ, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ბომ­ბე­ბი არ ცვი­ვა. რო­დე­საც ბომ­ბე­ბი ცვი­ვა, ტი­რი­ან და გარ­ბი­ან..." - ამ­ბობს ის.

ბავ­შვე­ბი ის­რა­ე­ლი­დან - ფო­ტოს ავ­ტო­რი: ნიკო ბე­ლი­აშ­ვი­ლი

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის სა­ჰა­რეო ძა­ლე­ბის მიერ პა­ლეს­ტი­ნის ანკლავ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ტმყის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არა­ერ­თი ბავ­შვია. ის­რა­ელ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ჭურ­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ ქალს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

Associated Press-სთან სა­უ­ბარ­ში იე­რუ­სა­ლიმ­ში მცხოვ­რე­ბი არა­ბი მო­ქა­ლა­ქე ჰყვე­ბა იმ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ზე, რაც ახლა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­შია.

"რამ­დე­ნად ცდი­ლობს "ჰა­მა­სი" თა­ვი­სი­ა­ნე­ბის დაც­ვას, რთუ­ლი სა­კი­თხია, რად­გან ქა­ლაქ ლოდ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ჭურ­ვის შე­დე­გად 16 წლის არა­ბი ნა­დი­ნი და მა­მა­მი­სი, ხა­ლილ აბა­დი და­ი­ღუ­პენ... მა­მა­კა­ცი მა­შინ და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც დაჭ­რი­ლი შვი­ლის დაც­ვას ცდი­ლობ­და. ტრა­გე­დია, ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის თვალ­წინ მოხ­და... თუმ­ცა, რაც მთა­ვა­რია, ად­გი­ლობ­რივ ებ­რა­ელ და არაბ ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, რომ არა, ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მელ­საც არა­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი, მათ შო­რის, არას­რუ­წლოვ­ნე­ბი, ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლებს ეს­ვრი­ან, მსხვერ­პლი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და" - ამ­ბობს ქა­ლაქ ლო­დის მერი იაირ რე­ვი­ვო, რომ­ლის თარ­გმან­საც lenta.ru ავ­რცე­ლებს.

პა­ლეს­ტი­ნა: ექი­მი სინ­ჯავს დაჭ­რილ ბავ­შვს - ფოტო: ალ ჯა­ზი­რა

პა­ლეს­ტი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის თქმით, მათ გარ­შე­მო ბომბსა­ფა­რი შე­ნო­ბე­ბის მხო­ლოდ 20% აქვს. 12 წლის მა­სია ამ­ბოს, რომ მათ შო­რის მისი კორ­პუ­სიც არის, ამი­ტომ და­ბომბვი­სას კი­ბის ქვეშ იმა­ლე­ბი­ან.

მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბომბსა­ფა­რი აქვთ ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ანას­ტა­სი­ას სახ­ლს. მისი თქმით, ზოგ­ჯერ, სი­რე­ნა და­უს­რუ­ლებ­ლად კი­ვის და მა­თაც სა­ა­თო­ბით უწევთ ე.წ. ბუნ­კერ­ში ყოფ­ნა.

"აფეთ­ქე­ბა აფეთ­ქე­ბას მოჰ­ყვე­ბა. თით­ქოს ეს გუ­გუ­ნი არას­დროს სრულ­დე­ბა და ამ დროს ვიფ­ქ­რობ, სა­ფა­რი­დან გა­სულს რა დამ­ხვდე­ბა დან­გრე­უ­ლი, ჩემი სახ­ლი, ჩემი მე­გობ­რის კორ­პუ­სი თუ სკო­ლა? ვცდი­ლობ დავ­მშვიდ­დე, რად­გან დე­დაც ნერ­ვი­უ­ლობს და არ მინ­და და­ვუ­მა­ტო. ღა­მე­ე­ბი არ გვძი­ნავს. ახლა თუ ვინ­მე მკი­თხავს რა მე­ნატ­რე­ბა, ვუ­პა­სუ­ხებ - მშვი­დად გა­მო­ძი­ნე­ბა..." - ამ­ბობს 14 წლის გო­გო­ნა gazeta.ru-სთან სა­უბ­რი­სას.

იმა­ვე გა­მო­ცე­მა­ში კი­დევ ერთი მო­ზარ­დი იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და და­ბომბვი­სას მისი საყ­ვა­რე­ლი კა­ტის და­ჭე­რას, რათა ისიც ბომბსა­ფარ­ში წა­ეყ­ვა­ნა, თუმ­ცა, შე­ში­ნე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის მო­ხელ­თე­ბა გა­უ­ჭირ­და.

"დედა მიყ­ვი­რო­და, წა­მო­დი, მალე დავ­რბუნ­დე­ბი­თო, მაგ­რამ ჩემი კა­ტის გა­რე­შე წას­ვლა არ მინ­დო­და... მთე­ლი იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც რა­კე­ტე­ბის ხმა იყო, ჩემს კა­ტა­ზე ვფიქ­რობ­დი. იმ დღეს ხო­ლონ­ში, ავ­ტო­ბუ­სი და­ბომ­ბეს. ჩვენ გა­ვი­მარ­თლა, გა­დავ­რჩით" - ამ­ბობს 10 წლის ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mk
78

აფხაზეთშიც იგივე ხდებოდა, მაგრამ თბილისში თანაგრძნობის ნაცვლად ბომბებგამოვლილ ბავშვებს ჩამოთრეულებს ეძახდნენ და ეძახიან

Mk - ს
4

პირველად მესმის. მსგავსი არსოდეს არავისგან გამიგია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არასდროს მინახავს ასე შეშინებული ბავშვები... შიშისგან მუდმივად კანკალებენ, მაშინაც კი, როდესაც ბომბები არ ცვივა" - ომგამოვლილი პატარების მძიმე ხვედრი

"არასდროს მინახავს ასე შეშინებული ბავშვები... შიშისგან მუდმივად კანკალებენ, მაშინაც კი, როდესაც ბომბები არ ცვივა" - ომგამოვლილი პატარების მძიმე ხვედრი

ბავშვები ყველა ომში ზარალდებოდნენ. ასეა ისრაელი-პალესტინის ბოლო ომშიც, რომელი რამდენიმე დღის წინ გამწვავდა და ყოველდღიურად მასშტაბური ხდება. ბავშვობაწართმეული ბავშვისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარეა მართალი, რადგან მას შეიარაღებული აგრესიის შემდეგ, დევნილობაში ან ნანგრევებში, მშობლებთან, ხშირად კი, მის გარეშე უწევს ცხოვრების გაგრძელება.

პალესტინელი ბავშვი - 2017 წელი, unicef-ის ფოტო

არავინ იცის, რამდენი ათასი ბავშვის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი შეეწირა ომს. ბოლო დღეებში ახლო აღმოსავლეთში განახლებულმა კონფლიქტმა არაერთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. საერთაშორისო ორგანიზაციები და მედია ინტენსიურად ავრცელებს შეშინებული, ატირებული, დაჭრილი და დაღუპული ბავშვების ფოტოებს. ომი კი, გრძელდება.

6 წლის ისრაელელი ბიჭი, ქალაქ შდეროთზე სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა

საერთაშორისო ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სარაკეტო დარტყმები, რომლის შედეგადაც, მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები იხოცებიან.

ისრაელი - ფოტო: ალ ჯაზირა

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არტილერიული დაბომბვის შედეგად, ათობით ბავშვები დაიხოცა. არასრულწლოვანთა მსხვერპლია ისრაელშიც...

euronews.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის წარმომადგენელი მაზენ ნაიმი მხარეებს მიმართავს, დაფიქრდნენ იმაზე, რომ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ბავშვები არიან.

"არასდროს მინახავს ასე შეშინებული ბავშვები. ყველა მათგანის ქცევები ომის შემდეგ იცვლება. შიშისგან მუდმივად კანკალებენ, მაშინაც კი, როდესაც ბომბები არ ცვივა. როდესაც ბომბები ცვივა, ტირიან და გარბიან..." - ამბობს ის.

ბავშვები ისრაელიდან - ფოტოს ავტორი: ნიკო ბელიაშვილი

ორგანიზაციის ცნობით, ისრაელის საჰარეო ძალების მიერ პალესტინის ანკლავზე განხორციელებული დარტმყის შედეგად დაღუპულებს შორის არაერთი ბავშვია. ისრაელში ჩამოვარდნილი ჭურვის შედეგად დაღუპულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Associated Press-სთან საუბარში იერუსალიმში მცხოვრები არაბი მოქალაქე ჰყვება იმ დაძაბულობაზე, რაც ახლა ადგილობრივ მოსახლეობაშია.

"რამდენად ცდილობს "ჰამასი" თავისიანების დაცვას, რთული საკითხია, რადგან ქალაქ ლოდში ჩამოვარდნილი ჭურვის შედეგად 16 წლის არაბი ნადინი და მამამისი, ხალილ აბადი დაიღუპენ... მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილი შვილის დაცვას ცდილობდა. ტრაგედია, ოჯახის დანარჩენი წევრების თვალწინ მოხდა... თუმცა, რაც მთავარია, ადგილობრივ ებრაელ და არაბ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გრძელდება და შესაბამისად, რომ არა, ისრაელის პოლიციის ოპერატიული ქმედებები, რომელსაც არაბი ახალგაზრდები, მათ შორის, არასრუწლოვნები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან, მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა" - ამბობს ქალაქ ლოდის მერი იაირ რევივო, რომლის თარგმანსაც lenta.ru ავრცელებს.

პალესტინა: ექიმი სინჯავს დაჭრილ ბავშვს - ფოტო: ალ ჯაზირა

პალესტინელი ბავშვების თქმით, მათ გარშემო ბომბსაფარი შენობების მხოლოდ 20% აქვს. 12 წლის მასია ამბოს, რომ მათ შორის მისი კორპუსიც არის, ამიტომ დაბომბვისას კიბის ქვეშ იმალებიან.

მისგან განსხვავებით, ბომბსაფარი აქვთ ისრაელში მცხოვრები ანასტასიას სახლს. მისი თქმით, ზოგჯერ, სირენა დაუსრულებლად კივის და მათაც საათობით უწევთ ე.წ. ბუნკერში ყოფნა.

"აფეთქება აფეთქებას მოჰყვება. თითქოს ეს გუგუნი არასდროს სრულდება და ამ დროს ვიფქრობ, საფარიდან გასულს რა დამხვდება დანგრეული, ჩემი სახლი, ჩემი მეგობრის კორპუსი თუ სკოლა? ვცდილობ დავმშვიდდე, რადგან დედაც ნერვიულობს და არ მინდა დავუმატო. ღამეები არ გვძინავს. ახლა თუ ვინმე მკითხავს რა მენატრება, ვუპასუხებ - მშვიდად გამოძინება..." - ამბობს 14 წლის გოგონა gazeta.ru-სთან საუბრისას.

იმავე გამოცემაში კიდევ ერთი მოზარდი იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა დაბომბვისას მისი საყვარელი კატის დაჭერას, რათა ისიც ბომბსაფარში წაეყვანა, თუმცა, შეშინებული ცხოველის მოხელთება გაუჭირდა.

"დედა მიყვიროდა, წამოდი, მალე დავრბუნდებითო, მაგრამ ჩემი კატის გარეშე წასვლა არ მინდოდა... მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც რაკეტების ხმა იყო, ჩემს კატაზე ვფიქრობდი. იმ დღეს ხოლონში, ავტობუსი დაბომბეს. ჩვენ გავიმართლა, გადავრჩით" - ამბობს 10 წლის ებრაელი გოგონა.

"რუსეთი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება ბევრი მისი მეზობლის მტრობისა და არაპროგნოზირებულობის გამო" - პესკოვი

ასლან ბჟანია ბაშარ ასადს შეხვდება - რა მიზნით ჩავიდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "მთავრობის დელეგაცია" სირიაში

ისრაელის პრემიერი რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის