სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ალბათობით, ქვეყანა "სინოფარმის" დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს" - ამირან გამყრელიძე
"დიდი ალბათობით, ქვეყანა "სინოფარმის" დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ქვე­ყა­ნა „სი­ნო­ფარ­მის“ და­მა­ტე­ბით 250 ათას დო­ზას ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში მი­ი­ღებს.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ქვეყ­ნის­თვის ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მას ვაქ­ცი­ნე­ბის ე.წ. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბი წარ­მო­ად­გენს.

„ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ე.წ. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბია. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­მო­სუ­ლი და ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია 43 ათა­სი დოზა „ას­ტრა­ზე­ნე­კა“, რო­მე­ლიც იმ დო­ზებ­თან ერ­თად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს წინა 43 ათა­სი­დან.

შე­მო­სუ­ლია „სი­ნო­ფარ­მი“ რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. არის „სი­ნო­ვა­კის“ 100 ათა­სი დოზა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა 50 ათა­სი მო­ქა­ლა­ქის­თვის.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში უნდა გა­და­წყდეს „სი­ნო­ფარ­მის“ და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის მო­წო­დე­ბის თა­რი­ღე­ბი. ეს დიდი ალ­ბა­თო­ბით, უნდა იყოს ივ­ნი­სის და­სა­წყი­სი. პირ­ველ ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 250 ათა­სი დოზა, შემ­დეგ კი­დევ 250 ათა­სი. გარ­და ამი­სა, მო­ლა­პა­რა­კე­ბი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს „სი­ნო­ფარ­მის“ 100 ათა­სი დოზა ჰქონ­და, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო.

„სი­ნო­ფარ­მთან“ და­კავ­ში­რე­ბით ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ ეს არის მე­სა­მე ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში 4 მა­ი­სი­დან და­ი­წყო. ამ ეტაპ­ზე გვაქვს 100 ათა­სი დოზა. მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეს 100 ათა­სი ორად იყო­ფა და აიც­რე­ბა 50 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე. და­ნარ­ჩე­ნი 50 ათა­სი ენა­ხე­ბა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს მე­ო­რე აც­რის­თვის. დღე­ვან­დე­ლი დღით, ქვე­ყა­ნა­ში „სი­ნო­ფარ­მით“ აც­რი­ლია 17492 ადა­მი­ა­ნი, ასე­ვე ჯავ­შა­ნი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი 26577 ადა­მი­ანს. ამა­ვე დროს, „სი­ნო­ფარ­მის“ გარ­კვე­უ­ლი დო­ზე­ბი მი­მარ­თუ­ლია ესენ­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის­თვის ჩვე­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ნერგვის გეგ­მის მი­ხედ­ვით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „სი­ნო­ფარმ­ზე“ აც­რე­ბი ხდე­ბა 18 წლის ზე­მოთ. 2 აც­რას შო­რის შუ­ა­ლე­დი არის 28 დღე. თუმ­ცა, ეს არის თვი­თონ ინ­სტრუქ­ცი­ით რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ოპ­ტი­მა­ლუ­რია იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ თუ რა­ღაც პი­რო­ბე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნი ვერ შეძ­ლებს მე­ო­რე დო­ზა­ზე მის­ვლას 21-28 დღის ფარ­გლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ მე­ო­რე დოზა შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღოს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
0

გაიტანეთ გრელანდია!

SOS!!!
0

არც იოცნებოთ, რომ ხალხს დააძალოთ ვაქცინის გაკეთება!

ვისაც უნდა იმან გაიკეთოს, გინდ წაღმა და გინდაც უკუღმა!!!

ხალხის მოთმინება უსაზღვრო არაა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დიდი ალბათობით, ქვეყანა "სინოფარმის" დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს" - ამირან გამყრელიძე

"დიდი ალბათობით, ქვეყანა "სინოფარმის" დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ქვეყანა „სინოფარმის“ დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ვაქცინების ე.წ. გარანტირებული მარაგები წარმოადგენს.

„ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. გარანტირებული მარაგებია. გარანტირებული მარაგების თვალსაზრისით, შემოსული და ხელუხლებელია 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“, რომელიც იმ დოზებთან ერთად გამოიყენება, რომელიც არსებობს წინა 43 ათასიდან.

შემოსულია „სინოფარმი“ რომელიც გამოიყენება. არის „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც განსაზღვრული იქნება 50 ათასი მოქალაქისთვის.

რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები. ეს დიდი ალბათობით, უნდა იყოს ივნისის დასაწყისი. პირველ ეტაპზე დაახლოებით 250 ათასი დოზა, შემდეგ კიდევ 250 ათასი. გარდა ამისა, მოლაპარაკები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისი განმარტებით, საქართველოს „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ჰქონდა, რომელიც ვაქცინაციისთვის ორ ნაწილად გაიყო.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის მესამე ვაქცინა, რომლის ადმინისტრირება ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე გვაქვს 100 ათასი დოზა. მინდა მოსახლეობისთვის ხაზი გავუსვა, რომ ეს 100 ათასი ორად იყოფა და აიცრება 50 ათასი მოქალაქე. დანარჩენი 50 ათასი ენახება ყველა მოქალაქეს მეორე აცრისთვის. დღევანდელი დღით, ქვეყანაში „სინოფარმით“ აცრილია 17492 ადამიანი, ასევე ჯავშანი აქვს გაკეთებული 26577 ადამიანს. ამავე დროს, „სინოფარმის“ გარკვეული დოზები მიმართულია ესენციური ჯგუფებისთვის ჩვენი ვაქცინაციის დანერგვის გეგმის მიხედვით. მოგეხსენებათ, „სინოფარმზე“ აცრები ხდება 18 წლის ზემოთ. 2 აცრას შორის შუალედი არის 28 დღე. თუმცა, ეს არის თვითონ ინსტრუქციით რეკომენდირებული პერიოდი, როდესაც ოპტიმალურია იმუნური პასუხის გამომუშავება. მინდა განვმარტო, რომ თუ რაღაც პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეორე დოზა შესაბამისად მიიღოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - რა ვითარებაა ადგილზე?

"იმდენად ვიყავით ერთმანეთზე მიკედლებულები, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა" - ნინო ამირეჯიბი მეუღლეზე, მითიურ სიყვარულსა და პოეტის ბოლო დღეებზე