სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს
"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ტო­ვოს.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში გა­ნა­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან გავა, არც ერთ სხვა პარ­ტი­ას არ შე­უ­ერ­თდე­ბა.

კი­თხვა­ზე: რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მისი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წას­ვლის მი­ზე­ზი, კა­ხიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ გუნდს გა­მო­ე­ყო­ფა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ი­ნა­ხავს, რომ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხილ­ვებ­ში ვერ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მხო­ლოდ სხვი­სი გამ­ზა­დე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მხარ­და­ჭე­რა ევა­ლე­ბა.

"ნამ­დვი­ლად სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­ში გა­დახ­ტო­მებს არ ვა­პი­რებ, ეს გუნ­დი არის ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ბევრ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ სა­ი­მი­სოდ, რომ პო­ლი­ტი­კურ სპე­კუ­ლა­ცი­ებს მივ­ყვე. ამ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­რი­ცხოს, მაგ­რამ თუ გა­ვალ პარ­ტი­ი­დან, არ­სად არ წა­ვალ, არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას არ შე­ვუ­ერ­თდე­ბი, მაგ­რამ ამა­ზე ჯერ არ მი­ფიქ­რია.

გა­ვალ თუ ვნა­ხავ, რომ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო, რა­საც მე არ­სე­ბი­თად არ ვე­თან­ხმე­ბი. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ შე­იძ­ლე­ბა რომ და­ე­თან­ხმო, მაგ­რამ გან­ხილ­ვებ­ში უნდა იღებ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუ ვნა­ხავ, რომ გან­ხილ­ვებ­ში არ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და უბ­რა­ლოდ ვი­ღა­ცას სურს, რომ უკვე მომ­ზა­დე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ვუწ­კა­პუ­ნო და მხა­რი და­ვუ­ჭი­რო, ასეთ რა­ღა­ცას მე არ გა­ვა­კე­თებ, არც არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია და არც ახლა ვა­კე­თებ,- გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მას, რო­გორც მა­ჟო­რი­ტარს კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა­ში ხელს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა უშ­ლის. კა­ხიშ­ვილ­მა ერთ-ერთ ძი­რი­თად პრობ­ლე­მად ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ეძ­ლე­ვათ, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის პრო­ცესს აფერ­ხებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რისხს ზრდის.

"მე კი ვმუ­შა­ობ­დი პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, მაგ­რამ ასე­თი პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას­თან, რო­გო­რიც დღეს პარ­ლა­მენ­ტი­დან მაქვს, არ მქო­ნია და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, რომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მი­მე­ღო. ახლა უფრო მე­ტად ვნა­ხე, რამ­დე­ნად ბინ­ძუ­რია ეს პო­ლი­ტი­კა და ნეტა, თა­ვის დრო­ზე მეთ­ქვა უარი და არ შევ­სუ­ლი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტში და გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა.

მე არ ვარ ლი­დე­რი, ლი­დე­რე­ბი სხვე­ბი არი­ან, მე რი­გი­თი დე­პუ­ტა­ტი ვარ. არა­ვინ არ მებ­რძვის, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, თვლი­ან, რომ ვი­ღა­ცა უფრო კარ­გად აკე­თებს რა­ღა­ცას პარ­ლა­მენ­ტში და გა­ა­კე­თოს, კი ბა­ტო­ნო, ჩემ­თვის მთა­ვა­რი ის კი არ არის, კა­ხიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა თუ არ გა­მოჩ­ნდე­ბა, ჩემ­თვის მთა­ვა­რი ის არის, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლის წევ­რიც მე ვარ და რომ­ლის სა­ხელ­საც მე ვა­ტა­რებ, არ მინ­და გა­ი­ლან­ძღოს. რა­ღაც სა­კი­თხებს მე ვერ ვა­კე­თებ, იმი­ტომ, რომ ბი­უ­რო­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა მიშ­ლის ხელს. არ მუ­შა­ობს კარ­გად მე­ქა­ნიზ­მი. რო­დე­საც მე ავი­ღე პა­სუ­ხის­მგბე­ლო­ბა, რომ მე ვიქ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შუ­ა­მა­ვა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, მე ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­ტა­რებ და ვე­რა­ვის მივ­ცემ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მე გა­მა­ნუ­ლოს და ეს სი­ტყვა, რო­მე­ლიც მე ნათ­ქვა­მი მქონ­და, ვერ შე­ვას­რუ­ლო. ამი­ტომ, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, უფრო მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებ­საც გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ცოტა ვი­ღაც-ვი­ღა­ცებ­მა ყური შე­ი­ბერ­ტყონ და დრო­უ­ლად მო­ახ­დნონ რე­ა­გი­რე­ბა.

აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, მე უნდა ვი­ცო­დე, ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე თუ იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მა, ვის უნდა და­ვურ­ე­კო და იუს­ტი­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე, ვის უნდა და­ვურ­ე­კო და ამ ადა­მი­ა­ნებს უნდა ჰქონ­დეთ და­ვა­ლე­ბა, რომ მა­ჟო­რი­ტა­რებ­თან იმუ­შა­ონ დრო­უ­ლად, იმი­ტომ, რომ ზოგ­ჯერ იმ­დენ მად­ლო­ბას ვუხ­დი, თით­ქოს ჩემი სა­სი­ცო­ცხლო საქ­მე გა­და­მი­წყვი­ტა, არა­და სა­მად­ლო­ბე­ლო არა­ფე­რი არ არის, ეს არის იგი­ვე იმის სამ­სა­ხუ­რი, რო­გორც ჩემი სამ­სა­ხუ­რი.

მე არ ვფიქ­რობ, რომ დღეს მე ჩუ­მად რომ ვიყო, ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­დოს და სა­ბო­ლო­ოდ, ეს ხალ­ხი გა­გი­ჟე­ბუ­ლი მოვა და ყვე­ლას გვიფ­რენს, ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი. მე მომ­ხრე ვარ, დღეს ვთქვა, რაც გვა­წუ­ხებს და იქ­ნებ გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ და უფრო მეტი გა­ვა­კე­თოთ, ვიდ­რე კეთ­დე­ბა, ვიდ­რე ჩუ­მად ვის­ხდეთ, ერ­თმა­ნეთს "სმა­ი­ლი­კე­ბი" ვუგ­ზავ­ნოთ, რა მაგ­რე­ბი ვარ­თო და ამა­სო­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ იმა­ტოს", - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არც ერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება.

კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სხვისი გამზადებული განცხადების მხარდაჭერა ევალება.

"ნამდვილად სხვადასხვა პარტიებში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ თუ გავალ პარტიიდან, არსად არ წავალ, არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ შევუერთდები, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია.

გავალ თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება რომ დაეთანხმო, მაგრამ განხილვებში უნდა იღებდე მონაწილეობას, თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ,- განაცხადა კახიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მას, როგორც მაჟორიტარს კონკრეტული საქმის გაკეთებაში ხელს ბიუროკრატიული მანქანა უშლის. კახიშვილმა ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ის დაასახელა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ, რაც მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის პროცესს აფერხებს და საზოგადოებაში უკმაყოფილების ხარისხს ზრდის.

"მე კი ვმუშაობდი პოლიტიკურ თანამდებობებზე, მაგრამ ასეთი პირდაპირი შეხება პოლიტიკასთან, როგორიც დღეს პარლამენტიდან მაქვს, არ მქონია და სიმართლე გითხრათ, არც სურვილი არ მქონია, რომ ეს გამოცდილება მიმეღო. ახლა უფრო მეტად ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი და არ შევსულიყავი პარლამენტში და გამეგრძელებინა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა.

მე არ ვარ ლიდერი, ლიდერები სხვები არიან, მე რიგითი დეპუტატი ვარ. არავინ არ მებრძვის, მაგრამ, ამავდროულად, თვლიან, რომ ვიღაცა უფრო კარგად აკეთებს რაღაცას პარლამენტში და გააკეთოს, კი ბატონო, ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, კახიშვილი გამოჩნდება თუ არ გამოჩნდება, ჩემთვის მთავარი ის არის, რომ უმრავლესობა, რომლის წევრიც მე ვარ და რომლის სახელსაც მე ვატარებ, არ მინდა გაილანძღოს. რაღაც საკითხებს მე ვერ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ბიურორატიული მანქანა მიშლის ხელს. არ მუშაობს კარგად მექანიზმი. როდესაც მე ავიღე პასუხისმგბელობა, რომ მე ვიქნები ადამიანი, რომელიც იქნება შუამავალი საკანონმდებლოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, მე ამ პასუხისმგებლობას ვატარებ და ვერავის მივცემ საშუალებას, რომ მე გამანულოს და ეს სიტყვა, რომელიც მე ნათქვამი მქონდა, ვერ შევასრულო. ამიტომ, თუ საჭირო იქნება, უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ იმისთვის, რომ ცოტა ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ და დროულად მოახდნონ რეაგირება.

აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მე უნდა ვიცოდე, ჯანდაცვის საკითხებზე თუ იქნება მოსახლეობას პრობლემა, ვის უნდა დავურეკო და იუსტიციის საკითხებზე, ვის უნდა დავურეკო და ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ დავალება, რომ მაჟორიტარებთან იმუშაონ დროულად, იმიტომ, რომ ზოგჯერ იმდენ მადლობას ვუხდი, თითქოს ჩემი სასიცოცხლო საქმე გადამიწყვიტა, არადა სამადლობელო არაფერი არ არის, ეს არის იგივე იმის სამსახური, როგორც ჩემი სამსახური.

მე არ ვფიქრობ, რომ დღეს მე ჩუმად რომ ვიყო, ხალხის უკმაყოფილება უფრო მეტად გაიზარდოს და საბოლოოდ, ეს ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, ეს არის გამოსავალი. მე მომხრე ვარ, დღეს ვთქვა, რაც გვაწუხებს და იქნებ გამოვფხიზლდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე კეთდება, ვიდრე ჩუმად ვისხდეთ, ერთმანეთს "სმაილიკები" ვუგზავნოთ, რა მაგრები ვართო და ამასობაში უკმაყოფილებამ იმატოს", - განაცხადა კახიშვილმა.

"სასწრაფოდ შემოვიდნენ, გვაკლია, გვენატრება" - იაგო ხვიჩია "ნაცმოძრაობაზე"

"კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - მასთან კონსულტაციები გვექნება" - ირაკლი კობახიძე

"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე