პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს
"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ შოუ „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ სა­ინ­ტე­რე­სო ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. გა­მოვ­ლინ­და კონ­კურ­სან­ტთა ათე­უ­ლი, რო­მე­ლიც მზა­დაა კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად და დიდი მონ­დო­მე­ბით ჩა­ერ­თოს კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც მათ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვას ჰპირ­დე­ბა. რას ფიქ­რო­ბენ შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, პრო­დი­უ­სე­რი და ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, ამა­ზე მათი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ფრო­დაქ­შე­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- რო­გორც მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე ნახა, სა­ბო­ლოო ათე­უ­ლი და­კომ­პლექტდა. გვყავს ორი წყვი­ლი, რომ­ლებ­მაც ჟი­უ­რის­თან პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე, მათი სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­რა და „ხა­კის­ფე­რი კი­ტე­ლე­ბი“ მი­ი­ღო. მერე კი ჟი­უ­რის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რმა სა­კუ­თა­რი ფა­ვო­რი­ტი გა­მო­ა­ჩი­ნა და სა­ბო­ლო­ოდ „ბლა­ინდ ტეს­ტი­სა“ და „ჩა­ქა­ფუ­ლის ტუ­რის“ მეშ­ვე­ო­ბით ათი სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლი მი­ვი­ღეთ. ისი­ნი შემ­დე­გი, უფრო სა­პა­ტიო, „წი­თე­ლი კი­ტე­ლის“ მო­სა­პო­ვებ­ლად იბ­რძო­ლე­ბენ. ამ ეტა­პი­დან, რო­მელ­საც იმის გამო, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია, ბუთ­ქემ­ფი („ყა­ზარ­მუ­ლი“ და­ვარ­ქვით), თითო ტუ­რი­დან შოუს 2 წყვი­ლი და­ტო­ვებს და ექ­ვსე­უ­ლი­დან უკვე ის 5 სა­უ­კე­თე­სო შე­ირ­ჩე­ვა, ვინც „წი­თელ კი­ტელს“ მო­ირ­გებს. თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლის თქმით, უკვე ცნო­ბი­ლია შემ­დე­გი კვი­რის გა­და­ცე­მის თემა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­და­წყდა ათე­უ­ლი­დან კი­დევ ორი გუნ­დის გა­მო­თიშ­ვის ხერ­ხი, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­და­ხა­ლი­სე­ბის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით. ამას­თან, ჟი­უ­რიმ, კონ­კრე­ტუ­ლად კი, და­ვიდ ნა­რიმ და გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილ­მა და­მა­ტე­ბი­თი და­ვა­ლე­ბა მო­ი­ფიქ­რეს. შუა მზა­დე­ბი­სას სა­ა­თი გა­ჩერ­და, დრო შე­წყდა და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა მათი და­ვა­ლე­ბა - მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა, იყოს ნივ­რი­სა და ყა­ვის სო­უ­სი მო­ხე­ვურ ალ­ტა­მებ­თან ერ­თად, ამას „ფორ­მუ­ლას“ და „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე შა­ბათს, „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ნა­ხავს.

თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლი

თა­თუ­კა:

- ჩვენ მო­ნა­წი­ლე­ებს კი­დევ რამ­დე­ნი­მე დიდი სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბათ, სა­დაც და­ვა­ლე­ბა „შავ ყუთ­ში“ ამო­სუ­ლი იდენ­ტუ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მომ­ზა­დე­ბაა. ძი­რი­თად ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბად კი შეხ­ვდე­ბათ ჩვე­ნი გას­ტრო­ნო­მი­ის მშვე­ნე­ბა, ერთ დროს მი­ვი­წყე­ბუ­ლი და აღ­დგე­ნი­ლი ავ­თენ­ტუ­რი ქარ­თუ­ლი ყვე­ლის სა­ხე­ო­ბე­ბი და რძის პრო­დუქ­ტე­ბი. ასე­ვე ვნა­ხავთ, რამ­ხე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ქარ­თულ ყველს და რძის პრო­დუქ­ტებს.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი ამ რთულ ამო­ცა­ნებს თავს რამ­დე­ნად გა­არ­თმე­ვენ?

- ისე­თი კონ­კურ­სან­ტე­ბი დაგ­ვრჩნენ, რომ არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ მა­ყუ­რებ­ლის და ჟი­უ­რის გა­ო­ცე­ბა. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც, მო­უ­წევთ წე­სე­ბის უცა­ბედ ცვლი­ლე­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, რად­გან კონ­კრე­ტულ ტურ­ში ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი აქვს. და­მერ­წმუ­ნეთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­და­ცე­მა ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლიც აღ­მოჩ­ნდეს და ამა­ში ეტა­პობ­რი­ვად მე­ტად დავ­რწმუნ­დე­ბით. რაც მთა­ვა­რია, თუ აქამ­დე არ­სე­ბულ კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­და­ცე­მებს ან თუნ­დაც ჩვენ­სა­ვე წინა სე­ზონს გა­დავ­ხე­დავთ, ცხა­დია, რომ კონ­კურ­სან­ტებს გას­ტრო­ნო­მია ახალ სი­მაღ­ლე­ზე აჰ­ყავთ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა. ჩვენ­თან სერ­ვი­რე­ბის ის სტან­დარ­ტია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მა­ღა­ლი დო­ნის რეს­ტორ­ნებ­ში გვხვდე­ბა. ამო­ცა­ნაც ეს იყო, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს სე­ზო­ნი სრუ­ლად ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­ის­თვის დაგ­ვეთ­მო - ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სტან­დარ­ტის აწე­ვა. ეს ჩვე­ნი ჟი­უ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის.

- შო­უს­თვის, შე­ფე­ბი სწო­რად გყავთ შერ­ჩე­უ­ლი. და­ვით ნარი ამ შო­უ­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს...

- დიახ გრანდ-შე­ფე­ბი გვყავს... და­ვი­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი შე­ფია, რო­მელ­საც გას­ტრო­ნო­მი­ის ვარ­კვლა­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. რაც მთა­ვა­რია, აქვს უმაღ­ლე­სი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ჰოფ­მა­ნის სკო­ლის შემ­დეგ, და­ამ­თავ­რა ბას­კუ­რი კუ­ლი­ნა­რი­ის ცენ­ტრის მა­გის­ტრა­ტუ­რა და პრო­დუქ­ტის მო­ლე­კუ­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გე­მომ­დე, ყვე­ლა­ფე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე იცის. შე­უძ­ლია გას­ტრო­ნო­მი­ა­ზე, ქი­მი­ურ პრო­ცე­სებ­ზე და ფი­ზი­კა­ზე ერ­თად ისა­უბ­როს, მისი რჩე­ვე­ბი და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ახა­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა. აუ­ცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა და­ვი­თის ტუ­რიც, სა­დაც თვი­თონ მო­ამ­ზა­დებს და კონ­კურ­სან­ტებს მისი გა­მე­ო­რე­ბა მო­უ­წევთ. ყვე­ლა ტური უკვე გა­წე­რი­ლია, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი ტუ­რე­ბი უნდა იყოს ჩვე­ნი გემ­რი­ე­ლი სა­ი­დუმ­ლო.

და­ვით ნარი (და­ვით ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი):

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წყვი­ლე­ბი შე­ირ­ჩა, მათ შე­საძ­ლე­ბე­ლია, დიდი ევო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნონ უპირ­ვე­ლე­სად სა­კუ­თარ თა­ვებ­ში. ეს კონ­კურ­სიც ხომ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა - გან­ვი­თარ­დნენ, მეტი ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნონ, მეტი მო­ი­ძი­ონ, წინსვლა ჰქონ­დეთ... ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ტექ­ნი­კურ მხა­რეს. აქ გე­მო­ზე აღარ არის სა­უ­ბა­რი. ეს თა­ვის­თა­ვად იგუ­ლის­ხმე­ბა. კერ­ძი გა­რეგ­ნუ­ლად რაც არ უნდა და­ხა­ტუ­ლი იყოს, თუ გემო არ ექ­ნე­ბა, მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზეს ხომ ვერ მი­ვირ­თმევთ?! კერ­ძი, რო­მელ­საც და­ვა­გე­მოვ­ნებთ, უნდა იყოს შეკ­რუ­ლი რო­გორც გე­მო­თი, ისე ტექ­ნი­კუ­რად.

- ე.ი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იდეა, გა­რეგ­ნულ სახე, გემო და ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე...

- დიახ. კერ­ძი ტექ­ნი­კუ­რად თუ არ იქ­ნე­ბა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ანუ მისი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი - ხორ­ცი, ბოსტნე­უ­ლი, მას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­ე­ნი­ჭე­ბა. კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და შე­სა­ბა­მი­სად, ეს ათე­უ­ლიც ასე სა­მარ­თლი­ა­ნად შე­ვად­გი­ნეთ.

- კონ­კურ­სან­ტებ­ზე რას იტყვით?

- იყო ეპი­ზო­დე­ბი, როცა ერთ ტურ­ში მონ­დო­მე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეს, ხოლო შემ­დეგ­ში ეს ვერ და­ვი­ნა­ხეთ. ამი­ტომ, კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ცოტა რთუ­ლია. ისე, და­დე­ბი­თი მუხ­ტი ყვე­ლა­შია, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რას იზამს, არ ვი­ცით. შე­იძ­ლე­ბა, ისიც მოხ­დეს, რომ რა­ღა­ცით და­ით­რგუ­ნოს და თავი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნოს... და­ძა­ბუ­ლო­ბა ზო­გა­დად აქვთ, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, მათ ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ას ვხე­დავ, აქვთ გან­წყო­ბა, ხა­ლი­სი, - მოკ­ლედ, სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი არი­ან. იმე­დი მაქვს, რომ კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­დე­ბი­ან და კარ­გი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბათ.

მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი:

- დაგ­ვჭირ­და შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­მო­რი­ცხა, ძლი­ე­რი ფი­ნა­ლის­ტე­ბი გა­მო­ე­თი­შა შოუს, მათ­ში დიდ პო­ტენ­ცი­ალს ვხე­დავ­დი, მაგ­რამ რას ვი­ზამთ? ეს კონ­კურ­სია. რე­ა­ლუ­რად, ფან­ტას­ტი­კუ­რი ფი­ნა­ლის­ტე­ბი გვყავს - სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი მი­ვი­ღეთ. ურ­თუ­ლე­სი ტუ­რე­ბი ელო­დე­ბათ, ზოგ­ჯერ რომ ჰგო­ნი­ათ, ამ­ზა­დე­ბენ აღ­მო­სავ­ლე­თის, ან და­სავ­ლე­თის კერძს, ამა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი და ჩვენ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ინ­გრე­დი­ენ­ტით ამო­ცა­ნა ურ­თულ­დე­ბათ. აქ მათ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და კრე­ა­ტი­ვი სჭირ­დე­ბათ, რომ იმ შე­მოშ­ვე­ლე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე სწო­რი აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თონ. ისე უნდა იმოქ­მე­დონ, კერძს თი­თო­ე­უ­ლი ისე და­უ­ა­მა­ტონ, რომ კონ­ტექ­სტი­დან არ ამო­ვარ­დნენ.

- ყავა, ან შო­კო­ლა­დი რო­მელ ქარ­თულ კერძს შე­იძ­ლე­ბა მო­უხ­დეს?

- ჩვენ ამ პრო­დუქ­ტებს ისე ვთა­ვა­ზობთ, რომ არც ერთი და­მა­ტე­ბი­თი ინ­გრე­დი­ენ­ტი, თუ სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი არ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ უნდა მიგ­ვიხ­ვდნენ ჩა­ნა­ფიქ­რს და სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით ესა თუ ის ქარ­თუ­ლი კერ­ძი გვინ­და, მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ავიყ­ვა­ნოთ. რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი არის, რომ ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მია კი­დევ უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ავი­დეს. მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სო შოუ გვე­ლის წინ...

გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი:

- დიდი და რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნით, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძი შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. გავ­სინ­ჯეთ მათი ნა­ხე­ლა­ვი და სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ, ახლა დი­ლე­მის წი­ნა­შე ვართ - ამო­ვარ­ჩი­ოთ სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლი.

- ეს ათე­უ­ლი რამ­დე­ნად შეძ­ლებს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის დაძ­ლე­ვას?

- მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლი ეტა­პე­ბი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. უცებ კერ­ძის გა­კე­თე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი, რო­მე­ლიც იმ კერ­ძში, რა­საც ამ­ზა­დე­ბენ, გა­მო­ი­ყე­ნოს, მა­გა­ლი­თად, შო­კო­ლა­დის ნამ­ცხვა­რის გა­მო­ცხო­ბი­სას ჯონ­ჯო­ლი შევ­თა­ვა­ზო... ასე­თი ურ­თუ­ლე­სი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ინ­ტე­ლექ­ტა­ლუ­რი გა­და­ცე­მაა „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“. მას ვერც ერთ შოუს ვერ შე­ვა­და­რებ. ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე, დახ­ვე­წა­სა და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო გემ­რი­ელ ამ­ბავ­ზე. ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მია რა­ღაც სხვა ეტაპ­ზე უნდა გა­და­ვი­დეს, და­ა­ნა­ხოს ხალ­ხს, რომ შე­იძ­ლე­ბა ასე გე­მო­ე­ბის მოძ­რა­ო­ბა, ხა­ლი­სი, შე­ხა­მე­ბა. ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს ბევ­რი რამ შე­უძ­ლია, მი­ლი­ო­ნი პრო­დუქ­ტი გვაქვს, რო­მელ­თა არე­ვით ახა­ლი გემ­რი­ე­ლი გე­მო­ე­ბი იქ­მნე­ბა.

- არა, ისე მა­ინც რა უც­ნა­უ­რია - შო­კო­ლა­დის ნა­ცხვა­რი და ჯონ­ჯო­ლი ერ­თად... წა­მოგ­ვყვე­ბათ ამ ყვე­ლა­ფერ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი? ამ სი­ურპრიზს ხომ არ იუ­ცხო­ებს?

- გა­მო­რი­ცხუ­ლი არ იქ­ნე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი რომ გაჩ­ნდეს, რად­გან ყვე­ლას თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. ვი­ღა­ცე­ებს ჰგო­ნი­ათ, რომ ქარ­თულ გას­ტრო­ნო­მი­ას „ვა­უ­პა­ტი­უ­რებთ“, ზოგს ჰგო­ნია, რომ მკვდარ კერ­ძებს ვა­ცო­ცხლებთ... ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ხომ ერ­თმა­ნე­თის შე­ქე­ბა­ზე მე­ტად გა­ლან­ძღვა გა­მოს­დის?! მაგ­რამ ეს ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბი ნაკ­ლე­ბად გვა­ინ­ტე­რე­სებს. ჩვენ­სას ვქმნით, ვა­არ­სებთ და წვლი­ლი შეგ­ვაქვს არა­მარ­ტო ქარ­თულ გას­ტრო­ნო­მი­ა­ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
saakadze
12

მასტერშეფს აშკარად ჩამოუვარდება.

პ.ს ლჯბტ -ს თემა პრიორიტეტში ყავთ აყვანილი

კონსტანტინე თავართქილაძე
7

კიტელი არა იხვი:))))))))) კიტელი ეცვა სტალინს :)))))))))) რა კიტელი რის კიტელი საერთოდ სრულიად გაუგებარი შინაარსის და ფორმატის შოუა!!!!!!!!!!!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

ტელეკომპანია „ფორმულას“ შოუ „სამზარეულოს ომები“ საინტერესო ეტაპზე გადავიდა. გამოვლინდა კონკურსანტთა ათეული, რომელიც მზადაა კიდევ უფრო აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთოს კონკურსში, რომელიც მათ ბევრ საინტერესო გამოწვევას ჰპირდება. რას ფიქრობენ შოუს ორგანიზატორები, პროდიუსერი და ჟიურის წევრები, ამაზე მათი ინტერვიუებიდან შეიტყობთ.

თათუკა ნარტყოშვილი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფროდაქშენის ხელმძღვანელი:

- როგორც მაყურებელმა უკვე ნახა, საბოლოო ათეული დაკომპლექტდა. გვყავს ორი წყვილი, რომლებმაც ჟიურისთან პირველივე შეხვედრაზე, მათი სიმპათია დაიმსახურა და „ხაკისფერი კიტელები“ მიიღო. მერე კი ჟიურის თითოეულმა წევრმა საკუთარი ფავორიტი გამოაჩინა და საბოლოოდ „ბლაინდ ტესტისა“ და „ჩაქაფულის ტურის“ მეშვეობით ათი საუკეთესო წყვილი მივიღეთ. ისინი შემდეგი, უფრო საპატიო, „წითელი კიტელის“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ამ ეტაპიდან, რომელსაც იმის გამო, რომ ძალიან რთულია, ბუთქემფი („ყაზარმული“ დავარქვით), თითო ტურიდან შოუს 2 წყვილი დატოვებს და ექვსეულიდან უკვე ის 5 საუკეთესო შეირჩევა, ვინც „წითელ კიტელს“ მოირგებს. თათუკა ნარტყოშვილის თქმით, უკვე ცნობილია შემდეგი კვირის გადაცემის თემა. ძალიან საინტერესოდ გადაწყდა ათეულიდან კიდევ ორი გუნდის გამოთიშვის ხერხი, რომელსაც მაყურებელი იხილავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ყველაზე ღირებული კერძების სრულფასოვნად გადახალისების დავალების შესრულებით. ამასთან, ჟიურიმ, კონკრეტულად კი, დავიდ ნარიმ და გურამ ბაღდოშვილმა დამატებითი დავალება მოიფიქრეს. შუა მზადებისას საათი გაჩერდა, დრო შეწყდა და როგორი აღმოჩნდა მათი დავალება - მაგალითად, როგორი შეიძლება, იყოს ნივრისა და ყავის სოუსი მოხევურ ალტამებთან ერთად, ამას „ფორმულას“ და „სამზარეულოს ომების“ მაყურებელი უკვე შაბათს, „ჩემი ცოლის დაქალების“ დასრულებისთანავე ნახავს.

თათუკა ნარტყოშვილი

თათუკა:

- ჩვენ მონაწილეებს კიდევ რამდენიმე დიდი სიურპრიზი ელოდებათ, სადაც დავალება „შავ ყუთში“ ამოსული იდენტური ინგრედიენტების ერთმანეთისგან განსხვავებულად მომზადებაა. ძირითად ინგრედიენტებად კი შეხვდებათ ჩვენი გასტრონომიის მშვენება, ერთ დროს მივიწყებული და აღდგენილი ავთენტური ქართული ყველის სახეობები და რძის პროდუქტები. ასევე ვნახავთ, რამხელა შესაძლებლობა აქვს ქართულ ყველს და რძის პროდუქტებს.

- კონკურსანტები ამ რთულ ამოცანებს თავს რამდენად გაართმევენ?

- ისეთი კონკურსანტები დაგვრჩნენ, რომ არ გაუჭირდებათ მაყურებლის და ჟიურის გაოცება. თუმცა ამ შემთხვევაშიც, მოუწევთ წესების უცაბედ ცვლილებებთან გამკლავება, რადგან კონკრეტულ ტურში ყველას თანაბარი პირობები აქვს. დამერწმუნეთ, შესაძლებელია, რომ კულინარიული გადაცემა ძალიან აზარტულიც აღმოჩნდეს და ამაში ეტაპობრივად მეტად დავრწმუნდებით. რაც მთავარია, თუ აქამდე არსებულ კულინარიულ გადაცემებს ან თუნდაც ჩვენსავე წინა სეზონს გადავხედავთ, ცხადია, რომ კონკურსანტებს გასტრონომია ახალ სიმაღლეზე აჰყავთ და აბსოლუტურად განსხვავებული და კრეატიული კერძები მზადდება. ჩვენთან სერვირების ის სტანდარტია, რომელიც მსოფლიოს მაღალი დონის რესტორნებში გვხვდება. ამოცანაც ეს იყო, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ეს სეზონი სრულად ქართული გასტრონომიისთვის დაგვეთმო - ქართული გასტრონომიული სტანდარტის აწევა. ეს ჩვენი ჟიურის დამსახურებაც არის.

- შოუსთვის, შეფები სწორად გყავთ შერჩეული. დავით ნარი ამ შოუში პირველად მონაწილეობს...

- დიახ გრანდ-შეფები გვყავს... დავითი ყველაზე წარმატებული ქართველი შეფია, რომელსაც გასტრონომიის ვარკვლავებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. რაც მთავარია, აქვს უმაღლესი გასტრონომიული განათლება, ჰოფმანის სკოლის შემდეგ, დაამთავრა ბასკური კულინარიის ცენტრის მაგისტრატურა და პროდუქტის მოლეკულური შემადგენლობიდან გემომდე, ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე იცის. შეუძლია გასტრონომიაზე, ქიმიურ პროცესებზე და ფიზიკაზე ერთად ისაუბროს, მისი რჩევები და ინსტრუქციები ჩვენი კონკურსანტებისთვის ახალი და სერიოზული გამოცდილებაა. აუცილებლად გვექნება დავითის ტურიც, სადაც თვითონ მოამზადებს და კონკურსანტებს მისი გამეორება მოუწევთ. ყველა ტური უკვე გაწერილია, თუმცა დანარჩენი ტურები უნდა იყოს ჩვენი გემრიელი საიდუმლო.

დავით ნარი (დავით ნარიმანიშვილი):

- ძალიან საინტერესო წყვილები შეირჩა, მათ შესაძლებელია, დიდი ევოლუცია მოახდინონ უპირველესად საკუთარ თავებში. ეს კონკურსიც ხომ ამას ემსახურება - განვითარდნენ, მეტი ცოდნა შეიძინონ, მეტი მოიძიონ, წინსვლა ჰქონდეთ... ყურადღება ექცევა ტექნიკურ მხარეს. აქ გემოზე აღარ არის საუბარი. ეს თავისთავად იგულისხმება. კერძი გარეგნულად რაც არ უნდა დახატული იყოს, თუ გემო არ ექნება, მხოლოდ სილამაზეს ხომ ვერ მივირთმევთ?! კერძი, რომელსაც დავაგემოვნებთ, უნდა იყოს შეკრული როგორც გემოთი, ისე ტექნიკურად.

- ე.ი. მნიშვნელოვანია იდეა, გარეგნულ სახე, გემო და ტექნიკური მხარე...

- დიახ. კერძი ტექნიკურად თუ არ იქნება დამუშავებული, ანუ მისი ნებისმიერი პროდუქტი - ხორცი, ბოსტნეული, მას არანაირი მნიშვნელობა არ მიენიჭება. კონკურსანტების შერჩევისას საერთოდ, ყველაფერს ვითვალისწინებთ და შესაბამისად, ეს ათეულიც ასე სამართლიანად შევადგინეთ.

- კონკურსანტებზე რას იტყვით?

- იყო ეპიზოდები, როცა ერთ ტურში მონდომება გამოავლინეს, ხოლო შემდეგში ეს ვერ დავინახეთ. ამიტომ, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია. ისე, დადებითი მუხტი ყველაშია, მაგრამ თითოეული კონკრეტულ სიტუაციაში რას იზამს, არ ვიცით. შეიძლება, ისიც მოხდეს, რომ რაღაცით დაითრგუნოს და თავი ვერ გამოავლინოს... დაძაბულობა ზოგადად აქვთ, მაგრამ რაც მთავარია, მათ ჯანსაღ კონკურენციას ვხედავ, აქვთ განწყობა, ხალისი, - მოკლედ, საინტერესოები არიან. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო განვითარდებიან და კარგი შედეგები ექნებათ.

მიშა ავსაჯანიშვილი:

- დაგვჭირდა შესარჩევი ტურები, რომელმაც ძალიან ძლიერი მონაწილეები გამორიცხა, ძლიერი ფინალისტები გამოეთიშა შოუს, მათში დიდ პოტენციალს ვხედავდი, მაგრამ რას ვიზამთ? ეს კონკურსია. რეალურად, ფანტასტიკური ფინალისტები გვყავს - საუკეთესო ათეული მივიღეთ. ურთულესი ტურები ელოდებათ, ზოგჯერ რომ ჰგონიათ, ამზადებენ აღმოსავლეთის, ან დასავლეთის კერძს, ამაზე არიან ორიენტირებულები და ჩვენ მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ინგრედიენტით ამოცანა ურთულდებათ. აქ მათ დიდი გამოცდილება და კრეატივი სჭირდებათ, რომ იმ შემოშველებულ პროდუქტებზე სწორი აქცენტი გააკეთონ. ისე უნდა იმოქმედონ, კერძს თითოეული ისე დაუამატონ, რომ კონტექსტიდან არ ამოვარდნენ.

- ყავა, ან შოკოლადი რომელ ქართულ კერძს შეიძლება მოუხდეს?

- ჩვენ ამ პროდუქტებს ისე ვთავაზობთ, რომ არც ერთი დამატებითი ინგრედიენტი, თუ სწორად გამოიყენებენ, კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იქნება. ამიტომ უნდა მიგვიხვდნენ ჩანაფიქრს და სწორად გამოიყენონ. ამ კომბინაციით ესა თუ ის ქართული კერძი გვინდა, მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. რეალური მიზანი არის, რომ ქართული გასტრონომია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. მართლა საინტერესო შოუ გველის წინ...

გურამ ბაღდოშვილი:

- დიდი და რთული გზა გავიარეთ. ბევრი ადამიანი გავიცანით, რომლებმაც არაერთი საინტერესო კერძი შემოგვთავაზეს. გავსინჯეთ მათი ნახელავი და საუკეთესო ათეული შევარჩიეთ, ახლა დილემის წინაშე ვართ - ამოვარჩიოთ საუკეთესო წყვილი.

- ეს ათეული რამდენად შეძლებს შეთავაზებული ამოცანების დაძლევას?

- მართლაც ძალიან რთული ეტაპები გვაქვს გასავლელი. უცებ კერძის გაკეთების დროს შეიძლება შევთავაზოთ რადიკალურად განსხვავებული ინგრედიენტი, რომელიც იმ კერძში, რასაც ამზადებენ, გამოიყენოს, მაგალითად, შოკოლადის ნამცხვარის გამოცხობისას ჯონჯოლი შევთავაზო... ასეთი ურთულესი, საგანმანათლებლო, ინტელექტალური გადაცემაა „სამზარეულოს ომები“. მას ვერც ერთ შოუს ვერ შევადარებ. ჩვენ ორიენტირებული ვართ განათლებაზე, პროფესიულ ზრდაზე, დახვეწასა და ბევრ საინტერესო გემრიელ ამბავზე. ქართული გასტრონომია რაღაც სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს, დაანახოს ხალხს, რომ შეიძლება ასე გემოების მოძრაობა, ხალისი, შეხამება. ქართულ სამზარეულოს ბევრი რამ შეუძლია, მილიონი პროდუქტი გვაქვს, რომელთა არევით ახალი გემრიელი გემოები იქმნება.

- არა, ისე მაინც რა უცნაურია - შოკოლადის ნაცხვარი და ჯონჯოლი ერთად... წამოგვყვებათ ამ ყველაფერში მაყურებელი? ამ სიურპრიზს ხომ არ იუცხოებს?

- გამორიცხული არ იქნება ნეგატიური კომენტარები რომ გაჩნდეს, რადგან ყველას თავისი შეხედულება აქვს. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ქართულ გასტრონომიას „ვაუპატიურებთ“, ზოგს ჰგონია, რომ მკვდარ კერძებს ვაცოცხლებთ... ჩვენი საზოგადოების ნაწილს ხომ ერთმანეთის შექებაზე მეტად გალანძღვა გამოსდის?! მაგრამ ეს ნეგატიური აზრები ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენსას ვქმნით, ვაარსებთ და წვლილი შეგვაქვს არამარტო ქართულ გასტრონომიაში, არამედ საქართველოს კულტურის განვითარებაში.

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი